ბარომეტრი (ძვ. ბერძნ.βάρος — „სიმძიმე“ და μετρέω — „ვზომამ“) — ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობა. ვერცხლისწყლის ბარომეტრი 1644 წელს იტალიელმაევანჯელისტა ტორიჩელიმ შექმნა[1][2][3]. თუმცა, არსებობს ვარაუდები, რომ იტალიელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა გასპარო ბერტიმ შემთხვევით შექმნა წყლის ბარომეტრი, დაახლოებით 1640-1643 წლებში.[1][4] 1631 წელს ფრანგმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა წარმოადგინა ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობის პროექტი, თუმცა არ არსებობს რამე დადასტურება იმისა, რომ ამ პერიოდში მოქმედი ბარომეტრი არსებობდა.[1]
სითხიან ბარომეტრებში წნევა განიზომება მილში არსებული სითხის სიმაღლით. ვერცხლისწყლიანი ბარომეტრები სხვა ბარომეტრებზე უფრო ზუსტია და მეტეოსადგურების მიერ გამოიყენება.