ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები (ინგლ.British Virgin Islands) — 36 კუნძულის ჯგუფი (საერთო ფართობით 153 კმ²), რომლებიც მდებარეობს აშშ-ის ვირჯინის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით. დასახლებულია მხოლოდ 16 კუნძული.
უმსხვილესი კუნძულებია ტორტოლა (55 კმ²), ანეგადა (38 კმ²), ვირჯინ-გორდა (21 კმ²) და ოსტ-ვან-დეიკი (8 კმ²).
დედაქალაქი როუდ-ტაუნი მდებარეობს კუნძულ ტორტოლაზე. ყველა კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 23 ათას ადამიანს, მათგან თითქმის 90% ტორტოლაში ცხოვრობს. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებს ეკუთვნის, ოფიციალური ენაა ინგლისური. მთავარი ვალუტაა აშშ-ის დოლარი (1959 წლიდან).