ლუქსემბურგი (ქალაქი)

ქალაქი
ლუქსემბურგი
Lëtzebuerg / Luxemburg / Luxembourg
დროშა გერბი

ქვეყანა ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 49°37′00″ ჩ. გ. 6°08′00″ ა. გ. / 49.61667° ჩ. გ. 6.13333° ა. გ. / 49.61667; 6.13333
ქალაქის მერი Lydie Polfer
დაარსდა 963
ფართობი 51.46 კმ²
ცენტრის სიმაღლე 230 - 402
მოსახლეობა 76,420 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 1,485 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი vdl.lu
ლუქსემბურგი (ქალაქი) — ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი (ქალაქი)

ლუქსემბურგი (ლუქსემბ. Lëtzebuerg, გერმ. Luxemburg, ფრანგ. Luxembourg) — ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდინარეების, ალზეტეს და პეტრუსის შესართავთან.

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 122,273 ადამიანს.[1] ლუქსემბურგი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დედაქალაქში 160 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ლუქსემბურგელები ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს შეადგენენ, მათი 70% კი საზღვარგარეთაა დაბადებული. ლუქსემბურგში უცხოელთა რიცხვი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება.[2]

2011 წელს ლუქსემბურგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ქალაქი იყო.[3] ამევე წელს, მერსერის კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 221 ქალაქში ჩატარდა, ლუქსემბურგი პირადი უსაფრთოების დონით პირველ ადგილზე, ხოლო ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით მე-19 ადგილზე გავიდა.[4]

ლუქსემბურგი ბრიუსელთან, ფრანკფურტთან და სტრასბურგთან ერთად ევროკავშირის ერთ-ერთი დე ფაქტო დედაქალაქია. ქალაქში ორგანიზაციის შვიდი ინსტიტუტის შტაბ-ბინაა განლაგებული. ესენია: მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროპული პარლამენტის სამდივნო, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ფონდი და და ევროპის სტატისტიკის სამსახური.[5]

ლუქსემბურგი ბრიუსელიდან 213, პარიზიდან 372, ხოლო კელნიდან 209 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.[6]

ისტორია

რომაელთა პერიოდში, ქალაქის ტერიტორიაზე რომის იმპერიის ორი გზა იკვეთებოდა, რომელთა სამეთვალყურეოდაც საფორტიფიკაციო დანიშნულების კოშკი იდგა. ტრიერის წმინდა მაქსიმის სააბატოსთან, არდენების გრაფ ზიგფრით I-თან და იმპერატორ ოტო I-თან გაცვლითი ხელშეკრულებების დადების შედეგად, ლუქსემბურგში ფეოდალური მამულები გაჩნდა.

987 წელს ტრიერის ეპისკოპოსმა, ეგბერტმა, ხსნის ტაძარში, რომელიც დღეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარია, ხუთი სამსხვერპლო ააშენა. ტაძართან რომაელთა გზა გადიოდა, რომელიც დროთა განმავლობაში, ქალაქის განვითარებასთან ერთად, სავაჭრო ადგილი გახდა.

ქალაქი მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ისტორიის მანძილზე სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად ითვლებოდა. პირველი საფორტიფიკაციო შენობა-ნაგებობები ლუქსემბურგში X საუკუნეში აშენდა. XII საუკუნეში, ქალაქი დასავლეთით წმინდა ნიკოლოზის, დღევანდელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრამდე გაფართოვდა. იმ პერიოდში, ქალაქში ახალი გალავანი აშენდა, რომლის შემოსაზღვრული ტერიტორიის ფართობი 5 ჰექტარს უდრიდა. დაახლოებით 1340 წელს, იოანე ბოჰემიელის მეფობის დროს, ლუქსემბურგში ახალი საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობები აშენდა, რომლებიც ქალაქში 1867 წლამდე იდგა.

1443 წელს ლუქსემბურგი ბურგუნდიელებმა ფილიპ III-ის მთავარსარდლობით დაიპყრეს. ქალაქი ჯერ ბუნგუნდიის, შემდეგ კი ესპანეთის და ავსტრიის იმპერიების მმართველობის ქვეშ მოექცა. XVI საუკუნისთვის, ლუქსემბურგი ევროპის ყველაზე გამაგრებული და დაცული ქალაქი იყო. შემდგომში ის ბურგუნდიელებმა, ესპანელებმა ფრანგებმა, კვლავ ესპანელებმა, ავსტიელებმა, კვლავ ფრანგებმა და პრუსიელებმა დაიპყრეს.

XVII საუკუნეში ქალაქში პირველი კაზემები აშენდა. ესპანელებმა 1644 წელს გვირაბების გაყვანა დაიწყეს, რომელთა საერთო სიგრძე 24 კილომეტრს შეადგენდა.[7] ფრანგთა მმართველობის პერიოდში, სებასტიან ვობანის მიერ მიწისქვეშა სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდა. 1730-იან და 1740-იან წლებში გვირაბების რაოდენობა ავსტიელებმაც გაზარდეს.

საფრანგეთის რევოლუციური ბრძოლების პერიოდში, ლუქსემბურგი საფრანგეთის მიერ ორჯერ იყო ოკუპირებული: პირველად 1792-1793 წლებში, ხოლო მეორედ 1794-1795 წლების შვიდთვიანი ალყის შემდეგ.[8] ფრანგმა პოლიტიკოსმა და სამხედრო ინჟინერმა, ლაზარე კარნოტმა ლუქსემბურგს ხანგრძლივი გამძლეობისთვის „გიბრალტარის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო ციხე-სიმაგრე“ უწოდა, რის შემდეგაც ქალაქმა მეტსახელი – „ჩრდილოეთის გიბრალტარი“ მიიღო.[8]

ლუქსემბურგის ვიადუკი, რომელიც მდინარე პეტრუსის ხეობას გადაჰყურებს. გაიხსნა 1861 წელს.

საბოლოოდ, ავსტრიელთა გარნიზონი დანებდა და საფრანგეთის რესპუბლიკამ ლუქსემბურგის ანექსია მოახდინა. 1815 წლის პარიზის ზავის შემდეგ, რითაც ნაპოლეონის ომები დასრულდა, როგორც გერმანიის კავშირის წევრი ქალაქი, ლუქსემბურგი პრუსიელთა სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა.

ლუქსემბურგის კრიზისის შემდეგ, 1867 წლის ლონდონის ხელშეკრულების საშუალებით ქალაქში საფორტიფიკაციო ნაგებობების დანგრევა მოითხოვეს, რამაც თექვსმეტ წელს გასტანა და 1.5 მილიონი ფრანკი დაჯდა. დაინგრა 24 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა სამალავი გვირაბები და ოთხ ჰექტარზე გაშლილი ყაზარმები, კაზემები და სხვა თავდაცვითი ნაგებობები.[9]

1890 წელს ნიდერლანდების მეფე ვილემ III მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლუქსემბურგი თავისუფალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ლუქსემბურგი ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, 1914 წლის 2 აგვისტოს გერმანიამ მისი ოკუპაცია მოახდინა. 30 აგვისტოს ჰელმუტ მოლტკემ ქალაქში თავისი შტაბ-ბინები გადმოიტანა, რათა საფრანგეთში მყოფ გერმანულ ჯარებთან ახლოს ყოფილიყო და გამარჯვება სწრაფად მოეპოვებინა. თუმცა, გერმანია დამარცხდა და ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მასთან ერთად ლუქსემბურგსაც დაეკისრა. გერმანული ოკუპაციის დასრულების შემდეგ, ლუქსემბურგში კომუნისტური რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. 1918 წლის 9 ნოემბერს კომუნისტებმა სოციალისტური რესპუბლიკა გამოაცხადეს, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე საათით იარსება.[10]

1921 წელს ქალაქის საზღვრები საგრძნობლად გაფართოვდა. ლუქსემბურგი ქვეყენაში უდიდესი კომუნა გახდა.

1940 წელს გერმანიამ კვლავ მოახდინა ლუქსემბურგის ოკუპაცია, მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა ქვეყანას მიმდებარედ მდებარე გერმანული პროვინციიდან შეუტიეს. ოკუპაციის პერიოდში დედაქალაქის ყოველმა ქუჩამ ახალი, გერმანული სახელწოდება მიიღო.[11] მაგალითისთვის, თავისუფლების გამზირს ადოლფ ჰიტლერის სახელი ეწოდა.[11] 1944 წლის 10 სექტემბერს ქალაქი ოკუპაციისგან გათავისუფლდა.[12] ამავე წლის დეკემბერსა და მომდევნო წლის იანვარში დედაქალაქი გერმანიის მიერ აქტიურად იბომბებოდა.

ომის დასრულების შემდეგ ლუქსემბურგმა ნეიტრალური პოზიცია დათმო. ქვეყანა მთავრობათაშორისი და სამთავრობო ინსტიტუტების დამფუძნებელი წევრი გახდა. 1952 წელს დედაქალაქში ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შტაბ-ბინები განალაგეს. 1981 წლამდე ლუქსემბურგმა ევროპის პარლამენტის რამდენიმე სესიას უმასპინძლა.[13] ქალაქში ევროკავშირის შვიდი ინსტიტუტის შტაბ-ბინა მდებარეობს. ესენია: მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროპული პარლამენტის სამდივნო, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ფონდი და და ევროპის სტატისტიკის სამსახური.

გეოგრაფია

რელიეფი

დედაქალაქი ლუქსემბურგის პლატოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ქვეყნის ორ მესამედს ფარავს. ქალაქში მიედინება მდინარეები, ალზეტე და პეტრუსი, რომლებიც ერთმანეთს ქალაქის ტერიტორიაზევე უერთდებიან. დედაქალაქში უამრავი ხიდი და ვიადუკი მდებარეობს, მათ შორის აღსანიშნავია ადოლფისა და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინა შარლოტას ხიდები.

ქალაქ ლუქსემბურგის ფართობი 51 კმ²-ია, რითაც ქვეყანაში უდიდესი ურბანული სივრცე და სიდიდით მეოთხე კომუნაა. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 1,700 კაცია. ლუქსემბურგი მწვანე იერსახით გამოირჩევა. ქალაქში ვრცელი პარკები, ტყის მასივები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები გვხვდება. დედაქალაქში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

კლიმატი

ლუქსემბურგში ოკეანური ჰავაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თბილი ზაფხული, ცივი ზამთარი და ზომიერი ნალექიანობა. ქალაქში წლის ორი მესამედის მანძილზე ზომიერი ან ღრუბლიანი ამინდია.

ლუქსემბურგის მერია

ხელისუფლება

ადგილობრივი ხელისუფლება

ლუქსემბურგის კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო კომუნის საბჭოა. საბჭო 27 წევრისგან შედგება, რომლებსაც მოსახლეობა ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ ირჩევს. არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს ტარდება და საბჭო ახალი შემადგენლობით მუშაობას მომდევნო წლის 1-ლი იანვრიდან იწყებს.[14] დედაქალაქის კომუნის საბჭო უდიდესია ქვეყანაში. საბჭოში წამყვანი პოზიცია დემოკრატიულ პარტიას უკავია,[15] რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე პარტიაა. ლუქსემბურგის საბჭოში დემოკრატიული პარტია რვა წევრითაა წარმოდგენილი.[16]

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ამერიკელთა სასაფლაო და მემორიალი

ღირსშესანიშნაობები

ლუქსემბურგის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა აღორძინების ხანაში გოთიკურ სტილში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი, დიდი ჰერცოგის სასახლე, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ლუქსემბურგელ მოხალისეთა მემორიალი, ნოიმიუნსტერის სააბატო, მოედანი Place d'Armes და ადოლფის ხიდი.

დედაქალაქში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა სასაფლაო და მემორიალი მდებარეობს. სასაფლაოზე 5,076 ამერიკელი სამხედროა დაკრძალული, მათ შორის გენერალი ჯორჯ პატონი. იქვეა აღმართულია 371 ამერიკელი ჯარისკაცის მემორიალი, რომელთა იდენტიფიცირება ან ნეშტების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

კულტურა

დედაქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი მუზეუმი მდებარეობს, მათ შორისაა ისტორიისა და ხელოვნების ეროვნული მუზემი, ქალაქ ლუქსემბურგის ისტორიის მუზეუმი, დიდი ჰერცოგი ჟანის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი.

ქალაქი ლუქსემბურგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული.

დედაქალაქის სასცენო სივრცეები ორ თეატრს და ფილარმონიისა და კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზებს მოიცავს.

ჯოზი ბარტელის სახელობის სტადიონი

ლუქსემბურგი პირველი ქალაქია, რომელიც ევროპის კულტურულ დედაქალაქად ორჯერ დასახელდა. პირველად 1995 წელს, ხოლო მეორედ 2007 წელს, როცა მასთან ერთად ეს წოდება რუმინეთის ქალაქმა, სიბიუმ მიიღო.[17]

სპორტი

2006 წლის ივნისიდან ლუქსემბურგში ყოველწლიურად ტარდება მარათონი. 2014 წელს მარათონში მონაწილეობა 11,000-მა ადამიანმა მიიღო, ხოლო ღონისძიებას თვალს 100,000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა.

დედაქალაქში ასეევე ყოველწლიურად ჩოგბურთის ტურნირი ტარდება, რომელიც პირველად 1991 წელს ჩატარდა.

ლუქსემბურგს ორი საფეხბურთო კლუბი ჰყავს. დედაქალაქში მდებარეობს ქვეყნის ეროვნული სტადიონი ჯოზი ბარტელი, რომელიც 8,000 მაყურებელს იტევს.

ტრანსპორტი

ლუქსემბურგის რკინიგზის სადგური

ლუქსემბურგი ევროპის ოქროს სამკუთხედშია მოქცეული, რომელსაც ამსტერდამი, ფრანკფურტი და პარიზი ქმნიან. ქალაქში რამდენიმე მაგისტრალი და საერთაშორისო მარშრუტი გადის.

ლუქსემბურგი მგზავრებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სარკინიგზო კომპანიების მომსახურებას სთავაზობს. დედაქალაქში სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხუთი რკინიგზის სადგური მდებარეობს.

ქალაქში 31 მარშრუტის ავტობუსი მოძრაობს.[18]

2017 წლის 10 დეკემბერს ლუქსემბურგში, კირჩბერგის კვარტალში ტრამვაის პირველი განახლებული ხაზი ამოქმედდა, რომელიც 2018 წელს გაფართოვდა.

დედაქალაქში ქვეყნის ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი — ლუქსემბურგის აეროპორტი მდებარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ექვსი კილომეტრის მანძილზეა.

საერთაშორისო ურთიერთობები

ქალაქ ლუქსემბურგის ერთ-ერთი ხედი

ქალაქი ლუქსემბურგი არის მეცის, ზაარბრიუკენის და ტრირის გვერდით ზაარ-ლორ-ლუქსის დიდი რეგიონის ცენტრი. 2006 წლიდან მოყოლებული ეს ოთხი ქალაქი ე.წ. უსაზღვრებო ქალაქების ქსელს ჰკრავს, რომელსაც კვატროპოლის სახელით იცნობენ. კვატროპოლის ამ ოთხ ქალაქს შორის არსებობს წარმატებული ურთიერთთანამშრობლობა სხვადასხვა სფეროში. ეს თანამშრომლობა დღითიდღე სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს.

2007 წელს ლუქსემბურგი რუმინეთის ქალაქ სიბიუსთან ერთად დასახელებული იყო ევროპის კულტურულ დედაქალაქად.

დამეგობრებული ქალაქები

ქვეყანა ქალაქი შტატი/ რეგიონი წლიდან
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ქემდენი, ლონდონი[19] ინგლისი 2007
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი მეცი ლოთარინგია
რუსეთის დროშა რუსეთი ტამბოვი ტამბოვის ოლქი 2012
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი პრაღა[20] პრაღა 2012

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Statisiques sur la Ville de Luxembourg: Etat de Population - 2019 fr. Ville de Luxembourg. ციტირების თარიღი: 23 January 2020.
  2. The capital of Luxembourg counts 110,499 inhabitants en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-03. ციტირების თარიღი: 2020-07-24.
  3. Luxembourg. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 27 April 2012.
  4. "2011 Quality of Living worldwide city rankings – Mercer survey", Mercer. Retrieved 29 November 2011.
  5. "2011 Quality of Living worldwide city rankings – Mercer survey", Mercer. Retrieved 29 November 2011.
  6. Great Circle Distances between Cities. United States Department of Agriculture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2005. ციტირების თარიღი: 23 July 2006.
  7. The Fortress. Luxembourg City Tourism Office. ციტირების თარიღი: 23 July 2006.
  8. 8.0 8.1 Kreins (2003), p. 64
  9. World Heritage List – Luxembourg (PDF). UNESCO (1 October 1993). ციტირების თარიღი: 19 July 2006.
  10. Luxembourg country profile. WorldStatesman.org. Retrieved 23 July 2006.
  11. 11.0 11.1 May, Guy (2002). „Die Straßenbezeichnungen der Stadt Luxemburg unter deutscher Besatzung (1940–1944)“ (PDF). Ons Stad (German) (71): 30-32. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2020. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  12. Thewes (2003), p. 121
  13. Alcide De Gasperi Building. Centre Virtuel de la Connaissance sur l’Europe (16 June 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 23 July 2006.
  14. Organisation et fonctionnement des organes politiques fr. ციტირების თარიღი: 31 October 2017.
  15. Hansen, Josée (8 October 1999). „Cliff-hanger“. Lëtzebuerger Land (ფრანგული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2007. ციტირების თარიღი: 21 September 2007.
  16. Composition du conseil communal fr. Ville de Luxembourg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 21 September 2007.
  17. Luxembourg and Greater Region, European Capital of Culture 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2020.
  18. Les 31 lignes d'autobus. vdl.lu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2020.
  19. Twin Towns in the UK. Dorset Twinning Association (11 May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 21 September 2007.
  20. Partnerská města HMP Czech. Portál „Zahraniční vztahy“ [Portal "Foreign Affairs"] (2013-07-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-25. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 699
ინგლ.რუს.ფრ.

Read other articles:

Islam menurut negara Afrika Aljazair Angola Benin Botswana Burkina Faso Burundi Kamerun Tanjung Verde Republik Afrika Tengah Chad Komoro Republik Demokratik Kongo Republik Kongo Djibouti Mesir Guinea Khatulistiwa Eritrea Eswatini Etiopia Gabon Gambia Ghana Guinea Guinea-Bissau Pantai Gading Kenya Lesotho Liberia Libya Madagaskar Malawi Mali Mauritania Mauritius Maroko Mozambik Namibia Niger Nigeria Rwanda Sao Tome dan Principe Senegal Seychelles Sierra Leone Somalia Somaliland Afrika Selatan ...

 

 

Virginia SatirLahir(1916-06-26)26 Juni 1916Neillsville, WisconsinMeninggal10 September 1988(1988-09-10) (umur 72)CaliforniaPekerjaanpsychotherapist Virginia Satir (26 Juni 1916 – 10 September 1988) adalah seorang penulis dan psikoterapis dari Amerika Serikat, yang dikenal khususnya untuk pendekatannya dalam terapi keluarga dan pekerjaannya Systemic Constellations. Dia secara luas dianggap sebagai Ibu dari Terapi Keluarga.[1][2] Karyanya yang paling dikena...

 

 

Logo de JurisPedia (fr) JurisPedia est un projet encyclopédique d'initiative universitaire consacré aux droits du monde et aux sciences juridiques et politiques. Développement Jurispedia est développé à l'initiative de : la faculté de droit de l'université de Cần Thơ, au Viêt Nam ; la faculté de droit de l'université de Groningue, aux Pays-Bas l'équipe JURIS de l'Université du Québec à Montréal, Québec, Canada ; l'Institut für Rechtsinformatik (de) de ...

Borough in Estonia Small borough in Valga County, EstoniaHummuliSmall boroughHummuli manor main building, today a schoolHummuliLocation in EstoniaCoordinates: 57°54′23″N 26°03′11″E / 57.90639°N 26.05306°E / 57.90639; 26.05306Country EstoniaCounty Valga CountyMunicipality Hummuli ParishPopulation (01.01.2010[1]) • Total379 Hummuli (German: Hummelshof) is a small borough (Estonian: alevik) in Valga County, in southern Estonia. It...

 

 

Home venue of the Toledo Mud Hens Fifth Third FieldLocation406 Washington StreetToledo, OhioUnited StatesCoordinates41°38′54″N 83°32′20″W / 41.64833°N 83.53889°W / 41.64833; -83.53889OwnerLucas CountyOperatorToledo Mud Hens Baseball Club, Inc.Capacity10,300 (8,943 fixed seats)Field sizeLeft field: 320 ft (98 m)Center field: 400 ft (120 m)Right field: 320 ft (98 m)SurfaceNatural GrassConstructionBroke groundOctober 20, 2000[...

 

 

Moon of 225088 Gonggong XiangliuGonggong and its moon Xiangliu, imaged by the Hubble Space Telescope in 2010DiscoveryDiscovered byGábor MartonCsaba KissThomas Müller[a]Discovery date18 September 2010 (first identified)[3][4](announced 17 October 2016)[a]DesignationsMPC designationGonggong IPronunciation/ʃæŋ.ljuː/ SHANG-LEWNamed after相柳 XiāngliǔAlternative designationsS/2010 (225088) 1[5]Orbital characteristics[6]Epoch ...

For the type of musical recording available in South Korea, see single album. 2021 studio album by NOFXSingle AlbumStudio album by NOFXReleasedFebruary 26, 2021Recorded2020StudioMotor, San Francisco, California[1]GenrePunk rock[2]Length36:19LabelFat Wreck ChordsProducer Bill Stevenson Jason Livermore NOFX chronology West Coast vs. Wessex(2020) Single Album(2021) Double Album(2022) Singles from Single Album LinewleumReleased: January 12, 2021[3] Single Album is ...

 

 

Governo Fanfani V Stato Italia Presidente del ConsiglioAmintore Fanfani(DC) CoalizioneDC, PSI, PSDI, PLI LegislaturaVIII Legislatura Giuramento1º dicembre 1982 Dimissioni29 aprile 1983 Governo successivoCraxi I4 agosto 1983 Spadolini II Craxi I Il Governo Fanfani V è stato il quarantunesimo esecutivo della Repubblica Italiana, il sesto e ultimo dell'VIII legislatura. Il governo rimase in carica dal 1º dicembre 1982[1][2][3][4] al 4 agosto 1983[5]...

 

 

  لمعانٍ أخرى، طالع جدة (توضيح). جدة مدينة جدة جدةشعار أمانة جدة اللقب عروس البحر الأحمر[1] تقسيم إداري البلد  السعودية[2][3] عاصمة لـ محافظة جدة المنطقة منطقة مكة المكرمة المحافظة محافظة جدة المسؤولون أمير المنطقة خالد الفيصل بن عبد العزيز آل سعود نائب أمي...

Sao Tome & Principe Airways IATA ICAO Kode panggil 8F STP SAOTOME AIRWAYS Mulai beroperasi18 Agustus 2008PenghubungBandar Udara Internasional São ToméArmada1Tujuan3Perusahaan indukBanco Equador (14%)EuroAtlantic Airways (38%)Kantor pusatSão Tomé, São Tomé and PríncipeSitus webstpairways.st STP Airways adalah maskapai penerbangan nasional dari São Tomé, Sao Tome dan Principe. Saat ini maskapai penerbangan tersebut berada dalam daftar maskapai yang dilarang beroperasi di Uni Eropa,...

 

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

 

 

American actor (born 1967) Néstor CarbonellCarbonell at GalaxyCon Columbus in 2022BornNéstor Gastón Carbonell (1967-12-01) December 1, 1967 (age 56)New York City, U.S.Alma materHarvard University (AB)Occupations Actor director screenwriter Years active1989–presentSpouse Shannon Kenny ​(m. 2001)​Children2Relatives Rafael Palmeiro (cousin) Orlando Palmeiro (cousin) José Manuel Cortina (great-grandfather) Manuel Puig (Uncle) Néstor Gastón Carbo...

French newspaper MinuteTypeWeekly newspaperEditor-in-chiefCéline PascotEditorJean-Marie MolitorFounded1962Political alignmentFar-rightCeased publication2020HeadquartersParisISSN1243-7751OCLC number301746229 Websitewww.minute-hebdo.fr Minute (French: [miˈnyt]) was a weekly newspaper, initially right-wing but later far-right, circulated in France from 1962 to 2020. Its editorial position is satirical and conservative. According to figures provided by the paper's management, it had a c...

 

 

Cycling race 2005 Tour of SloveniaUCI Europe Tour (2.1 race)Race detailsDates9–12 June 2005Stages4Distance611 km (379.7 mi)Winning time15h 34' 33Results Winner Przemysław Niemiec  Second Fortunato Baliani  Third Radoslav Rogina Points Ruggero Marzoli Mountains Przemysław Niemiec Youth Janez Brajkovič  Team Miche← 2004 2006 → The 2005 Tour of Slovenia (Slovene: Dirka po Sloveniji) was the 12th edition of the Tour of Slovenia, categorized as 2...

 

 

Hindu temple in Tamil Nadu, India Thirupatruthurai Adhimooleswarar TempleReligionAffiliationHinduismDistrictTiruchirapalliDeityAdhimooleswarar(Shiva)LocationLocationPanayurStateTamil NaduCountryIndiaLocation in Tamil NaduGeographic coordinates10°50′45″N 78°46′09″E / 10.84583°N 78.76917°E / 10.84583; 78.76917ArchitectureTypeDravidian architecture Tiruppaatrurai Adhimooleswarar Temple (திருப்பாற்றுறை ஆதிமூலேசுவ...

  هذه المقالة عن المدرسة الأشعرية الإسلامية. لقبيلة الأشاعرة، طالع الأشاعرة_(قبيلة). أشعرية أشعرية الدين الإسلام الزعيم أبو الحسن الأشعري من أعلامها فخر الدين الرازي · الجويني · العز بن عبد السلام · البيهقي المؤسس أبو الحسن الأشعري الأركان إثبات ...

 

 

American private Catholic high school Some of this article's listed sources may not be reliable. Please help improve this article by looking for better, more reliable sources. Unreliable citations may be challenged and removed. (December 2022) (Learn how and when to remove this message) Bishop Kenny High SchoolAddress1055 Kingman AvenueJacksonville, (Duval County), Florida 32207United StatesCoordinates30°18′33″N 81°38′26″W / 30.30917°N 81.64056°W / 30.30917...

 

 

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

Cepphus grylle Cepphus grylle Guillemot à miroirClassification COI Règne Animalia Embranchement Chordata Classe Aves Ordre Charadriiformes Famille Alcidae Genre Cepphus EspèceCepphus grylle(Linnaeus, 1758) Statut de conservation UICN LC  : Préoccupation mineure Le Guillemot à miroir (Cepphus grylle) est une espèce d'oiseaux marins de la famille des alcidés. Morphologie Les oiseaux adultes ont le corps entièrement noir, sauf pour une large tache blanche distinctive sur le des...

 

 

Linear circuit that produces an output voltage that is a fraction of its input voltage In electronics, a voltage divider (also known as a potential divider) is a passive linear circuit that produces an output voltage (Vout) that is a fraction of its input voltage (Vin). Voltage division is the result of distributing the input voltage among the components of the divider. A simple example of a voltage divider is two resistors connected in series, with the input voltage applied across the resist...