ლუშანი (ჩინ. 廬山), ძველ დროში ცნობილი როგორც კუანგლუ — მთის მასივი და ეროვნული პარკი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის ჩინეთის ათი ყველაზე ცნობილი მთის სიაში. ამ ოვალური ფორმის მასივის სიგრძე 25 კმ-ია, სიგანე 10 კმ, უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1 474 მეტრზე მდებარეობს.
მასივი ასზე მეტ მწვერვალსა და უამრავ ჩანჩქერს მოიცავს. კლიმატი კონტინენტურია, ცხელი ზაფხულითა და თბილი ზამთრით. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 1050 მმ-ია. მწვერვალები წელიწადის 200 დღის განმავლობაში ღრუბლებშია გახვეული.
პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბუდისტური სკოლა და ტაძარი მდებარეობს.
1996 წელს, იუნესკომ ლუშანის ეროვნული პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| კულტურული | | |
---|
| ბუნებრივი | |
---|
| შერეული | |
---|
|