ხუანხე

ხუანხე
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიგრძე 5,464კმ. კმ
აუზის ფართობი 742,443 კმ² კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ხუანხე ვიკისაწყობში
ხუანხე ქალაქ ლანცუსთან

ხუანხე, იგივე ყვითელი მდინარე (ჩინ.: 黃河) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. სიგრძით მეორეა ჩინეთში და მეშვიდე მსოფლიოში. სიგრძე შეადგენს 5,464 კმ-ს. სათავეს იღებს დასავლეთ ჩინეთში, ცინხაის პროვინციაში, ბაიან-ჰარის მთებში. ამის შემდეგ, გადაკვეთს ჩინეთის 9 პროვინციას და ჩაედინება ბოჰაის ზღვაში. ხუანხეს აუზი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 1900 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 1100 კმ-ზე, ხოლო ფართობი შეადგენს 742,443 კმ²-ს.

ხუანხეს ჩინური ცივილიზაციის აკვანს უწოდებენ, რადგან სწორედ მის აუზში ჩაისახა ადრეული ჩინეთის ისტორიაში ყველაზე აყვავებული - ჩრდილოეთ ჩინური ცივილიზაცია.

რესურსები ინტერნეტში