ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „წყნარი ოკეანე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. წყნარი ოკეანე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
წყნარი ოკეანის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია ერთ ლითოსფერულ ფილაზე. საზღვრებზე სეისმური სარტყლებია. შელფი არც თუ ისე დიდია, განაპია მხარეებზე არის 25 ღრმა ზღვის ღარი. კუნძულთა რკალები და წყალქვეშა ქედები ოკეანეს გამოჰყოფენ განაპირა ზღვებისაგან და ოკეანის საგებს ყოფენ მრავალრიცხოვან დიდ და პატარა ქვაბულებად, რომელთა უმეტესობას აქვს ღრმაწყლიანი ღარი, რომელთა სიღრმე 6 ათ. მ აღემატება. წყნარი ოკეანის დამახასიათებელი თავისებურება სხვა ოკეანეებთან შედარებით არის მრავალრიცხოვანი კუნძულების არსებობა, განსაკუთრებით მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. სულ წყნარ ოკეანეში დაახლოებით 10 ათასი კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 1,26 მლნ. კმ².[4]
მართალია აზიისა და ოკეანეთის ხალხი წყნარ ოკეანეში ისტორიამდელი ეპოქიდან მოყოლებული მოგზაურობდა, თუმცაღა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი პირველად ევროპელებმა შეამჩნიეს XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ესპანელმა მოგზაურმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ გადაკვეთა პანამის ყელი 1513 წელს და აღმოაჩინა დიდი „სამხრეთის ზღვა“, რომელსაც ესპანურად უწოდა „Mar del Sur“. ოკეანის ამჟამინდელი სახელწოდება დაამკვიდრა პორტუგალიელმა მოგზაურმა ფერნანდო მაგელანმა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობისას 1521 წელს, როდესაც წააწყდა ოკეანისკენ მიმავალ ხელსაყრელ ქარებს. მან ოკეანეს უწოდა „Mar Pacífico“, რომელიც პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე აღნიშნავს „წყნარ ზღვას“.[6]
ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ 1513 წელს მას შემდეგ რაც მისმა ექსპედიციამ გადაკვეთა პანამის ყელი და მიაღწია ახალ ოკეანეს.[10] მან უწოდა ოკეანეს „Mar del Sur“ (სიტყვასიტყვით „სამხრეთის ზღვა“) ვინაიდან ოკეანე იმყოფებოდა ყელის სანაპიროდან სამხრეთით, სადაც მოგზაურმა პირველად ჩაატარა დაკვირვება ოკეანეზე.
მოგვიანებით, პორტუგალიელი მოგზაური ფერნანდო მაგელანი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილიდან გაეშურა დასავლეთისაკენ 1519 წელს, რითად დაიწყო პირველი მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანმა ოკეანეს უწოდა „Pacífico“ (ან „Pacific“ რაც ნიშნავს, „წყნარს“) ვინაიდან ქარიშხლიანი ზღვების გადაცურვის შემდეგ, ექსპედიციამ იპოვა წყნარი წყლები. XVIII საუკუნემდე მაგელანის პატივსაცემად ოკეანეს ხშირად ეწოდებოდა „მაგელანის ზღვა“.[11]
პირველი ოკეანოლოგიური ექსპედიცია იყო ინგლისური გემის — „ჩელენჯერის“ ნაოსნობა (1872–1876), შემდეგ სტეპან მაკაროვის ნაოსნობა „ვიტიაზზე“ (1886–89), გემების „ალბატროსის“ (1888–1905), „პლანეტისა“ და სხვა. 1920 წელს იაპონიამ დაიწყო სისტემატური სამუშაოები კუროსიოს დინების რაიონში. წყნარი ოკეანის ღია ნაწილში დიდი კვლევითი ექსპედიციები ჩატარდა იაპონიის ხომალდებზე: „მანეიუ“ (1925–28), „სინტოკუ მარუ“ (1930–32), „სიუმპუ მარუ“ (1928–30, 1933–35), აშშ-ის ხომალდებზე: „კარნეგი“ (1928–29), „ოგლალა“ (1935), „ბუშნელი“ (1937–41), დიდი ბრიტანეთის ხომალდებზე: „დისკოვერი II“ (1932–33) და სხვა. XX საუკუნეში ხორციელდებოდა საბჭოთა ექსპედიციები „ვიტიაზზე“ (1949 წლიდან), „ა. ი. ვოეიკოვზე“ (1959 წლიდან), „ი. მ. შოკალსკიზე“ (1960 წლიდან), „აკადემიკოსი სერგეი კოროლიოვზე“ (1970 წლიდან), რომლებზედაც პირველად ჩატარდა ფართო კომპლექსური გეოფიზიკური კვლევები მიმართული ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს მაღალი ფენების შესასწავლად.[21]
ერთდროულად მიმდინარეობდა აშშ-ის მიერ წარმოებული კვლევები გემებზე: „ჰორაიზნი“ (1946 წლიდან), „ჰიუ მ. სმითი“ (1950 წლიდან), „სპენსერ ფ. ბერდი“ (1946 წლიდან) და სხვა, დიდი ბრიტანეთისა — „ჩელენჯერი II“ (1950–52), შვედეთისა — „ალბატროსი“ (1947–48), დანიისა — „გალატეია“ (1950–1952) და სხვა მრავალზე.[21]
ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
წყნარი ოკეანე იკავებს მსოფლიო ოკეანის 49,5 %-ს და ამასთან იტევს მისი წყლის მოცულობის 53 %-ს, რითად დედამიწის უდიდესი ოკეანის სტატუსს ატარებს. მეტწილად მისი წყლები განლაგებულია სამხრეთ განედებში.[22] მაქსიმალური და საშუალო სიღრმეებით იგი უღრმესია დედამიწაზე. 1951 წელს ინგლისურმა ექსპედიციამ სამეცნიერო-კვლევით გემ „ჩელენჯერზე“ ექოლოტის საშუალებით დააფიქსირა მაქსიმალური სიღრმე — 10 863 მ.[23] 1957 წელს საბჭოთა სამეცნიერო-კვლევით გემ „ვიტიაზის“ 25-ე რეისის დროს ჩატარებული გაზომვის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსი დობროვოლსკი, დაფიქსირდა ახალი სიღრმე — 11 023 მ, რომელიც იყო დაზუსტებული მონაცემი, ვინაიდან თავდაპირველად გამოცხადებული იყო 11 034 მ სიღრმე.[23][24] წყნარი ოკეანის სიღრმის გაზომვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ წყალში ბგერის სიჩქარე დამოკიდებულია მის თვისებაზე, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა სიღრმეზე, რის გამოც ეს თვისებები აგრეთვე უნდა იყოს დადგენილი სპეციალური ხელსაწყოებით რამდენიმე ჰორიზონტზე (როგორებიცაა ბარომეტრი და თერმომეტრი), ხოლო ექოლოტის მიერ ნაჩვენები სიღრმის მნიშვნელობაში შეტანილია ცვლილება.[25] 1995 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიღრმე დაახლოებით უდრიდა 10 920 მ-ს,[26] ხოლო 2009 წლის გამოკვლევამ დაადგინა 10 971 მ. 2011 წელს განხორციელებული უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, დაფიქსირებულია სიღრმე — 10 994 მ, სიზუსტით ±40.[27][28] წყნარი ოკეანის უღრმესი წერტილი მოქცეულია მარიანას ღარში, კერძოდ, მის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „ჩელენჯერის უფსკრული“.
რამდენიმე ათასი კუნძული, გაფანტული წყნარ ოკეანეში, ჩამოყალიბდა ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. ზოგიერთი კუნძული დაიფარა მარჯნით და საბოლოო ჯამში კუნძულები კვლავ ზღვაში ჩაიძირა, რომლებმაც დატოვეს მარჯნის რგოლები — ატოლები.[22].
წყნარი ოკეანე წარმოიქმნა 750 მილიონი წლის წინ სუპერკონტინენტ როდინიის გაყოფის შედეგად.[32]მეზოზოურ ეპოქაში პროკონტინენტი პანგეა დაიშალა გონდვანისა და ლავრაზიის კონტინენტებად და შედეგად გარემომცველმა ოკეანემ — პანთალასამ განიცადა ფართობის შემცირება. მეზოზოურის ბოლოს გონდვანა და ლავრაზია გაიყო და მათი დაყოფის შეძლებისდაგვარად ჩამოყალიბება დაიწყო თანამედროვე წყნარმა ოკეანემ. წყნარი ოკეანის ღრმულის ფარგლებში იურულ პერიოდში განვითარდა ოთხი სრულიად ოკეანური ტექტონიკური ფილა: წყნაროკეანური, კულა, ფარალონი და ფენიქსი.[33]
ჩრდილო-დასავლური ფილა კულა იწეოდა აზიის კონტინენტის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეების ქვეშ. ჩრდილო-აღმოსავლური ოკეანური ფილა ფარალონი მიემართებოდა ალასკისკენ, ჩუკოტკისკენ და ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ კიდესთან. სამხრეთ-აღმოსავლეთის ოკეანური ფილა ფენიქსი იძირებოდა სამხრეთ ამერიკის დასავლეთ კიდესთან. ცარცულ ეპოქაში სამხრეთ-აღმოსავლეთის წყნაროკეანური ფილა მიიწევდა იმ დროს არსებული ერთიანი ავსტრალია-ანტარქტიკული კონტინენტის აღმოსავლეთ კიდესთან, რომლის შედეგად კონტინენტს გამოეყო ბლოკები, რომლებმაც წარმოქმნეს ამჟამინდელი ახალი ზელანდიის პლატო და წყალქვეშა მაღლობები ლორდ-ჰაუ და ნორფოლკი.[33]
გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დაიწყო ავსტრალია-ანტარქტიკული კონტინენტის დაშლა. ავსტრალიის ფილა გამოიყო და დაიწყო მოძრაობა ეკვატორის მიმართულებით. ამასთან, ოლიგოცენში წყნარი ოკეანის ფილამ შეიცვალა მიმართულება ჩრდილო-დასავლეთისაკენ. გვიანდელ მიოცენში ფარალონის ფილა გაიყო ორ ნაწილად: ქოქოსად და ნასკად. კულის ფილა მოძრაობდა ჩრდილო-დასავლეთისაკენ, მთლიანად დაიძირა (წყნაროკეანური ფილის ჩრდილო კიდესთან ერთად) ევრაზიისა და პროტო-ალეუტის ღარის ქვეშ. დღეისათვის, ტექტონიკური ფილების მოძრაობა გრძელდება. ამ მოძრაობის ღერძია შუა ოკეანური რიფტული ზონები სამხრეთ წყნაროკეანურ და აღმოსავლეთ წყნაროკეანურ ამაღლებებში. ამ ზონიდან დასავლეთით განლაგებულია ოკეანის ყველაზე დიდი წყნაროკეანური ფილა, რომელიც აგრძელებს მოძრაობას ჩრდილო-დასავლეთისაკენ წელიწადში 6-10 სმ სიჩქარით, რითაც უახლოვდება ევრაზიისა და ავსტრალიის ფილებს.[33]
კონტინენტის წყალქვეშა კიდე იკავებს წყნარი ოკეანის ტერიტორიის 10 %-ს. შელფის რელიეფზე გამოხატულია ტრანსგრესიული დაბლობების ნიშნები სუბაერალური რელიქტური რელიეფით. ასეთი ფორმები დამახასიათებელია იავის შელფზე წყალქვეშა მდინარეთა ხეობებისათვის და ბერინგის ზღვის შელფზე. კორეისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის შელფებზე გავრცელებულია დინებათა მოქცევებით წარმოქმნილი რელიეფის სერული ფორმები. ეკვატორულ-ტროპიკული წყლების შელფზე გავრცელებულია სხვადასხვა მარჯნული ნაგებობები. ანტარქტიკული შელფის დიდი ნაწილი გაწოლილია 200 მ-ზე მეტ სიღრმეზე, ზედაპირი მეტად დანაწევრებულია, ტექტონიკური ხასიათის წყალქვეშა ამაღლებები ენაცვლება ღრმა დეპრესიებს — გრაბენებს.[22]
ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტური კალთა ძლიერ არის დანაწევრებული კანიონებით. დიდი წყალქვეშა კანიონები ცნობილია ბერინგის ზღვის კონტინენტურ კალთაზე. დიდი სიგანით, მრავალმხრივობითა და რელიეფის დანაწევრებით გამოირჩევა ანტარქტიდის კონტინენტური კალთა. ჩრდილოეთ ამერიკის გასწვრივ კონტინენტის ძირი გამოიყოფა მღვრიე ნაკადების ძალიან დიდი გამოზიდვის კონუსებით, რომლებიც ერთიან დახრილ ვაკეს ერწყმიან. ახალი ზელანდიის წყალქვეშა კიდეს აქვს თავისებური კონტინენტური სტრუქტურა. მისი ფართობი 10-ჯერ აღემატება საკუთრივ კუნძულების ფართობს. ეს წყალქვეშა ახალი ზელანდიის პლატო შედგება კემპბელის ბრტყელმწვერვალიანი ამაღლებითა და ბაუნკის ღრმულით. ყველა მხრიდან იგი შემოზღუდულია კონტინენტური კალთით, რომელიც მასთან შემოვლებულია კონტინენტური ძირით. მასვე მიაკუთვნებენ გვიანდელ მეზოზოურ წყალქვეშა ამაღლებას — ლორდ-ჰაუს.[22]
ყველა გარდამავალი მხარეებისათვის დამახასიათებელია ვულკანიზმი და მაღალი სეისმურობა, ისინი წარმოქმნიან განაპირა მიწისძვრის წყნაროკეანურ სარტყელსა და თანამედროვე ვულკანიზმს. გარდამავალი მხარეები წყნარი ოკეანის დასავლეთ განაპირა მხარეზე განლაგებულია ორი ეშელონის სახით, განვითარების სტადიის უფრო ახალგაზრდა მხარეები განლაგებულია ოკეანის საგების საზღვართან, ხოლო უფრო ძველი მხარეები ოკეანის საგებს გამოეყოფიან კუნძულთა რკალებითა და ხმელეთის კუნძულთა მასივებით.[22]
შუა ოკეანური ქედები და ოკეანის საგები
წყნარი ოკეანის ფსკერის 11 % უკავია შუა ოკეანურ ქედებს, რომლები წარმოდგენილია სამხრეთ წყნაროკეანური და აღმოსავლეთ წყნაროკეანური ამაღლებებით. ისინი წარმოადგენენ ფართო, სუსტად დანაწევრებულ ამაღლებებს. ძირითად სისტემას გამოეყოფა გვერდითი შტოქედები ჩილეს ამაღლებისა და გალაპაგოსის რიფტული ზონის სახით. წყნარი ოკეანის შუაოკეანური ქედების სისტემას მიეკუთვნება აგრეთვე გორდის, ხუან-დე-ფუკისა და ექსპლორერის ქედები ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ოკეანის შუაოკეანური ქედები წარმოადგენენ სეისმურ სარტყლებს ხშირი ზედაპირული მიწისძვრებითა და აქტიური ვულკანური მოქმედებით. რიფტულ ზონაში აღმოჩენილია ჩვეულებრივ ჰიდროთერმებთან დაკავშირებული ახალი ლავები და ლითონისშემცველი ნალექები.[22]
წყნაროკეანური ამაღლებების სისტემა წყნარი ოკეანის საგებს ჰყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი უფრო რთულად არის აგებული და უფრო წყალმარჩხია. აქ გამოყოფენ ჩილეს ამაღლებასა (რიფტული ზონა) და ნასკას, სალა-ი-გომესის, კარნეგისა და ქოქოსის ქედებს. ეს ქედები საგების აღმოსავლეთ ნაწილს ყოფენ გვატემალის, პანამის, პერუსა და ჩილეს ქვაბულებად. მათთვის დამახასიათებელია ფსკერის რთულად დანაწევრებული ბორცვიანი და მთიანი რელიეფი. გალაპაგოსის კუნძულების რაიონში გამოიყოფა რიფტული ზონა.[22]
საგების სხვა ნაწილი, რომელიც გაწოლილია წყნაროკეანური ამაღლების დასავლეთით, იკავებს წყნარი ოკეანის საგების დაახლოებით 3/4-ს და აქვს რელიეფის საკმაოდ რთული აგებულება. ათეულობით ამაღლებები და წყალქვეშა ქედები ოკეანის საგებს ყოფენ მრავალრიცხოვან ქვაბულებად. მეტად მნიშვნელოვანი ქედები ქმნიან გეგმაში რკალისებრ ამაღლებებს, რომლებიც საწყისს პოულობენ დასავლეთით და სრულდებიან სამხრეთ-აღმოსავლეთით. პირველ ასეთ რკალს წარმოქმნის ჰავაის ქედი, მის პარალელურად შემდეგ რკალს წარმოქმნის კარტოგრაფების მთები, მარკუს-ნეკერი, ლაინის კუნძულების წყალქვეშა ქედი, რკალი მთავრდება კუნძულ ტუამოტუს წყალქვეშა ძირით. შემდეგი რკალი შედგება მარშალის კუნძულების, კირიბატის, ტუვალუსა და სამოის წყალქვეშა ძირებით. მეოთხე რკალი შეიცავს კაროლინის კუნძულებსა და კაპინგამარანგის წყალქვეშა ამაღლებას. მეხუთე რკალი შედგება კაროლინის კუნძულების სამხრეთი ჯგუფისაგან და ეაურიპიკის ზვინულისაგან. ზოგიერთი ქედი და ამაღლება განსხვავდება თავიანთი გავრცელებით, ესაა საიმპერატორო ქედი, შატსკის, მაგელანის, ჰესისა და მანიჰიკის ამაღლებები, რომლებიც გამოირჩევიან მოსწორებული ზედაპირებითა და ზემოდან დაფარული მომატებული სიმძლავრის კარბონატული დანალექებით.[22]
ჰავაის კუნძულებსა და სამოის არქიპელაგზე არის მოქმედი ვულკანები. წყნარი ოკეანის საგებზე განლაგებულია მეტწილად ვულკანური წარმოშობის დაახლოებით 10 ათასი ცალკეული წყალქვეშა მთა, რომელთა უმეტესი ნაწილი წარმოადგენს გაიოტს. ზოგიერთი გაიოტის მწვერვალი იმყოფება 2-2,5 მ-ის სიღრმეზე, მათ ზევით საშუალო სიღრმეა დაახლოებით 1,3 ათასი მ. წყნარი ოკეანის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის კუნძულთა უმეტეს ნაწილს აქვს მარჯნული წარმოშობა. თითქმის ყველა ვულკანური კუნძული გარშემორტყმულია მარჯნული ნაგებობით.[22]
წყნარი ოკეანის შუაოკეანური ქედების საგებისთვის დამახასიათებელია რღვევის ზონები, რომლებიც ჩვეულებრივ რელიეფში გამოხატულია კომპლექსებისა და ხაზობრივად ორიენტირებული გრაბენებისა და ჰორსტების სახით. ყველა რღვევის ზონას აქვს საკუთარი სახელწოდება: სერვეიორი, მენდოსინო, მერეი, კლარიონი, კლიპერტონი და სხვა. წყნარი ოკეანის საგების ქვაბულებისათვის და ამაღლებებისათვის დამახასიათებელია ოკეანური ტიპის დედამიწის ქერქი; დანალექი ფენის სიმძლავრე იწყება 1 კმ-იდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-მდე შატსკის ამაღლებამდე და ბაზალტური ფენისა 5-იდან 13 კმ-მდე. შუაოკეანურ ქედებს აქვთ რიფტოგენული ტიპის დედამიწის ქერქი, რომელიც მომატებული სიმკვრივით ხასიათდება. აქ აღმოჩენილია ულტრაფუძე ქანები, ხოლო ელტანინის რღვევის ზონაში ამოწეული იყო კრისტალური ფიქლები. კუნძულთა რკალებთან აღმოჩენილია სუბკონტინენტური (კურილის კუნძულები) და კონტინენტური ქერქი (იაპონიის კუნძულები).[22]
ფსკერული დანალექები
აზიის დიდ მდინარეებს, როგორებიცაა ამური, ხუანხე, მეკონგი და სხვებს, წყნარ ოკეანეში შეაქვთ 1767 მლიონზე მეტი ტონა ნატანი წელიწადში. ეს ალუვიონი თითქმის მთლიანად რჩება განაპირა ზღებისა და ყურეების აკვატორიაში. ამერიკის დიდ მდინარეებს — იუკონს, კოლორადოს, კოლუმბიას, ფრეიზერს, გუაიასს და სხვებს გამოაქვთ დაახლოებით 380 მილიონი ტონა ნატანი წელიწადში და აწონილი მასალის 70-80 % გადის ღია ოკეანეში, რასაც ხელს უწყობს შელფის უმნიშვნელო სიგანე.[34]
წყნარ ოკეანეში ფართოდ არის გავრცელებული წითელი თიხები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ეს დაკავშირებულია ოკეანის ქვაბულების დიდ სიღრმეებთან. წყნარ ოკეანეში წარმოდგენილია ორი სარტყელი: სამხრეთი და ჩრდილოეთი და აგრეთვე მკვეთრად არის გამოხატული ეკვატორული სარტყელი. ოკეანის სამხრეთ-დასავლეთის ფსკერის ფართო არეები დაკავებულია მარჯნულ-წყალმცენარული ბიოგენური დანალექებით. ეკვატორის სამხრეთით გავრცელებულია ფორამინიფერებიანი ლამი. მარჯნის ზღვაში არის პტეროპოდული ლამის რამდენიმე ველი. წყნარი ოკეანის უფრო ღრმა ჩრდილოეთ ნაწილში და აგრეთვე სამხრეთში და პერუს ქვაბულებში შეინიშნება რკინამანგანუმიანი კონკრეციების ფართო ველები.[22]
ტემპერატურა 27,5 °C-დან 25,5 °C-მდე. ზაფხულის პერიოდში იზოთერმა 25 °C ფართოვდება ჩრდილოეთისაკენ ოკეანის დასავლეთ ნაწილში და მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით აღმოსავლეთში, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ძლიერად მიიწევს ჩრდილოეთისაკენ. ოკეანის დიდ სივრცეებზე გავლის შემდეგ, ჰაერის მასევი ინტენსიურად ჯერდება ტენით.
ეკვატორის ორივე მხარეს, ეკვატორისპირა ზონაში შეინიშნება ნალექების მაქსიმუმის ორი ვიწრო ზოლი, რომლებიც მოხაზულია 2000 მმ იზოჰიეტებით, ხოლო ეკვატორის გასწვრივ გამოხატულია შედარებით გვალვიანი ზონა. წყნარ ოკეანეში არ არის ჩრდილოეთ პასატების სამხრეთთან მსგავსების ზონა. წარმოიქმნება ორი დამოუკიდებელი ზონა ჭარბი დატენიანებით და მათი გამყოფი შედარებით გვალვიანი ზონით. ეკვატორული და ტროპიკული ზონების აღმოსავლეთით ნალექების რაოდენობა მცირდება. მეტად გვალვიანი არეები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ებჯინებიან კალიფორნიას, სამხრეთში — პერუსა და ჩილეს ქვაბულებს (სანაპირო რაიონებში წელიწადში მოდის 50 მმ-ზე ნაკლები ნალექი).[35]
ზაფხულში ოკეანის აღმოსავლეთ ეკვატორულ ნაწილში შეინიშნება ელ-ნინიო, როდესაც თბილი სუსტად მარილიანი დინება უკან ახევინებს ცივ პერუს დინებას სამხრეთ ამერიკის ნაპირებიდან. ამასთან, წყდება ჟანგბადის მიწოდება ზედაპირისქვეშა ფენაში, რასაც თან სდევს პლანქტონის, თევზებისა და ფრინველთა დაღუპვა, ხოლო ჩვეულებრივ გვალიან სანაპიროზე იწყება ძლიერი წვიმები, რომელიც კატასტროფულ წყალდიდობებს იწვევს.[36] გარდა ელ-ნინიოსი წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილს ახასიათებს წყლის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები, რომელიც ლა-ნინიას სახელწოდებით არის ცნობილი.[37]
მარილიანობა და ყინულწარმოქმნა
მაქსიმალური მარილიანობა ახასიათებთ ტროპიკულ ზონებს (მაქსიმალური 35,5-35,6 ‰-მდე), სადაც აორთქლების ინტენსივობა შეხამებულია ნალექების შედარებით მცირე რაოდენობასთან. აღმოსავლეთით ცივი დინებების გავლენით მარილიანობა მცირდება. ნალექების დიდი რაოდენობა აგრეთვე ამცირებს მარილიანობას, განსაკუთრებით, ეკვატორსა და ზომიერი და სუბპოლარული განედების დასავლეთ ცირკულაციის ზონებში. წყნარი ოკეანის სამხრეთით ყინული წარმოიქმნება ანტარქტიდისპირა რაიონებში, ხოლო ჩრდილოეთით — მხოლოდ ბერინგის, ოხოტისა და ნაწილობრივ იაპონიის ზღვებში.[35]
სამხრეთ ალასკის ნაპირებიდან წყდება ყინულების გარკვეული რაოდენობა აისბერგების სახით, რომლებიც მარტსა და აპრილში აღწევენ ჩ. გ. 48-42°-ს. ჩრდილოეთის ზღვებს, განსაკუთრებით ბერინგის ზღვას მოაქვს ოკეანის ჩრდილოეთ რაიონებში არსებული მოტივტივე ყინულების თითქმის მთელი მასა. ანტარქდიდულ წყლებში პაკის ყინულების საზღვარი აღწევს ს. გ. 60-63°-მდე, აისბერგები ვრცელდება შორს ჩრდილოეთისაკენ, ს. გ. 45°-მდე.[35]
წყლის მასები
წყნარ ოკეანეში გამოიყოფა ზედაპირული, ზედაპირისქვეშა, შუალედური, სიღრმული და ფსკერული წყლის მასები. ზედაპირულ წყლის მასას აქვს 35-100 მ სიმძლავრე და გამოირჩევა ტემპერატურის თანასწორობით, მარილიანობითა და სიმკვრივით, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია ტროპიკული წყლებისთვის, მახასიათებლების ცვალებადობით, განპირობებული კლიმატური მოვლენების სეზონურობით. ეს წყლის მასა განისაზღვრება თბომიმოცვლით ოკეანის ზედაპირზე, ნალექების თანაფარდობით, აორთქლებითა და ინტენსიური შერევით. იგივე, თუმცა ნაკლები რაოდენობით მიეკუთვნება ზედაპირისქვეშა წყლის მასებსაც. სუბტროპიკებსა და ცივ განედებში ეს წყლის მასები ნახევარი წლის განმავლობაში ზედაპირულია, ხოლო ნახევარი წელი ზედაპირისქვეშა. სხვადასხვა კლიმატურ ზონებში მათი საზღვარი შუალედურ წყლებს შორის მერყეობს 220-600 მ შორის. ზედაპირისქვეშა წყლები განსხვავდება მომატებული მარილიანობითა და სიმკვრივით, ტემპერატურით 13-18 °C-დან (ტროპიკებსა და სუბტროპიკებში) 6-13 °C-მდე (ზომიერ ზონაში). ზედაპირისქვეშა წყლები თბილ კლიმატში წარმოიქმნება უფრო მარილიანი ზედაპირული წყლების დაწევის გზით.[35]
ზომიერი და მაღალი განედების შუალედური წყლის მასებისთვის დამახასიათებელია 3-5 °C-იანი ტემპერატურა და 33,8-34,7 ‰-იანი მარილიანობა. შუალედური მასების ქვედა საზღვარი იმყოფება 900-1700 მ სიღრმეზე. სიღრმული წყლის მასები წარმოიქმნება გაციებული წყლების დაძირვის შედეგად ანტარქტიდისპირა წყლებსა და ბერინგის ზღვაში და მათი ქვაბულებში შემდგომი განღვრის გამო. ფსკერული წყლის მასები იმყოფება 2500-3000 მ-ზე მეტ სიღრმეზე. მათთვის დამახასიათებელია დადაბლებული ტემპერატურა (1-2 °C) და მარილიანობის ერთფეროვნება (34,6-34,7 ‰). ეს წყლები ყალიბდება ანტარქტიდულ შელფზე ძლიერი გაგრილების პირობებში. თანდათანობით ისინი ფსკერზე იღვრებიან, ავსებენ ყველა ღრმულს და იჭრებიან შუაოკეანური ქედების განივ გასასვლელებში სამხრეთსა და პერუს, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთის ქვაბულებში. სხვა ოკეანეების ფსკერულ წყლებთან და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილებთან შედარებით წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ქვაბულების ფსკერული წყლის მასები განსხვავდებიან გახსნილი ჟანგბადის შემცირებული შემცველობით. ფსკერული წყლები სიღრმულ წყლებთან ერთად შეადგენენ წყნარი ოკეანის მთელი მოცულობის 75 %-ს.[35]
წყნარი ოკეანის ზომიერ და ცივ რეგიონებში მასობრივად არის გავრცელებული წაბლა წყალმცენარეები, განსაკუთრებით ლამინარიასნაირთა ოჯახიდან, ამასთან სამხრეთ ნახევარსფეროში გვხვდება ამ ოჯახის 200 მ სიგრძის გიგანტები. ტროპიკებში განსაკუთრებით გავრცელებულია ფუკუსი, დიდი მწვანე და ცნობილი წითელი წყალმცენარეები, რომლებიც მარჯნულ პოლიპებთან ერთად წარმოადგენენ რიფულწარმომქმნელ ორგანიზმებს.[35]
წყნარი ოკეანის ცხოველთა სამყარო შემადგენლობით სხვა ოკეანეებთან შედარებით 3-4-ჯერ მდიდარია, განსაკუთრებით ტროპიკულ წყლებში. ინდონეზიურ წყლებში ცნობილია 2 ათასზე მეტი სახეობის თევზი, ჩრდილოეთის ზღვებში დაახლოებით 300-მდე სახეობის თევზია. ოკეანის ტროპიკულ ზონაში გავრცელებულია მოლუსკების 6 ათასზე მეტი სახეობა, ხოლო ბერინგის ზღვაში მათი დაახლოებით 200-მდე სახეობა გვხვდება. წყნარი ოკეანის ფაუნისთვის ნიშანდობლივია მრავალი სისტემატიკური ჯგუფის სიძველე და ენდემიზმი. აქ დიდი რაოდენობით გვხვდება ზღვის ზღარბების უძველესი სახეობები, ხმალკუდების პრიმიტიული გვარები, ზოგიერთი უძველესი სახეობის თევზი, რომლებიც არ არიან შემორჩენილნი სხვა ოკეანეებში (მაგალითად, იორდანია და გილბერტიდია); ორაგულისებრთა ყველა სახეობის 95 % წყნარ ოკეანეში ბინადრობს. ძუძუმწოვრების ენდემური სახეობებია: დიუგონი, ზღვის კატა, ზღვის ძაღლი, ზღვის წავი.[35]
წყნარი ოკეანის ფაუნის მრავალი სახეობისთვის დამახასიათებელია გიგანტიზმი. ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ცნობილია გიგანტური მიტილუსი და ხამანწკასებრნი, ეკვატორულ ზონაშია ყველაზე დიდი ორსაგდულიანი მოლუსკი ტრიდაკნა, რომლის მასა 250 კგ აღწევს. წყნარ ოკეანეში ყველაზე უფრო ნათლად გამოხატულია ულტრააბისალური ფაუნა. დიდი წნევისა და 8,5 კმ-ზე მეტ სიღრმეზე წყლის დაბალი ტემპერატურის პირობებში ბინადრობს დაახლოებით 45 სახეობა, რომელთაგან 71 %-ზე მეტი ენდემურია. ამ სახეობებს შორის ჭარბობს ჰოლოთურიები, რომლებიც ნაკლებად მოძრავი, ფსკერული, მცოცავი ცხოველები არიან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით შეუძლიათ გაატარონ გრუნტის ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც კვების ერთადერთი წყაროა ამ სიღრმეებზე.[35]
ეკოლოგიური პრობლემები
წყნარ ოკეანეში ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობამ განაპირობა მისი წყლების დაბინძურება და ბიოლოგიური სიმდიდრეების გამოფიტვა. ასე, XVIII საუკუნის ბოლოს ბერინგის ზღვაში მთლიანად იყო გამოფიტული ზღვის ძროხა. XX საუკუნის დასაწყისში გადაშენების პირას იმყოფებოდა ზღვის კატა და ვეშაპისნაირთა ზოგიერთი სახეობა, რომელთა რეწვა ამჟამად შეზღუდულია. ოკეანეში დიდ საფრთხეს წარმოადგენს წყლის დაბინძურება ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით (ძირითადი დამაბინძურებლებით), ზოგიერთი მძიმე ლითონებითა და ატომური მრეწველობის ნარჩენებით. მავნე ნივთიერებები დინებებით მიმოფანტულია მთელ ოკეანეზე. ანტარქტიდის ნაპირებთანაც კი ზღვის ორგანიზმების შემადგენლობაში აღმოჩენილია ეს ნივთიერებები.[38]
წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში პლასტსმასებისგან და სხვა ნარჩენებისგან წარმოიქმნა წყნარი ოკეანის ნაგვის დიდი ლაქა, შექმნილი ოკეანური დინებების მიერ, რომლებიც თანდათანობით ერთ არეში ოკეანეში გადაგდებული ნაგვის კონცენტრაციას ახდენენ. ეს ლაქა გადაჭიმულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში კალიფორნიის სანაპიროდან დაახლოებით 500 საზღვაო მილში ჰავაის გასწვრივ და თითქმის იაპონიამდე აღწევს. 2001 წელს ნაგვის კუნძულის
მასა შეადგენდა 3,5 მლნ. ტონაზე მეტს, ხოლო ფართობი 1 მლნ. კმ²-ზე მეტს, რაც ზოოპლანქტონის მასას 6-ჯერ ჭარბობდა. ყოველი 10 წელი ნაგავსაყრელის ფართობი იზრდება. ჟურნალ „Scientific Reports“-ის შეტყობინებით 2018 წელს ლაქის ზომამ მიაღწია 1,6 მლნ. კმ²-ს. მისი საერთო მასა შეადგენს 45-იდან 129 ათ. ტონამდე და შედგება 1,1-3,6 ტრილიონი ცალკეული ელემენტისაგან. ნაგავი ძირითადად წარმოდგენილია პლასტსმასით, თითქმის ნახევარი — სათევზაო ბადეა.[39]
1989 წლის 23 მარტს ალასკის სანაპიროს სიახლოვეს მოხდა ტანკერ „ექსონ ვალდეზის“ ავარია, რომელიც ეკუთვნოდა კომპანია „ExxonMobil“-ს. ოფიციალური მონაცემებით ტანკერში მოთავსებული იყო დაახლოებით 200 მლნ. ლიტრი ნავთობი, რომელთაგან 40 მლნ. ზღვაში დაიღვარა. ამგვარი ციფრი დაადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: ალასკის შტატის საბჭომ, „ექსონ ვალდეზის“ ავარიის საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის ჯგუფმა, როგორებიცაა სიერას კლუბი, გრინპისი და ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ. დაღვრილმა ნავთობმა წარმოქმნა 28 ათ. კმ²-იანი ლაქა.[40]
ეკონომიკა
ამჟამად წყნარი ოკეანის სანაპიროები და კუნძულები უკიდურესად არათანაბრად არის ათვისებული და დასახლებული. სამრეწველო ათვისების მნიშვნელოვანი ცენტრებია აშშ-ის სანაპირო (ლოს-ანჯელესის სანაპიროდან სან-ფრანცისკოს რაიონამდე), იაპონიისა და სამხრეთ კორეის სანაპიროები. მნიშვნელოვანია ოკეანის როლი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეკონომიკურ ცხოვრებაში. წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილი არის კოსმოსური ხომალდების „სასაფლაო“. აქ, სანაოსნო მარშრუტების მოშორებით, ექსპლუატაციიდან გამოსულ კოსმოსურ ობიექტებს ძირავენ.[41]
დიდი ნავსადგურებია: ვლადივოსტოკი (გენერალური ტვირთები, ნავთობპროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები, ტყე, ლითონის ჯართი, შავი და ფერადი ლითონი), ნახოდკა (ნახშირი, ნავთობპროდუქტები, კონტეინერები, ლითონი, ლითონის ჯართი, რეფრეჟერატორული ტვირთები), ვოსტოჩნი, ვანინო (ნახშირი, ნავთობი) (რუსეთი), პუსანი (კორეა), კობე—ოსაკა (ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მანქანები და მოწყობილობები, ავტომობილები, ლითონი და ლითონის ჯართი), ტოკიო—იოკოჰამა (ლითონის ჯართი, ნახშირი, ბამბა, მარცვლეული, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, კაუჩუკი, ქიმიკატები, მატყლი, მანქანები და მოწყობილობები, ტექსტილი, ავტომობილი, მედიკამენტები), ნაგოია (იაპონია), ტიანძინი, ცინდაო, ნინბო, შანხაი (მშრალი, ჩასასხმელი და გენერალური ტვირთის ყველა სახეობა), სიანგანი (ტექსტილი, ტანსაცმელი, ბოჭკო, რადიო და ელექტროსაქონელი, პლასტსმასის ნაკეთობები, მანქანები, მოწყობილობები), გაოსიუნი, შენჯენი, გუანჯოუ (ჩინეთი), ხოშიმინი (ვიეტნამი), სინგაპური (ნავთობპროდუქტები, კაუჩუკი, სურსათ-სანოვაგე, ტექსტილი, მანქანები და მოწყობილობები) (სინგაპური), კლანგი (მალაიზია), ჯაკარტა (ინდონეზია), მანილა (ფილიპინები), სიდნეი (გენერალური ტვირთი, რკინის მადანი, ნახშირი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მარცვლეული), ნიუკასლი, მელბურნი (ავსტრალია), ოკლენდი (ახალი ზელანდია), ვანკუვერი (ტყის ტვირთი, ნახშირი, მადანი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური და გენერალური ტვირთი) (კანადა), სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი (ნავთობი და ნავთობპროდუქტები, კოპრა, ქიმიური ტვირთი, ტყე, მარცვლეული, ფქვილი, ხორცისა და თევზის კონსერვი, ციტრუსები, ბანანი, ყავა, მანქანები და მოწყობილობები, ჯუთი, ცელულოზა), ოკლენდი, ლონგ-ბიჩი (აშშ), კოლონი (პანამა), უასკო (მადანი, თევზი, საწვავი, სურსათ-სანოვაგე) (ჩილე). წყნარი ოკეანის აუზში არის მნიშვნელოვანი რაოდენობის შედარებით მცირე მრავალფუნქციური ნავსადგურები.[34][43][44]
მნიშვნელოვან როლს თამაშობს საავიაციო გადაზიდვები წყნარი ოკეანის გავლით. პირველი რეგულარული ავიარეისი ოკეანეზე განხორციელდა 1936 წელს მარშრუტით: სან-ფრანცისკო (აშშ) — ჰონოლულუ (ჰავაის კუნძულები) — მანილა (ფილიპინები). ამჟამად ძირითადი ტრანსოკეანური მარშრუტები გადებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ავიახაზებს შიდა გადაზიდვებში კუნძულებს შორის. 1902 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ ოკეანის ფსკერზე გაყვანილი იქნა პირველი წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი (სიგრძე 12,55 ათ. კმ), რომელიც გადის ფანინგისა და ფიჯის კუნძულებს შორის და აკავშირებს კანადას, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას. ფართოდ და ოდითგანვე გამოიყენება რადიოკავშირი. ამჟამად კავშირისათვის წყნარი ოკეანის გავლით გამოიყენება დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს კავშირების არხების ტევადობას კუნძულებს შორის.[42]
სასარგებლო წიაღისეულები
წყნარი ოკეანის ფსკერი შეიცავს სხვადასხვა მინერალების საბადოს. ჩინეთის, ინდონეზიის, იაპონიის, მალაიზიის, აშშ-ის, ეკვადორის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის შელფებზე მოიპოვებენ ნავთობსა და ბუნებრივ აირს. შეფასების თანახმად, წყნარი ოკეანის წიაღი შეიცავს მსოფლიო ოკეანის ნავთობისა და აირის პოტენციური მარაგის 30-40 %-ს. მსოფლიოში კალის კონცენტრატების ყველაზე დიდი მწარმოებელია მალაიზია, ხოლო ცირკონის, ილმენიტისა და სხვებისა — ავსტრალია. ოკეანე მდიდარია რკინამანგანუმიანი კონკრეციებით, რომლის საერთო მარაგი ზედაპირზე 7,1•1010 ტონამდეა. მეტად დიდი მარაგი გვხვდება წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით, ღრმა ნაწილში, აგრეთვე სამხრეთისა და პერუს ქვაბულებში. ძირითადი მადნის ელემენტებზე გადაანგარიშებით ოკეანის კონკრეციებში მანგანუმის შემცველობაა 7,1•1010 ტ, ნიკელის 2,3•109 ტ, სპილენძის 1,5•109 ტ, კობალტის 1•109 ტ.[22] წყნარ ოკეანეში, კერძოდ, ორეგონის ღრმულში, კურილის მწკრივში, სახალინის შელფზე, ნანკაის ღარში, იაპონიის სანაპიროს ირგვლივ მდებარე რაიონებსა და პერუს ღრმულში აღმოჩენილია მდიდარი ღრმაწყლიანი აირის ჰიდრატების ბუდობები.[45]
Вышнепольский С. А., Мировые морские пути и судоходство, 2 изд., М., 1959;
Шилков А. М., Национально-освободительное движение в Океании, М., 1960;
Малаховский К. В., Система опеки — разновидность колониализма, М., 1963;
Муромцев А. М. Атлас температуры, солености и плотности воды Тихого океана. М., 1963;
Есаков В. А., Плахотник А. Ф., Алексеев А. И. Русские океанические и морские исследования в XIX – начале XX в. М., 1964;
Колониальная политика империалистических держав в Океании. Сб. ст., М., 1965;
Михайлов С. В., Экономика Мирового океана, М., 1966;
Менард Г. У., Геология дна Тихого океана, пер. с англ., М., 1966;
Тихий океан. М., 1966–1974. Т. 1–9;
Дерюгин К. К. Советские океанографические экспедиции. Л., 1968;
Макарова Р. В. Русские на Тихом океане во второй половине XVIII в. М., 1968;
Ефимов А. В. Из истории великих русских географических открытий. 2-е изд. М., 1971;
Новые тенденции в развитии Австралии и Океании. Сб. ст., М., 1971;
Бурков В. А. Общая циркуляция вод Тихого океана. М., 1972;
Jearbook of Fishery Statistics, 1973, v. 35, Rome, 1974.
Атлас океанов. Тихий океан. М., 1974;
Лисицын А. П., Осадкообразование в океанах, М., 1974;
Тихий океан. М., 1982;
Физическая география материков и океанов / Под ред. А. М. Рябчикова. М., 1988;
Берега. М., 1991;
Пущаровский Ю. М., Меланхолина Е. Н. Тектоническое развитие Земли: Тихий океан и его обрамление. М., 1992;
Фундаментальные проблемы общей тектоники. М., 2001.
ინგლისურენოვანი ლიტერატურა
Barkley, Richard A. (1968). Oceanographic Atlas of the Pacific Ocean. Honolulu: University of Hawaii Press.
prepared by the Special Publications Division, National Geographic Society. (1985). Blue Horizons: Paradise Isles of the Pacific. Washington, D.C.: National Geographic Society. ISBN0-87044-544-8.
Paine, Lincoln. The Sea and Civilization: A Maritime History of the World (2015).
Ridgell, Reilly (1988). Pacific Nations and Territories: The Islands of Micronesia, Melanesia, and Polynesia, 2nd, Honolulu: Bess Press. ISBN0-935848-50-9.
Samson, Jane. British imperial strategies in the Pacific, 1750–1900 (Ashgate Publishing, 2003).
↑International Hydrographic Organization. (1953) Limits of Oceans and Seas. International Hydrographic Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 12 June 2010.
↑Kratoska, Paul H. (2001). South East Asia, Colonial History: Imperialism before 1800, Volume 1 de South East Asia, Colonial History. Taylor & Francis, გვ. 52–56.[1]
↑Questions and Answers. History of the Spill. Exxon Valdez Oil Spill Trustee Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-24. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
Feng YoulanLahir(1895-12-04)4 Desember 1895HenanMeninggal26 November 1990(1990-11-26) (umur 94)Beijing, Republik Rakyat TiongkokAlmamaterPeking UniversityColumbia UniversityPekerjaanFilsuf Feng Youlan adalah seorang filsuf abad ke 20 asal Tiongkok yang lahir pada tanggal 4 Desember 1895 di kota Henan, Tiongkok dan meninggal pada tanggal 26 November 1990 di kota Beijing.[1][2] Feng belajar di universitas-universitas di kota Peking dan Columbia dan menjadi profesor dalam b...
David Albala David Albala (lahir David Kovu; 1 September 1886 – 4 April 1942) adalah seorang perwira militer, diplomat, dokter, dan pemimpin komunitas Yahudi asal Serbia. Di bawah pengaruhnya, Serbia menjadi negara pertama di dunia yang secara terbuka mendukung Deklarasi Balfour tahun 1917, yang menyerukan tanah air Yahudi di Palestina. Seorang letkol dalam Angkatan Darat Kerajaan Serbia, ia adalah salah satu perwakilan negaranya di negosiasi damai Versailles, presiden Komunit...
Philippe PoutouPhilippe Poutou tahun 2011. Informasi pribadiLahirTemplat:Date de naissanceVillemomble (Seine, kini Seine-Saint-Denis)KebangsaanPartai politikLO (1995-1997)LCR (2000-2009)NPA (sejak 2009)ProfesiBuruhSunting kotak info • L • B Philippe Poutou (lahir 14 Maret 1967 di Villemomble) adalah seorang buruh, sindikalis dan politikus kiri ekstrem Prancis. Ia adalah calon presiden Partai Antikapitalis Baru dalam pemilihan presiden 2012, tetapi ia tidak dapat melaju ke putara...
Argentine sports club Football clubSan MiguelFull nameClub Atlético San MiguelNickname(s)Trueno Verde (Green Thunder)Founded7 August 1922; 101 years ago (1922-08-07)GroundMalvinas Argentinas, Greater Buenos AiresCapacity7,096ManagerMariano MoramarcoLeaguePrimera B2018-1916th Home colours Away colours Club Atlético San Miguel is an Argentine sports club from San Miguel, Buenos Aires The club's headquarters are located in San Miguel while its football stadium is erected in L...
artikel ini perlu dirapikan agar memenuhi standar Wikipedia. Tidak ada alasan yang diberikan. Silakan kembangkan artikel ini semampu Anda. Merapikan artikel dapat dilakukan dengan wikifikasi atau membagi artikel ke paragraf-paragraf. Jika sudah dirapikan, silakan hapus templat ini. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Bagian dari seri tentangBuddhisme SejarahPenyebaran Sejarah Garis waktu Sidang Buddhis Jalur Sutra Benua Asia Tenggara Asia Timur Asia Tengah Timu...
Peta persebaran seluruh rumpun bahasa utama di dunia Rumpun bahasa adalah sekumpulan bahasa yang terkait yang berasal dari bahasa leluhur yang sama. Seperti halnya rumpun makhluk kehidupan, bukti keterhubungan antarbahasa yang serumpun dapat diamati dari ciri-ciri kebahasaan yang umum dijumpai dalam bahasa-bahasa tersebut melalui perbandingan. Sebuah rumpun bahasa yang dapat diidentifikasi dengan tepat dapat menciptakan bukti keterkaitannya, sehingga bahasa leluhurnya dapat direka-ulang melal...
Method of creating moving pictures Animate redirects here. For other uses, see Animate (disambiguation) and Animation (disambiguation). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources in this article. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Animation – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2022) (Learn how and when to remove thi...
Mazda MX-6Mazda MX-6InformasiProdusenMazdaMasa produksi1987–1997811.634 dibuatPerakitanHiroshima, JapanBodi & rangkaKelasMobil sportBentuk kerangkaCoupe dua pintuTata letakFMR layout Mazda MX-6 dijual dari 1987 hingga 1997 di Amerika Serikat. Mobil ini memiliki sistem gerak roda depan. Mazda MX-6 dengan tipe coupe tidak begitu sukses, tetapi model GT dengan mesin turbo-4 menghasilkan penjualan yang lebih baik. Mazda MX-6 merupakan hasil desain oleh Hiroshi Yamamoto pada tahun 1985....
Pangkat Polri Perwira Jenderal Polisi Komisaris Jenderal Polisi Inspektur Jenderal Polisi Brigadir Jenderal Polisi Komisaris Besar Polisi Ajun Komisaris Besar Polisi Komisaris Polisi Ajun Komisaris Polisi Inspektur Polisi Satu Inspektur Polisi Dua Bintara dan Tamtama Ajun Inspektur Polisi Satu Ajun Inspektur Polisi Dua Brigadir Polisi Kepala Brigadir Polisi Brigadir Polisi Satu Brigadir Polisi Dua Ajun Brigadir Polisi Ajun Brigadir Polisi Satu Ajun Brigadir Polisi Dua Bhayangkara Kepala Bhay...
Ancient Mesopotamian empire (626 BCE–539 BCE) Neo-Babylonian Empire māt Bābil[a] māt Akkadi[b] māt Šumeri u Akkadi[c] 626 BC–539 BC Stylized symbol of the sun-god Shamash, often represented on poles as a standard from the Akkadian period down to the Neo-Babylonian period[3]The Neo-Babylonian Empire under Nabonidus (r. 556–539 BC) Neo-Babylonian Empire at its greatest territorial extent.Capital Babylon Tayma (de facto 553–543 BC)[4...
مينمار (بالإنجليزية: Republic of the Union of Myanmar) مينمارعلم ميانمار مينمارشعار ميانمار الشعار الوطني(بالإنجليزية: Let the journey begin) النشيد: الأرض والسكان إحداثيات 22°N 96°E / 22°N 96°E / 22; 96 [1] أعلى قمة هكاكابو رازي (5881 متر) أخفض نقطة المحيط الهندي (0 م...
International governing body of disc golf Professional Disc Golf AssociationSportDisc golfCategoryFlying disc sportsJurisdictionGlobalAbbreviationPDGAFounded1976 (1976)HeadquartersAppling, GAChairpersonNate Heinold, Board PresidentCEODoug Bjerkaas, Executive DirectorOther key staffMike Downes; Deputy Executive DirectorDion Arlyn; Director of ProductPete Crist, Director of TechnologyRebecca Duffy, Director of CompetitionBrian Graham, Director of Membership and GrowthMike Sullivan, Directo...
Period of religious tolerance in Iberia History of Al-Andalus Muslim conquest(711–732) Battle of Guadalete Siege of Córdoba (711) Battle of Toulouse Battle of Tours Umayyad dynasty of Córdoba(756–1031) Emirate of Córdoba Caliphate of Córdoba Al-Mansur Ibn Abi Aamir First Taifa period(1009–1110) Almoravid rule(1085–1145) Conquest Battle of Sagrajas Second Taifa period(1140–1203) Almohad rule(1147–1238) Battle of Las Navas de Tolosa Third Taifa period(1232–1287) Emirate of Gra...
Ettore Scola Ettore Scola (Trevico, 10 maggio 1931 – Roma, 19 gennaio 2016[1]) è stato un regista cinematografico e sceneggiatore italiano. Fra i maggiori registi italiani, è noto soprattutto per aver diretto film come C'eravamo tanto amati (1974), Brutti, sporchi e cattivi (1976), Una giornata particolare (1977), La terrazza (1980), La famiglia (1987) e Che ora è (1989). Indice 1 Biografia 2 Al Marc'Aurelio 3 Filmografia 3.1 Regista 3.1.1 Lungometraggi 3.1.2 Cortometraggi e docu...
Radio station in Santa Ana, California KWIZSanta Ana, CaliforniaBroadcast areaLos Angeles-Orange CountyFrequency96.7 MHz (HD Radio)BrandingVision Latina 96.7ProgrammingFormatSpanish ChristianOwnershipOwnerUniversal Church of the Kingdom of God(The Universal Church, Inc.)Sister stationsKJLAHistoryFirst air date1947 (as KVOE-FM)Former call signsKVOE-FM (1947–1954)KWIZ-FM (1954–1998)Technical informationFacility ID37225ClassAERP6,000 wattsHAAT62 meters (203 ft)Transmitter coordinates33�...
Soviet minister of defence In this name that follows Eastern Slavic naming customs, the patronymic is Timofeyevich and the family name is Yazov. Marshal of the Soviet UnionDmitry YazovДмитрий ЯзовYazov in 2013Minister of DefenceIn office30 May 1987 – 28 August 1991PremierNikolai RyzhkovValentin PavlovPreceded bySergei SokolovSucceeded byYevgeny Shaposhnikov Personal detailsBornDmitry Timofeyevich Yazov(1924-11-08)8 November 1924Yazovo, Russian SFSR, Soviet UnionDied2...
Jewish ritual bath Mikva redirects here. For the U.S. Representative and federal judge, see Abner J. Mikva. Mikvah Mei Chaya Mushka in Crown Heights, Brooklyn Part of a series onJudaism Movements Orthodox Haredi Hasidic Modern Conservative Conservadox Reform Karaite Reconstructionist Renewal Humanistic Haymanot Philosophy Principles of faith Kabbalah Messiah Ethics Chosenness God Names Musar movement Texts Tanakh Torah Nevi'im Ketuvim Ḥumash Siddur Piyutim Zohar Rabbinic Mishnah...