არაბეთის ნახევარკუნძული — ყველაზე დიდი ნახევარკუნძულიმსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღწევს. ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ახლო აღმოსავლეთი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ როლს ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგის გამო.
ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, მდებარეობს სირიის უდაბნო (200,000 კვადრატული მილი). ნახევარკუნძულის ყველაზე რეალური სახე უდაბნოა, მაგრამ მის სამხრეთ ნაწილში განლაგებულია მთათა სისტემა, სადაც ხშირია წვიმები.
ყველა ეს ქვეყანა, იემენის გამოკლებით, შედის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საჭოში და ცნობილნი არიან როგორც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები. ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს იკავებს საუდის არაბეთის სამეფო. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია საუდის არაბეთსა და იემენში. არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი ნავთობის საბადოები. რეგიონის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყნები არიან საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ნახევარკუნძულის მცირე, სპარსეთის ყურეში მდებარე კატარის ნახევარკუნძულზე მდებარეობს კატარი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია არაბულ და ინგლისურენოვანი ტელეკომპანია ალ-ჯაზირათი.
მოსახლეობა
2008 წლის მონაცემებით, არაბეთის ნახევარკუნძულის მოსახლეობა შეადგენს 77,983,936 ადამიანს. სპარსეთის ყურის ქვეყნებში, განსაკუთრებით დიდია ემიგრანტების რიცხვი. მაგალითად, საუდის არაბეთში ისინი მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ.