სუნის დინასტია

ჩინეთი სუნის დინასტიის მმართველობის პერიოდში, 1111 წელი
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინგის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

სუნის დინასტიაჩინეთის იმპერატორთა დინასტია (960-1279 წწ.). მისი დამაარსებელია მხედართუფროსი ჯაო კუანინი, რომელიც ცნობილია სატაძრო სახელით ტაიძუ (960-976 წწ.). მისი და მისი მემკვიდრის ტაიძუნის (976-997 წწ.) დროს მიმდინარეობდა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის. 1127 წლიდან ჯურჯენების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთის მიტაცების შემდეგ სუნის ხელისუფლება გავრცელდა მხოლოდ სამხრეთ ჩინეთზე. 1279 წელს სუნის დინასტია მოსპეს მონღოლმა დამპყრობლებმა, რომლებმაც ჩინეთში იუანის დინასტია (1279-1368 წწ.) გააბატონეს.

სუნის დინასტია დაარსების პერიოდშივე ბევრად უფრო მცირე ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე თანგის დინასტიის მიწებია. XI-XII საუკუნიდან, სუნი იძულებულია გამოუცხადოს ვასალიტეტი სახელმწიფოს, რომელიც ყალიბდება ჩრდილოეთით. ამავე პერიოდში კიდევ უფრო ჩრდილოეთით, მონღოლეთში ძალიან მნიშვნელოვანი პოცესები მიმდინარეობს, ისინი ტომური გაერთიანებების შექმნას იწყებენ.

ჩინეთმა მიიღო მხედველობაში ეს ახალი ძლიერი ძალა, რომელიც გამოჩნდა ჩრდლოეთით და გადაწყვიტა რომ ის შეიძლება ყოფილიყო მისი ახალი მოკავშირე ამ ჩრდილოეთის ბარბაროსებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად მიაღწიეს კიდეც შეთანხმებას თუკი გაერთიანებული ძალებით ჩინეთი და მონღოლეთი დაამხობდნენ ძინის დინასტიას ჩინეთი მიიღებდა სანაცვლოდ ხენანის პროვინციას და ნამდვილად გაილაშქრეს ერთად ძინის წინააღმდეგ. 1234 წელს დაეცა ძინი და ეს არის ამავე დროს თარიღი როცა მონღოლებმა მთლიანად დაიმორჩილეს ჩრდილოეთ ჩინეთი. თუმცა მას შემდეგ რაც მონღოლებმა მთლიანად თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ჩრდილოეთი აღარ სჭირდებათ სუნთნ მოკავშირეობა და უკვე შემდეგივე წელს 1235 წელს პირველად ილაშქრებენ სუნის წინააღმდეგ. თუმცა აქ დახვდათ იმაზე ბევრად უფრო დიდი წინააღმდეგობა,ვიდრე მოელოდნენ.1251 წელს მიიღეს გადაწყვეტლება, რომ გაორმაგებული სამხედრო ძალები გადმოესხათ ამ ტერიტორიაზე. და უკვე 1257 წლიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ალყაშია სუნი. ამ დროს მას უტევენ ჩრდილოეთ ჩინეთიდან, ტიბეტიდან.

1276 წელს მონღოლებმა მოახერხეს და ხუბილაი ხანის მეთაურობით დაიპყრეს სუნის დედაქალაქი ხანჭოუ. ეს არის წელი, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუნის დინასტია დაეცა და ამავე წელს ხუბილაი ხანმა გამოაცხადა მონღოლური იუანის სახელმწიფო - იუანის დინასტია.

ლიტერატურა