ბრიუს ლი

ბრიუს ლი
დაბადების სახელი ლი ჯუნ ფენი
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1940
სან-ფრანცისკო, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
გარდაცვალების თარიღი 20 ივლისი, 1973
ჰონგ-კონგი
ეროვნება ჩინელი
საქმიანობა მსახიობი
სპორტსმენი (აღმოსვლური ჭიდაობა, კუნფუ)
სიმაღლე 171
წონა 57,6
წოდება (1966-1973)
რელიგია ბუდისტი
მეუღლე(ები) ლინდა ემერი
შვილ(ებ)ი ბრენდონ ლი
შენონ ლი
საიტი ბრიუს ლი

ბრიუს ლი (ინგლ. Bruce Lee; ნამდვილი სახელი — ლი ჯუნ ფენი, ჩინ.: 李振藩; დ. 27 ნოემბერი, 1940, სან-ფრანცისკო — გ. 20 ივლისი, 1973, ჰონგ-კონგი) — ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი. XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. გადაღებულია 36 ფილმში.

ჰონგ-კონგში ხოლო შემდგომ უკვე ჰოლივუდში მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა 70-იან წლების ამერიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩინური საბრძოლო ხელოვნება პოპულარული გახადა. ბრიუს ლის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა ლო ვეის „დიდი ბოსი“ (1971) და „მრისხანების მუშტი“ (1972), „დრაკონის გზა“ (1972) რეჟისორი და სცენარის ავტორი ბრიუს ლი, უორნერ ბრაზერსის „დრაკონის გამოსვლა“ (1973), „სასიკვდილო თამაში“ (1978) რეჟისორი რობერტ კლოუზი.

ცხოვრება

ბრიუს ლი დაიბადა 1940 წლის 27 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში, სავაადმყოფოში ჯექსონ სთრითზე, ჩაინათაუნში „დრაკონის წელს“ (დილის 6:00 საათსა და 8:00 საათს შორის). დედამ „ლი ჯუნ ფენი“ დაარქვა, რაც ნიშნავს „დაბრუნდი უკან“, ვინაიდან მას იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე მისი შვილი დაბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში. საავადმყოფოს მედდა მას ბრიუსს ეძახდა, ხოლო მშობლებმა მეტსახელად „საი ფონი“ ანუ („პატარა ფენიქსი“) შეარქვეს, ეს ქალის სახელია, ჩინური ტრადიციის მიხედვით მშობლები ახალშობილ ვაჟს ეძახიან ქალის სახელს, რათა შეცდომაში შეიყვანონ ბოროტი სულები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვის სულის გატაცება. მისი მშობლები, მამა ლი ხოი ჩენი და დედა გრეისი (ნახევრად ევროპელი წარმოშობის) კანტონის დრამატული ოპერის დასის წევრები იყვნენ. მათ ამერიკის ჩინურ დასახლებაში გასტროლებზე ყოფნის დროს შეეძინათ მეოთხე ბავშვი - ბრიუსი. მამამისი კანტონის ოპერის ცნობილი კომედიანტი იყო და კარგ გასამრჯელოსაც იღებდა.

იზრდებოდა ჰონგ-კონგში 17 წლამდე, 18 წლისა ის გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში რათა გამხდარიყო ამერიკის მოქალაქე და მიეღო უმაღლესი განათლება. ამავე პერიოდში მან დაიწყო საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, რამაც გაუკვალა მას შემდგომში გზა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში.

ბრიუს ლის მშობლები და ოჯახის მეგობრები ადრეული ასაკიდან ზრუნავდნენ მის სამსახიობო კარიერაზე. 1941 წლის თებერვალში სან-ფრანცისკოში გადაიღეს ერთ-ერთი კინოფილმის ნაწყვეტში, სადაც ბრიუსი მხოლოდ სამი თვის იყო. 1946 წელს ჰონგ-კონგში მან ითამაშა პირველი ნამდვილი როლი ფილმში — „ბიჭუნას ჩამოყალიბება“. რვა წლის ასაკში გადაიღეს მეორე ფილმში, რის შედეგადაც მას „ლი სიუ ლუნგი“ („პატარა დრაკონი“) შეარქვეს. მოგვიანებით ამ სახელით გახდა ცნობილი ჰონგ-კონგსა და მთელ ჩრდილო — აღმოსავლეთ აზიაში. ჩვიდმეტ წლამდე მან მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტ ფილმში. „ობოლი“ ასე ეწოდა ბოლო ფილმს, სადაც მან მოზარდის როლი ითამაშა. მასში ასახულია ჰონგ-კონგის მცირეწლოვან დამნაშავეთა ცხოვრება.

„პატარა დრაკონი“

ლის მასწავლებელი იპ მანი

ათი წლის ასაკში ბრიუს ლი შეუერთდა მის თანატოლებს ქუჩაში, ქუჩური ცხოვრება დიდ ზეგავლენას ახდენდა მოზარდის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით ისეთ ქალაქში, როგორიცაა ჰონგ-კონგი.

ბრიუს ლის საყვარელ საქმიანობად სკოლის გარეთ იქცა მუშტი-კრივი ინგლისური ოჯახების ბიჭუნებთან.

ვიკიციტატა
„მე პანკი ვიყავი და ჩხუბისთავი“

- განაცხადა მან მოგვიანებით ერთ-ერთი ჟურნალის ინტერვიუში. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ბრიუსი მიხვდა, რომ იდგა იმ ბინძურ გზაზე, სადაც სინდისიერი და პატიოსანი მოქცევა დამღუპველია.

ვიკიციტატა
„ერთხელაც მე დავფიქრდი - რა მოხდება, რომ შევეშვა ქუჩაში უაზროდ წანწალს და გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება“

, - იხსენებდა ბრიუსი მოგვიანებით.

აღსანიშნავია, რომ ქუჩაში ბრიუსმა დიდი გაკვეთილები გაიარა, იქ არ არსებობდა არავითარი წესები, ყველა იბრძოდა გამარჯვებისათვის ნებისმიერი ხერხით. ეს იყო გაკვეთილები, რომლებიც მან გამოიყენა მთელი ცხოვრების მანძილზე და მათზე დაყრდნობით ბრძოლის საკუთარი ფილოსოფიაც ჩამოაყალიბა. საბრძოლო ხელოვნება ეს არის ჰონგ-კონგის სოციალური სისტემის ნაწილი. ის გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანთ პრაქტიკაში, როგორც ჯანმრთელობისა და კარგი ფორმის შენარჩუნების საშუალება.

ჩინეთში ათასწლეულების მანძილზე იხვეწებოდა უიარაღო თავდაცვის სისტემები და, რაღა თქმა უნდა, იქ საბრძოლო ხელოვნების დაუფლება საპატიო საქმედ ითვლება. ბრიუს ლის მამაც, მილიონობით ჩინელის მსგავსად, ასრულებდა და ჩინური „ტაი ცის“ ფიზიკურ ვარჯიშებს, როგორც სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის, ასევე თავდაცვის თვალსაზრისით პატარა ბრიუსი მამის გვერდით იმეორებდა ყველა ვარჯიშს და მომავალშიც მთელი ცხოვრების მანძილზე მას თავის პირველ მასწავლებელს უწოდებდა.

ბრიუს ლიმ სერიოზული ვარჯიში დაიწყო 13 წლის ასაკში ვინ ჩუნის ცნობილ სკოლაში (თარგმანი ნიშნავს „ბრწყინვალე გაზაფხულს“). ეს სტილი დაახლოებით 400 წლის წინათ ჩამოაყალიბა შაოლინის მონასტრის მონაზონმა - იმ ვინ ჩუნმა. მასში გაერთიანებულია ხელის მსუბუქი თავდაცვითი მოძრაობები, სწრაფი გადაადგილებები და ასევე ელვისებურად სწრაფი და უმოკლესი შეტევები, რაც რეალურად ბრძოლაში საკმაოდ ეფექტურია.

მამამ ბრიუსი სავარჯიშოდ მიაბარა საბრძოლო ხელოვნების ხანშიშესულ ოსტატს „იპ მენს“, რომლის თითოეულ ვარჯიშში ოჯახი 12 ჰონგ-კონგურ დოლარს იხდიდა. ბრიუს ლი ძალიან სერიოზულად მოეკიდა საქმეს, ყოველდღიურად თითქმის ხუთ საათს ვარჯიშობდა და სულ მალე პროგრესიც შესამჩნევი გახდა. მისი ტალანტი მასწავლებელმა თავიდანვე შენიშნა, ამიტომ იგი სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა მასთან ინდივიდუალურ ვარჯიშებს და ფილოსოფიურ საუბრებს. სამ წელიწადში ბრიუსი უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლი იყო და მთელს ჰონგ-კონგში ცნობილი გახდა, როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული ოსტატი. იმ პერიოდში ის სწავლობდა კოლეჯ „ლა სალში“ (სადაც შემდგომში თავისი ვაჟი ბრენდონი მიაბარა). ერთხელ ბრიუსს მოუწია კოლეჯის სახელით გამოსვლა სკოლებს შორის შეჯიბრებაზე. ფინალურ ბრძოლაში მისი მეტოქე იყო ინგლისელი მოზარდი მეფე გიორგი მეხუთეს სახელობის სკოლიდან, რომელიც სამი წლის მანძილზე იცავდა გამარჯვებულის ტიტულს. ბრიუსმა იგი ძლიერი პირდაპირი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო და გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც მას ხუმრობით „გორილების მეფე - მთელი სკოლის ბოსი“ შეარქვეს.

ბრიუს ლის ძეგლი ჰონგ-კონგში

1958 წლის 29 მარტს მან დატოვა ეს სასწავლებელი და სწავლა განაგრძო წმინდა ფრენსის ქსავერას კოლეჯში. ჰონგ-კონგში ბრიუსი გახდა „ბრიტანეთის სამეფოს კოლონიების ჩემპიონი ჩა-ჩა-ჩა-ში“. ამ ცეკვის 108 სხვადასხვა მოძრაობა მას აღნიშნული ჰქონდა თავის ბლოკნოტში, რომელსაც ხშირად თან ატარებდა.

1959 წლის 2 მაისს ბრიუსმა და მისმა მეგობრებმა გამოწვევა მიიღეს სხვა სკოლის წევრებისაგან. შეხვედრა ერთ-ერთი სახლის სახურავზე გაიმართა. თავიდან ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მიდიოდა, მაგრამ ნამდვილ მუშტი-კრივში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ ბრიუსს თვალში ძლიერად მოარტყა, ბრიუსი არ ელოდა სიუხეშეს და გამწარებულმა სახეში სწრაფი დარტყმების სერიით უპასუხა, რასაც შედეგად მოჰყვა ჩალურჯებული თვალები და რამდენიმე ჩამსხვრეული კბილი. დაზარალებულის მშობლებმა პოლიციაში იჩივლეს. საქმეში იძულებული გახდა ჩარეულიყო ბრიუსის მამა ლი ხოი ჩენი.

იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთი დაჯგუფების წევრმა, რომელიც ბრიუსზე უფროსი იყო და მასითაც ბევრად აღემატებოდა, გამოიწვია იგი საჩხუბრად და სახურავიდან ჩამოგდებითაც დაემუქრა. ბრძოლა ექვსსართულიანი სახლის სახურავზე გაიმართა. ის მართლაც სახიფათო მეტოქე იყო, მაგრამ ბრიუსმა მაინც მოახერხა მისი დამარცხება. იქ შეკრებილი ახალგაზრდები კი გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ბრიუსმა იგი ზურგზე მოკიდებული ხელ-ფეხ მოტეხილი ჩამოიყვანა ეზოში.

მას კარგად ჰქონდა გათვიცნობიერებული ის, რომ საბრძოლო ხელოვნების მიზანია განავითაროს ადამიანი იმ დონეზე, როდესაც, მას აღარ უჩნდება თავისი შესაძლებლობების ქუჩაში დემონსტრირების სურვილი. ბრიუსზე უდიდესი გავლენა იქონია მისი მასწავლებლის იპ მანის გაკვეთილებმა, საიდანაც ისწავლა კარგისა და ცუდის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ბრიუსი სწავლის გასაგრძელებლად შტატებში გაეგზავნათ. მან უარი განუცხადა მაფიას შემოთავაზებულ წინადადებაზე, ყური უგდო მშობლების რჩევებს და ამერიკაში გამგზავრების წინ დასძინა:

ვიკიციტატა
„მე დავბრუნდები მაშინ, როდესაც ბევრ ფულს ვიშოვი“

ახალი ცხოვრების დასაწყისი

1959 წლის 17 მაისს ბრიუს ლი გემით გაემგზავრა სან-ფრანცისკოში. მოგზაურობა 18 დღეს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე მას საშუალება მიეცა დაფიქრებულიყო, გაეანალიზებინა და შეეფასებინა საკუთარი თავი. სან-ფრანცისკოში ბრიუსი რამდენიმე თვე ცხოვროდა მშობლების მეგობრებთან ჩინურ დასახლებაში. ცოტაოდენი ფულის საშოვნელად იგი ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა. ამავე წლის 3 სექტემბერს კი გაემგზავრა სიეტლში. თავდაპირველად მოეწყო ჭურჭლის მრეცხავად რესტორანში, რომლის მეპატრონე იყო მათი ოჯახის ძველი მეგობარი „რუბი ჩაუ“. მალე ბრიუსი მოეწყო ედისონის სახელობის ტექნიკურ სასწავლებელში, პარალელურად კი აგრძელებდა ყოველდღიურ ინტენსიურ ვარჯიშებს, იმაგრაბდა მუშტებს დაფაზე, რომელიც მას სამზარეულოში ჩამოჰკიდა. ამ პერიოდში იგი საჩხუბრად გამოიწვია ერთმა იაპონელმა, რომელიც მას დიდხანს დასდევდა. ბოლოს გადაწყვიტეს მოეწყოთ ორთაბრძოლა „წესების გარეშე“. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მხოლოდ 11 წამს გაგრძელდა და დასრულდა ბრიუს ლის პირდაპირი დარტყმით, რომელმაც შორს მოისროლა „მამაცი“ მეტოქე. ამ უკანასკნელმა შემდგომში თხოვნით მიმართა ლის, მოწაფედ აეყვანა იგი.

1960 წლის დეკემბერში ბრიუს ლიმ დაამთავრა ედისონის სასწავლებელი, ხოლო 1961 წლის 27 მარტს ჩააბარა სიეტლში ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში ბრიუსმა გაიცნო „ლინდა ემეირი“— წყნარი, ინტელიგენტური, შვედური წარმოშობის ამერიკელი გოგონა, რომელიც შეუყვარდა და შემდგომში ცოლად შეირთო. 1964 წლის საზაფხულო მეოთხედის დახურვის შემდეგ მან მიატოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტი. ამავე წელს ლონგ-ბიჩში (კალიფორნია) მოაწყო საჩვენებელი გამოსვლა კარატეს საერთაშორისო ტურნირზე. სულ მალე კი გახსნა თავისი პირველი სკოლა სიეტლის ჩინურ კვარტალში.

ბრიუსი და ლინდა

ლინდა ემერი

თავდაპირველად მათ ერთმანეთი იხილეს სიეტლში 1963 წლის გაზაფხულზე. მაშინ ლინდა სწავლობდა გარფილდის უმაღლეს სკოლაში. ბრიუსი ესწრებოდა ხოლმე ამ სკოლაში აღმოსავლური ფილოსოფიის ლექციებს. ისინი ერთმანეთს გააცნო ლინდას ჩინელმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც ბრიუსის ჯგუფში ვარჯიშობდა. მან ერთ საღამოს წაიყვანა ლინდა დარბაზში, რომელიც ჩინურ კვარტალში მდებარეობდა. იმ დროისთვის ბრიუსი ატარებდა ვარჯიშებს, სადაც კი მოუხერხდებოდა: გარაჟებში, მიტოვებულ სახლებში, სკოლის სპორტულ დარბაზებში. მას სურდა თავისი სკოლის ფართო ქსელის ჩამოყალიბება, ვინაიდან საბრძოლო ხელოვნებანი სწორედ მაშინ იკიდებდა ფეხს შეერთებულ შტატებში. ლინდა სწავლობდა აგრეთვე უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებზე და ამგვარად, ხშირად უწევდა ბრიუსთან შეხვედრა.

1964 წლის ივლისში ბრიუსმა გადაწყვიტა ოკლენდში გამგზავრება. ლინდას კი დაუბარა, რომ მის დაბრუნებამდე სერიოზულად ეფიქრა მათ მომავალ ცხოვრებაზე. აგვისტოს დასაწყისში მან წარმატებით გახსნა ახალი სკოლა ოკლენდში და ორი კვირის შემდეგ საქორწილო ბეჭდით ხელში დაბრუნდა სიეტლში ლინდას წასაყვანად. ამრიგად 1964 წლის 17 აგვისტოს ბრიუს ლი დაქორწინდა 20 წლის ლინდა ემეირზე, რომელიც მაშინვე გრძნობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ბრიუსი, ვინც უზომოდ უყვარდა.

1965 წლის 1 თებერვალს ოკლენდში ლინდას და ბრიუსს შეეძინათ ვაჟიშვილი ბრენდონი, რომელსაც ბრიუსი მას ხუმრობით ეძახდა: „ერთადერთ ქერათმიან ჩინელს მთელ მსოფლიოში“.

შემოქმედებითი მწვერვალისაკენ

1965 წელს რეჟისორმა და პროდიუსერმა ედ პარკერმა შესთავაზა ბრიუსს, გადაეღო თავისი ვარჯიშები და შეექმნა კომერციული ტელეფილმების სერია. ამავე წელს ბრიუსმა მიიღო მოწვევა კინოსტუდია 20th Century Fox -ის რეჟისორ უილიამ დოპლერტისაგან, სადაც ითამაშა ჩარლი ჩანგის როლი ახალ სერიალში, სახელწოდებით „პირველი შვილი“. 1966 წლის მარტში ეს სერიალი დასრულდა. ივლისის თვიდან კი მსახიობი გადაიღეს საბრძოლო ხასიათის ფილმ „მწვანე ონავარში“, რომელიც იქცა ჰიტად შეერთებული შტატების მოზარდებს შორის. პარალელურად ბრიუს ლიმ დენ ინოსანტოსთან ერთად წარმატებით გახსნა მესამე სკოლა (დოდჟო) ლოს-ანჯელესის ჩინურ კვარტალში.

1967 წლის განმავლობაში ბრიუსი ესწრებოდა კარატისტთა საერთაშორისო ტურნირებს ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ლონგ-ბიჩში, თუმცა ამასთან, სიამოვნებით იღებდა მოწვევებს ტელევიზიიდან, სადაც ახდენდა ზოგიერთი ილეთის დემონსტრირებას სერიალ „მწვანე ონავრიდან“. 1968 წელს ლოს-ანჯელესში ბრიუსი დაინიშნა კინოფილმ „მაშველი რაზმის“ ტექნიკურ დირექტორად.

1969 წლის 19 აპრილს სანტა-მონიკაში ბრიუსს და ლინდას შეეძინათ ქალიშვილი შენონი. 1970 წელს ჰოლივუდში ბრიუს ლიმ დაწერა სცენარი ფილმისათვის - „მდუმარე ფლეიტა“, რომელიც ეფუძნებოდა საბრძოლო ხელოვნებათა ფილოსოფიას. კინოსტუდია Warner Brothers-ის ხემძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფილმს დააფინანსებდა იმ შემთხვევაში, თუ გადაღებები შედგებოდა ინდოეთში, სადაც მათ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური დაბანდებები. თუმცა, მოქმედების ადგილი არ შეეფარდა სცენარისტთა იდეებს და პროექტი არ განხორციელდა.

1971 წლის ივლისში ჰონგ-კონგში რეიმონდ ჩოუმ შესთავაზა ბრიუსს მთავარი როლი ფილმში - „დიდი ბოსი“. ფილმის გადაღება სულ 100 ათასი დოლარი დაჯდა. ჰონგ-კონგის კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე ფილმმა მაყურებლის და პრესის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. პირველივე გაქირავებაზე მან მოხსნა ყველა რეკორდი 3.2 მილიონი დოლარის მოგებით.

1972 წელს ჰონგ-კონგში გამოვიდა მეორე ფილმი „მძვინვარების მუშტი“. ის 200 ათასი დოლარი დაჯდა და მოხსნა პირველი ფილმის რეკორდი. სინგაპურში გადამყიდველები თითო ბილეთში 45 დოლარს იღებდნენ. საერთო ჯამში, ორივე ფილმმა 20 მილიონი დოლარი მოიგო. იმავე წელს ბრიუს ლიმ უარი თქვა რამდენიმე სცენარზე და თავად დაიწყო მუშაობა ფილმ - „დრაკონის გზა“. მან თვითონ დაწერა სცენარი, იყო რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი. ეს ფილმიც, სხვების მსგავსად, წარმატებით გავიდა ეკრანებზე და 4.5 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. 1973 წლის გაზაფხულზე ჰოლივუდიში ბრიუსმა გააფორმა ხელშეკრულება კინოკომპანია „Warner Brothers“ - თან ფილმის გადაღების თაობაზე. ახალი ფილმი „დრაკონის გამოჩენა“ იყო შეერთებული შტატებისა და ჰონგ-კონგის კინოინდუსტრიის პირველი ერთობლივი ნაწარმი. ფილმის გადაღების პროცესი დასრულდა აპრილის ბოლოს ჰონგ-კონგში.

1973 წლის 10 მაისს ჰონგ-კონგში ფილმის დუბლირების პროცესში ბრიუს ლიმ გრძნობა დაკარგა. ის გადაიყვანეს სავაადმყოფოში, სადაც ექიმებმა აღმოუჩინეს ტვინის შეშუპების ნიშნები და სამკურნალოდ დაუნიშნეს წამლები. ამის შემდეგ ბრიუსი გადაფრინდა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში გამოკვლევის ჩასატარებლად. შეიკრიბა კონსილიუმი, სადაც ექიმებმა განაცხადეს, რომ იგი სრულიად ჯანმრთელი იყო და უფრო მეტიც, მისი სხეული 18 წლის ახალგაზრდის სხეულს შეადარეს. ჰონგ-კონგში დაბრუნების შემდეგ მან თავი უკეთ იგრძნო და მეტი შემართებითა და ენერგიით დაიწყო მუშაობა ფილმზე „სიკვდილთან თამაში“.

ვინ ჩუნის სკოლაში ბრიუსმა გაათვიცნობიერა ის, რომ უბრალოება და პირდაპირობა ყველაზე სასარგებლოა, და რეალურ ბრძოლაში იგი მოქმედებდა ყოველგვარი წინასწარ განზრახული სქემის გარეშე. მან ისწავლა მოწინააღმდეგის ძალის გამოყენება თავის სასარგებლოდ.

ვიკიციტატა
„სჯობს გადაიხარო ქარის მიმართულებით, ვიდრე შეეჭიდო მას“

- სწორედ აქედან წარმოიშვა პრინციპი „შეეწყვე და მიენდე“.

სტილი რომელიც მან ჩამოაყალიბა - „ჯიტ კუნ დო“ (დამსწრები მუშტის გზა), ფაქტობრივად არ იყო სტილი. იგი აერთიანებდა კარატეს, დასავლურ კრივს, ჭიდაობას, ძიუდოს, ტაილანდურ კრივს და სხვა ილეთებს.

ფილმი „სიკვდილთან თამაში“ ბრიუს ლის დაუმთავრებელი დარჩა. მან მოასწრო თავისი მონაწილეობით თითქმის ერთსაათიანი ფირის გადაღება. ბრიუს ლის სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფირი თითქმის ექვს წელიწადს ხელუხლებლად ინახებოდა.

1978 წლის შემოდგომაზე გადაწერეს და დაასრულეს დუბლიორის მეშვეობით. სამწუხაროდ, მასში გამოიყენეს ბრიუსის გადაღებული ფირის მხოლოდ 15 წუთიანი მასალა. სუსტმა დუბლირებამ ფაქტობრივად ჩაშალა ფილმის სცენარი, თუმცა დიდი რეკლამის და ბრიუს ლის უკვდავი სახელის წყალობით ფილმის შემოსავალმა მთელ მსოფლიოში 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

პოპულარობა - სტრესის წინამძღვარი

წარმატების მიღწევა სხვადასხვა პიროვნებაზე განსხვავებულად ზემოქმედებს, ბრიუს ლი ამ შემთხვევაში გაორებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, საქვეყნო აღიარება მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. იგი ცხოვრობდა „სუპერგმირის“ ცხოვრებით: ჰქონდა სახლი, რომელიც უმაღლეს თანამედროვე მოდელებს შეეფარდებოდა; ჰყავდა წითელი ფერის მერსედესი ასახდელი სახურავით, რომელიც 41 ათასი ჰონგ-კონგური დოლარი ღირდა. ჟურნალ-გაზეთებში ყოველთვის ჰონგ-კონგის ლამაზმანების გვერდით იყო აღბეჭდილი.

ვიკიციტატა
„ადამიანს ჰქონდეს ბევრი ფული - ეს არ ნიშნავს ყოველგვარი პრობლემის მოხსნას, მაგრამ მაინც ქონა სჯობს უქონლობას“

- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ბრიუს ლიმ.

რაც უფრო მეტად იზრდებოდა მისი პოპულარობა, მით უფრო იკეტებოდა და ღრმავდებოდა საკუთარ თავში. ხშირად მარტოდმარტო ატარებდა რამდენიმე დღეს თავის კაბინეტში, ბრიუსს ჰყავდა მეგობრების დიდი წრე, მაგრამ თანდათანობით ისინი იკარგებოდნენ ერთიმეორის მიყოლებით - განაწყენებულები იმ ემოციური და ფიზიკური ბარიერების გამო, რომლებიც ლიმ წარმოქმნა თავის ირგვლივ.

ბრიუსლიმ არა მხოლოდ ხელი ჰკრა მეგობრებს, არამედ ხალხში გამოჩენასაც გაურბოდა. ერთხელ ის მიიწვიეს მის ყოფილ კოლეჯში სასკოლო შეჯიბრებაში გამარჯვებულთა დასაჯილდოვებლად. დაჯილდოების დროს სადღაც კულისებს მიღმა ძლიერად გაჯახუნდა კარი, ბრიუსი სწრაფად გაწვა იატაკზე. როდესაც წამოაყენეს, იგი ძალზე დაბნეული იყო. ქუჩაში ყოველთვის თან ჰქონდა ჩანთა. მოგვიანებით ერთ-ერთ მეგობარს გამოუტყდა, რომ მასში პისტოლეტი ედო. საკვირველია, რომ ყველაზე აღიარებული, ძლიერი ადამიანი მსოფლიოში, განუმეორებელი თავდაცვის ოსტატი თავს დაუცველად გრძნობდა და ამისათვის იარაღის ტარება გადაეწყვიტა.

ერთ დღეს ბრიუს ლი სხვადასხვა ორთაბრძოლების ოსტატებთან ერთად მონაწილეობდა სატელევიზიო პროგრამაში. შუახნის მამაკაცმა დამსწრეებს შესთავაზა, ეცადათ ხელის მიწოლით გამოეყვანათ იგი წონასწორობიდან. ბევრი ოსტატი შეეცადა მამაკაცის ადგილიდან დაძვრას, მაგრამ უშედეგოდ. დარჩა მხოლოდ ბრიუს ლი, რომელმაც არ დააყოვნა და სახეში ძლიერი დარტყმით ძირს დაანარცხა თამამი „გმირი“. მოგვიანებით ბრიუსს ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე აგრესიულად. მან უპასუხა:

ვიკიციტატა
„მე არ ვაწვები, მე ვურტყამ“

გამაფრთხილებელი ნიშანი

ბრიუს ლის საფლავი

ბრიუს ლის სიამაყე მისი გაწვრთნილი, ნავარჯიშევი სხეული იყო. 13 წლის ასაკიდან იგი ყოველდღიურად რამდენიმე საათს უთმობდა სერიოზულ, მკაცრ ვარჯიშს, რომელსაც წინ უძღოდა ხუთკილომეტრიანი კროსი. ხშირად ღამით იღვიძებდა და სავარჯიშოდ გადიოდა. ბრიუსს ჰქონდა სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ქამარზე მაგრდებოდა და ანელებდა სისხლის მიმოქცევას, რაც ვარჯიშის პროცესში აიძულებდა სხეულს მეტი წინაღობა გადაელახა. დარბაზში განლაგებული ჰქონდა უამრავი სარკე, რაც საშუალებას აძლევდა ყოველმხრივ გაეკონტროლებინა თავისი მოძრაობები. ბრიუს ლი ვარჯიშობდა ისეთი გულმოდგინებით, თითქოს ყოველი ვარჯიში თუ ბრძოლა მისთვის უკანასკნელი იყო და თავის ცხოვრება მის ფიზიკურ მზადყოფნაზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს ასეც იყო.

1973 წლის 10 მაისს ასეთი დატვირთვის ფონზე ორგანიზმმა თავისი გაიტანა და იგი შეუძლოდ გახდა. რეიმონდ ჩოუს მონათხრობიდან: ჩემს კაბინეტში ვმუშაობდი, როდესაც მოირბინა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მითხრა, რომ ბრიუსმა გრძნობა დაკარგა და საჭიროა სასწრაფოდ ექიმის გამოძახება. მე მაშინვე გავიქეცი მასთან, ბრიუსი მძიმედ სუნთქავდა და საშინლად ცახცახებდა. დავურეკეთ ექიმ ლონგფორდს, რომელმაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ მაშინ ბრიუსი ძალზე ახლოს იყო სიკვდილთან. ექიმებს საათ-ნახევარი დასჭირდათ მის გონზე მოსაყვანად. ექიმებმა ურჩიეს ბრიუსს შეეცვალა დაძაბული რიტმი წყნარი ცხოვრებით. 10 მაისს სტუდიაში მომხდარი ამბავი თითქოს გამაფრთხილებელი ნიშანი იყო მისი სხეულის მხრიდან, სხეულის რომელიც ძალიან გადაიტვირთა და ეს თუ მართლაც ასეა, ბრიუს ლიმ ვერ შეისმინა ეს გაფრთხილება. ბოლო ორი თვის მანძილზე ის გადაიქცა საათის მექანიზმიან ფეთქებად მოწყობილობად, რომელსაც ერთი ნაპერწკალიღა აკლდა და შესაძლოა ამ ნაპერწკლად ეკვაჯეზიკის აბები იქცა.

გენიის გარდაცვალება

1973 წლის 20ივლისს დაახლოებით 8 საათზე ძლიერი თავის ტკივილის გამო ბრიუს ლი წამოწვა საწოლზე. თუ სად და ვის საწოლზე - ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ მაშინ ამ ფაქტის გამო, ბრიუს ლის სიცოცხლის უკანასკნელი საათების შესახებ უამრავი ბინძური ჭორი და ინტრიგა დატრიალდა. ადგილობრივი ექიმის ჩუ ფოუვის მიერ წინასწარ გასინჯვის შედეგად, როდესაც გაირკვა, რომ ბრიუსი ძლივსღა სუნთქავდა და პულსიც აღარ ესინჯებოდა, იგი ნახევრად მკვდარ მდგომარეობაში გადაიყვანეს ჰონგ-კონგის სავაადმყოფოში - Queen Elizabeth’s hospital. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ლინდა და რეიმონდ ჩოუ გაოგნებულები იდგნენ პალატის კართან. სავაადმყოფოს შესასვლელთან თავი მოეყარა უამრავ რეპორტიორს. სწორედ მათ წინაშე დაახლოებით 23 სთ-სა და 30 წთ-ზე წარმოთქვა რეიმონდ ჩოუმ შემზარავი სიტყვები: „იგი დაიღუპა“. ყველაზე ნავარჯიშევი ადამიანი მსოფლიოში დაიღუპა 32 წლის ასაკში.

ვიკიციტატა
„ მაინცდამაინც კარგი ბიჭები რატომ მიდიან პირველად? “

- იკითხა ჯორჯ ლაზენბიმ. პასუხი არავის გაუცია.

მეორე დილით ჰონგ-კონგის ქუჩებში გამოფენილი თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე იკითხებოდა შემაძრწუნებელი სათაურები: „ბრიუს ლი მკვდარია“. იქ მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის ნეკროლოგები. ჩინურენოვანი გაზეთების ტირაჟი ორჯერ და სამჯერ გაიზარდა. ბრიუს ლის უამრავ თაყვანისმცემელს არ სჯეროდა და არც სურდა მომხდარი ამბის დაჯერება. ხალხი ამას უბრალოდ ფილმ „სიკვდილთან თამაშს“ რეკლამად მიიჩნევდა.

სიმბოლური დაკრძალვის ცერემონია

ბრიუს ლის სიმბოლური დაკრძალვა გაიმართა 25 ივლისს, ოთხშაბათს ჰონგ-კონგში. გაცილებამ, რომელიც მოუწყო ქალაქმა თავის „მეფეს“, ცხადყო, თუ როგორ უყვარდათ და პატივს სცემდნენ ბრიუს ლის მისი თანამემამულეები და ურიცხვი თაყვანისმცემლები.

ნაგებობა, სადაც მიმდინარეობდა დამკრძალავი ცერემონია, დილის ცხრა საათიდან ხალხით იყო გაჭედილი. ბრიუს ლის ცხედარი ესვენა დაახლოებით 12x18 მ. ფართის სამლოცველოში.ყვავილების გარემოცვაში აღემართათ ბრიუს ლის დიდი პორტრეტი. ბრიუს ლის უძრავი, ცივი სხეული ბრინჯაოს კუბოში ესვენა. ყელამდე აბრეშუმის თეთრ სუდარაში გახვეულს მკრთალ, მონაცისფრო სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი წაშლოდა. ჩინური იეროგლიფებით მოხატულ დროშაზე იკითხებოდა ფრაზა:

ვიკიციტატა
„ვარსკვლავი ეშვება ხელოვნების ზღვაში“

.

ქუჩაში სადაც უნდა წარმართულიყო დამკრძალავი მსვლელობა, ათასობით დამწუხრებული ადამიანი იცდიდა. ბევრმა იქ მთელი ღამე გაატარა. ერთ-ერთმა ცნობილმა გაზეთმა ამ სანახაობას „კარნავალი“ უწოდა. არ წყდებოდა ნაკადი ხალხისა, ვისაც სურდა აევლო იმ კიბის თორმეტი საფეხური, სათაყვანებელი გმირის ცხედარს რომ აშორებდა; 28 წლის ამერიკელი ახალგაზრდა ქალისათვის საყვარელი მეუღლის დაკრძალვა ნამდვილი კოშმარი იყო. სამლოცველოში მყოფი ხუთასამდე ადამიანი მდუმარედ შეეგება მას. ლინდას ტანზე, ჩინური სამგლოვიარო ტრადიციის მიხედვით, თეთრი კაბა ემოსა. მას თან ახლდნენ ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ მომხდარ უბედურებას. ლინდა შოკირებული იჯდა იჯდა ქმრის ცხედართან, დაძაბულობა კულმინაციას აღწევდა.

ბრიუს ლი გამოასვენეს 40 ათას ჰონგ-კონგურ დოლარად ღირებული სასახლით, ასობით პოლიციელმა აღმართა ცოცხალი კედელი, რათა შეეჩერებინა დამწუხრებული ხალხის მასა.ხალხის ამგვარი ქცევა შეიძლება ზედმეტად ექსცენტრულად მოგვეჩვენოს მაგრამ ფაქტია, რომ ისინი უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ არა მხოლოდ კინოვარსკვლავს, არამედ ადამიანს, რომელმაც მათ ეროვნული ღირსება დაუბრუნა.

ბრიუს ლი დაკრძალეს 31 ივლისს სიეტლში ლეიქ ვიუს სასაფლაოზე. ცერემონიას უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი ესწრებოდა. ბრიუსს ეცვა მუქი ლურჯი ფერის ჩინური სამოსი, რომლითაც ის მონაწილეობდა ფილმ „მძვინვარების მუშტში“.

ვიკიციტატა
„მშვიდობით ძმაო, - როგორც მასწავლებელმა და მეგობარმა, შენ მიჩვენე სხეულის, სულის და აზრის ერთიანობა, რისთვისაც მადლობას გიხდი. იძინე მშვიდად“

- წარმოთქვა დამწუხრებულმა ჯეიმზ ქობურნმა.

როდესაც ცხედარი საფლავში ჩაუშვეს, ჯეიმზ ქობურნმა, სტივ მაქუინმა, ტაკი კიმურამ, დენი ინოსანტომ, პიტერ ჩანგმა და რობერტ ლიმ ზედ დააფრქვიეს თავიანთი თეთრი თათმანები. ბრიუს ლის საფლავი შეამკეს ყვავილებით, ინ და იან ნიშნების სიმბოლური გამოსახულებით.

ლიტერატურა

  • ნანა კობახიძე., გოჩა სარკიაშვილი., ლეგენდარული ბრიუს ლი: პატარა დრაკონის დიდი გზა, თბილისი, 2002.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Read other articles:

Block 11 Kamp konsentrasi AuschwitzBlok 11, dengan tembok kematian di sebelah kiriPemandangan Blok 11 (kiri) dilihat dari lokasi tembok kematian yang direkonstruksiKoridor Blok 11 Blok 11 adalah bangunan bata di Auschwitz I, bagian dari jaringan kamp konsentrasi Auschwitz yang digunakan untuk eksekusi dan penyiksaan. Antara Blok 10 dan Blok 11, berdiri Tembok Kematian tempat ribuan tahanan dieksekusi.[1] Blok ini memiliki ruang penyiksaan khusus tempat tahanan menghadapi berbagai huku...

 

Questa voce sull'argomento anfibi è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Come leggere il tassoboxLissamphibia Scaphiopus holbrookii Classificazione scientifica Dominio Eukaryota Regno Animalia Sottoregno Eumetazoa Ramo Bilateria Superphylum Deuterostomia Phylum Chordata Subphylum Vertebrata Infraphylum Gnathostomata Superclasse Tetrapoda Classe Amphibia Sottoclasse Lissamphibia Ordini Anura Ca...

 

ДостопримечательностьРыбинская каланча 58°02′48″ с. ш. 38°51′10″ в. д.HGЯO Страна  Россия Город Рыбинск Тип здания Пожарная каланча Архитектурный стиль Поздний классицизм, модерн Автор проекта И. К. Хотин, П. Я. Паньков Строитель Фирма С. А. Букетова Основатель П. Я....

Melbourne suburban electric multiple unit train The Harris trains were the first steel-bodied electric multiple unit (EMU) trains to operate on the suburban railway network of Melbourne, Victoria, Australia. They were introduced in 1956, by the Victorian Railways, and last operated in 1988, although a number of the carriages were converted for other uses and are still operating. They were named after Norman Charles Harris, Chairman of Commissioners of the Victorian Railways, between 1940 and ...

 

Éphémérides Chronologie du Canada 1810 1811 1812  1813  1814 1815 1816Décennies au Canada :1780 1790 1800  1810  1820 1830 1840 Chronologie dans le monde 1810 1811 1812  1813  1814 1815 1816Décennies :1780 1790 1800  1810  1820 1830 1840Siècles :XVIIe XVIIIe  XIXe  XXe XXIeMillénaires :-Ier Ier  IIe  IIIe Chronologies géographiques Afrique Afrique du Sud, Algérie, Angola, Bénin, Botswana, Burkina Faso, ...

 

Emily BlackwellBiographieNaissance 8 octobre 1826BristolDécès 7 septembre 1910 (à 83 ans)York Cliffs (en)Nationalité américaineFormation École de médecine de l'université Case Western Reserve (en) (docteur en médecine) (jusqu'en 1854)Université d'ÉdimbourgActivités Médecin, gynécologue, obstétricienneFamille Blackwell family (d)Père Samuel Blackwell (d)Mère Hannah Blackwell (d)Fratrie Anna Blackwell (en)Elizabeth BlackwellHenry Browne BlackwellAutres informationsDistinct...

Voce principale: Superkupa Shqiptar. Superkupa Shqiptar 2014Superkupa Shqiptar 2014 Competizione Superkupa Shqiptar Sport Calcio Edizione 21ª Organizzatore FSHF Date 17 agosto 2014 Luogo Tirana Partecipanti 2 Formula Gara unica Impianto/i Qemal Stafa Stadium Risultati Vincitore Skënderbeu(2º titolo) Secondo Flamurtari Valona Statistiche Incontri disputati 1 Gol segnati 1 (1 per incontro) Pubblico 1,000 (1 per incontro) Cronologia della competizione 2013 2015 Manuale La Superkupa Shqi...

 

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Adigeni – news · newspapers · books · scholar · JSTOR (February 2021) Borough in Samtskhe-Javakheti, GeorgiaAdigeni ადიგენიBoroughAdigeniLocation in GeorgiaShow map of GeorgiaAdigeniAdigeni (Samtskhe-Javakheti)Show map of Samtskhe-Javakh...

 

イスラームにおける結婚(イスラームにおけるけっこん)とは、二者の間で行われる法的な契約である。新郎新婦は自身の自由な意思で結婚に同意する。口頭または紙面での規則に従った拘束的な契約は、イスラームの結婚で不可欠だと考えられており、新郎と新婦の権利と責任の概要を示している[1]。イスラームにおける離婚は様々な形をとることができ、個�...

Underground rapid transit line in Glasgow, Scotland Glasgow Underground redirects here. For the record label, see Glasgow Underground Recordings. Glasgow SubwayFo-thalamh GhlaschuOverviewLocaleGlasgow, ScotlandTransit typeLight metroNumber of lines2Number of stations15Annual ridership8.0 million (2021/22)[1]WebsiteOfficial websiteOperationBegan operation14 December 1896; 127 years ago (1896-12-14)Operator(s)Strathclyde Partnership for TransportTechnicalSystem le...

 

Coppa Italia 1936-1937 Competizione Coppa Italia Sport Calcio Edizione 4ª Organizzatore Direttorio Divisioni Superiori Date dal 25 ottobre 1936al 6 giugno 1937 Luogo  Italia Partecipanti 108 Sede finale Stadio Giovanni Berta, Firenze Risultati Vincitore Genova 1893(1º titolo) Secondo Roma Semi-finalisti Ambrosiana-InterMilan Statistiche Miglior marcatore Aldo Boffi (7) Incontri disputati 120 La formazione genovese con il trofeo Cronologia della competizione 1935-1936...

 

Overview of the events of 1908 in art Overview of the events of 1908 in art List of years in art (table) … 1898 1899 1900 1901 1902 1903 1904 1905 1906 1907 1908 1909 1910 1911 1912 1913 1914 1915 1916 1917 1918 … Art Archaeology Architecture Literature Music Philosophy Science +... Events from the year 1908 in art. Events January 20 – Hugh Lane opens the Dublin City Gallery, the world's first to display only modern art. February – The Ashcan School (the Eight) give their first and on...

National highway in India National Highway 353JMap of National Highway 353J in redRoute informationAuxiliary route of NH 53Length172 km (107 mi)Major junctionsEast endWadi, NagpurWest endParatwada LocationCountryIndiaStatesMaharashtra Highway system Roads in India Expressways National State Asian ← NH 53→ NH 548C National Highway 353J, commonly referred to as NH 353J, is a National Highway up to Four-Lane Highway in India.[1][2] It is a spur road o...

 

1978 studio album by Ray BrownSomething for LesterStudio album by Ray BrownReleased1978RecordedJune 22–24, 1977StudioContemporary's Studio in Los Angeles, CaliforniaGenreJazzLength41:10LabelContemporaryS 7640ProducerJohn Koenig and Lester KoenigRay Brown chronology As Good as It Gets(1977) Something for Lester(1978) Quadrant(1977) Something for Lester is an album by American jazz bassist Ray Brown recorded in 1977 and released on the Contemporary label.[1] Reception Allmusic...

 

Instituto Nacional del Cáncer Administración de los Servicios de Salud del Estado Instituto Nacional del CáncerLocalizaciónPaís UruguayLocalidad Jónico 3265 | La BlanqueadaDirección Robinson Rodríguez 11600Coordenadas 34°52′47″S 56°09′02″O / -34.879648345714, -56.150649021748Datos generalesFundación 1913, 111 añosClasificación especializadoEspecialidad oncologiaDirección Robinson Rodríguez[editar datos en Wikidata] El Instituto Nacional de...

Pumping station in Hong KongEngineer's Office of the Former Pumping Station, Water Supplies Department前水務署抽水站工程師辦公室Alternative namesThe Red Brick House (紅磚房)General informationTypePumping stationArchitectural styleColonial Neo-Classical styleLocationHong KongAddressNo. 344 Shanghai Street, Yau Ma Tei, KowloonCompleted1895OwnerHKSAR GovernmentTechnical detailsFloor count2Design and constructionEngineerOsbert Chadwick Hong Kong Graded Building – Grade IDesigna...

 

Cet article est une ébauche concernant un acteur américain et un réalisateur américain. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les conventions filmographiques. Robert Loggia Robert Loggia en 1966. Données clés Nom de naissance Salvatore Loggia Surnom Robert Loggia Naissance 3 janvier 1930Staten Island, New York (État de New York), États-Unis Nationalité Américaine Décès 4 décembre 2015 (à 85 ans)Los Angeles (Californie), États-Uni...

 

Part of the LGBT rights seriesLegal status ofsame-sex unions Marriage Andorra Argentina Australia Austria Belgium Brazil Canada Chile Colombia Costa Rica Cuba Denmark Ecuador Estonia Finland France Germany Greece Iceland Ireland Liechtenstein* Luxembourg Malta Mexico Nepal Netherlands1 New Zealand2 Norway Portugal Slovenia South Africa Spain Sweden Switzerland Taiwan United Kingdom3 United States4 Uruguay Recognized Israel5 Civil unions andregistered partnerships Bolivia Croatia Cyprus Czech...

Roberto Herlitzka nel 2010. Roberto Herlitzka (Torino, 2 ottobre 1937) è un attore italiano. Indice 1 Biografia 2 Teatro 3 Filmografia 3.1 Cinema 3.2 Televisione 4 Prosa radiofonica Rai 5 Doppiaggio 6 Riconoscimenti 6.1 Cinema 6.2 Teatro 7 Note 8 Bibliografia 9 Altri progetti 10 Collegamenti esterni Biografia Nasce a Torino, secondogenito dopo il fratello Paolo, da Bruno Herlitzka, ceco ebreo di Brno emigrato con la propria famiglia, e da Micaela Berruti, traduttrice, italiana di religione c...

 

Langit-langit Hagia Sophia Tsargrad adalah istilah dalam bahasa-bahasa Slavia yang mengacu kepada kota atau wilayah Konstantinopel, ibu kota Kekaisaran Romawi Timur yang kini dikenal dengan nama Istanbul di Turki. Istilah ini merupakan terjemahan dari bahasa Yunani ke bahasa Slavonik Gerejawi Kuno. Istilah ini menggabungkan kata tsar yang berarti kaisar dan grad yang berarti kota, sehingga istilah ini bermakna Kota Kaisar. Setelah jatuhnya Konstantinopel pada tahun 1453, Kekaisaran Rusia mula...