მაგნეზიტი (ლათ. magnesia — „მაგნეზია“) — კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა . იზომორფული მინარევის სახით შეიცავს , , . კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. კრისტალები რომბოედრული ან უსწორმასწორო წაგრძელებული აქვს, აგრეგატები — ფარულ-კრისტალური. თეთრია ან მოყვითალო-ნაცრისფერი. მყიფეა; რომბოედრის გასწვრივ აქვს სრული ტკეჩადობა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3.75-4.25; სიმკვრივე 2900-3100 კგ/მ³. მაგნეზიტის ძირითადი დანაგროვები გვხვდება მეტამორფიზებულ დოლომიტებში. მაგნეზიტი გამოიყენება ცემენტის, ცელულოზის, სინთეზური კაუჩუკის, პლასტმასის, ცეცხლგამძლე ნაწარმის, კერამიკულ და სხვათა წარმოებაში. ძირითადი საბადოებია რუსეთში, ჩინეთში, კორეაში, ბრაზილიაში.
ლიტერატურა