ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები (ინგლ. the Turks and Caicos Islands) — დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია და შედგება კუნძულთა ორი ჯგუფისაგან კარიბის ზღვის აუზში.
ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ბაჰამის კუნძული მაიაგუნა, ხოლო სამხრეთით მდებარეობს ჰაიტის კუნძული. ამ ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კოკბერნ-ტაუნი, აქედან 1042 კილომეტრში მდებარეობს აშშ-ის ქალაქი მაიამი.[1] კუნძულების ფართობი შეადგენს 430 კვადრატულ კილომეტრს.[2] ამ ტერიტორიაზე შემავალი კუნძულები გეოგრაფიულად ემიჯნება ბაჰამის კუნძულებს, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების საერთო მოსახლეობა შეადგენს 46 000 ადამაინს, მოსახლეობის უმეტესობა, დაახლოებით 33 500 ადამიანი, ცხოვრობს კაიკოსის კუნძულ პროვიდენსიალესზე. დედაქალაქი კოკბერნ-ტაუნი მდებარეობს კუნძულ გრანდ ტერქზე.
2009 წლის აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ტერქსისა და კაიკოსის თვითმართველობის ფუნქციონირება, შემდგომ დამტკიცდა მინისტრების კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა.
ეს ტერიტორია პირველად აღმოჩენილი იქნა ესპანელების მიერ 1512 წელს, პირველი აღმომჩენი, რომელმაც ეს კუნძული ნახა იყო ხუან პონსე დე ლეონი. აქ მრავლად ცხოვრობდა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა. 1766 წლიდან ეს ტერიტორია ოფიციალურად შევიდა გაერთიანებული სამეფოს მონარქიის შემადგენლობაში.
სქოლიო