ანდორა-ლა-ველა

ქალაქი
ანდორა-ლა-ველა
Andorra la Vella
დროშა გერბი

ქვეყანა ანდორის დროშა ანდორა
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 42°30′00″ ჩ. გ. 1°30′00″ ა. გ. / 42.50000° ჩ. გ. 1.50000° ა. გ. / 42.50000; 1.50000
ქალაქის მერი Marc Pons Martell
დაარსდა IX საუკუნე
ფართობი 30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,023
მოსახლეობა 22,884 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 762.8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი AD500
საავტომობილო კოდი C
ოფიციალური საიტი andorralavella.ad
ანდორა-ლა-ველა — ანდორა
ანდორა-ლა-ველა

ანდორა-ლა-ველა (წარმოთქმა კატალანურად: [ənˈdorə lə ˈβeʎə] , ესპ. Andorra la Vieja, ფრანგ. Andorre-la-Vieille) ანდორის სამთავროს დედაქალაქია. ის მდებარეობს აღმოსავლეთ პირენეებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ეს არის აგრეთვე ოლქის სახელწოდებაც, რომელიც დედაქალაქს გარს აკრავს.

2015 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 22,886-ს, ხოლო ურბანული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოიცავს ესკალდეს-ენგორდანსა და სატელიტურ სოფლებს, არის 40,000.

ძირითადი ინდუსტრია ტურიზმია, თუმცა ქვეყანა წარმოადგენს ოფშორულ ზონას და აქედანაც იღებს უცხოურ შემოსავალს. ადგილობრივ პროდუქტებს წარმოადგენს ავეჯი და ბრენდი. მდებარეობს რა 1,023 მ სიმაღლეზე, ის ყველაზე დიდ სიმაღლეზე მდებარე დედაქალაქია ევროპაში და ასევე პოპულარული სათხილამურო კურორტია.

სახელწოდება

ანდორა ლა ველა ნიშნავს "ქალაქ ანდორას", რაც განასხვავებს მას ანდორის სამთავროსგან. [1] მიუხედავად იმისა, რომ კატალანური სიტყვა vella (როგორც ფრანგ. vieille) მომდინარეობს ლათინური სიტყვა vetula-დან, რაც ნიშნავს "ძველი", აქ, Vella (როგორც ფრანგ. ville და კატალან. vila) მიღებულია ლათინური სიტყვა villa-დან და ნიშნავს "ქალაქს". [2]

ისტორია

სანტ ანდრეუს ეკლესია

ანდორა-ლა-ველას ტერიტორია დასახლებულია ქრისტესშობამდელი დროიდან მოყოლებული, განსაკუთრებით ანდოსინის ტომის მიერ გვიანდელი ნეოლითიდან . სახელმწიფო წარმოადგენს ყოფილ, ესპანური მარკის ნაწილს, რომელიც მერვე საუკუნეში კარლოს დიდმა შექმნა და იცავდა მას, როგორც ბუფერს, იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები მავრებისაგან. [3]

ანდორა-ლა-ველა ანდორას მთავარი ქალაქია 1278 წლიდან, როდესაც ფრანგი და ეპარქიის თანამმართვლები შეთანხმდნენ ერთობლივ სუზერენიტეტზე. ანდორა-ლა-ველას ძველი დასახლება - ბარი ანტიქი - მოიცავს ამ დროიდან დათარიღებულ ქუჩებსა და შენობებს. მისი ყველაზე თვალსაჩინო შენობაა Casa-de-la-Vall, აშენებული ადრეულ მეთექვსმეტე საუკუნეში, რომელიც 1702 წლიდან წარმოადგენს ქვეყნის პარლამენტის შენობას. ამ პერიოდში, ანდორა-ლა-ველა იყო მეტწილად იზოლირებული და ფეოდალური სახელმწიფოს დედაქალაქი, რომელმაც თანა-სუვერენიტეტის შედეგად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.

მეოცე საუკუნეში, ანდორა-ლა-ველას გარშემო ტერიტორია დიდწილად დავიწყებულ იქნა; მართლაც, სახელმწიფო ვერსალის ხელშეკრულების ნაწილი არ იყო - არ იქნა მოხსენიებული. 1930-იანი წლების პოლიტიკური არეულობის და ბორის სკოსირევის მიერ გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ჩამოყალიბდა არაფორმალური დემოკრატია.

1993 წელს, ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ ოფიციალური სტატუსი მიანიჭა საპარლამენტო დემოკრატიას ანდორა-ლა-ველაში მდებარე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებით.

ამ პერიოდის განმავლობაში, ანდორა ასევე განვითარდა ოფშორულ ზონად, რის შედეგადაც შეიქმნა თანამედროვე საბანკო ოფისები ანდორა-ლა-ველაში. ქალაქმა ასევე განავითარა სათხილამურო ობიექტები, იმდენად, რამდენადაც ანდორა-ლა-ველა იყო ანდორას აპლიკანტი ქალაქი XXI ზამთრის ოლიმპიადისთვის, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. თუმცა, IOC–ის კომისიის შეფასების შედეგად ანდორა-ლა-ველა კანდიდატ ქალაქად არ იქნა არჩეული. ანდორა-ლა-ველა მასპინძლობდა ევროპის მცირე სახელმწიფოების თამაშების 1991 და 2005 წლების ოლიმპიადებს.

გეოგრაფია

ანდორა-ლა-ველა მდებარეობს ანდორის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კოორდინატებით 42°30′ ჩ. გ. 1°30′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 1.500° ა. გ. / 42.500; 1.500, [4] კერძოდ კი - ორი მთის მდინარის, ჩრდილოეთ ვალირის და სამხრეთ ვალირის შესართავთან, რომლებიც წარმოქმნიან მდინარე გრან (დიდ) ვალირას. ის ესაზღვრება ესკალდეს-ენგორდანის ურბანულ ტერიტორიას. ქალაქი ზღვის დონიდან 1023 მეტრზე მდებარეობს.

კლიმატი

ანდორა ლა ველას აქვს ოკეანეური კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია : Cfb), ზაფხულში თბილი დღეებით და გრილი ღამეებით, და ცივი, თოვლიანი ზამთრით. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 812.3 მმ. სიმაღლის გავლენით (აბსოლუტური სიმაღლე - 1,075 მ), ქალაქში ტემპერატურა დაბლობის რაიონებთან შედარებით ნაკლებია.

დანაწილება

ანდორა-ლა-ველას ოლქი მოიცავს თვით ანდორა-ლა-ველას, ლა-მარგინედასა და სანტა კოლომას სოფლებს.

ღირშესანიშნაობები

ბილიკი ანდორა-ლა-ველაში

ქალაქის ძველი ნაწილისთვის ("ძველი ქალაქი") დამახასიათებელია ძველი ქვის ქუჩები და სახლები. ცენტრალური Església de Sant Esteve (წმინდა სტეფანეს) ეკლესია იმ ტერიტორიის ნაწილია, რომელსაც მეგზურები ხშირად ქალაქის ულამაზეს ნაწილს უწოდებენ.[5] ეს ეკლესია აშენდა რომაული სტილით მეთერთმეტე საუკუნეში. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ძველი ქალაქი ასევე მოიცავს ქვეყნის ისტორიულ პარლამენტის შენობას. სავარაუდოდ, ქალაქის უძველეს ნაგებობას წარმოადგენს სანტა-კოლომას მეცხრე საუკუნით დათარიღებული ეკლესია.[6]

დემოგრაფია

უცხოელი მაცხოვრებლების უდიდესი ჯგუფები
ეროვნება მოსახლეობა (2013)
ესპანეთის დროშა ესპანეთი 6,516
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3,377
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 664
მაროკოს დროშა მაროკო 246
ფილიპინების დროშა ფილიპინები 218

ადგილობრივი ანდორელები მოსახლეობის მხოლოდ მესამედს (33%) შეადგენენ, ხოლო მოქალაქეების დანარჩენი ნაწილიდან რაოდენობის მიხედვით აღსანიშნავია ესპანელები (43%),პორტუგალიელები (11%) და ფრანგები (7%).

კულტურა

ქალაქი ქვეყნის კულტურული ცენტრია, სადაც მთავრობის საგამოფენო დარბაზი მთავარი თეატრისა და მუზეუმის ფუნქციებს ითავსებს. პარლამენტის შენობის წინ მდებარე პიაცა არის მრავალი ღონისძიების ჩატარების ადგილი,სადაც ქალაქი ყოველ ზამთარს მასპინძლობს მუსიკალურ ფესტივალს.

ენები

ოფიციალური ენას წარმოადგენს კატალანური, თუმცა ლაპარაკობენ ასევე ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზეც. მოსახლეობის უმეტესობა რომის კათოლიკეა. სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია და 80 წელზე მეტია.[7]

ცნობილი ადამიანები

  • მარკ ფორნე მოლნე (დაიბადა 1946 წელს, ანდორა-ლა-ველაში) იყო ანდორის პრემიერ მინისტრი 1994 წლიდან 2005 წლამდე.
  • ლუის კლარეტი (დაიბადა 1951 წელს, ანდორა-ლა-ველაში) ვიოლონჩელისტი, უმთავრესად კამერულ მუსიკაში
  • ალბერტ სალვადო (დაიბადა ანდორა-ლა-ველაში, 1951 წელს) მწერალი და სამრეწველო ინჟინერი
  • ჟაუმე ბართუმეუ კასანი (დაიბადა ანდორა-ლა-ველაში, 1954 წელს) იურისტი და პოლიტიკოსი, რომელიც იყო მთავრობის მეთაური 2009 წლიდან 2011 წლამდე.
  • ჟული მინოვესი (დაიბადა 1969 წელს, ანდორა-ლა-ველაში) დიპლომატი, ავტორი და ლიბერალ ინტერნეიშენალის მე-13 პრეზიდენტი
  • პერე ლოპეს აგრასი (დაიბადა 1971 წელს, ანდორა-ლა-ველაში) პოლიტიკოსი, რომელიც 2011 წელს პრემიერ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა

ცნობილი სპორტსმენები

  • ხავიერ სანჩესი (დაიბადა 1968 წელს, ანდორა-ლა-ველაში) ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, 1986-დან 2000 წლამდე.
  • ტონი ბესოლი (დაიბადა 1976 წელს, ანდორა-ლა-ველაში) ძიუდოისტი, გამოდიოდა მამაკაცთა საშუალო წონაში
  • მარკ ბერნაუსი (დაიბადა 1977 წელს, ანდორა-ლა-ველაში) ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა
  • სანტიაგო დეუ (დაიბადა 1980 წელს, ანდორა-ლა-ველაში) ყოფილი საშუალო დისტანციის თავისუფალი სტილით მოცურავე, მონაწილეობა მიიღო სიდნეიში გამართულ 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში
  • მარტა რური (დაიბადა 1981 წელს, ანდორა-ლა-ველაში) მომღერალი და მსახიობი
  • კაროლინა სერქედა (დაიბადა 1985 წელს, ანდორა-ლა-ველაში) ყოფილი სპრინტის თავისუფალი სტილით მოცურავე, მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში
  • მარკ გარსია (დაიბადა 1988 წელს, ანდორა-ლა-ველაში), ანდორელი ფეხბურთელი

ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა

ცენტრალური ქუჩა ანდორა-ლა-ველაში

ანდორა-ლა-ველა ქვეყნის კომერციული ცენტრია. მთლიანობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის 80% შემოდის 10 მილიონი ტურისტისგან, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ ქვეყანას.[8] ქალაქი ასევე მრავალი ბანკისა და ბიზნესის ცენტრია, რომლებიც ვითარდებიან მისი ოფშორული სტატუსის შედეგად. სახელმწიფო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ აქვს ევროკავშირთან საბაჟო შეთანხმება და იყენებს ევროს.

ტრანსპორტირება

ანდორა-ლა-ველას აქვს პირდაპირი წვდომა საჰაერო სივრცესთან, კომერციული ვერტმფრენის ფრენებით, რომლებიც ხორციელდება ანდორა-ლა-ველას ცენტრში მდებარე ვერტოდრომიდან. ანდორის აეროპორტი (Andorra–La Seu d'Urgell Airport) მდებარეობს ქალაქიდან სამხრეთით 24 კილომეტრში და 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს შიდა ფრენებს ესპანეთის ფარგლებში.[9] ესპანეთისა და საფრანგეთის ახლომდებარე აეროპორტები უზრუნველყოფენ საერთაშორისო ფრენებს, სადაც უახლოესი აეროპორტებია პერპინიანი (156 კილომეტრში) და ლერიდა (160 კმ-ში). უდიდესი ახლომდებარე აეროპორტებია ტულუზის, გირონის და ბარსელონის აეროპორტები.

ანდორას-ლა-ველას არ აქვს მატარებლის სადგური, თუმცა არსებობს ავტობუსებით ტრანსპორტირების სერვისები, რომლებიც ქალაქს აკავშირებენ მატარებლების სადგურებთან - L'H Hospitalet-près-l'Andorre (საფრანგეთი) და ლერიდა (ესპანეთი). ასევე ფუნქციონირებს ანდორა-ლა-ველას მიმართულებით ავტობუსები ბარსელონის, ჟირონისა და რეუსის აეროპორტებიდან.

განათლება

Instituto Español de Andorra (IEA), ესპანური საერთაშორისო საშუალო სკოლა, მდებარეობს ლა-მარგინედაში, ანდორა-ლა-ველაში.[10] ესპანური დაწყებითი სკოლაა Escuela Española de Andorra la Vella. [11]

საერთაშორისო ურთიერთობები

ტყუპი ქალაქები - დობილი ქალაქები

ანდორა-ლა-ველას ტყუპი ქალაქებია: სანტ-პოლ-დე-მარი (ესპანეთი) და ვალსი (ესპანეთი)

სქოლიო

  1. Andorra la Vella | enciclopèdia.cat ca. ციტატა: „"El sobrenom la Vella, és a dir, la vila, li fou afegit posteriorment per tal de distingir la vila del conjunt del territori homònim i potser també per a subratllar-ne la capitalitat" English: "The nickname La Vella, that is, the town, was later added to distinguish the town from the whole of the territory [of Andorra] and perhaps also to emphasize its role as the capital.“ ციტირების თარიღი: 2018-09-23
  2. Andorra (en). „The word vella has been translated into both English and Spanish as meaning 'old'. In fact, vella is a corruption of the Latin word villa, meaning 'city'. Thus Andorra la Vella merely means 'the city of Andorra'“ 
  3. History of the Principality of Andorra. Andorramania.com (1997-12-11). ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  4. NGA: Country Files. Earth-info.nga.mil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  5. The beautiful Andorra la Vella. Eslteachersboard.com. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  6. Andorra la vella travel guide. World66.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-05. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  7. CIA - The World Factbook - Andorra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-10. ციტირების თარიღი: 2020-07-24.
  8. CruisesOnly - About Cruising - Cruise Advice. Nlgsolutions.com. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  9. Swiftair begins operation on July 18 at the airport of Andorra -La Seu flights to Madrid and Palma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-18. ციტირების თარიღი: 2020-07-24.
  10. "Inicio დაარქივებული 2020-07-24 საიტზე Wayback Machine. " Instituto Español de Andorra. Retrieved on May 2, 2015. "DIRECCIÓN: c/ Tossalet i Vinyals, 33-45 La Margineda - AD500 Andorra la Vella Principado de Andorra"
  11. "Inicio დაარქივებული 2018-03-18 საიტზე Wayback Machine. " Escuela Española de Andorra la Vella. Retrieved on May 2, 2015. "C/ CIUTAL DE VALLS, 33 AD500- ANDORRA LA VELLA"

რესურსები ინტერნეტში