ფრინველები

ფრინველები

ფრინველთა ნაირსახეობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aves (Linnaeus, 1758)

ფრინველები (ლათ. Aves) — ხერხემლიან ცხოველთა კლასი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 8,6 ათას სახეობას. ფრინველების კლასში გაერთიანებული არიან ორფეხა, ბუმბულით დაფარული, კვერცხისმდებელი ცხოველები, რომელთა უმრავლესობის ლოკომოციის ძირითად ფორმას წარმოადგენს ფრენა. ფრინველებისთვის დამახასიათებელია მტკიცე, მსუბუქი, პნევმატური ჩონჩხი, ოთხსაკნიანი გული, ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა, სხეულის მუდმივი, მაღალი ტემპერატურა(37,8-45,5 °C). წარმოშობითა და სხეულის აგებულებით ფრინველები ახლოს დგანან ქვეწარმავლებთან, ამიტომაც ტომას ჰაქსლის კლასიფიკაციით მათთან ერთიანდებიან ერთ ზეკლასში (Saurapsida).

ფრინველები გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში — არქტიკიდან ანტარქტიდამდე, ვერტიკალურად კი 7 ათას მეტრს აღწევენ. ზოგიერთი ფრინველი გარკვეულ ტერიტორიაზე ბინადრობს, ბევრი კი იცვლის საბინადრო ადგილს და უფრო ხელსაყრელზე გადადის (ფრინველთა მიმოფრენები). ფრინველების კლასის ამომწყდარი ფორმები ცნობილია ჯერ კიდევ იურული პერიოდიდან (არქეოპტერიქსი).

თანამედროვე ფრინველების კანი თხელია, ორშრიანი, უჯირკვლებო (უმრავლესობას აქვს მხოლოდ ერთი — ზანდაროზის ჯირკვალი), კანის გარკვეულ უბნებზე — პტერილებზე იზრდება ბუმბული და ღინღლი, რომელიც ეხმარება სხეულს ჰომოთერმულობის შენარჩუნებაში, სხეულის ხვედრითი წონის შემცირებაში. უმთავრესია მომქნევი (ფრთების), საჭის (ბოლოს) და მათი მფარავი ბუმბული, რომელიც ემსახურება ფრენას და ცნობილია კონტურული ბუმბულის სახელით. პტერილებს შორის კანის შიშველი უბნები, ე.წ. აპტერიებია (ზოგ ფრინველს, მაგ., პინგვინებს, სირაქლემებსა და სხვებს მთელი სხეული ერთნაირად აქვთ შებუმბლული). ბუმბულის შეფერვა დამოკიდებულია პიგმენტებსა (მელანინები, ლიპოქრომები) და მის მიკროსტრუქტურაზე. ბუმბული, ნისკარტისა (რამფოთეკა) და ფეხების (პედოთეკა) მფარავი რქოვანი შალითა რეგულარულად ახლდება მთლიანად ან ნაწილობრივ, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, განგურის გზით.

ჰაერში ფრენასთან დაკავშირებით ფრინველების ჩონჩხიც თავისებურია: პნევნატური ძვლები, ურთიერთშორის მტკიცედ შეზრდილი ან მთლიანად შერწყმული, შეიცავენ დიდი რაოდენობით კიროვან მარილებს, რაც უზრუნველყოფა ჩონჩხის სიმსუბუქესა და სიმტკიცეს. ტვინის ქალა თხელკედლიანის, ყბები უკბილო და ქმნიან ნისკარტს. ხერხემლის კისრის განყოფილება (11—25 მალა) ძლიერ მოძრავია. მკერდის მალებს ერთვის ნეკნები, რომელთა 3 (ან 9) წითელი შეერთებულია მკერდის ძვალთან და მტკიცე გულმკერდის ყაფაზს ქმნის. გულმკერდის განყობილების ბოლო მალა, გავისა და წელის განყოფილების მალები შეძრდილია რთულ გავად და მტკიცე საყრდენს ქმნიან უკანა კიდურებისათვის. კუდის ბოლო მალები შეზრდილია ერთ კუდუსუნის ძვლად - პიგოსტილად (მას ემაგრება საჭის ბუმბული). ფრთამ ფუნქციური ცვლილებები განიცადა მხრის სარტყლის აგებულებაშიც. გაიზარდა კორაკოიდის ძვლები, ხმლისებურად წაგრძელდა ბეჭის ძვალი, ლავიწის ძვლები შეეზარდნენ ერთმანეთს და წარმოიქმნა მტკიცე, დრეკადი ავქაში; ძლიერი მომქნევი კუნთების განვითარებას მოჰყვა მკერდის ძვლის გაზრდა, მასზე ძვლოვანი ტროპის წარმოქმნა. ფრთის ჩონჩხს ქმნიან მხარი, წინამხარი (იდაყვისა და სხივის ძვალი), მტევანი (2 მაჯისა და ნების ძვალი, ფალანგების შემცირებული რაოდენობა). მტევანს ემაგრება პირველი წყების, წინამხარს კი მეორე წყების მომქნევი ბუმბული. ფეხის ჩონჩხი შეიცავს ბარძაყის, წვივისა და გალოს ძვლებს. თითები, ჩვეულებრივ, არის 4, იშვიათად 3 (სირაქლემას აქვს 2).

კუნთოვანი სისტემა ძლიერაა განვითარებული. განსხვავება ჩონჩხისა თუ კუნთების აგებულებაში განპირობებულია ფრინველების ცხოვრების ნირის სხვადასხვაობით,თავის მხრივ კი ეს სხვადასხვაობა განაპირობებს ფრინველების ფრენის თავისებურებებს (ფრენა ცხოველებისა). ფრინველთა სუნთქვის სისტემაც თავისებურია: ბრონქები პატარა, ნაკლებად ჭიმვადი ფილტვების გავლის შემდეგ უკავშირდებიან 9—10 ელასტიკური პარკისაგან შემდგარ სისტემას. შესუნთქვისას ჰაერი ფილტვების გავლით გადადის საჰაერო პარკებში, ამოსუნთქვისას - ფილტვების მეორედ გავლით გამოდის გარეთ (ორმაგი სუნთქვა).

სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული და ვენური სისხლი სრულიად განცალკევებულია. სისხლის ინტენსიურმა ჟანგვამ და სხეულის მუდმივმა მაღალმა ტემპერატურამ განაპირობეს ნერვული რეაქციების დაჩქარება და ფრინველთა ფსიქიკის საერთო დონის ამაღლება. დიდმა კუჭმა და საჰაერო პარკების არსებობამ გამოიწვია მარჯვენა საკვერცხის (ზოგჯერ სათესლისაც) და კვერცხსავალის, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის რედუქცია, სწორი ნაწლავის დამოკლება. ამავე დროს საყლაპავ მილში გაჩნდა სამარაგო განყოფილება — ჩიჩახვი, ხოლო კბილების ფუნქცია მიიღო კუნთოვანმა კუჭმა, სადაც კუჭის წვენით დამუშავებული და ჯირკვლოვანი კუჭიდან გადასული საკვები ქუცმაცდება. მსხვილი ნაწლავი კლოაკაში ბოლოვდება.

ფრინველები საკვებს ინტენსიურად ინელებენ, მოუნელებელ საგნებს (მაგ., მატყლი, ძვლები, თევზის ქერცლი და სხვა) ამოანთხევენ. გამომყოფი ორგანოებია თირკმლები (დიდი მოცულობისა), შარდის ბუშტი არა აქვთ, შარდსაწვეთები პირდაპირ კლოაკაში იხსნება, სადაც წყლის ნაწილი კედლებში შეიწოვება და ორგანიზმის ცხოველმოქმედებას ხმარდება. მამლებს წყვილი სათესლე აქვთ. თესლსავალები იხსნება კლოაკაში (სირაქლემას, ღერღეტებს საკოპულაციო ორგანოები აქვთ). დედალს აქვს ერთი საკვერცხე და კვერცხსავალი, რომელიც კლოაკაში ბოლოვდება. განაყოფიერებული კვერცხი კვერცხსავალის ზედა განყოფილებაში იფარება ცილოვანი გარსებითა და კიროვანი ნაჭუჭით, ქვედა განყოფილებაში კი იღებს მოცემული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ფერს. ფრინველებისათვის დამახასიათებელია ციკლური გამრავლება. წელიწადში შეიძლება იყოს 1, 2 ან 3 გამრავლების ციკლი. ფრენამ განაპირობა ნაყოფის სწრაფად მომწიფებისა და ორგანიზმიდან მოცილების საჭიროება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მკვრივნაჭუჭიანი კვერცხები ორგანიზმში თითო-თითოდ და სწრაფად მწიფდება, რომელსაც ფრინველები მაშინვე დებენ ბუდეში. ამან კი, თავის მხრივ, გამოუმუშავა ფრინველებს კრუხობისა და გამოჩეკილ მართვეებზე შემდგომი ზრუნვის მშობლიური ინსტინქტი. ფრინველების სხვადასხვა ჯგუფს კვერცხის ინკუბაციის მტკიცედ განსაზღვრული ხანგრძლივობა ახასიათებს. ზოგიერთი ფრინველების ან მხოლოდ დედალი კრუხობს (ქათმისნაირები, იხვები და სხვა) ან მამალი (სამფეხანი, ფინფუტი, ფერადი ჭოვილოები), ზოგიერთებისა კი - ერთიც და მეორეც. მართვები იჩეკებიან ან თვალხილულნი, შებუმბლულნი, რომლებიც მაშინვე ტოვებენ საბუდარს და კვება შეუძლიათ საკუთარი ძალებით (წიწილოვანი ფრინველები), ან თვალაუხილავნი, შიშველნი, რომლებიც დიდხანს რჩებიან ბუდეში და სჭირდებათ დიდი მზრუნველობა — კვება, გათბობა (ბარტყოვანი ფრინველები).

ფრინველებს აქვთ შედარებით დიდი თავის ტვინი, კარგად განვითარებულკი ჰემისფეროები, მხედველობის ბორცვები და ნათხემი. ზურგის ტვინი კისრისა და წელის არეში გაგანიერებულია, აქედან ნერვები მიემართება ფრთებისა და ფეხებისაკენ. ფირნველებს კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა, სმენა და წონასწორობის დაცვის უნარი, ნაკლებად — გემოს შეგრძნება. მათი საბგერი აპარატი (ქვედა ხორხი ანუ სირინქსი) მაღალგანვითარებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან მგალობელი ბეღურასნაირები და სხვა.

ფრინველების ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სრულყოფილ სმენას, მაგ., ბუსნაირები სიბნელეშიც ადვილად აგნებენ ნადავლს, გუახარო და სალანგანები ბნელ გამოქვაბულებში ორიენტაციას იღებენ ექოლოკაციის საშუალებით. ფრინველების სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობასა და ბუნებრივ პირობებში განსხვავებულია. ტყვეობაში წვრილი ფრინველები ცოცხლობენ 15—20 წელს, ვარდისფერი ვარხვი — 52, კაკადუ — 56, ზარნაშო — 70, ბუნებაში კი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად ნაკლებია. თანამედროვე ფრინველები დაჯგუფებულია 28 რიგად. ზოგი ავტორი ფრინველებს ყოფს 40 რიგად. თანამედროვე 8616 სახეობის ფრინველებიდან 5 ათასზე მეტი ბეღურასნაირია. საქართველოში ორნითოფაუნაში რეგისტრირებულია 350 სახეობა, აქედან მობინადრე და მობუდარია 210-მდე. გარემო პირობების — ტიპობრივი ადგილსამყოფელების შემცირებამ და მათმა გაჭუჭყიანებამ, ანთროპოზიგენიზაციამ გამოიწვია მთელი რიგი სახეობების მოსპობა ან გადაშენება. იშვიათი და ამოწყდომის საფრთხის წინაშე მდგარი ფრინველები შეტანილი არიან საერთაშორისო და საქართველოს „წითელ წიგნში“.

სისტემატიკა

თანამედროვე ფრინველების ფილოგენიის კლადოგრამა Burleigh, J.G. et al. (2015)[1], Prum, R.O. et al. (2015)[2], Jarvis, E.D. et al. (2014)[3] და Yury, T. et al. (2013)[4] მიხედვით
Aves
Palaeognathae

Struthioniformes

Notopalaeognathae

Rheiformes

†Dinornithiformes

†Lithornithiformes

Tinamiformes

Novaeratitae

Casuariiformes

Apterygiformes

†Aepyornithiformes

Neognathae
Galloanserae

Galliformes

Odontoanserae

†Pelagornithidae

Anserimorphae

†Gastornithiformes

Anseriformes

Neoaves
Columbea
Mirandornithes

Phoenicopteriformes

Podicipediformes

Columbimorphae

Columbiformes

Mesitornithiformes

Pteroclidiformes

Passerea
Cypselomorphae

Caprimulgiformes

Steatornithiformes

Podargiformes

Daedalornithes

Aegotheliformes

Apodiformes

Otidimorphae

Cuculiformes

Otidiformes

Musophagiformes

Opisthocomiformes

Cursorimorphae

Gruiformes

Charadriiformes

Aequornithes

Gaviiformes

Austrodyptornithes

Procellariiformes

Sphenisciformes

Ciconiiformes

Suliformes

Pelecaniformes

Phaethontimorphae

Eurypygiformes

Phaethontiformes

Telluraves
Afroaves
Accipitrimorphae

Cathartiformes

Accipitriformes

Strigiformes

Coraciimorphae

Coliiformes

Eucavitaves

Leptosomatiformes

Cavitaves

Trogoniformes

Picocoraciae

Bucerotiformes

Coraciformes

Piciformes

Australaves

Cariamiformes

Eufalconimorphae

Falconiformes

Psittacopasserae

Psittaciformes

Passeriformes

რიგები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Burleigh, J. G. et al. (2015). Building the avian tree of life using a large-scale, sparse supermatrix. Molecular Phylogenetics and Evolution, 84: 53—63. doi:10.1016/j.ympev.2014.12.003
  2. Prum, R. O. et al. (2015) A comprehensive phylogeny of birds (Aves) using targeted next-generation DNA sequencing. Nature, 526: 569—573.
  3. Jarvis, E. D.; et al. (12 დეკემბერი, 2014). „Whole-genome analyses resolve early branches in the tree of life of modern birds“. Science. 346 (6215): 1320–1331. doi:10.1126/science.1253451. ISSN 0036-8075. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Yuri T. (2013). „Parsimony and Model-Based Analyses of Indels in Avian Nuclear Genes Reveal Congruent and Incongruent Phylogenetic Signals“. Biology. 2 (1): 419–444. doi:10.3390/biology2010419.

Read other articles:

Fantastic Mr. FoxPoster film Fantastic Mr FoxSutradaraWes AndersonProduserWes AndersonScott RudinAllison AbbateJeremy DawsonDitulis olehWes AndersonNoah BaumbachBerdasarkanFantastic Mr Foxoleh Roald DahlPemeranGeorge ClooneyMeryl StreepJason SchwartzmanBill MurrayWillem DafoeOwen WilsonPenata musikAlexandre DesplatSinematograferTristan OliverPenyuntingAndrew WeisblumPerusahaanproduksiAmerican Empirical Pictures[1]Distributor20th Century Fox[1]Tanggal rilis 14 Oktober 200...

 

 

American judge Daniel ClarkJudge of the United States District Court for the District of New HampshireIn officeJuly 27, 1866 – January 2, 1891Appointed byAndrew JohnsonPreceded byMatthew HarveySucceeded byEdgar AldrichPresident pro tempore of the United States SenateIn officeApril 26, 1864 – February 19, 1865Preceded bySolomon FootSucceeded byLafayette S. FosterUnited States Senatorfrom New HampshireIn officeJune 27, 1857 – July 27, 1866Preceded byJames BellSu...

 

 

Sofokles Född497 f.Kr.Död406 f.Kr.YrkeDramatiker och tragödNationalitetAtenareSpråkklassisk grekiska[1]VerksamAntikt grekiskt dramaGenrerTragedier och satyrspel Sofokles (klassisk grekiska Σοφοκλῆς, uttalat [sopʰoklɛ̂ːs]), född cirka 497 f.Kr., död 406 f.Kr.,[2] var en grekisk dramatiker och tragediförfattare. Han har ansetts vara den viktigaste grekiska tragediförfattaren, och tillsammans med Aischylos och Euripides en av tre grekiska tragöder vars verk har bevarats. So...

A' Katīgoria 2017-2018 Competizione A' Katīgoria Sport Calcio Edizione 79ª Organizzatore CFA Date dal 19 agosto 2017al 13 maggio 2018 Luogo  Cipro Partecipanti 14 Formula Girone unico con gare di andata e ritorno; seconda fase a due gironi Risultati Vincitore APOEL(27º titolo) Retrocessioni Olympiakos NicosiaArīs LimassolEthnikos Achnas Statistiche Miglior marcatore Matt Derbyshire (23) Incontri disputati 242 Gol segnati 720 (2,98 per incontro) Cronologia della co...

 

 

Nuova Prussia OrientaleLa Nuova Prussia Orientale nel 1806 in verde chiaro Informazioni generaliNome ufficiale(DE) Neuostpreußen Nome completoNuova Prussia Orientale CapoluogoBiałystok Superficie55000 km² (1806) Popolazione914610 (1806) Dipendente da Regno di Prussia Evoluzione storicaInizio24 ottobre 1795 CausaTerza spartizione della Polonia Fine9 luglio 1807 CausaPace di Tilsit Preceduto da Succeduto da Voivodato della Masovia Voivodato della Podlachia Voivodato di Troki Ducato di V...

 

 

Cet article est une ébauche concernant une chanson, le Concours Eurovision de la chanson et la Finlande. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Tipi-tii Chanson de Marion Rung auConcours Eurovision de la chanson 1962 Sortie 1962 Langue Finnois Genre Pop, schlager Auteur-compositeur Kari Tuomisaari (fi) Classement 7e (ex-aequo) (4 points) Chansons représentant la Finlande au Concours Eurovisi...

Daizen Maeda Maeda al Celtic nel 2023 Nazionalità  Giappone Altezza 173 cm Peso 67 kg Calcio Ruolo Attaccante Squadra  Celtic CarrieraGiovanili Yamanashi Gakuin University OrionsSquadre di club1 2016 Matsumoto Yamaga9 (0)2017→  Mito HollyHock36 (13)2018-2019 Matsumoto Yamaga47 (9)2019-2020→  Marítimo23 (3)2020-2022 Yokohama F·Marinos59 (26)2022- Celtic76 (19)Nazionale 2018-2021 Giappone U-2318 (9)2021 Giappone olimpica3 (1)2019- Giappone17 (...

 

 

Сибирский горный козёл Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:СинапсидыКла�...

 

 

Islamist campaign of the Iraqi Ba'ath party Izzat al-Douri, supervisor of the Faith Campaign The Faith Campaign (Arabic: الحملة الايمانية, romanized: al-Ḥamla al-Īmāniyya) was an Islamist campaign conducted by the Iraqi Ba'ath Party, beginning in 1993. The campaign involved a variety of policies, including greater freedoms being granted to Islamist groups, greater resources being put into religious programmes, increased use of Islamic punishments, and a greater emphasi...

У этого термина существуют и другие значения, см. Почтовый союз. Почтовый союз американских государств, Испании и Португалииисп. Unión Postal de las Américas, España y Portugal (UPAEP) Логотип Почтового союза Членство 27 стран-членов штаб-квартира  Уругвай, Монтевидео Тип организации ре...

 

 

Ne doit pas être confondu avec l'homme politique français et « père de l'Europe » Robert Schuman. Pour les articles homonymes, voir Schumann (homonymie). Robert Schumann Robert Schumann, Vienne, 1839.Lithographie de Josef Kriehuber. Données clés Naissance 8 juin 1810 Zwickau, Royaume de Saxe Décès 29 juillet 1856 (à 46 ans) Endenich, Royaume de Prusse Activité principale Compositeur, pianiste Style Romantisme Activités annexes Critique musical Maîtres Friedrich Wi...

 

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

Cetostearyl alcohol n = ~14-16 Names Other names Cetearyl alcohol; Cetylstearyl alcohol; Cetyl/stearyl alcohol Identifiers CAS Number 67762-27-0 Y ChemSpider none ECHA InfoCard 100.060.898 EC Number 267-008-6 UNII 2DMT128M1S Y CompTox Dashboard (EPA) DTXSID0028323 Properties Chemical formula CH3(CH2)nCH2OH; n=variable, typically 14-16 Melting point 48 to 56 °C (118 to 133 °F; 321 to 329 K)[1] Hazards GHS labelling: Pictograms Signal word Warning Hazar...

 

 

بربرة  علم أسماء أخرى Berbera الاسم الرسمي بربرة الإحداثيات 10°26′00″N 45°00′00″E / 10.433333333333°N 45°E / 10.433333333333; 45   تقسيم إداري  البلد صوماليلاند[1]  التقسيم الأعلى مقاطعة بربرة  عاصمة لـ الساحل ، (صوماليلاند)  خصائص جغرافية  المساحة 5 كيلومتر مربع  �...

 

 

City in California, United States Hawthorne, CA redirects here. For the Beach Boys album, see Hawthorne, CA (album). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Hawthorne, California – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2023) (Learn how and when to remove this message) City in Californ...

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (نوفمبر 2019) كأس الكؤوس الأوروبية 1982–83 تفاصيل الموسم كأس الكؤوس الأوروبية  النسخة 23  التاريخ بداية:17 أغسطس 1982 ...

 

 

Ratu MaltaLambang Negara MaltaElizabeth II di dalam perangko Malta, 1954 PerincianSapaan resmiYang MuliaPembentukan21 September 1964Penghapusan13 Desember 1974 Ratu Malta adalah jabatan kepala negara di Malta yang dipegang oleh Ratu Elizabeth II dari tahun 1964 hingga 1974. Pada masa itu, Negara Malta merupakan sebuah negara berdaulat yang menjadi bagian dari negara persemakmuran. Sejarah Ratu Elizabeth II sedang meninjau personil angkatan laut Britania di Malta, 1954 Elizabeth II menjadi Rat...

 

 

Photography artifact from moving objects This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Motion blur – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2009) (Learn how and when to remove this message) Earth's rotation causes motion blur in long-exposure photos of the night sky. This diurnal motion leav...

Village in South Papua, IndonesiaOkabaVillageOkaba village at duskOkabaLocation in Western New Guinea and IndonesiaShow map of Western New GuineaOkabaOkaba (Indonesia)Show map of IndonesiaCoordinates: 8°05′S 139°43′E / 8.083°S 139.717°E / -8.083; 139.717Country IndonesiaProvinceSouth PapuaRegencyMerauke RegencyArea • Total7,406 km2 (2,859 sq mi)Population (2018 est.) • Total1,270[1] • Density1...

 

 

Buyid amir of Iraq from 1027 to 1044 Jalal al-DawlaAmir of Iraq Amir al-umaraReign1027–1044PredecessorMusharrif al-DawlaSuccessorAbu KalijarBorn993 or 994DiedMarch 1044IssueAl-Malik al-AzizAbu Mansur AliUnnamed daughterNamesLaqab: Jalal al-DawlaKunya: Abu TahirGiven name: Firuz KhusrauFatherBaha' al-DawlaReligionShia Islam Abu Tahir Firuz Khusrau (Persian: ابوطاهر فیروزخسرو), better known by his laqab of Jalal al-Dawla (993 or 994 – March 1044), was the Buyid amir of Iraq ...