ალექსანდრეს არქიპელაგი (ინგლ.Alexander Archipelago) — კუნძულთა ჯგუფი წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. მატერიკიდან გამოყოფილია ლინის ყურით.[1] არქიპელაგის მახლობლად მდებარეობს ალასკის შტატის დედაქალაქი ჯუნო. არქიპელაგის ეკონომიკა დაფუძნებულია ტურიზმზე, თევზჭერასა და ხე-ტყის დამუშავებაზე.
ისტორია
არქიპელაგი აღმოაჩინა რუსმა მეზღვაურმა 1741 წელს, სახელი კი ეწოდა მოგვიანებით ალექსანდრა ბარანოვის პატივსაცემად, რომელიც აშშ-ში რუსული დასახლებების მმართველი იყო. მან 1799 წელს არქიპელაგი ფორმალურად შეუერთა რუსეთის იმპერიას. მისი სახელი დაერქვა ასევე კუნძულ ბარანოვსაც. 1867 წელს არქიპელაგი ალასკასთან ერთად რუსეთმა აშშ-ს მიჰყიდა.