ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ ჭუნგუო-ს (中国), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.
ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ, დაიწყო იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ, დამწერლობის სისტემის იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.
ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, ასევე საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფოიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის ზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. სუნ ძუსომის ხელოვნება დაწერილი ძვ. წ. VI საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.
სიას დინასტია
პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო სიას დინასტია[8] (ჩინ. 夏朝). ამ დინასტიის დაახლოებითი არსებობა თარიღდება ძვ. წ. 2200-ძვ. წ. 1750 წლებით. დღემდე, უმეტესობა ისტორიკოსებისა თვლიდნენ, რომ ამ დინასტიის არსებობა, საერთოდ მითია, მაგრამ არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ესეც ეჭვქვეშ დააყენა. ამ დინასტიის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას კიდევ ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა და გათხრა ესაჭიროება.
შანის დინასტია
მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყო შანის დინასტია[9] (ჩინ. 商朝), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1750-ძვ.წ. 1040 წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.
ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია.
ამ დინასტიის ნაშთები, გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილ ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია ღორის ტყავზე.
ეს დინასტია იყო ყველაზე სისხლს მოწყურებული იმ დროისთვის და საერთოდ შუა საუკუნეებამდელ პერიოდში. მათ აშკარად უყვარდათ ადამიანების მსხვერპლთშეწირვა. თუ მეფე მოკვდებოდა, ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს, ჯერ თავს აჭრიდნენ და მერე ყრიდნენ სამარხში, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. ისინი აგრეთვე მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს სხვადასხვა რიტუალურ და ცერემონიულ შემთხვევებზე.
ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილსა ან მამიდაშვილზე, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.
ჯოუს დინასტია
დასავლური ჯოუს დინასტია (ძვ. წ. 1100 - ძვ. წ. 771)
შანის დინასტიის გადაგვარების შემდეგ, ჩინეთის მმართველობაში, მოვიდა ჯოუს დინასტია (ჩინ. 周朝), რომელმაც იარსება ძვ. წ. 1100-ძვ. წ. 256 წლებში. ძვ. წ. XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა ადრემონათმფლობელური ინის სახელმწიფო, რომელიც ჯოუს ტომმა დაიპყრო. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლური (ძვ. წ. 1100-ძვ. წ. 771) და აღმოსავლური (ძვ. წ. 771-ძვ. წ. 256) ჯოუს დინასტია. ისტორიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯოუს დინასტია უფრო „ჩინური“ იყო, ვიდრე შანის. თუნდაც იმიტომ, რომ ჯოუს დინასტიაში მეფის (მმართველის) ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ნაკლებად ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლთშეწირვაზე. მაგრამ შანის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. თუმცა საუკუნეები დასჭირდა, სანამ დასავლეთმა ისწავლა ბრინჯაოს ხმარება ისევე, როგორც ჯოუს დინასტიას ჰქონდა ათვისებული. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ სიას, შანის და ჯოუს დინასტიები იყო სამი სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ პერიოდში აღმოცენდა ყვითელი მდინარის ველზე. ისტორიული ჩანაწერები კი ამას ასაბუთებს იმით, რომ სიას დინასტია დაიპყრო შანმა, შემდეგ კი ჯოუმ იმარჯვა ამ უკანასკნელზე.
აღმოსავლური ჯოუს დინასტია (ძვ. წ. 771 - ძვ. წ. 256)
აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის) დაოსიზმი (ტაოიზმი), კონფუციანიზმი და ლეგალიზმი.
დაოიზმი არის აგებული დაოს შესწავლაზე, დაო ნიშნავს გზას. დაოიზმის უძველესი წიგნია „დაო დე ჯინგი“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერა ლაო-ძიმ. დაოისტებს უყვარდათ, მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. დაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ) ბუდიზმის განვითარებაზე.
კონფუცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ ღირსეული კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.
ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის, ხუნ-ძის სწავლებებისგან. ხუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ თავის თავზე იფიქრებს, მაშასადამე იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახლა გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს.
ცინის დინასტია
იმპერატორთა დინასტია ჩინეთში, ძვ. წ. 221-207 წწ. დინასტიის დამაარსებელია ცინ შიხუანდი. დედაქალაქი — ქალაქისიანიანი. მისმა პირველმა იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ გაატარა მთელი რიგი რეფორმები (ფულის ერთეულის, დამწერლობის, ზომის ერთეულის უნიფიცირება). მანვე დაამთავრა ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა. იმპერიის საზღვრების გაზრდის მიზნით იგი ეწეოდა დამყრობლურ ომებს (უპირატესად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე). მშრომელი მასების აჯანყებებმა ბოლო მოუღო ცინის იმპერიას. ცინის განმგებლობის პერიოდში შეიქმნა ჩინეთის ისტორიაში პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ქვეყანა დაიყო 36 მხარედ, რომელთაც იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელეები განაგებდნენ. გამუდმებულმა ომებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ჩინეთის დიდი კედლისა და მრავალრიცხოვანი სასახლეების მშენებლობამ საგადასახადო უღლის გაძლიერება გამოიწია. ძვ. წ. 209 წლის დასასრულსა და 208 წლის დასაწყისში, ქვეყანაში იფეთქა სახალხო აჯანყებებმა. ოქტომბრის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლიუ ბანის არმიამ ქალაქი სიანიანი მიიტაცა და ცინის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
შემდგომი დინასტიები
ძვ. წ. 206 — ახ.წ. 220 წლამდე ჩინეთში ბატონობდა ხანის დინასტია. ხანის იმპერიაში მიმდინარეობდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების შემდგომი განვითარება, მიწის საკუთრების კონცენტრაცია მსხვილი მემამულეების ხელში, ოფიციალურ იდეოლოგიად აღიარეს კონფუციანელობა. ხანის იმპერიის დაცემით არსებითად დამთავრდა მონათმფლობელური პერიოდი. III — IV საუკუნეებში ფეოდალური ჩინეთი რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა. ხანგრძლივ დაქუცმაცებას და შინაომებს ბოლო მოეღო VI საუკუნეში, როდესაც მხედართმთავარმა იან ძიანმა სუის დინასტიის (581-618) გამგებლობას დაუქვემდებარა მთელი ჩინეთი (589). სუის დინასტია შეცვალა ტანის დინასტიამ (618-907). მისი პირველი იმპერატორები ენერგიულად ებრძოდნენ თავგასულ ფეოდალებს, ახშობდნენ მშრომელთა გამოსვლებს და რეფორმებით ცდილობდნენ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. VII საუკუნის დამლევისათვის ტანის იმპერია დაპყრობითი ომების შედეგად გაფართოვდა მეზობლების ხარჯზე. VIII საუკუნის შუა ხანებიდან გაძლიერდა ბრძოლა გაბატონებულ კლასთა შორის. პერიფერიების სამხედრო გუბერნატორების პერიოდულმა ამბოხებებმა ცენტრალური ხელილსუფლების წინააღმდეგ განაპირობა ტანის იმპერიის დასუსტება და საგარეო ძლიერების დაცემა. ტანის იმპერია შეცვალა სუნის იმპერიამ (960-1279). სუნის პერიოდში ჩინეთმა დაკარგა ბატონობა ვასალურ ტერიტორიებზე, გახშირდა ჯურჯენებისა და სხვა ტომების (ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან) თავდასხმები. კიდანებმა იმპერიას ჩამოაჭრეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები. XIII საუკუნის დამდეგისათვის დაიწყო მონღოლთა შემოსევები. მონღოლებმა დაიპყრეს ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, 1279 წელს კი ბოლო მოუღეს სუნის დინასტიას. გაბატონდა მონღოლთა დინასტია იუანი (1280-1368). მონღოლმა ფეოდალებმა ჩინეთში დაამყარეს სასტიკი ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული ჩაგვრის რეჟიმი, რამაც დროებით შეაფერხა მისი განვითარება. ჩინელი ხალხი ხანგრძლივ ბრძოლას ეწეოდა მონღოლი ბატონების წინააღმდეგ. აჯანყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯუ იუნჯანმა 1368 წელს დამყრობთა განდევნის შემდეგ დააარსა მინის დინასტია (1368-1644).
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა მაო ძე-დუნმა1949 წელს, მიღებულ იქნა საბჭოური ტიპის კონსტიტუცია. 1971 წლიდან გაეროს წევრია. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. რეფორმები არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და თავისუფლებებს. ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს ტაივანთან და ტიბეტთან ურთიერთობებში.
XVI საუკუნიდან ჩინეთში აღწევენ ევროპელები. 1516 წელს ჩინეთში ჩავიდნენ პორტუგალიელი კოლონიზატორები. 1557 წელს მათ იჯარით აიღეს ჩინეთის ნავსადგური აომინი (მაკაო). პორტუგალიელებს მიჰყვნენ ესპანელები და ჰოლანდიელები. ამავე პერიოდიდან ჩინეთს მოევლინენ პირველი ევროპელი მისიონერები — იეზუიტები, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სწავლობდნენ ამ ქვეყანას. XVII საუკუნის დასაწყისიდან მსხვილი მემამულეების ხელში აღმოჩნდა მიწები, გაძლიერდა გლეხობის ჩაგვრა — გაპარტახება, მათი მოიჯარე-მოზიარეებად გადაქცევა. XVII საუკუნის დასაწყისიდან მინის იმპერია ღრმა სოციალურ კრიზისს (ქალაქების ღარიბობის აჯანყებები, ქიშპობის გამწვავება მმართველი კლასების შიგნით) განიცდიდა. ამით ისარგებლეს ჯურჯენთა (მანჯურიელთა) ტომებმა, რომლებმაც გაერთიანების შემდეგ ჩინეთის დაპყრობა განიზრახეს. XVII საუკუნის 20-30-იან წლებში გლეხთა აჯანყებები გლეხთა ომში (1628-1645) გადაიზარდა, რომლის შედეგადაც დაემხო მინის დინასტია. ძალაუფლება ცინის მანჯურიული დინასტიის (1644-1911) ხელში გადავიდა, 1683 წელს ჩინელი ხალხი მძიმე ბრძოლას განაგრძობდა მანჯურიელ დამპყრობთა წინააღმდეგ, მანჯურიელთა შემოსევამ მათგან გამოწვეულმა ნგრევა-გაჩანაგებამ და გარესამყაროსაგან იზოლაციის მათმა პოლიტიკამ ხანგრძლივი დროით შეაფერხა ჩინეთის შემდგომი განვითარება. მანჯურიელი დამპყრობლები კვლავ განაგრძობდნენ ჩინეთში არსებულ ფეოდალურ ექსპლუატაციას. მინის თავკაცობას (და ნაწილობრივ ჩინელი მემამულეებსაც) ჩამოართვეს მიწების ნაწილი, რაც მანჯურიის საიმპერატორო სახლის საკუთრება გახდა. მანჯურიელმა ფეოდალებმა მსხილ ჩინელ ფეოდალებთან ერთად შექმნეს დესპოტური მონარქია, რომელიც ძლიერ არმიას და ბიუროკრატიულ აპარატს (მანდარინატი) ემყარებოდა. ჩინელი ხალხი განაგრძობდა ბრძოლას მანჯურიელთა ბატონობის წინააღმდეგ. XVIII საუკუნეში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები (პორტუგალია, ჰოლანდია, საფრანგეთი) ამაოდ ცდილობდნენ დაემყარებინათ ჩინეთთან ოფიციალური ურთიერთობა და შეეღწიათ მის საზღვრებში. მათ მხოლოდ სამხრეთში, გუანჯოუში (კანტონი) მიეცათ ვაჭრობის უფლება. ეს ყველაზე მეტად გამოიყენა ინგლისმა, რომელმაც დაიწყო ჩინეთში ოპიუმის შეზიდვა (რაც ინგლისელ ვაჭრებს დიდ შემოსავალს აძლევდა).
1839 წელს მკვეთრად გამწვავდა ინგლის-ჩინეთის ურთიერთობა. ამის საბაბი გახდა ჩინეთის ხელისუფალთა მიერ ოპიუმით ვაჭრობის აღკვეთა. პასუხად ინგლისელებმა 1840 წელს ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (ე.წ. 1840-1842 „ოპიუმის“ ომი). ჩინეთი ამ ომში დამარცხდა. 1842 წლის 29 აგვისტოს ნანკინის არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებით ჩინეთი ვალდებული იყო გაეხსნა ინგლისთან ვაჭრობისათვის 5 ნავსადგური, გადაეცა მისთვის კუნძული სიანგანი (ჰონგ-კონგი), გადაეხადა კონტრიბუცია, დაეწესებინა შეღავათიანი საბაჟო ტარიფები და სხვა. 1843 წელს დამატებითი ოქმით ინგლისმა მოიპოვა ექსტერიტორიულობისა და იურიდიული შეუვალობის უფლება ჩინეთთან და სხვა. 1844 წელს ჩინეთმა ხელშეკრულებები დადო აშშ-სა და საფრანგეთთან, რომლითაც ამ ქვეყნებმა მიიღეს ინგლისის ანალოგიური პრივილეგიები. ინგლისთან ომში დამარცხებამ და თავზე მოხვეულმა არათანასწორუფლებიანმა ხელშეკრულებებმა სათავე დაუდეს ჩინეთის ნახევრად კოლონიურ ქვეყნად გადაქცევას.
ინგლის-ჩინეთის 1840-1842 წლების ომი და მისი შედეგები მეტამ მძიმე იყო ჩინეთის მშრომელებისათვის. გაიზარდა საგადასახადო ტვირთი, შრომითი ვალდებულებები და სხვა უცხოური საქონლის მოზღვავება ძირი გამოუთხარა ხელოსნობასა და შინამრეწველობას. ამის პასუხად გაძლიერდა მათი წინააღმდეგობა მჩაგვრელთა მიმართ. 1841-1849 წლებში ადგილი ჰქონდა 110 აჯანყებასა და მღელვარებას. 1850 წელს ტაიპინელთა რელიგიურმა სექტამ ხუნ სიუციუანის მეთაურობით გუანსის პროვინციაში მოაწყო აჯანყება მანჯურიელთა წინააღმდეგ. ტაიპინელთა რაზმებმა 1853 წელს აიღეს ნანკინი, რითიც ტაიპინელთა სახელმწიფო-სატახტო ქალაქი გახდა. 1856 წელს ტაიპინელთა თავკაცებს შორის მოხდა განხეთქილება, რამაც სერიოზულად დაასუსტა ტაიპინელთა სახელმწიფო. 1856 წელს ინგლისმა, შემდეგ საფრანგეთმა ახალი ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (მეორე „ოპიუმის“ ომი), მათ დაამარცხეს მანჯურიელთა ჯარები და ტიანძინის (1858) და პეკინის (1860) ხელშეკრულებებით მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ჩინეთში. 60-იან წლებში დამდეგიდან ინგლისს-საფრანგეთმა და აშშ-მა გააძლიერეს დახმარება პეკინის მთავრობისადმი ტაიპინელთა წინააღმდეგ საბრძოლველედ. შინაგანი და გარეშე რეაქციის ერთობლივი ძალებით ტაიპინელთა აჯანყება ჩაახშვეს მანჯურიელებმა.
XIX საუკუნის ბოლოს ჩინეთში ჩამოყალიბდა კაპიტალისტური წყობილება, განვითარდა ეროვნული ბურჟუაზია, პროლეტალები და ბურჟუაზიული ინტელიგენცია. განვითარდნენ ახალი სამრეწველო-კულტურული ცენტრები (ტიანძინი, შანხაი, უხანი). ერთდროულად გაძლიერდა კაპიტალისტური სახელმწიფოების აგრესია, რომლებმაც მიიტანეს ჩინეთის ვასალური სახელმწიფოები (საფრანგეთმა — ვიეტნამი, ინგლისმა — ბირმა, 1885 წელს). 1894-1895 წლებში იაპონიას ომი ჰქონდა ჩინეთის წინააღმდეგ, რის შედეგად მიიტაცა კუნძულები ტაივანი, პენხულედაო და გააძლიერა თავისი გავლენა კორეაში. XIX საუკუნის დასასრულს იმპერიალისტურმა სახელმწიფოებმა მიიტაცეს ჩინეთის მთელი რიგი ნავსადგურები და ქვეყნის ცალკეული ნაწილები თავისი გავლენის სფეროდ გადააქციეს (გერმანიამ — შანდუნის პროვინცია, ინგლისმა — მდინარე იანძის აუზი, საფრანგეთმა — სამხრეთ-დასავლეთი პროვინცია, რუსეთმა — ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი, იაპონიამ — ფუძიანის პროვინცია). 1899 წელს აშშ-მა „ღია კარის“ დოქტრინით მთელ ჩინეთზე წამოაყენა პრეტენზია. ცინების მორიგმა კაპიტულაცია იმპერიალისტური მოძალადეების წინაშე აღაშფოთა ჩინელი ხალხი. იგი გამოვლინდა ტაივანისმოსახლეობის აჯანყებასა (1895) და სხვა სახალხო გამოსვლებში. 1894 წელს ჩაისახა რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობა სუნ იატსენის მეთაურობით. 1894 წელს მან დააარსა პირველი რევოლუციური ორგანიზაცია სინჯუხოი (ჩინეთის აღორძინების საზოგადოება). 1895-1898 წლებში დიდი გაქანება მოიპოვა ჩინეთის ბურჟუაზიის და მემამულეების ლიბერალ-რეფორმატორულმა მოძრაობამ კან იუვეის ხელმძღვანელობით. 1898 წლის ივნისში იმპერატორმა გუანსიუიმ სახელმწიფო მართვა-გამგეობაში მიიწვია რეფორმატორები („რეფორმების ასი დღე“). მათ დაიწყეს ბურჟუაზიული რეფორმების გატარება. მაგრამ რეფორმებით ჩინეთის გარდაქმნის მათი ცდა ჩაიშალა. დედოფალ ცისის მომხრეებმა 1898 წლის 21 სექტემბერს მოაწყვეს სახელწმიფო გადატრიალება. რეფორმატორების ნაწილი სიკვდილით დაისაჯა, სხვები რეპრესირებულ იქმნენ. იმპერიალისტების მზარდმა თვითნებობამ და ტელეგრაფის მშენებლობამ 1899 წელს წარმოშვა მძლავრი ანტიიმპერიალისტური იხეტუანთა აჯანყება. 1900 წლის ივნისში აჯანყებულმა პეკინიც კი დაიკავეს. ამის პასუხად მოეწყო რვა სახელმწიფოს (ინგლისი, აშშ, იაპონია, რუსეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი) ინტერვენცია ჩინეთში. იხეტუანთა აჯანყების დიდი გაქანებით დაშინებულმა ცისის მთავრობამ ომი გამოუცხადა ინტერვენტებს და აჯანყებულებს მიემხრო. 1900 წლის აგვისტოში ინტერვენტებმა აიღეს პეკინი, მთავრობა სიანში გაიქცა. იხეტუანთა აჯანყებას დამარცხების მიუხედავად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მან ჩაშალა ჩინეთის დანაწილების იმპერიული გეგმები. XX საუკუნის დამდეგისათვის ჩინეთი ტიპური ნახევრად კოლონია იყო. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობაში მომხდარმა ცვლილებებმა და ქვეყნის ნახევრად კოლონიურმა მდგომარეობამ ბიძგი მიცა რევოლუციური მოძრაობის განვითარებას. ჩინეთში აღმოცენდა ახალი რევოლუციური ორგანიზაციები. რევოლუციური მოძრაობის განვითარებაზე ჩინეთში დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის 1905-07 წლების რევოლუციამ, რომელმაც, ვლადიმერ ლენინის თქმით, „გამოაღვიძა აზია“. 1905 წელს სუნ იატსენმა იაპონიაში დააარსა რევოლუციური პარტია ტუნმენხოი, რომლის პროგრამა ითვალისწინებდა სამი სახის პრინციპის განხორციელებას (მანჯურიელთა დამხობა, რესპუბლიკის დამყარება და „მიწაზე უფლებების გათანაბრება“). 1911 წლის 10 ოქტომბერს ტუნმენხოის ხელმძღვანელობით დაიწყო სინხაის რევოლუცია. სინხაის რევოლუციამ დაამხო ცინების მონარქია, დაამყარა რესპუბლიკა. მაგრამ ვერ გადაწყვიტა ანტიიმპერიალისტრური და ანტიფეოდალური ამოცანები. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მემამულეებმა და კომპრადორული ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა.
ბუნება
ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 14 000 კმ; სახმელეთო - 20 000 კმ.
ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) — იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური 4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კმ²) — ცინხაიხუ 4.000, დუნტინხუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ხულუნ-ნორი 2.400, ტაი-ხუ 2.240; კუნძული — ხაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი — სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია ბუნების მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც უპირველესად განპირობებულია რელიეფისა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებებით. რელეიფში ჭარბობს მთები, პლატოები და მაღლობები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიბეტის მთიანეთი, რომელიც უმაღლესია მსოფლიოში. ნეპალთან საზღვარზე ჰიმალაებში კი მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა - 8 848 მ. აღსანიშნავია აგრეთვე დიდი და მცირე ხინგანები, ცინლინის მთები, ტიან-შანი, ბეიშანი და ა.შ.
ჩინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ხელსაყრელი კლიმატური პირობებით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა სახის კულტურის მოყვანის საშუალებას იძლევა.
ნალექების რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყანა პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. გამყოფი ხაზი გაივლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. არიდულ ზონებში ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ნალექიანობა 100 მმ-ს არ აღემატებახოლო ყველაზე უხვნალექიანია კუნძული ტაივანი, 2000 მმ.
ჩინეთისთვის დამახასიათებელია ხშირი წყალდიდობები და გვალვები. მაგალითად, ძვ. წ. 206 წლიდან 1987 წლამდე ქვეყანაში 1995 წყალდიდობა მოხდა. ამ პერიოდში მდინარე ხუანხემ 1 500-ჯერ გაარღვია ჯებირები და დატბორა უზარმაზარი ტერიტორიები. მან 26-ჯერ შიეცვალა თავისი კალაპოტი. წელიწადში საშუალოდ 7-ჯერ ტაიფუნის დამანგრეველი ძალა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ქვეყნის სანაპირო რაიონებს.
შიგა წყლები
ხმელეთის ზედაპირული წყლების მარაგით ჩინეთი მეექვსე ქვეყანაა ბრაზილიის, რუსეთის, კანადის, აშშ-ის და ინდონეზიის შემდეგ. მდინარეთა საერთო სიგრძე 227 000 კმ-ს შეადგენს. მდინარეების უდიდესი ნაწილი მიედინება ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთისკენ და განეკუთვნებიან წყნარი ოკეანის აუზს. ჩინეთის უდიდესი მდინარეა იანძი, რომელიც თავის სიგრძით მხოლოდ ნილოსს და ამაზონს ჩამორჩება. მისი სიგრძე 6 300 კმ, ხოლო აუზის ფართობი 1 807 199 კმ²-ს უტოლდება. ქვეყნის სიდიდით მეორე მდინარეა ხუანხე. აღსანიშნავია აგრეთვე ჩუძიანი, სუნგარი და ა. შ.
ჩინეთი მდიდარია ტბებით, რომელთა შორის 12 თავისი ფართობით 1 000 კმ²-ს აღემატება. ტბებიდან აღსანიშნავია: დუნტინხუ, პოიანხუ, ტაიხუ, კუკუნორი.
ცოცხალი სამყარო
ფლორა
ჩინეთის ნიადაგური საფარი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ წარმოდგენილია ყველა სახის ნიადაგი, რომელიც გავრცელებულია აზიის კონტინენტზე. რელიეფის, კლიმატისა და ნიადაგების მრავალფეროვნებამ საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შექმნა სხვადასხვა მცენარეულობის განვითარებისთვის: დაწყებული ტროპიკებით, დამთავრებული ტაიგისფლორით ჩრდილოეთში. ტყეები ქვეყანაში ცოტაა. მათ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 12 % უკავიათ. ტყეების გავრცელების ძირითადი რაიონებია დიდი და მცირე ხინგანები, ასევე ტროპიკული ზონა. ჩინეთის ტერიტორიაზე ფლორის 35 000-მდე სხვადასხვა წარმომადგენელია. აქ ვხვდებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელ თითქმის ყველა სახის მცენარეს. მცენარეული საფარის მრავალფეროვნება უპირველესად განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობლობით და მათ შორის რაიმე ბუნებრივი საზღვრის არარსებობით.
ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა 4 ძირითადი ბუნებრივ-მცენარეული ზონა:
სტეპის მცენარეული ზონა
მარადმწვანე სუბტროპიკული და ტროპიკული ტყეების ზონა
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng - მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონგ-კონგი და მაკაო).
ენები: სტანდარტული ჩინური (მანდარინი), ჩინური დიალექტები: კანტონის (იუე), შანხაის (ვუ), ფუჯოუს (მინბეი) და სხვა. ამის გარდა გავრცელებულია 292 სასაუბრო ენა.
ქალაქები: 10 მილიონზე მეტი მოსახლით ქალაქები ჩინეთში: შანხაი (20,217,700), პეკინი (16,446,900), ჩუნცინი (11,871,200), კუანგჭოუ (10,641,400), შენჯენი (10,358,400).
ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 1.055 მლრდ $ (მე-7 ადგილი); 1 სულზე - 860 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 19, მრეწველობა 49, მომსახურება 32.
ექსპორტი: ჩაი, ხორცის პროდუქტები, შალი და ბამბა, ნავთობი, მინერალები, ქიმიკატები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. ჩინეთი მარცვლეულის, ბრინჯის, ბამბის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
რელიეფის და გეოლოგიური აგებულების მრავალფეროვნება და თავისებურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრეზე. აქ მოიპოვება თითქმის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული (110 სახეობა). ვოლფრამის, კალის, სურმის, თუთიის, ტიტანის, მაგნეზიტის მარაგით ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. ბოქსიტების, ფოსფატების, ნიკელის, ვერცხლისწყლის, მანგანუმის მადნის და მოლიბდენის მარაგით მეორე ქვეყანაა, ნახშირის და რკინის მადნის მხრივ კი მესამე. ქვეყანა ფლობს ნავთობის, საწვავი ფიქლების, გოგირდის, სპილენძისა და სხვადასხვა სახის მარილების უდიდეს მარაგს. ნახშირის საბადოები გავრცელებულია თითქმის ყველგან, მაგრამ მსხვილი აუზებიდან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთი, განსაკუთრებით შანსის პროვინცია (მთელი მარაგის 1/3).
ჩინეთი უმსხვილესი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მშპ-ის(მთლიანი შიდა პროდუქტი)საერთო მოცულობით იგი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, იგი მსოფლიოს პირველი 50 ქვეყნის სიაშიც კი არ შედის (94-ე ადგილი უკავია). მშპ-ის საშუალო წლიური ზრდის ტემპი შეადგენს 11%-ს და ყველაზე მაღალია მთელს მსოფლიოში.
ქვეყანა მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით. წამყვანია ნახშირის მოპოვება(პირველი ადგილი მსოფლიოში), რომლის უდიდესი აუზები ქვეყნის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებშია განლაგებული და მას საექსპორტო მნიშვნელობა აქვს
ჰიდრორესურსების მარაგით ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა მისი მარაგის მხოლოდ 3-5%-ია გამოყენებული. საწვავი ფიქლების საერთო მარაგი შეფასებულია 7 მლრდ ტონად. საბადოები ძირითადად განლაგებულია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში (ლიაონინის პროვინცია) და სამხრეთ ჩინეთში.
ქვეყნის წიაღი მოიცავს 50 სხვადასხვა ლითონის სახეობას. რკინის მადნის გეოლოგიური მარაგი 50 მლრდ ტონას შეადგენს; მარაგის 60 % თავმოყრილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. მანგანუმის მარაგი მსოფლიო მანგანუმის საერთო მარაგის 10%-ია. მოლიბდენის პოტენციალით ჩინეთი ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს (უდიდესი მარაგი თავმოყრილია ლიაონინის პროვინციაში), კალის მარაგი მსოფლიო მარაგის 15%-ს შეადგენს და ძირითადად თავს იყრის გებიუს საბადოში (იუნანის პროვინცია). ჩინეთი ფლობს ვოლფრამის მსოფლიო მარაგის 50%-ს (დაიუის საბადო ძიანსის პროვინციაში უმსხვილესია მსოფლიოში).
Anupam KherKher pada 2013Nama asalHindi: अनुपम खेरLahir07 Maret 1955 (umur 69)Shimla, Punjab, India (sekarang Himachal Pradesh, India)KebangsaanIndiaPekerjaanAktor, produser, sutradaraTahun aktif1982–sekarangSuami/istriKirron Kher (m. 1985)Penghargaan Padma Shri (2004) Padma Bhushan (2016) Anupam Kher (kelahiran 7 Maret 1955) adalah seorang aktor India yang telah tampil dalam sekitar 400 film dan beberapa permainan panggung....
Coppa Italia DilettantiSport Calcio TipoClub FederazioneFIGC Paese Italia OrganizzatoreLega Nazionale Dilettanti Cadenzaannuale Aperturafebbraio Chiusuramaggio Partecipanti19 (fase finale) dal 1999 FormulaFase a gironiEliminazione diretta Sito InternetSito ufficiale StoriaFondazione1966(1999 formula odierna) Numero edizioni56 Detentore Cast Brescia Record vittorie Casarano (2) Edizione in corsoCoppa Italia Dilettanti 2023-2024 Coccarda italiana tricolore Modifica dati su Wikidata...
Questa voce sull'argomento società calcistiche macedoni è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. F.K. BelasicaCalcio Segni distintivi Uniformi di gara Casa Trasferta Colori sociali Azzurro-bianco Dati societari Città Strumica Nazione Macedonia del Nord Confederazione UEFA Federazione FFM Campionato Vtora liga Fondazione 1922 Presidente Vanco Takovski Allenatore Vane Milkov Stadio Blagoj Istatov(8 000 posti) Sito web www.belasica.com.mk ...
Mestaruussarja 1945-1946 Competizione Mestaruussarja Sport Calcio Edizione 37ª Organizzatore SPL/FBF Luogo Finlandia Partecipanti 8 Risultati Vincitore VIFK(2º titolo) Retrocessioni KPT KuopioIF Drott Statistiche Incontri disputati 54 Gol segnati 231 (4,28 per incontro) Cronologia della competizione 1945 1946-1947 Manuale La Mestaruussarja 1945-1946 fu la trentasettesima edizione della massima serie del campionato finlandese di calcio, la sedicesima come Mestaruussarja. Il titol...
Swedish politician (born 1985) Mattias Bäckström JohanssonSDSecretary-General of the Sweden DemocratsIncumbentAssumed office 17 October 2022Party LeaderJimmie ÅkessonPreceded byRichard JomshofDeputy Leader of the Sweden Democratsin the RiksdagIn office25 November 2019 – 25 October 2022Party LeaderJimmie ÅkessonRiksdag LeaderHenrik VingePreceded byHenrik VingeSucceeded byLinda LindbergMember of the RiksdagIncumbentAssumed office 29 September 2014ConstituencyKalmar County...
Madhabi MukherjeeMukherjee pada 2018Lahir10 Februari 1942 (umur 82)Calcutta, Kepresidenan Bengal, India Britania (sekarang bernama Kolkata, Bengal Timur, India)Nama lainMadhabi Chakraborty, Madhabi Mukhopadhyay, MadhuriKarya terkenalCharulata Madhabi Mukherjee, née Chakraborty, (lahir pada 10 Februari 1942) adalah seorang aktris asal India. Ia dianugerahi Penghargaan Film Nasional untuk Aktris Terbaik untuk penampilannya dalam film Bengali Dibratrir Kabya. Ia telah berakting dalam...
For other uses, see Clearcut (disambiguation). Forestry/logging practice in which most or all trees in an area are uniformly cut down After a century of clearcutting, this forest, near the source of the Lewis and Clark River in Clatsop County, Oregon, is a patchwork. In each patch, most of the trees are the same age. Clearcutting, clearfelling or clearcut logging is a forestry/logging practice in which most or all trees in an area are uniformly cut down. Along with shelterwood and seed tree h...
Comic book superhero This article is about the superhero. For the city in Turkey, see Batman, Turkey. For other uses, see Batman (disambiguation). For people with the surname Batman, see Batman (surname). For the composer with a similar surname, see Jacques-Louis Battmann. Comics character BatmanCover of the DC Comics Absolute Edition of Batman: Hush (2011)Art by Jim LeePublication informationPublisherDC ComicsFirst appearanceDetective Comics #27(cover-dated May 1939; published March 30, 1939...
Ion Ghica The third cabinet of Ion Ghica was the government of Romania from 18 December 1867 to 11 March 1871. Ministers The ministers of the cabinet were as follows:[1] President of the Council of Ministers: Ion Ghica (18 December 1870 - 11 March 1871) Minister of the Interior: Ion Ghica (18 December 1870 - 11 March 1871) Minister of Foreign Affairs: Nicolae Calimachi-Catargiu (18 December 1870 - 11 March 1871) Minister of Finance: Dimitrie A. Sturdza (18 December 1870 - 11 March 187...
This article is about the Swedish Communist Party, APK, the Flamman group of 1977. For other parties named Communist Party of Sweden, see Communist Party of Sweden (disambiguation). Not to be confused with Communist Party (Sweden). Political party in Sweden Communist Party of Sweden Sveriges kommunistiska partiChairmanAndreas SörensenFounded1977Split fromLeft Party – the CommunistsHeadquartersFlyghamnsgatan 1, Skarpnäck, StockholmNewspaperRiktpunKtYouth wingCommunist Youth of Swe...
كأس رابطة الأندية الإنجليزية المحترفة 1973–74 تفاصيل الموسم كأس رابطة الأندية الإنجليزية المحترفة النسخة 14 البلد المملكة المتحدة التاريخ بداية:14 سبتمبر 2021 نهاية:28 مايو 2022 المنظم دوري كرة القدم الإنجليزية البطل مانشستر سيتي عدد المشاركين 92 تعديل �...
Saudi Arabian state-owned petroleum company Saudi Arabian Oil GroupHeadquarters in Dhahran, Eastern Province, Saudi ArabiaTrade nameSaudi AramcoNative nameشركة الزيت العربية السعوديةCompany typePublic (mostly state-owned)Traded asTadawul: 2222ISINSA14TG012N13 IndustryOil and gasFounded29 May 1933; 91 years ago (29 May 1933) (as California-Arabian Standard Oil)FounderStandard Oil of California (at the behest of the Saudi government)HeadquartersDha...
Câu lạc bộ bóng đá Trẻ Hoàng anh Gia LaiTên đầy đủCâu lạc bộ bóng đá Trẻ Hoàng Anh Gia LaiBiệt danhĐội bóng phố núiThành lập2005(với tên Hoàng Anh Gia Lai B)Sân vận độngPleikuSức chứa12.000Chủ tịch điều hànhĐoàn Nguyên ĐứcHuấn luyện viênLê Thanh AnGiải đấuHạng Ba Quốc giaMùa giải 2023thứ 4 Màu áo sân nhà Màu áo sân khách Câu lạc bộ bóng đá Trẻ Hoàng Anh Gia Lai (tiếng Anh: Hoang Anh G...
2014 local election in England, UK Map of the results of the 2014 Kingston upon Thames council election. Conservatives in blue, Labour in red and Liberal Democrats in yellow. The 2014 Kingston upon Thames Council election took place on 22 May 2014 to elect members of Kingston upon Thames Council in England.[1] This was on the same day as other local elections. Results The Conservative Party gained control from the Liberal Democrats. The Conservatives won 28 seats (+7), the Liberal Dem...
Museum in Montpellier, France Front of Musée Fabre The Musée Fabre is a museum in the southern French city of Montpellier, capital of the Hérault département. The museum was founded by François-Xavier Fabre, a Montpellier painter, in 1825. Beginning in 2003, the museum underwent a 61.2 million euro renovation, which was completed in January 2007. It is one of the main sights of Montpellier and close to the city's main square, the Place de la Comédie. The museum's national importance is ...
Belgian law philosopher (born 1947) Frank Van DunBorn (1947-02-22) 22 February 1947 (age 77)Antwerp, BelgiumEraContemporary philosophyRegionWestern philosophySchoolClassical liberalismInstitutionsUniversity of Ghent,Mises InstituteRothbard Institute [nl]Main interestsPhilosophy of lawPhilosophy of human rights Websiteusers.ugent.be/~frvandun Frank Van Dun (born February 22, 1947, Antwerp) is a Belgian philosopher of law and classical liberal natural law theorist. He is assoc...
Civilian victims of mutilation by Free State authorities From 1885 to 1908, many atrocities were committed in the Congo Free State (today the Democratic Republic of the Congo) under the absolute rule of King Leopold II of Belgium. These atrocities were particularly associated with the labour policies, enforced by colonial administrators, used to collect natural rubber for export. Combined with epidemic disease, famine, and falling birth rates caused by these disruptions, the atrocities contr...
Pemilihan umum Wali Kota Padangsidimpuan 20242018202927 November 2024 (2024-11-27)Kandidat Peta persebaran suara Letak Kota Padangsidempuan di Provinsi Sumatera Utara Wali Kota petahanaTimur Tumanggor (Penjabat) Birokrat Wali Kota terpilih Belum Diketahui Pemilihan umum Wali Kota Padangsidimpuan 2024 dilaksanakan pada 27 November 2024 untuk memilih Wali Kota Padangsidimpuan periode 2024-2029.[1] Pemilihan Wali Kota Padang Sidempuan tahun tersebut akan diselenggarakan setelah Pem...
2004 studio album by Five for FightingThe Battle for EverythingStudio album by Five for FightingReleasedFebruary 3, 2004GenreSoft rockLength48:02LabelAwareColumbiaProducerBill BottrellGregg WattenbergJohn OndrasikCurt SchneiderFive for Fighting chronology America Town(2000) The Battle for Everything(2004) Two Lights(2006) Singles from The Battle for Everything 100 YearsReleased: November 24, 2003 The Devil in the Wishing WellReleased: 2004 Silent NightReleased: 2004 If God Made YouRel...