ამჟამად კუნძულებს იყოფს ოთხი ქვეყანა: ბრუნეი, აღმოსავლეთ ტიმორი, ინდონეზია და მალაიზია. აქედან უდიდესი ტერიტორია ინდონეზიას ეკუთვნის. კუნძულ კალიმანტანს სამი მათგანი იყოფს: ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი, ხოლო კუნძული ტიმორი გაყოფილია აღმოსავლეთ ტიმორსა და ინდონეზიას შორის.