მარილები

გადიდებული მარილის კრისტალი (ჰალიტი/ნატრიუმის ქლორიდი)

მარილები ქიმიაში იონური შენაერთებია, რომლებიც მჟავასა და ფუძეს შორის ნეიტრალიზაციის რეაქციით მიიღება. მარილები შედგებიან კათიონების (დადებითად დამუხტული იონები) და ანიონებისგან (უარყოფითი იონები), რომელთა შერწყმით ნეიტრალური პროდუქტი მიიღება. ეს კომპონენტი იონები შეიძლება იყოს არაორგანული (Cl) ან ორგანული (CH3COO), ერთატომიანი (F) ან მრავალატომიანი (SO42−). კათიონები შეიძლება იყვნენ მეტალის იონები, ამონიუმის იონი (NH4+), კომპლექსური კათიონები და ა.შ. ანიონები კი ორგანულ და არაორგანულ მჟავათა ნაშთები.

მარილებს, რომლებიც ხსნარში დისოციაციისას გამოყოფენ ჰიდროქსილის იონს „ფუძე მარილები“ ეწოდებათ, ხოლო მარილებს, რომლებიც ხსნარში დისოციაციისას გამოყოფენ წყალბადის კათიონს - „მჟავა მარილები“, დანარჩენებს - „საშუალო მარილები“.

ნომეკლატურა

მარილთა სახელები მიიღება მისი შემადგენელი იონების სახელებიდან. ჯერ იწერება კათიონის დასახელება, შემდეგ ანიონის (მაგ. ნატრიუმის ქლორიდი)

ყველაზე გავრცელებული კათიონებია:

ანიონები:

მიღების მეთოდები

PbSO4

მარილები მიიღება შემდეგი რეაქციებით:


მარილთა თვისებები

ფიზიკური თვისებები

ქიმიური თვისებები

მარილების ქიმიური თვისებები დამოკიდებულია მათი შემადგენელი იონების ბუნებაზე. მარილები ურთიერთქმედებენ როგორც მჟავებთან, ისე ფუძეებთან, თუ რეაქციის პროდუქტი ტოვებს სარეაქციო არეს (უხსნადი ნაერთი, აირი, მცირედ დისოცირებადი ნივთიერება)

მარილები ურთიერთქმედებენ მეტალებთან, რომლებიც მდებარეობენ მარცხნივ მარილში შემავალ მეტალთან შედარებით ლითონების ელექტროქიმიური აქტივობის რიგში

მარილები ურთიერთქმედენ ერთმანეთთან, თუ რეაქციის პროდუქტი ტოვებს სარეაქციო არეს (უხსნადი ნაერთი, აირი, მცირედ დისოცირებადი ნივთიერება):

ზოგიერთი მარილი გახურებით იშლება:

წყალში გახსნისას მარილები სრულად ან ნაწილობრივ დისოცირდებიან იონებად. თუ მარილი სრულად დისოცირდება, ის წარმოადგენს ძლიერ ელექტროლიტს, თუ ნაწილობრივ - სუსტს. ზოგიერთი მარილი წყალში გახსნისას განიცდის ჰიდროლიზს. სუსტი მჟავას (Na2CO3) ან სუსტი ფუძის (CuCl2) მარილთა ჰიდროლიზი შექცევადია, სისტი მჟავასა და სუსტი ფუძის მარილთა (Al2S3) ჰიდროლიზი - შეუქცევადი

გამოყენებული ლიტერატურა