ნიუკასლი (ინგლ. Newcastle) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში. მდებარეობს ტასმანიის ზღვის სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე ჰუნთერი წყნარ ოკეანეს უერთდება. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 308 308 კაცს[3] და შტატში მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქია სიდნეის შემდეგ.
ნიუკასლი 162 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. მდებარეობს ზღვის დონიდან 9 მ სიმაღლეზე. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 1117,1 მმ-ს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.
ნიუკასლის პორტი მსოფლიო ლიდერია ქვანახშირის ექსპორტში.
1950 წლამდე ნიუკასლში მოქმედებდა ტრამვაის ქსელი.
დაძმობილებული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო