ვატიკანი

ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი
Status Civitatis Vaticanae
Stato della Città del Vaticano

ვატიკანი
ვატიკანის
დროშა გერბი
ჰიმნი: Inno e Marcia Pontificale
ვატიკანის მდებარეობა
დედაქალაქივატიკანი
41°54′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. / 41.900° ჩ. გ. 12.450° ა. გ. / 41.900; 12.450
ოფიციალური ენა იტალიური
მთავრობა საეკლესიო
 -  რომის პაპი ფრანცისკე
 -  პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტი კარდინალი ჯუზეპე ბერტელო
ფართობი
 -  სულ 0,44 კმ2 (234-ე)
მოსახლეობა
 -  2019 შეფასებით 825[1] (240-ე)
 -  სიმჭიდროვე 924 კაცი/კმ2 (მე-12)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი VAT
Internet TLD .va
სატელეფონო კოდი 39

ვატიკანი, ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო (იტალ. Stato della Città del Vaticano) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 ადამიანზე ცოტა მეტი. ვატიკანი რომის პაპის რეზიდენციაა და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს.

ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს, ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავებულია წმინდა ეპარქიისაგან, რომლის საფუძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას უკავშირდება და მსოფლიოს 1,147 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანთათვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ვატიკანსა და წმინდა ეპარქიას პასპორტებიც კი განსხვავებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეპარქია სახელმწიფო არაა, იგი მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს, ვატიკანი კი ჩვეულებრივ პასპორტებსაც იძლევა, თუმცა ორივე შემთხვევაში გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ძალიან მცირეა.

ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს არა როგორც პაპის ოლქის გადმონაშთს, არამედ როგორც ინოვაციას განიხილავდა. პაპის ოლქის უმეტესი ნაწილი იტალიის გაერთიანების დროს, 1860-1870 წლებში, იტალიის რესპუბლიკას შეუერთდა; პონტიფიკოსმა ამ მიწებზე კონტროლი დაკარგა. ვატიკანი არის ეკლესიასტიკური სახელმწიფო, რომელსაც რომის ეპისკოპოსი — ანუ პაპი მართავს. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი. ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და პაპის ოფიციალური რეზიდენციისაპოსტოლური სასახლის ადგილი.

პაპები 1377 წელს მათი ავინიონიდან დაბრუნების შემდეგ უმეტესწილად იმ არემარეში ცხოვრობდნენ, რომელიც 1929 წელს ვატიკანი გახდა. თუმცა სხვადასხვა დროს პაპებს რომის ქვირინალის და ლატერანის სასახლეებშიც დაუდიათ რეზიდენცია.

ისტორია

სახელწოდება ვატიკანი მოდის მდინარე ტიბრის ნაპირას მდებარე ამავე სახელწოდების ბორცვიდან, სადაც პაპმა ევგენი III-მ ააგო სასახლე 1150 წელს. 1377 წლიდან ვატიკანის სასახლე პაპების მუდმივ რეზიდენციად იქცა.1870 წელს იტალიის გაერთიანების შემდეგ ბოლო მოეღო პაპის საერო ხელისუფლებას. პაპმა არ ცნო იტალიის საერო ხელისუფლება და თავი ვატკიანის ტყვედ გამოაცხადა. 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულებით დასრულდა კონფლიქტი პაპსა და იტალიის მთავრობას შორის, შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო, დადგინდა მისი საზღვრები, აღიარებულ იქნა მისი სუვერენიტეტი. 1947 წელს იტალიის კონსტიტუციით დადასტურებულ იქნა ვატიკანის სუვერენიტეტი. ახლანდელი პაპი არგენტინელი ფრანცისკეა, ხოლო მისი წინამორბედი ბენედიქტე XVI იყო გერმანელი.

გეოგრაფია

ვატიკანის რუკა

ვატიკანი მდებარეობს ქალაქ რომის ტერიტორიაზე, მონტევატიკანოს ბორცვზე. ფართობი — 0,44 კმ². ვატიკანს ქალაქ რომისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეკუთვნის სამი ტაძარი, სასახლეები და ვილები საერთო ფართობით 0,7 კმ².

სახელი ვატიკანი არის უძველესი, თვით ქრისტიანობაზე ძველი. სახელი უკავშირდება Mons Vaticanus-ს (ლათ. ვატიკანის მთა), რომლის ნაწილიცაა ვატიკანი. ვატიკანის მთა არის ყოფილი ვატიკანის მდელოების გვერდით. 1929 წლამდე ვატიკანის არემარე რომაული რაიონის — ბორგოს, ნაწილი იყო. ვატიკანი მდინარე ტიბროსის დასავლეთ სანაპიროზეა, რაც მას ნატურალურად გამოყოფს ქალაქ რომისაგან. ვატიკანს კედლები პირველად პაპმა ლეო IV-მ შემოარტყა რაც შემდგომში პავლე III-ს, პიუს IV-სა და ურბან VIII-ს ზეობების პერიოდში გაფართოვდა და საბოლოო თანამედროვე კედლის დამატებით დღევანდელი სახე მიიღო.

ვატიკანის ტერიტორია შეიცავს წმინდა პეტრეს მოედანს, რომელიც იტალიის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთი თეთრი ხაზის მიერ გამოიყოფა. მოედანს ტიბროსის მდინარესთან აერთებს ქუჩა — Via della Conciliazione, რომელიც ბენიტო მუსოლინის ინიციატივით აიგო ლატერანის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, წმინდა საყდრის საკუთრებაში მყოფი ნაგებობები, რომელიც იტალიის ტერიტორიაზეა მოქცეული, მაგალითად Castel Gandolfo და რამდენიმე დიდი ბაზილიკა, სარგებლობენ ექსტრა-ტერიტორიული სტატუსით ისე, როგორც უცხოური საელჩოები მოცემულ ქვეყანაში. ასეთი ნაგებობანი მთელს რომსა და იტალიაში არიან გაბნეული და ასრულებენ ოფისებისა და ინსტიტუციების როლს რომლებიც წმინდა საყდრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. ისიც აღსანიშნავია, რომ Castel Gandolfo-სა და ბაზილიკების უსაფრთხოებაზე არა იტალიის, არამედ ვატიკანის პოლიციის აგენტები ზრუნავენ. წმინდა პეტრეს მოედანს ჩვეულებრივ ორივე პოლიცია ერთად აკონტროლებს.

ბაღები

ვატიკანის ბაღები მოქცეულია ვატიკანის ტერიტორიის შიგნით და მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ბაღების განვითარების მთავარი ეტაპები რენესანსისა და ბაროკოს პერიოდები იყო, შესაბამისად ბაღებში მრავლადაა ფანტანები და ქანდაკებები. ბაღების ისტორია შუა საუკუნეებში იწყება, როდესაც ვაშლის ბაღები და ვენახები აპოსტოლური სასახლის ჩრდილოეთით გააფართოვეს. 1279 წელს, პაპმა ნიკოლოზ III-მ ვატიკანის, როგორც პონტიფიკოსის რეზიდენციის, სტატუსი ლატერანის სასახლიდან რეზიდენციის ვატიკანში დაბრუნებით აღადგინა და არემარეს კედლები შემოარტყა. მან განავითარა ხილის ბაღი — pomerium, მწვანე გაზონი — pratellum და ბაღი — viridarium.

პოლიტიკური სისტემა

ვატიკანი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ვატიკანის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის არა-მემკვიდრეობითი მონარქიის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი. პაპი არის თეოკრატიული მონარქი და მისი ტიტული არა მემკვიდრეობით, არამედ კარდინალთა კოლეგიის არჩევნის მიხედვით გადაეცემა მომდევნო პონტიფიკოსს. შესაბამისად, ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის ამომრჩევლობითი მონარქია. პაპს აქვს გადამწყვეტი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ვატიკანში. ვატიკანი ამჟამად არის ერთადერთი ფართოდ აღიარებული სახელმწიფო, რომელიც არ შეერთებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წმინდა საყდარს, რომელიც დამოუკიდებელია ვატიკანისაგან, აქვს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი გაერო-ში და სარგებლობს სრული წევრის ყველა უფლებით, გენერალურ ასამბლეაში ხმის უფლების გარდა.

ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მთავრობის სტრუქტურა არის უნიკალური. პაპი არის სახელმწიფოს სუვერინი. საკანონმდებლო ძალაუფლება გააჩნია პაპის სახელმწიფო საქმეების ვატიკანის კომისიას — კარდინალთა ინსტიტუცია, რომელსაც პაპი ხუთი წლით ნიშნავს. აღმასრულებელი ძალაუფლება პაპის კომისიის პრეზიდენტს აქვს. კომისიის პრეზიდენტს ამ ძალაუფლების აღსრულებაში ეხმარებიან გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე. ვატიკანის სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარია და დიპლომატიური სამსახურია. ვატიკანს ასევე გააჩნია სპეციალური დეპარტამენტები (სამინისტროები), რომლებიც ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ტელეკომუნიკაციებსა და ა. შ. განაგებენ. ამის მიუხედავად, ვატიკანის ტერიტორიაზე პაპს გააჩნია სრული და აბსოლუტური აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება. რომის პაპი ამჟამად ევროპის ერთადერთი აბსოლუტური მონარქია.

კარდინალი კამერლენგო არის აპოსტოლური პალატის ხელმძღვანელი, რომელსაც ვატიკანის ქონების განკარგვა და პაპის არყოფნის შემთხვევაში წმინდა საყდრის საერო უფლებების დაცვა ევალება. ვატიკანის საერო უფლებების დაცვა პონტიფიკოსის კომისიის ვატიკანისათვის ვალდებულებაა. კარდინალი კამერლენგო მუშაობს სამ სხვა კარდინალთან ერთან, რომელთაგანაც თითოეული კარდინალთა იერარქიის სამივე ჯგუფს (კარდინალ-ეპისკოპოსი, კარდინალ-მღვდელი და კარდინალ-დიაკვანი) წარმოადგენს. სამი კარდინალი ყოველ სამ დღეში ერთხელ იცვლება. პაპის არ ყოფნის შემთხვევაში, კარდინალ კამერლენგო თითქმის ქვეყნის მეთაურის ფუნქციებს ასრულებს. თუმცა, ამ ოთხი კარდინალის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კარდინალთა კოლეგიის მიერ უნდა იქნას დამტკიცებული.

ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც 1929 წლის ლატერანის ხელშეკრულების შედეგად შეიქმნა, წმინდა საყდარს აძლევს საერო იურისდიქციას მცირე ტერიტორიაზე. თავად ვატიკანი წმინდა საყდრისაგან განსხვავებული და დამოუკიდებელია. შესაბამისად, სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი, თუმცა არა აუცილებელი ინსტრუმენტი წმინდა საყდრის ხელში. თავად წმინდა საყდარი ვატიკანის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე, რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული არსებობდა, როგორც იურიდიული ერთეული და გვიანი ანტიკური ხანიდან მოყოლებული საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი სუვერენული ერთეული. საერთაშორისო აღიარება მაშინაც კი არ შეყვეტილა, როცა წმინდა საყდარს საკუთარი ტერიტორია არ გააჩნდა (მაგალითად 1870-1929 წლებში) წმინდა საყდრის დიპლომატიური სერვისი მსოფლიოს ყველაზე ძველი მუდმივი და აქტიური დიპლომატიური სამსახურია. წმინდა საყდრის პირველი დიპლომატიური მისია ჩვენი წელთაღრიცხვის 325 წელს შედგა, როდესაც მისი წარმომადგენლები ნიკეის კრებაზე იყვნენ წარგზავნილნი. ელჩები უცხო ქვეყნებში წარმოადგენენ არა ვატიკანს, არამედ წმინდა საყდარს.

სახელმწიფოს მეთაური

პაპი არის ვატიკანის ex officio სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაური. მისი ეს ფუნქციები დამოკიდებულია მის მთავარ როლზე — რომის ეპისკოპოსი. ტერმინი წმინდა საყდარი აღნიშნავს არა ვატიკანს, არამედ იმ სასულიერო და სამწყსო (პასტორალურ) ხელისუფლებას, რაც პაპს გააჩნია და რომელიც რომაული კურიის მეშვეობით ხორციელდება. პაპის ოფიციალური ტიტული, როგორც ვატიკანის ლიდერისა, არის ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს სოვერენი. ვატიკანის რიგით მეორე ოფიციალური პირი არის საპონტიფიკოსო კომისიის პრეზიდენტი ვატიკანისათვის, რომელიც 1952 წლიდან აღასრულებს იმ ფუნქციებს, რაც უწინ ვატიკანის გუბერნატორს ეკუთვნოდა. 2001 წლიდან, საპონტიფიკოსო კომისიის პრეზიდენტს ასევე აქვს ვატიკანის სამმართველოს პრეზიდენტის ტიტული. რომის პაპი ცხოვრობს პაპის აპარტამენტებში, ვატიკანის აპოსტოლური სასახლის მესამე სართულზე, წმინდა პეტრეს მოედანზე. პაპი აქ იღებს სტუმრებს და მუშაობს.

კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, ვატიკანის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ამჟამად არის ფრანცისკე. პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტი ვატიკანისათვის კი არის კარდინალი ჯოვანი ლაჯოლო.

სამხედრო და პოლიცია

პაპების მიერ შვეიცარიელ ჯარისკაცთა დაქირავება უკვე რამდენიმე ხნის ტრადიცია იყო 1506 წლამდე, როდესაც პაპმა იულის II-მ პონტიფიკოსის შვეიცარიელთა არმია ოფიციალურად ჩამოაყალიბა. მაშინ, ისევე როგორც დღესდღეობით, შვეიცარიელთა არმიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას პაპის პირადი დაცვის როლი წარმოადგენდა. არმია Annuario Pontificio-ში მოხსენიებულია წმინდა საყდრის და არა როგორც ვატიკანის არმია. 2005 წლის ბოლოს, არმიაში 134 პიროვნება მსახურობდა. არმია ასაქმებს მხოლოდ შვეიცარიელ კათოლიკე მამაკაცებს; დასაქმების საკითხების მოგვარება წმინდა საყდრისა და შვეიცარიის ერთობლივი პრეროგატივაა. 1970 წელს პაპმა პავლე VI-მ პალატინის არმია და კეთილშობილთა არმია დაითხოვა. პალატინის არმიას თავდაპირველად მილიციის სერვისების გატარება ევალებოდა, თუმცა საბოლოოდ პალატინისა და კეთილშობილთა არმიები მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებდნენ. არმია ატარებს მიქელანჯელოს მიერ რეკომენდებულ საპარადო ტანსაცმელს.

დღესდღეობით რეალური პოლიციის ფუნქციებს ვატიკანში პაპის ჟანდარმერია ასრულებს. ჟანდარმერია პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის, კანონის გატარების, ხალხის მასისა და ტრანსპორტის კონტროლისა და კრიმინალური გამოძიების საკითხებზე ვატიკანის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ვატიკანი ყოველ მხარეს შემოსაზღვრულია იტალიით, და შესაბამისად გეოგრაფიულ ანკლავს წარმოადგენს, ვატიკანის სამხედრო თავდაცვაზე პასუხისმგებელია იტალია და იტალიის შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, ვატიკანს შვეიცარიელთა არმიის გარდა სხვა შეიარაღებული ძალები არ გააჩნია.

ადმინისტრაცია

ვატიკანში საკანონმდებლო ფუნქცია აკისრია პონტიფიკოსის კომისიას ვატიკანისათვის, რომელიც ერთპალატიანი ორგანოა. კომისია შედგება შვიდი კარდინალისაგან, რომელთაც პაპი ხუთწლიანი ვადით ნიშნავს. წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარიას ეკისრება ყველა აქტის განხილვა და დამტკიცება. ძალაში შესვლამდე, კომისიის მიღებული საკანონმდებლო აქტები უნდა გამოქვეყნდეს სპეციალურ აპენდიქსში — Acta Apostolicae Sedis.

აღმასრულებელი ძალაუფლება ენიჭება ვატიკანის სამმართველოს, რომელიც შედგება პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტისაგან (რომელიც ასევე სარგებლობს ტიტულით — ვატიკანის სამმართველოს პრეზიდენტი), გენერალური მდივნისა და ვიცე-გენერალური მდივნისაგან. სამივე ოფიციალური პირი ინიშნება პაპის მიერ ხუთი წლის ვადით. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნეს შემოწმებული პონტიფიკოსის კომისიისა და სახელმწიფო კანცელარიის მიერ, რომელიც პაპის სახელით მოქმედებს.

ვატიკანის სამმართველო აღასრულებს ცენტრალურ მმართველობით ფუნქციებს, რამდენიმე დეპარტამენტისა და ოფისის (სამინისტროები) მეშვეობით. ვატიკანის დეპარტამენტების ოფიციალური პირები, მსგავსად ვატიკანის სამკაციანი მთავრობისა, ინიშნებიან ხუთი წლის ვადით. ვატიკანის სამთავრობო ინსტიტუციები ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სახელმწიფოს ტერიტორიის, ადგილობრივი უშიშროების, ჩანაწერთა წარმოების, ტრანსპორტაციისა და ფინანსების ზედამხედველობა. ვატიკანის სამმართველო ასევე აკონტროლებს პაპის ჟანდარმერიას, ვატიკანის პოლიციას.

კათოლიციზმის ცენტრი

ვატიკანის პოზიციასა და როლს მსოფლიოში განსაზღვრავს ის, რომ ვატიკანი წარმოადგენს კათოლიციზმის მსოფლიო ცენტრს. ვატიკანს ექვემდებარება კათოლიკური ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის კათოლიკური სკოლები, მასმედია და სხვა. ვატიკანი ფლობს საკუთარ ტელევიზიას ვატიკანის სატელევიზიო ცენტრი.

ეკონომიკა

ვატიკანის ეკონომიკური საფუძველია კაპიტალდაბანდებები და შეწირულობები. მჭიდრო კავშირშია იტალიის და სხვა ბანკებთან. ვატიკანის კაპიტალი დაბანდებულია უმთავრესად იტალიაში, ასევე აშშ-ში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში, ვატიკანი ფლობს დიდძალ უძრავ ქონებას სხვადასხვა ქვეყანაში. მისი შემოსავლის წყაროა ასევე საერთაშორისო ტურიზმი.

დემოგრაფია

არქიტექტურა

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 286
ინგლ.რუს.ფრ.

ვატიკანი გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსია, სადაც საკულტო შენობები, სასახლები და ციხე-სიმაგრეები შეხამებულია საბაღო-საპარკო ხელოვნების ნიმუშებთან. ვატიკანის საზეიმო შესასვლელია სვეტნარით გარშემორტყმული წმინდა პეტრეს მოედანი (1657-1663, არქ. ჯ. ბერნინი), რომელსაც მოსდევს მსოფლიოში უდიდესი კათოლიკური ტაძარი წმინდა პეტრეს ბაზილიკა (1506-1614, არქ. ბრამანტე, მიქელანჯელო, ვინიოლა, ჯ. დელა პორტა და სხვა). ინტერიერშია მიქელანჯელოს „პიეტა“, ბერნინის შესრულებული ბრინჯაოს ბალდახინი, კათედრა, საფლავის ძეგლები და სხვა. ტაძრის ჩრდილოეთით XV-XVI საუკუნეების სასახლეების ანსამბლებია, რომლებშიც შედის ნიკოლოზ V-ის კაპელა (ფრა ბეატო ანჯელიკოს ფრესკებით), ბორჯას აპარტამენტები, სიქსტეს კაპელა, რაფაელისა და მის მოწაფეთა მიერ მოხატული დარბაზები, ბელვედერისა და სან-დამაზო ეზოები, მუზეუმები. ვატიკანს ეკუთვნის აგრეთვე IV საუკუნის ადრინდელი ქრისტიანული ბაზილიკები.

ვატიკანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

წმინდა პეტრეს მოედანი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Holy See (Vatican City). CIA—The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2019-03-23.

Read other articles:

Gumbem jen Status konservasi Hampir Terancam (IUCN 3.1)[1] Klasifikasi ilmiah Domain: Eukaryota Kerajaan: Animalia Filum: Chordata Kelas: Mammalia Infrakelas: Marsupialia Ordo: Dasyuromorphia Famili: Dasyuridae Subfamili: Dasyurinae Tribus: Dasyurini Genus: Dasyurus Spesies: Dasyurus albopunctatusSchlegel, 1880 Peta persebaran Gumben jen ( Dasyurus albopunctatus ), juga dikenal sebagai gumbem papua atau kucing asli New Guinea, adalah mamalia berkantung karnivora yang berasal dar...

 

Eugene Cernan mengoperasikan penjelajah Bulan saat Apollo 17 Tiga puluh dua astronaut melakukan peluncuran pada program pendaratan bulan berawak Apollo. Dua puluh empat diantaranya meninggalkan orbit Bumi dan terbang disekitaran bulan Moon (Apollo 1 tidak pernah diluncurkan dan Apollo 7 dan Apollo 9 adalah misi pengujian pesawat luar angkasa orbit Bumi rendah). Neil Armstrong - Apollo 11 - 1969 Edwin Buzz Aldrin - Apollo 11 - 1969 Charles Pete Conrad - Apollo 12 - 1969 Alan Bean - Apollo 12 -...

 

Balas DendamSutradaraDarto Erawan DalimartaProduserHatoek SoebrotoAlex TedjaDitulis olehBambang HermantoPemeranShen I LungRahayu EffendiTuty KiranaRachmat HidayatSukarno M. NoorAedy MowardMalino DjunaediYan BastianHen Shin ChenHui MingChao ShingSinematograferAntra SurjadiPenyuntingSuryo SusantoTanggal rilis1975Durasi99 menitNegaraIndonesia Balas Dendam adalah film Indonesia tahun 1975 dengan disutradarai oleh Darto Erawan Dalimarta dan dibintangi oleh Shen I Lung dan Rahayu Effendi. Sinopsis ...

Alireza KarimiKarimi pada Olimpiade 2016Informasi pribadiNama asliعلیرضا کریمی ماچیانیNama lengkapAlireza Karimi MachianiKewarganegaraan IranLahir21 Maret 1994 (umur 29)Karaj,[1] IranTinggi175 m (574 ft 2 in)[2]Berat198 lb (90 kg) OlahragaNegaraIranOlahragaGulat gaya bebasDilatih olehMohammad Kermani[3] Rekam medali Mewakili  Iran Kejuaraan Dunia 2019 Nur-Sultan 92 kg 2015 Las Vegas 86 kg 2018 Budapest 92 kg Pesta Ol...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The King's Damosel – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2007) (Learn how and when to remove this template message) The King's Damosel First editionAuthorVera ChapmanCountryUnited KingdomLanguageEnglishGenreArthurian legendFantasyPublisherRex Coll...

 

19th-century charitable schools in Britain Ragged schoolRagged school and Working Girls Home doorway, Dantzic Street, ManchesterFormation1844TypeNonprofitPurposeSocial and educational reformHeadquartersLondon, EnglandLocationGreat BritainRegion served England, Scotland, and WalesRemarksRagged Schools became the Shaftesbury Society, which merged with John Grooms in 2007 and adopted the name Livability. Ragged schools were charitable organisations dedicated to the free education of destitute ch...

Lauren AmbroseLahirLauren Anne D'AmbruosoPekerjaanAktrisTahun aktif1997–sekarangSuami/istriSam Handel (2001-sekarang) Lauren Ambrose (lahir 20 Februari 1978) adalah seorang aktris film dan television AS, dikenal sebagai Claire Fisher dalam film seri televisi HBO Six Feet Under. Ia dilahirkan di New Haven, Connecticut dan belajar opera di Boston University Tanglewood Institute. Ambrose menikah dengan fotografer Sam Handel sejak September 2001. Ia dan suaminya memperoleh anak laki-laki ...

 

Pour les articles homonymes, voir Unique. L'Unique et sa propriété Auteur Max Stirner Pays Allemagne Genre Essai Date de parution 1844 modifier  L'Unique et sa propriété (Der Einzige und sein Eigentum) est un essai philosophique antilibéral, œuvre principale de Max Stirner, publié en octobre 1844. Ce recueil de textes est un réquisitoire radical contre toutes les puissances supérieures auxquelles l'individu aliène son « Moi ». L'auteur exhorte chacun à s'approprie...

 

† Человек прямоходящий Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:Синапсиды�...

Consonantal sound Look up dz, d, or DZ in Wiktionary, the free dictionary. A voiced alveolar affricate is a type of affricate consonant pronounced with the tip or blade of the tongue against the alveolar ridge (gum line) just behind the teeth. This refers to a class of sounds, not a single sound. There are several types with significant perceptual differences: The voiced alveolar sibilant affricate [d͡z] is the most common type, similar to the ds in English lads. The voiced alveolar non-sibi...

 

United States Law Indian Reorganization ActOther short titlesIndian New DealIndian Reorganization Act of 1934Long titleAn Act to conserve and develop Indian lands and resources; to extend to Indians the right to form business and, other organizations; to establish a credit system for Indians; to grant certain rights of home rule to Indians; to provide for vocational education for Indians; and for other purposes.NicknamesWheeler–Howard ActEnacted bythe 73rd United States CongressEffecti...

 

Multi-country military organization Countries involved with the ABCANZ program. ABCANZ Armies (formally, the American, British, Canadian, Australian, and New Zealand Armies' Program) is a program aimed at optimizing interoperability and standardization of training and equipment between the armies of Australia, Canada, New Zealand, the United Kingdom, and the United States, plus the United States Marine Corps and the Royal Marines. Established in 1947 as a means to capitalize on close cooperat...

Investigational selective androgen receptor modulatorS-23Legal statusLegal status US: Investigational New Drug Identifiers IUPAC name (2S)-N-(4-cyano-3-trifluoromethylphenyl)-3-(3-fluoro-4-chlorophenoxy)-2-hydroxy-2-methyl-propanamide CAS Number1010396-29-8 NPubChem CID24892822DrugBankDB07419 NChemSpider24715019 NUNIIXDK89456WMChemical and physical dataFormulaC18H13ClF4N2O3Molar mass416.76 g·mol−13D model (JSmol)Interactive image SMILES C[C@](COC1=CC(=C(C=C1)Cl)F)(...

 

2024 film by Jesse V. Johnson Chief of StationTheatrical release posterDirected byJesse V. JohnsonWritten byGeorge MahaffeyProduced by Jonathan Halperyn Daniel Kresmery Simon Williams Matthew Shreder Steve Lee Jones Starring Aaron Eckhart Olga Kurylenko Alex Pettyfer Daniel Bernhardt Chris Petrovski Nick Moran Kris Johnson James Faulkner CinematographyJonathan HallEdited by Matthew Lorentz Richard Blackburn Music bySean MurrayProductioncompanies Concourse Media Bee Holder Mirror Productions H...

 

Book by David Hackett Fischer This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: Albion's Seed – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2016) (Learn how and when to remove this message) Albion's Seed: Four British Folkways in America First editionAuthorDavid Hackett FischerCover artistUnknown artist, The Cholmondeley Ladies, c.1600–10[...

Scottish neoclassical history painter (1723–1798) Gavin HamiltonGavin Hamilton by Ozias Humphry, 1778, pencil, NGSBornGavin Hamilton1723 ODNBMurdostoun, Lanarkshire, ScotlandDied4 January 1798 (aged 74–75)Rome, Papal StatesNationalityScottishMovementNeoclassicism, Scottish EnlightenmentRelativesJames Hamilton (brother)James Hamilton (nephew) Gavin Hamilton (1723, Lanarkshire – 4 January 1798, Rome) was a Scottish neoclassical history painter,[1] who is more widely remem...

 

Bilateral relationsCanada–Peru relations Canada Peru Canada–Peru relations are the current and historical relations between Canada and the Republic of Peru. Both nations are members of the Asia-Pacific Economic Cooperation, Cairns Group, Lima Group, Organization of American States and the United Nations. History Canada and Peru established diplomatic relations on 21 October 1944.[1] Initially, relations between both nations took place in multilateral organizations. In May 1970, Ca...

 

Cet article concerne la région géographique. Pour le comitat de Croatie, voir Comitat de Vukovar-Syrmie. Pour le district de Voïvodine, voir Syrmie (district). La Syrmie, Срем (Srem) en alphabet serbe cyrillique et latin, Srijem en croate, Szerém ou Szerémség en hongrois, Syrmien en allemand, Syrmia ou Sirmium en latin, est une ancienne province historique de Hongrie-Croatie, située entre le Danube et la Save, du confluent du Danube avec la Drave jusqu'à son confluent avec la...

This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (April 2013) (Learn how and when to remove this message) Leo RowsomeBornMartin Leo Rowsome [1](1903-04-05)5 April 1903Harold's Cross, County Dublin, IrelandDied20 September 1970(1970-09-20) (aged 67)Riverstown, County Sligo, Republic of IrelandOccupationMusician Martin Leo Rowsome (5 April 1903 – ...

 

Union Valdôtaine PresidenteJoël Farcoz Stato Italia ( Valle d'Aosta) SedeViale Partigiani, 2911100 Aosta Fondazione13 settembre 1945 IdeologiaAutonomismo valdostano[1][2]Regionalismo[3] CollocazioneCentro CoalizioneVallée d'Aoste Partito europeoAlleanza Libera Europea Seggi Camera1 / 400 Seggi Senato0 / 200 Seggi Europarlamento0 / 76 Seggi Consigli regionali11 / 35[4] TestataLe Peuple Valdôtain Organizzazione giovanileJeunesse V...