ცინლინი — ქედი აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში. აღმოსავლეთით ეკვრის კუნლუნის მთებს. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიმაღლე 3767 მ (მთა ტაიბაი). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და მეტამორფული ფიქლებით. დასავლეთით ქედი გადაკვეთილია ღრმა გამჭოლი ხეობებით. აღმოსავლეთით იყოფა ოთხ შტოქედად. ჩრდილოეთი კალთები მოკლე და ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. ჩრდილოეთი კალთები შემოსილია ზომიერი სარტყლის მშრალი სტეპითა და ფოთოლმცვივანი ტყით, სამხრეთი კალთები — მარადმწვანე სუბტროპიკული შერეული ტყით, რომელშიც გვხვდება ბამბუკი, კამელია, მაგნოლია. არის მოლიბდენის საბადო. ჩრდილოეთ მთისძირში არის ქალაქები: სიანი და სიანიანი.
რესურსები ინტერნეტში