ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ჰალმაჰერას ფართობი შეადგენს 17,780 კმ² (6,865 კვ.მი), ხოლო მოსახლეობა 1995 წლის მონაცემებით 162,728 ადამიანს. კუნძული მოქცეულია ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში, ყოველწლიური საშუალო ტემპერატურა შეადგენს 25-28 °C. ნალექების რაოდენეობა საშუალოდ აქ 2000-3000 მმ-ს შეადგენს. კუნძულის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყებს უკავია, აქ მრავლადაა ქოქოსის პლანტაციები, ქოქოსი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. აქ არის ოქროს, ნიკელის და კობალტის საბადოები. მოსახლეობის უმრავლესობა აღმსარებლობის მიხედვით მუსლიმანია, თუმცა აქ აგრეთვე ცხოვრობენ ქრისტიანებიც.
ეს ტერიტორია შედიოდა ჰოლანდიის იმპერიიაში რიგითი კოლონიის სტატუსით. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს ადგილი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ.