ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია მოიცავს თოთხმეტ ტერიტორიას, რომლებიც არ არიან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის მთავარი ნაწილები, თუმცა მის იურისდიქციაში შედიან.[1] ეს ტერიტორიები ბრიტანეთის იმპერიის გადმონაშთია, ამ სახელმწიფოებს არა აქვთ მოპოვებული დამოუკიდებლობა.
ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებულ ამ მიწებს სახელი „ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია“ ეწოდა 2002 წელს მიღებული აქტის შემდეგ. 2002 წლამდე ამ ტერიტორიას ერქვა ბრიტანეთის დამოუკიდებელი ტერიტორია. 1981 წლამდე კი ერქვა კოლონია ან სამეფო კოლონია.
ტერიტორიები ჯერსი და გერნსი (ცნობილი როგორც ნორმანდიის კუნძულები) და კუნძული მენი, წარმოადგენს ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშ გაერთიანებულ ტერიტორიებს, თუმცა მათ განსაკუთრებული უფლებები გააჩნია.