ტაიშანი (ჩინ. 泰山) — ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მთა ჩინეთისპროვინცია შანდუნში, ქალაქ ტაიანის ჩრდილოეთით. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 545 მეტრზე. ტაიშანი ერთ-ერთია ჩინეთის „ხუთი წმინდა მთიდან". მის მწვერვალზე მდებარე ტაძარი ბოლო 3 000 წლის მანძილზე უამრავ პილიგრიმს იზიდავს. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითის ადამიანის ნასახლარები.
ტაიშანი ჩინურ კულტურაში სტაბილურობის სიმბოლოდ ითვლება. ამის მაგალითია სიტყვები, რომლებსაც მაო ძედუნი ხშირად იმეორებდა: „ურყევი, როგორც ტაიშანი".