ანტიგუა და ბარბუდა

ანტიგუა და ბარბუდა
ინგლ. Antigua and Barbuda
ანტიგუა და ბარბუდა
ანტიგუა და ბარბუდის
გერბი
დევიზი: „Each Endeavouring, All Achieving
(თუ ყოველი ეცდება, ყველა მიაღწევს მიზანს)“
ჰიმნი: „Fair Antigua, We Salute Thee“
ანტიგუა და ბარბუდის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სენტ-ჯონსი
17°07′ ჩ. გ. 61°51′ დ. გ. / 17.117° ჩ. გ. 61.850° დ. გ. / 17.117; -61.850
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია
 -  მმართველი ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი სერ როდნი უილიამსი
 -  პრემიერ-მინისტრი გესტონ ბრაუნი
ფართობი
 -  სულ 440 კმ2 (195-ე)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 86 754 (191-ე)
 -  სიმჭიდროვე 197 კაცი/კმ2 (57-ე)
მშპ (მუპ) 2009 შეფასებით
 -  სულ $1.522 მილიარდი (170-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $17,892 (59-ე)
აგი (2007) 0.815 (მაღალი) (57-ე)
ვალუტა აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD)
დროის სარტყელი UTC-04:00
ქვეყნის კოდი ATG
Internet TLD .ag
სატელეფონო კოდი 1 268

ანტიგუა და ბარბუდა (ინგლ. Antigua and Barbuda) — კუნძულოვანი სუვერენული სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, მდებარეობს კარიბის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის, ქარპირა კუნძულების ცენტრში. ქვეყანა კუნძულებზე განლაგებული არქიპელაგია, მათ შორის უდიდესი კუნძულებია: ანტიგუა და ბარბუდა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 95,900 ადამიანს შეადგენს და მათი 97% კუნძულ ანტიგუაზე ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და პორტია სენტ-ჯონზი, რომელიც ანტიგუაზე მდებარეობს, ხოლო კუნძულ ბარბუდას უდიდესი ქალაქია კონდრინგტონი. ანტიგუა და ბარბუდა არის ერთა თანამეგობრობისა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი. ქვეყნის მეთაურია მეფე ჩარლზ III.[1]

კუნძული ანტიგუა 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა.[2] 1632 წელს გაერთიანებულმა სამეფომ ანტიგუის, ხოლო 1678 წელს ბარბუდის კოლონიზაცია მოახდინა.[2] 1958 წელს ანტიგუა და ბარბუდა ვესტ-ინდოეთის ფედერაციას შეუერთდა, რომლის დაშლის შემდეგაც, 1967 წელს ვესტ-ინდოეთის ასოცირებული ქვეყნების წევრი გახდა.[3] 1981 წლის 1 ნოემბერს ანტიგუა და ბარბუდა გაერთიანებული სამეფოს მმართველობისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

2017 წლის სექტემბერში ბარბუდას თავს დაატყდა ქარიშხალი „ირმა“, რომელმაც კუნძულის შენობებისა და ინფრასტრუქტურის 95% ძლიერ დააზიანა ან დაანგრია, რის შემდეგაც მისი ყველა მცხოვრების ანტიგუაზე ევაკუირება მოხდა.[4]

ისტორია

თავდაპირველად ანტიგუას ტერიტორიაზე დასახლებულები იყვნენ არქაული ხანის მონადირე ინდიელები, რომლებიც სიბონეის სახელით იყვნენ ცნობილნი.[5][6] რადიოკარბონული ანალიზის მიხედვით, კუნძულის ტერიტორიაზე უძველესი დასახლებები ძვ. წ. 3100 წლით თარიღდება.

ანტიგუაში მდინარე ორინოკოს ხეობიდან ემიგრირებული არავაკები ცხოვრებდნენ. ისინი თავიანთ კულტურასთან ერთად გამოირჩეოდნენ სოფლის მეურნეობის განვითარებით. არავაკებს მოჰყავდათ შავი ანანასი, სიმინდი, ბატატი, წიწაკა, გუავა, თამბაქო და ბამბა. მოგვიანებით კუნძულზე კარიბები დასახლდნენ. ძვ. წ. 1100 წელს არავაკების უმრავლესობამ ანტიგუა დატოვა, ხოლო დარჩენილები კარიბების თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ.

1493 წელს კუნძული ანტიგუა თავისი მეორე ექსპედიციის დროს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა.[5][6] მტკნარი წყლის ნაკლებობის გამო ესპანელებმა ანტიგუას კოლონიზაცია არ მოახდინეს.

ანტიგუა 1823 წელს

1632 წლიდან ანტიგუა დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო, ხოლო ბარბუდას კოლონიზაცია 1685 წელს კრისტოფერ კოდრინგტონმა მოახდინა.[6][5] ინგლისელები ამ ტერიტორიებზე პლანტაციურ სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, მოჰყავდათ შაქრის ლერწამი, ბამბა, თამბაქო და ქოქოსი. პლანტაციებში ისინი დასავლეთ აფრიკიდან ჩამოყვანილ მონებს ამუშავებდნენ. გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო ქვეყანაში 1701 და 1729 წლებში მონათა აჯანყებები მოხდა. საბოლოოდ, ანტიგუა და ბარბუდაში, ისევე, როგორც ვესტ-ინდოეთის სხვა ქვეყნებში, მონობა 1834 წელს გაუქმდა, რამაც ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა.[6][5] ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა ბუნებრივმა კატასტროფებმა: 1843 წლის მიწისძვრამ და 1847 წლის ქარიშხალმა.[5]

1958 წელს ანტიგუა და ბარბუდა ვესტ-ინდოეთის ფედერაციაში გაერთიანდა, რომლის წევრიც 1962 წლამდე იყო.

1967 წელს 27 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტიგუა და ბარბუდა „დიდი ბრიტანეთის ასოცირებულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა და სრული შიდა ავტონომია მიანიჭა. 1981 წლის 1 ნოემბერს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. იგი ერთა თანამეგობრობის წევრი გახდა და და უმაღლეს ხელისუფლად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II გამოაცხადა, ხოლო ქვეყნის უკანასკნელი გუბერნატორი ჯეიკობს უილფრედი — გენერალ-გუბერნატორად, რა თანამდებობამაც ბრიტანეთის მონარქის წარმომადგენლის ფუნქცია შეიძინა.

1995 წელს ბარბუბას კუნძული ქარიშხალმა „ლუისმა“ დააზიანა.[7]

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2004 წლამდე ქვეყანას ანტიგუას მშრომელთა პარტია მართავდა, რომლიც ხელმძღვანელებსაც მუდმივად კორუფციაში, ქრონიზმსა და ფინანსების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. 2004 წელს ანტიგუა და ბარბუდაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ბოლდვინ სპენსერის ერთიანმა პროგრესულმა პარტიამ მოიპოვა.[5] 2014 წლის არჩევნების შედეგად ძალაუფლებაში კვლავ მშრომელთა პარტია დაბრუნდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გასტონ ბრაუნი გახდა.[8]

2017 წლის სექტემბერში ბარბუდას ქარიშხალი „ირმა“ დაატყდა თავს, რომლიც სიჩქარეც 296 კმ/სთ იყო. ქარიშხალმა კუნძულის შენობა-ნაგებობების და ინფრასტრუქტურის 95% გაანადგურა, რის შემდეგაც ბარბუდას ყველა მცხოვრები კუნძულ ანტიგუაზე გადაიყვანეს.[9]

პოლიტიკა

ანტიგუა და ბარბუდა საპარლამენტო წარმოამადგენლობითი დემოკრატიაა. 2022 წლიდან მისი მმართველია დიდი ბრიტანეთის მონარქი ჩარლზ III, რომელიც ქვეყანაში ვიცე-რეგალის, მისივე დანიშნული გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი.[10] ამჟამად ამ პოზიციას სერ როდნი უილიამსი იკავებს. მინისტრთა საბჭოს გენერალ-გუბერნატორი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით ნიშნავს, რომელიც მთავრობის მეთაურია. ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე გასტონ ბრაუნი იმყოფება.

ანტიგუა და ბარბუდას საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტია, რომელიც სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან შედგება. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ამჟამად მისი უდიდებულესობა მეფის უაღრესად ლოიალური ოპოზიციის ლიდერი ბოლდვინ სპენსერის ხელმძღვანელობით ერთიანი პროგრესული პარტიაა.

საერთაშორისო ურთიერთობები

ანტიგუა და ბარბუდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, ესენია: გაერო, ბოლივარული ალიანსი, ერთა თანამეგობრობა, კარიბის გაერთიანება, აღმოსავლეთ კარიბის სახელმწიფოთა გაერთიანება, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

ადამიანის უფლებები

კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მსგავსად, ანტიგუა და ბარბუდაში აკრძალულია და კანონით დასჯადია ერთი სქესის ადამიანთა შორის სექსუალური ხასიათის ურთიერთობა. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების შემზღუდველი კანონების გაუქმებისთვის სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობები იბრძვიან.[11][12]

ეკონომიკა

ანტიგუა და ბარბუდას ეკონომიკის წამმართველი ძალა ტურიზმის სექტორია, რომელიც ქვეყნის მშპ-ს ნახევარზე მეტს გამოიმუშავებს. ანტიგუა მდიდრული კურორტებითა და მაღალი დონის კულტურული დანიშნულების ადგილებით გამოირჩევა. ტურისტების ერთ მესამედს ამერიკელები შეადგენენ.

ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს საინვესტიციო ბანკები და ფინანსური სერვისები იკავებენ. ანტიგუაში კანადის სამეფო ბანკის ოფისი მდებარეობს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ქვეყნის შიდა ბაზარზეა დამყარებული, რომლის განვითარებასაც შეზღუდული წყლის რესურსი და მუშახელის ნაკლებობა აფერხებს.

ანტიგუა და ბარბუდა ჩართულია ეკონომიკური მოქალაქეობის პროგრამაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაა.[13]

გეოგრაფია

სახელმწიფო შედგება ორი შედარებით დიდი და რამდენიმე პატარა კუნძულისაგან, რომლებიც მის სანაპიროსთან მდებარეობენ. ანტიგუა ქვეყნის ყველაზე დიდი დასახლებული კუნძულია და მისი ფართობი 280 კმ²-ია. სიდიდით მეორე კუნძულია ბარბუდა, რომელიც მდებარეობს ანტიგუის ჩრდილოეთით, 48 კმ-ის მანძილზე მდებარეობს, მისი ფართობია 161 კმ².

ქვეყნის ლანდშაფტი ძირითადად დაბლობებით ხასიათდება. ანტიგუის ყველაზე მაღალი მწვერვალია ობამას მთა, რომელიც ბოგის ბორცვის სახელითაცაა ცნობილი.

ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სენტ-ჯონზი, რომელიც კუნძულ ანტიგუაზე მდებარეობს, ხოლო ბარბუდის უდიდესი ქალაქია კოდრინგტონი.

კუნძულებზე თბილი ტროპიკული კლიმატია. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 990 მილიმეტრია. წლის განმავლობაში ყველაზე წვიმიანი პერიოდი სექტემბრიდან ნოემბრამდე გრძელდება. კუნძულებისთვის ძირითადად დაბალი ტენიანობა და ხშირი გვალვებია დამახასიათებელი. ზამთარში ტემპერატურა 23 °C-დან 29 °C-მდე, ხოლო ზაფხულში 25 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს. საშუალო წლიური ტემპერატურა 27°C-ია. წლის ყველაზე ცივი მონაკვეთი დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდია.

კუნძულებზე ქარიშხალი საშუალოდ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. 2017 წლის სექტემბერში ბარბუდაზე მომხდარ დამანგრეველ ქარიშხალ „ირმას“, რომლის შედეგადაც კუნძულის ინფრანსტრუქტურის 95% განადგურდა და 1800 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მეხუთე კატეგორია მიენიჭა.[14] [15][16]

დემოგრაფია

ეთნიკური ჯგუფები

ანტიგუა და ბარბუდას მოსახლეობა 96,286 ადამიანს შეადგენს, მათი უმრავლესობა აფრიკული, ბრიტანული და პორტუგალიური წარმოშობისაა. მოსახლეობის 91% აფრო-ამერიკელი ან მულატია, 4.4% შერეული რასისაა, ხოლო 1.7% თეთრკანიანია. ამ უკანასკნელთა უმრავლესობა ბრიტანული წარმოშობისაა. ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილს ქრისტიანი არაბები, აზიელები და სეფარდები შეადგენენ.

ანტიგუა და ბარბუდას მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ძირითადად გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და კანადაში. ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილს უცხოელი ემიგრანტები წარმოადგენენ, მათი უმრავლესობა დომინიკიდან, გაიანიდან, იამაიკიდან, დომინიკელთა რესპუბლიკიდან და ნიგერიიდანაა. ქვეყანაში 4,500 ამერიკელი ცხოვრობს, რა რიცხვთაც ანტიგუა ინგლისურენოვან აღმოსავლეთ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.[17]

წმინა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი

ენა

ანტიგუა და ბარბუდას ოფიციალური ენაა ინგლისური. ბარბუდული აქცენტი მცირედით განსხვავდება ანტიგუაზე გავრცელებული აქცენტისგან.

ესპანურ ენაზე ქვეყანაში დაახლოებით 10,000 ადამიანი საუბრობს.[18]

რელიგია

ანტიგუელების უმრავლესობა ― 77% ქრისტიანული აღმსარებლობისაა, მათ შორის 17.6% ანგლიკანია, 12.2% ― ორმოცდაათიანელი, 8.2% ― კათოლიკე, 5.6% ― მეთოდისტი და 3.6% ― ბაპტისტი. მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს მორმონისტები და იეჰოვას მოწმეები შეადგენენ.

ქვეყანაში გავრცელებული სხვა რელიგიებია რასტაფარი, ისლამი და ბაჰაიზმი.

განათლება

ანტიგუა და ბარბუდაში წიგნიერების დონე 90%-ზე მაღალია. 1998 წელს ქვეყანამ მიიღო მანდატი, რომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში სამედინიცო მომსახურების უპირველესი მიმწოდებელი გამხდარიყო. როგორც ამ მისიის ნაწილი, ანტიგუაში იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამედიცინო ცენტრი ააგეს, რომელიც უმაღლესი ტექნოლოგიური დონის საავადმყოფოა კარიბის ზღვის რეგიონში. ამჟამად კუნძულ ანტიგუაზე უცხოელთა მფლობელობაში მყოფი სამი სამედიცინო სკოლაა, რომლებიც ძირითადად უცხოელ სტუდენტებზეა გათვლილი, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და ჯანდაცვის განვითარებას უწყობს ხელს. ეს სამედიცინო სკოლებია: 2004 წელს დაარსებული ანტიგუას ამერიკული უნივერსიტეტი (AUA),[19] ანტიგუას ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა (UHSA),[20] რომელიც 1982 წელს დაარსდა და მედიცინის მეტროპოლიტური უნივერსიტეტი.

ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია ანტიგუას სახელმწიფო კოლეჯი და ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ABIIT). 2019 წელს ქვეყანაში ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის მეხუთე კამპუსი გაიხსნა.[21]

კუნძულის საერთაშორისო აკადემია, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს, ანტიგუა და ბარბუდაში ერთადერთი საერთაშორისო დონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

კულტურა

ანტიგუა და ბარბუდას კულტურა დასავლეთ აფრიკული და ბრიტანული კულტურების ძლიერი ზეგავლენით ჩამოყალიბდა. ქვეყანაში კრიკეტი ეროვნული სპორტის სახეობადაა აღიარებული. სხვა გავრცელებულ სპორტის სახეობებს შორისაა ფეხბურთი და სერფინგი.

ანტიგუა და ბარბუდაში ყოველწლიურად აგვისტოს თვეში სადღესასწაულო კარნავალი იმართება, რომელიც ბრიტანეთის ვესტ-ინდოეთში მონობის გაუქმების ხსოვნას ეძღვნება. კარნავალი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიებები, შოუები და კონკურსები ტარდება, ქვეყნის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

ანტიგუა და ბარბუდას ეროვნული სტადიონი

სპორტი

1988 წლის თანამეგობრობის თამაშებზე ანტიგუა და ბარბუდა კრიკეტის ეროვნულმა ნაკრებმა წარადგინა, რომელიც შიდა ჩემპიონატებში ქარპირა კუნძულების ნაკრებში, ხოლო საერთაშორისო ჩემპიონატებში ვესტ-ინდოეთის კრიკეტის ნაკრებში თამაშობს. ვესტ-ინდოეთმა კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატს 2007 წელს უმასპინძლა.

სპორტის სხვა სახეობებს შორის ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს ფეხბურთი. ანტიგუას ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპები 1974 და 1986 წლებში გაიარა. ქვეყანაში პროფესიონალური ნაკრები 2011 წელს ჩამოყალიბდა, რომელმაც USL-ის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

სიმბოლოები

ანტიგუა და ბარბუდას ეროვნული ფრინველია ფრეგატისებრი ჩიტი.[22]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Antigua and Barbuda – Countries – Office of the Historian.
  2. 2.0 2.1 Crocker, John. "Barbuda Eyes Statehood and Tourists". The Washington Post. 28 January 1968. p. E11.
  3. Sheridan, Richard B. (1974). Sugar and Slavery: An Economic History of the British West Indies, 1623–1775. Canoe Press, გვ. 185. ISBN 978-976-8125-13-2. 
  4. Panzar, Javier; Willsher, Kim (14 September 2017). „For first time in 300 years, there's not a single living person on the island of Barbuda“. USA Today. ციტირების თარიღი: 14 September 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Antigua and Barbuda. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 8 July 2019.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Antigua and Barbuda : History. The Commonwealth. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 8 July 2019.
  7. 20th Anniversary of Hurricane Luis (5 September 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 30 September 2017.
  8. Charles, Jacqueline. Browne becomes new prime minister of Antigua, youngest ever. The Miami Herald. ციტირების თარიღი: 14 June 2014.
  9. Panzar, Javier; Willsher, Kim (9 September 2017). „Hurricane Irma leaves Caribbean Islands Devastated“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 11 September 2017.
  10. Antigua and Barbuda 1981. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
  11. Avery, Daniel (4 April 2019). „71 Countries Where Homosexuality is Illegal“. Newsweek.
  12. State-Sponsored Homophobia (20 March 2019).
  13. Citizenship by Investment Unit. Antigua and Barbuda Citizenship by Investment Program. Antigua and Barbuda. ციტირების თარიღი: 2 November 2019
  14. Hanna, Jason; Sterling, Joe; Almasy, Steve (6 September 2017). „Hurricane Irma: Powerful storm blamed for three deaths“. ABS TV Radio Antigua & Barbuda. CNN. ციტირების თარიღი: 6 September 2017.
  15. Panzar, Javier. (9 September 2017) Hurricane Irma leaves Caribbean islands devastated. Los Angeles Times.
  16. John, Tara /. 'There Is No Home to Go Back to.' Hurricane Irma Flattens Barbuda, Leaving Population Stranded.
  17. Background Note: Antigua and Barbuda. ციტირების თარიღი: 23 August 2007.
  18. Farquhar, Bernadette, "The Spanish Language in Antigua and Barbuda: Implications for Language Planning and Language Research" დაარქივებული 15 July 2013 საიტზე Wayback Machine.
  19. American University of Antigua, College of Medicine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2007. ციტირების თარიღი: 23 August 2007.
  20. University of Health Sciences Antigua. ციტირების თარიღი: 23 August 2007.
  21. UWI Five Islands officially accepts first students. Jamaica News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 17 December 2019.
  22. Government of Antigua and Barbuda. ციტირების თარიღი: 2020-04-16

Read other articles:

Ikan Genghis Khan Status konservasi Kritis (IUCN 3.1)[1] Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Chordata Kelas: Actinopterygii Subkelas: Neopterygii Infrakelas: Teleostei Superordo: Ostariophysi Ordo: Siluriformes Famili: Pangasiidae Genus: Pangasius Spesies: P. sanitwongsei Nama binomial Pangasius sanitwongseiSmith, 1931 Sinonim Pangasius beani Smith, 1931 Pangasius sanitwangsei Smith, 1931 Ikan Genghis khan (Pangasius sanitwongsei ) merupakan salah satu spesies ikan...

 

 

Untuk film Telugu, lihat Ishq (film 2012). Untuk penggunaan lain, lihat Ishq (disambiguasi). IshqSutradaraIndra KumarProduserGordhan TanwaniDitulis olehTanveer Khan (dialog)SkenarioPraful ParikhRajiv KaulCeritaPraful ParikhRajiv KaulPemeranAamir KhanAjay DevgnJuhi ChawlaKajolPenata musikLagu:Anu Malik Musik Asli:Surinder SodhiSinematograferBaba AzmiPenyuntingHussain A. BurmawalaDistributorBaba FilmsTanggal rilis28 November 1997Durasi170 menitNegaraIndiaBahasaHindiAnggaran₹11 crore[...

 

 

Jinsekikōgen 神石高原町Kota kecil BenderaLambangLokasi Jinsekikōgen di Prefektur HiroshimaNegara JepangWilayahChūgokuPrefektur HiroshimaDistrikJinsekiLuas • Total382 km2 (147 sq mi)Populasi (Oktober 1, 2015) • Total9.217 • Kepadatan24,13/km2 (6,250/sq mi)Zona waktuUTC+09:00 (JST)Kode pos720-1522Simbol • PohonBenthamidia japonica• BungaEchinops setiferNomor telepon0847-89-3330Alamat2025 Kobatake, Jinse...

Запрос «Средиземноморский регион» перенаправляется сюда; о регионе Турции см. Средиземноморский регион (Турция). Средиземномо́рье — исторический регион, в бассейне Средиземного моря. По Средиземному морю осуществлялось тесное взаимодействие, войны, торговля и об�...

 

 

This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Nickelodeon Italian TV channel – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2013) (Learn ho...

 

 

OpenStackTipesoftware system dan Komputasi awan Versi pertama21 Oktober 2010; 13 tahun lalu (2010-10-21)Versi stabil 2023.2 Bobcat (4 Oktober 2023) GenreKomputasi awanLisensiApache License 2.0Karakteristik teknisSistem operasiLintas platformBahasa pemrogramanPython Sumber kode Debianopenstack-cloud-services Informasi tambahanSitus webwww.openstack.orgBlogBlog oficial Pelacakan kesalahanLaman pelacakan Sunting di Wikidata  • Sunting kotak info • L • BBantuan pengguna...

Boys TownPoster rilis teatrikalSutradaraNorman TaurogProduserJohn W. Considine Jr.Ditulis olehDore ScharyEleanore GriffinJohn MeehanPemeranSpencer TracyMickey RooneyHenry HullPenata musikEdward WardSinematograferSidney WagnerPenyuntingElmo VeronDistributorMetro-Goldwyn-MayerTanggal rilis 9 September 1938 (1938-09-09) Durasi96 menitNegaraAmerika SerikatBahasaInggrisAnggaran$772,000[1]Pendapatankotor$4,058,000[1] Boys Town adalah sebuah film drama biografi 1938 berdas...

 

 

أحمد ديدات (بالأردوية: احمد حسين ديد)‏  أحمد ديدات معلومات شخصية اسم الولادة أحمد حسين كاظم الاسم الكامل أحمد حسين كاظم ديدات الميلاد 1 يوليو 1918(1918-07-01)سورات، غوجارات،  الهند الوفاة 8 أغسطس 2005 (87 سنة)كوازولو ناتال،  جنوب إفريقيا سبب الوفاة شلل الإقامة جنوب أفريقيا موا...

 

 

Mariana MantovanaKomuneComune di Mariana MantovanaNegaraItaliaWilayahLombardyProvinsiProvinsi Mantua (MN)Luas • Total8,8 km2 (34 sq mi)Populasi (Dec. 2004) • Total648 • Kepadatan7,4/km2 (19/sq mi)Zona waktuUTC+1 (CET) • Musim panas (DST)UTC+2 (CEST)Kode pos46010Kode area telepon0376 Mariana Mantovana adalah komune yang terletak di Provinsi Mantova, Italia. Mariana Mantovana memiliki luas sebesar 8.8 km². Mariana Ma...

Messier 5Messier 5 by Hubble Space Telescope. 2.85′ view Kredit: NASA/STScI/WikiSkyData pengamatan (J2000 epos)KelasV[1]Rasi bintangSerpensAsensio rekta 15j 18m 33.22d[2]Deklinasi +02° 04′ 51.7″[2]Jarak24.5 kly[3]Magnitudo tampak (V)+6.65[4]Dimensi tampak (V)23′.0Karakteristik fisikMassa8,57×105[5] M☉Radius80 lyMetalisitasTemplat:Fe/H dexPerkiraan umur10.62 Gyr[6]Nama lainNGC ...

 

 

Tool used by emergency rescue personnel to assist vehicle extrication of crash victims Jaws of Life redirects here. For other uses, see Jaws of Life (disambiguation). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Hydraulic rescue tool – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2020) (Learn how and ...

 

 

English statesman and politician This article is about the minister of King Henry VIII of England. For other uses, see Thomas Cromwell (disambiguation). Thomas CromwellPortrait of Thomas Cromwell,Hans Holbein the Younger (1532–1533)Lord Great ChamberlainIn office17 April 1540 – 10 June 1540MonarchHenry VIIIPreceded byJohn de Vere, 15th Earl of OxfordSucceeded byRobert Radcliffe, 1st Earl of SussexGovernor of the Isle of WightIn office2 November 1538 – 10 June 1540Monar...

Aspect of the English philosopher's teachings Portrait of Thomas Hobbes Thomas Hobbes’s moral and political philosophy is constructed around the basic premise of social and political order, explaining how humans should live in peace under a sovereign power so as to avoid conflict within the ‘state of nature’.[1] Hobbes’s moral philosophy and political philosophy are intertwined; his moral thought is based around ideas of human nature, which determine the interactions that make...

 

 

Untuk salah satu marga Batak Toba, lihat Sitorus. Lumban SitorusDesaPeta lokasi Desa Lumban SitorusNegara IndonesiaProvinsiSumatera UtaraKabupatenTobaKecamatanParmaksianKode pos22384Kode Kemendagri12.12.24.2002 Luas2,08 km²Jumlah penduduk615 jiwa (2015)Kepadatan295,67 jiwa/km² Lumban Sitorus adalah salah satu desa yang berada di wilayah Kecamatan Parmaksian, Kabupaten Toba, Provinsi Sumatera Utara, Indonesia. Pemerintahan Kepala Desa Lumban Sitorus pada tahun 2020 adalah Jisman Sitorus...

 

 

1970 South African filmSatan's HarvestTippi Hedren in filmDirected byGeorge MontgomeryWritten byGeorge MontgomeryProduced byHyman KirsteinStarringGeorge MontgomeryTippi HedrenMatt MonroDavy KayeCinematographyRoderick StewartEdited byHarry HughesMusic byRoy MartinDistributed byKillarney FilmsRelease date June 4, 1970 (1970-06-04) Running time88 minutesCountrySouth AfricaLanguageEnglish Satan's Harvest is a 1970 South African thriller[1]/adventure film directed by George...

البطولة الوطنية للرأس الأخضر 2014 تفاصيل الموسم البطولة الوطنية للرأس الأخضر  النسخة 35  البلد الرأس الأخضر  مباريات ملعوبة 36   عدد المشاركين 12   أهداف مسجلة 73   الموقع الرسمي الموقع الرسمي  البطولة الوطنية للرأس الأخضر 2013  البطولة الوطنية للرأس الأخضر 2015&...

 

 

2013 studio album by Anoushka ShankarTraces of YouStudio album by Anoushka ShankarReleased4 October 2013 (2013-10-04)GenreIndian musicLabelDeutsche GrammophonProducerNitin SawhneyAnoushka Shankar chronology Traveller(2011) Traces of You(2013) Singles from Traces of You Traces of YouReleased: 22 July 2013 The Sun Won't SetReleased: 11 April 2014 Traces of You is the seventh studio album by British-American sitarist Anoushka Shankar. It was released on 4 October 2013 thr...

 

 

Западноруси́зм — историко-идеологическое направление научной, общественно-политической, этноконфессиональной и культурной жизни, возникшее в Северо-Западном крае Российской империи, основывающееся на постулате, что белорусы являются этнографической группой обще�...

  لمعانٍ أخرى، طالع نيو هامبتون (توضيح). نيو هامبتون     الإحداثيات 43°36′19″N 71°39′10″W / 43.605277777778°N 71.652777777778°W / 43.605277777778; -71.652777777778   [1] تاريخ التأسيس 1777  تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة[2]  التقسيم الأعلى مقاطعة بلكناب  خصائص جغرافي...

 

 

Cet article est une ébauche concernant la Côte d'Ivoire et l’aéronautique. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Armée de l'air Création 1965 Pays Côte d'Ivoire Allégeance République de Côte d'Ivoire Type Armée de l'air Effectif ~1 000 Fait partie de Forces armées de Côte d'Ivoire (FACI) Couleurs Devise Qui tient le haut tient le bas Équipement 16 aéronefs Guerres opération dignit...