XX საუკუნეში, ოსმანთა მმართველობის დასრულების შემდეგ კატარი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა და დამნოუკიდებლობა 1971 წელს მოიპოვა. კატარს XIX საუკუნიდან ალ თანის დინასტია მართავს. კატარის სახელმწიფოს დამაარსებელი ჯასიმ ბინ მუჰამად ალ თანია. კატარს მემკვიდრეობითი მონარქები მართავენ და ამისი ემირია ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი. ის წარმოადგენს კონსტიტუციურ[5][6] თუ აბსოლუტურ მონარქიას[7][8][9][10] კამათის საგანს წარმოადგენს. 2003 წელს კონსტიტუცია 98%-იანი მხარდაჭერით მიიღეს.[11][12] 2017 წლის დასაწყისში კატარის მოსახლეობა შეადგენდა 2,6 მილიონს, მათგან 313,000 მოქალაქეს ხოლო 2,3 მილიონი ექსპატრიანტს.[13]
I საუკუნეში მოღვაწე რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს კატარებად (Catharrei) მოიხსენიებს, რაც შეიძლება იქ არსებული ცნობილი დასახლებიდან მომდინარეობდეს.[17][18] ერთი საუკუნის შემდეგ პტოლემემ შექმნა ნახევარკუნძულის პირველი ცნობილი რუკა, რომელსაც კატარა უწოდა. რუკაზე დატანილია დასახლება კადარა, რომელიც კუნძულის აღმოსავლეტში მდებარეობს.[18][19] სახელი კატარა აქტიურად გამოიყენებოდა XVIII საუკუნეში,[20] რის შემდეგაც ის საერთაშორისო დასახელებად დამკვიდრდა.[21]
მოსახლეობა
ეთნიკური ჯგუფები
2017 წელს, კატარის მოსახლეობა მიაღწია 2.6 მილიონს, მათ შორის არაკატარელები შეადგენენ უმრავლესობას. მარტო 313 ათასი კატარელი ცხოვრობს კატარში და შეადგენს მოსახლეობის 12 %.
სამხრეთ აზიელი იმიგრანტები წარმოადგენენ მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს, დაახლოებით 60%. მათ შორის ინდოელები არიან 650.000, ნეპალელები - 350.000, ბანგლადეშელები - 280.000, 145.000 შრი-ლანკელები, პაკისტანელები - 125.000.
სხვა ეთნიკური ჯგუფები არიან ფილიპინელები (260.000), ეგვიპტელები (200.000) და ევროპელი და არაბი ემიგრანტები.
↑Population structure. Ministry of Development Planning and Statistics (31 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2018.
↑Populations. Qsa.gov.qa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2010. ციტირების თარიღი: 2 October 2010.
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა. 2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური. 3 იყენებს სახელს პრეზიდენტი.