მინსკი

ქალაქი
მინსკი
Мінск

საათის ისრის მიმართულებით: სულისწმინდის გარდამოსვლის სახელობის საკათებრო ტაძარი; მარიამ ღვთისმშობელის სახელობის ეკლესია; ბელარუსის წარმომადგენელთა პალატა; დამოუკიდებლობის მოედანი; „მინსკის კარიბჭე“
დროშა გერბი

ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა Tsentralny District, Savyetski District, Pyershamayski District, Partyzanski District, Zavodski District, Lyeninski District, Kastrychnitski District, Maskowski District და Frunzyenski District
კოორდინატები 53°54′00″ ჩ. გ. 27°34′00″ ა. გ. / 53.90000° ჩ. გ. 27.56667° ა. გ. / 53.90000; 27.56667
ქალაქის მერი Uladzimir Kukharau
დაარსდა 1067
პირველი ხსენება 1067
ფართობი 348.85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 280.4
ოფიციალური ენა ბელარუსული ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 1,982,444 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 5,700 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +375 17
საფოსტო ინდექსი 220000
საავტომობილო კოდი 7
ოფიციალური საიტი minsk.gov.by
მინსკი — ბელარუსი
მინსკი

მინსკი (ბელარ. Мінск; რუს. Минск) — ბელარუსის დედაქალაქი 1919 წლიდან. მინსკის მხარისა და მინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, იმის მიუხედავად, რომ მათ შემადგენლობაში არ შედის, გმირი ქალაქი. უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. ქალაქში მდინარე სვისლოჩი მოედინება. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, მინსკის მოსახლეობაა 1,982 მლნ ადამიანი.[1]

ისტორიული ცნობები

დასახელების ძველი ვარიანტებია მენსკი, მენესკი. ხალხური ეტიმოლოგიით სახელი სიტყვა менять (ცვლიდან) უნდა მომდინარეობდეს, უფრო სარწმუნოდ კი ქალაქის სახელდება მდინარე მენკედან უნდა შექმნილიყო, რომელიც მდ. ნემიგის შენაკადია. მდინარე ნემიგა შემდგომ მილების საშუალებით მიწისქვეშ ჩაუშვეს და ახლა იმავე სახელწოდების ქუჩის ქვეშ გაედინება.

მინსკის პირველი ხსენება ისტორიაში 1067 წელს განეკუთვნება, როდესაც მდინარე ნემიგასთან პოლონელი მთავრის ვსესლავ ბრიაჩისლავიჩსა და კიევის მთავარ იაროსლავ ბრძენის ვაჟებს შორის გაიმართა ბრძოლა, შედეგად კი ქალაქი დანგრეულა.

XIV საუკუნის დასაწყისში მინსკი ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენლობაში შევიდა. 1499 წელს (ზოგიერთი მონაცემით, 1496) ლიტვის დიდი მთავრის ალექსანდრეს ნებით ქალაქმა მაგდებურგის უფლება მოიპოვა. 1793 წელს მინსკი ბელორუსის ცენტრალურ ნაწილთან ერთად, რეჩპოსპოლიტას მეორე დანაწევრების შემდეგ რუსეთის იმპერიას მიერთდა, იმავე წლის აპრილში კი ახალი, მინსკის გუბერნიის ცენტრი გახდა. 1795 წელს რუსეთის სენატის განკარგულებით ქალაქს მაგდებურგის უფლება ჩამოერთვა.

1917 წლის ოქტმობრის რევოლუციის შემდეგ მინსკის საბჭოს აღმასკომმა გამოსცა ბრძანება № 1, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის მმართველობა მუშათა საბჭოსა და სამხედრო დეპუტატების ხელში გადავიდა. 1918 წლის 21 თებერვლიდან 10 დეკემბრამდე ქალაქი კაიზერული გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული.

1922 წლიდან მინსკი ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის, შემდეგ ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქლაქია. 1941-1944 წლებში ქალაქი ბომბდამშენების სამიზნეა. ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა მთავრობის დაკვეთით, ქალაქი ხელახლა ააშენეს. 1991 წლიდან მინსკი ბელარუსის დედაქალაქია.

გეოგრაფია

მინსკი მდებარეობს მინსკის გორაკების სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. აქ საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 220 მეტრია. მინსკის ფიზიკური გეოგრაფია ორი უკანასკნელი დიდი გამყინვარების შედეგად ჩამოყალიბდა. მდინარე სვისლოჩი ქალაქის გასწვრივ, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიედინება. ქალაქის ფარგლებში კიდევ ექვსიოდე პატარა მდინარეა და ყველა მათგანი შავი ზღვის აუზს განეკუთვნება. ფიჭვნარი და შერეული ტყეები ქალაქის კიდეებს ესაზღვრება, განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. ქალაქის ზრდასთან ერთად, ზოგიერთი ტყე პარკების სახით შენარჩუნდა. ქალაქი თავდაპირველად გორაკებზე იყო აშენებული, რაც თავდაცვისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ქალაქის დასავლეთ ნაწილი განსაკუთრებით მთა-გორიანია.

კლიმატი

მინსკში კიოპენის კლასიფიკაციით ნოტიო კონტინენტური კლიმატია, თუმცა ხშირად არაპროგნოზირებადი, რაც ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ნოტიო ქარებისა და ევრაზიის კონტინენტიდან წამოსული მშრალი ჰაერის დამსახურებაა. ამინდი არასტაბილურია და ხშირად იცვლება. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4.5°C-ია, როცა ივლისში ჰაერი საშუალოდ 18.5°C-მდე თბება. რაც შეეხება რეკორდულ მაჩვენებლებს, 1940 წლის 17 იანვარს, მინსკში ტემპერატურა -40°C-მდე დაეცა, ხოლო 2015 წლის 8 აგვისტოს ყველაზე მაღალი ტემპერატურა 35.8°C დაფიქსირდა. მინსკში ხშირად შეხვდებით ნისლს, განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე. აქ ყოველწლიურად საშუალოდ 690 მილიმეტრი ნალექი მოდის, აქედან ერთი მესამედი ცივ პერიოდებში (წვიმისა და თოვლის სახით). მთელი წლის განმავლობაში უმეტესად დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქარები ქრის, რასაც ცივი და ნოტიო ჰაერი მოაქვს ატლანტის ოკეანიდან.

დემოგრაფია

ეთნიკური ჯგუფები

დაარსებიდან პირველ საუკუნეებში, მინსკი იყო ძირითადად აღმოსავლეთ სლავური ხალხებით დასახლებული (თანამედროვე ბელარუსების წინაპრები). 1569 წლის შემდეგ, როცა პოლონეთისა და ლიტველთა კავშირი შედგა, ქალაქი გახდა დანიშნულების ადგილი პოლონელებისა (რომლებიც მუშაობდნენ როგორც მასწავლებლები, ჯარისკაცები, სასულიერო პირები და ა.შ) და ებრაელებისთვის (რომლებიც ძირითადად ვაჭრებად და ხელოსნებად მუშაობდნენ, რადგან იმდროინდელი დისკრიმინაციული კანონებით სხვა შესაძლებლობები არ ჰქონდათ). პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ბოლო საუკუნეებში, მინსკის ბევრმა მოსახლემ აითვისა დომინანტი პოლონელების ენა და ასიმილირდა მათ კულტურაში.

პოლონეთ-ლიტვის მეორე გაყოფის შემდეგ 1793 წელს, მინსკი და მისი მოზრდილი რეგიონი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რუსებიც ისევე გაბატონდნენ ქალაქის კულტურაზე, როგორც წინა საუკუნეებში პოლონელები.

რუსეთის იმპერიის მიერ ჩატარებული 1897 წლის გამოკითხვით, ქალაქის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი ებრაელები იყვნენ. ისინი მოსახლეობის 52%-ს შეადგენდნენ, 91 000 ადამიანიდან მაშინდელ მინსკში 47 500 ებრაელი იყო. ასევე სხვა მოზრდილ ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ რუსები (25.5%), პოლონელები (11.4%) და ბელარუსები (9%). უკანასკნელი მაჩვენებელი შეიძლება არც თუ ისე სწორი იყოს, ვინაიდან ბევრი ადგილობრივი ბელარუსი შეიძლება, როგორც რუსები ისე იყვნენ დაანგარიშებულნი.

პირველი და მეორე მსოფლიო ომების მაღალმა სიკვდილიანობამ ქალაქის დემოგრაფიაზე დიდი გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით ნაცისტების მიერ ებრაელთა განადგურებამ, რომელთაც საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ, მათი უმეტესობა კი იქვე იღუპებოდა. მინსკის ებრაულმა თემმა კატასტროფული ზიანი განიცადა ჰოლოკოსტის დროს. მაშინ როდესაც ომამდე ისინი ქალაქის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ, ომის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ, ებრაელთა რაოდენობა მინსკში 10%-ს აღარ აღემატებოდა. 1980-იან წლებში, კომუნისტური რეჟიმის უწყვეტი ანტი-სემიტიზმისა და გაძლიერებული ნაციონალიზმის შედეგად, ებრაელთა უმეტესობა ისრაელსა და სხვა დასავლეთის ქვეყნებში წავიდა საცხოვრებლად. 1999 წლისთვის კი ქალაქში ებრაელთა რაოდენობა 1%-ზე ნაკლები იყო.

ომის შემდგომი პერიოდის პირველ სამ ათწლეულში, ძირითადად ახალი მოსახლეები ბელარუსის სხვადასხვა ნაკლებად განვითარებული ადგილებიდან ჩამოდიოდნენ. შედეგად ეთნიკური ბელარუსების შეფარდებამ მნიშვნელოვნად იმატა. მარჯვე ადამიანებმა მთელი საბჭოთა კავშირიდან, იწყეს ჩამოსვლა დასაქმებისთვის მზარდ საწარმოო სექტორში. 1959 წლისთვის ბელარუსები ქალაქის მოსახლეობის 63.3%-ს შეადგენდნენ. 1960 და 70-იან წლებში შიდა მიგრაცია გრძელდებოდა, რამაც ეთნიკური შეფარდება კვლავ შეცვალა. 1979 წელს, მინსკში ბელარუსების რაოდენობა 68.4% იყო, მეორე ადგილზე კი რუსები იყვნენ 22.2%-ით. მათ მოჰყვებოდნენ ებრაელები (3.4%), უკრაინელები (3.4%), პოლონელები (1.2%) და თათრები (0.2%).

რუსებისა და უკრაინელების რაოდენობამ მინსკში პიკს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათმა უმეტესობამ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება არჩია.

ბოლო პერიოდში იმიგრაციის შედეგად კიდევ ბევრი ეთნიკური უმცირესობა დაემატა მინსკის საზოგადოებას. მათ შორის აღსანიშნავი არიან ემიგრანტები კავკასიური ქვეყნებიდან - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, რომელთა რაოდენობაც თითოეულის 2 000-დან 5 000-მდეა. მათ 1970-იანი წლებიდან დაიწყეს მინსკში ემიგრაცია და მას შემდეგ მათ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება.

ენები

მთელი ისტორიის განმავლობაში, მინსკი უამრავ ენათა ქალაქი იყო. თავდაპირველად მოსახლეობის უმეტესობა რუთენულ ენაზე საუბრობდა (რომელიც შემდგომში თანამედროვე ბელარუსულად გადაიქცა). თუმცა, 1569 წლის შემდეგ ოფიციალური ენა პოლონური იყო. XIX საუკუნეში უკვე რუსულმა მოიპოვა ოფიციალური სტატუსი და საუკუნის ბოლოსკენ ის გახდა ადმინისტრირების, სკოლებისა და გაზეთების ენა. ბელარუსულმა ეროვნულმა გამოღვიძებამ გაზარდა ინტერესი ბელარუსული ენის მიმართ და 1890-იანი წლებიდან მისი გამოყენება გაიზარდა, განსაკუთრებით ინტელიგენციაში. 1920-იან და 1930-იანი წლების პირველ ნახევარში, ბელარუსული იყო მინსკის ძირითადი ენა, რომელიც გამოიყენებოდა მართვა-გამგეობისა და განათლების სფეროებშიც. თუმცაღა, გვიანი 1930-იანი წლებიდან რუსულმა კვლავ დაიწყო დომინირება.

1990-იან წლებში მოხდა კიდევ ერთი, პატარა ეროვნული გამოღვიძება, რომელმაც კვლავ გაზარდა როგორც ბელარუსული ენის მიმართ ინტერესი, ისე მასზე მოსაუბრეთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, 1994 წელს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ეს კურსი ნელ-ნელა შეცვალა. მინსკის მოსახლეები დღესდღეობით მხოლოდ რუსულს იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში - სახლშიც და სამსახურშიც.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი უცხო ენა მინსკში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობათა შორის ინგლისურია.

კრიმინალი

მინსკს ყველაზე მაღალი დანაშაულებრიობის დონე აქვს ბელარუსში - 193.5 შემთხვევა ყოველ 10 000 მოსახლეზე. ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულების 20-25% მინსკზე მოდის, ისევე როგორც ქრთამის აღების შემთხვევების 55% და მობილური ტელეფონების ქურდობის 67%.

კრიმინალის დონე საგრძნობლად გაუარესდა 2009-2010 წლებში. მაგალითისთვის კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებებმა მხოლოდ 2009 წელს 36%-ით მოიმატა. კრიმინალური საქმეების გახსნის მაჩვენებელი მერყეობს და საშუალოდ 40.1%-ს შეადგენს. მკვლელობები ყველაზე ხშირად იხსნება - 92%, რასაც ვერ ვიტყვით ქურდობებზე - 13%.

ეკონომიკა

ბელარუსის ეროვნული ბანკი

მინსკი ბელარუსის ეკონომიკური დედაქალაქია. აქ განვითარებულია ინდუსტრიული და სერვისის სექტორები, რომელიც არა მარტო ქალაქს არამედ მთელს ქვეყანას ემსახურება. ბელარუსის ბიუჯეტის 46% მინსკზე მოდის.[2] 2010 წლის შედეგებით, მინსკმა სახელმწიფო ბიუჯეტში 15 ტრილიონი ბელარუსული რუბლი შეიტანა, როცა ყველა სხვა დანარჩენი რეგიონის შენატანი 19.9 ტრილიონს შეადგენდა. 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე, გადასახადთა 70.6% ბიუჯეტში კერძო კომპანიებმა შეიტანეს, 26.3% - სახელმწიფო კომპანიებმა ხოლო 1.8% ინდივიდუალურმა მეწარმეებმა. პირველ 10 გადასახადების გადამხდელთა შორის, 5 ნავთობისა და გაზის კომპანია იყო (მათ შორის ორი გაზპრომის და ერთი ლუკოილის შვილობილი კომპანია), 2 მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი, 2 ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია (მინსკ-კრისტალი და მინსკის ღვინის საწარმო) და 1 თამბაქოს პროდუქტების მწარმოებელი.[3]

2012 წელს, მინსკის მრპ-ს ანუ მთლიან რეგიონულ პროდუქტს შეადგენდა მრეწველობა (26.4%), საბითუმო ვაჭრობა (19.9%), ტრანსპორტირება და კომუნიკაცია (12.3%), საცალო ვაჭრობა (8.6%) და მშენებლობა (5.8%).

მინსკის მთლიანი რეგიონული პროდუქტი რუბლებში 33 მილიარდია, რაც ბელარუსის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ერთ მესამედს უდრის.[4]

ინდუსტრია

მინსკი ბელარუსის მთავარი ინდუსტრიული ცენტრია. 2012 წლის სტატისტიკის მიხედვით მინსკში არსებული კომპანიები აწარმოებდნენ ელექტროენერგიის 21.5%-ს, სატვირთო ავტომობილების 76%-ს, ფეხსაცმლების 15.9%-ს, ტელევიზორების 89.3%-ს, სარეცხი მანქანების 99.3%-ს, შოკოლადის 30%-ს, გამოხდილი ალკოჰოლური სასმელების 27.7%-სა და თამბაქოს პროდუქტების 19.7%-ს.[5]

მინსკის პანორამა

დღესდღეობით ქალაქს 250-ზე მეტი ფაბრიკა და საწარმო აქვს. ინდუსტრიული განვითარება აქ 1860-იან წლებში დაიწყო და 1870-იან წლებში აშენებულმა სარკინიგზო ხაზებმა ეს პროცესი გაამარტივა. თუმცა, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის უმეტესობა პირველი მსოფლიო ომისა და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში განადგურდა.

მთავარი ინდუსტრიული დამსაქმებლები არიან:

• მინსკის ტრაქტორების ქარხანა, რომელიც როგორც სახელი გვეუბნება ტრაქტორებს ამზადებს. 1946 წელს მინსკის აღმოსავლეთ ნაწილში დაარსდა და ბორბლებიანი ტრაქტორების მთავარი მწარმოებელია დსთ-ს ქვეყნებში.

• მინსკის ავტომობილების ქარხანა სპეციალიზებულია სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და ე.წ „მინივენების“ დამზადებაში. დაარსებულია 1944 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ მინსკში და ასევე წამყვანი მწარმოებელია დსთ-ს ქვეყანათა შორის.

• მინსკის მაცივრების ქარხანა საოჯახო ნივთებს ამზადებს, როგორებიცაა მაცივრები, საყინულეები და ბოლო პერიოდიდან უკვე სარეცხი მანქანებიც. დაარსდა 1959 წელს, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

• ჰორიზონტი - აწარმოებს ტელევიზორებსა და აუდიო/ვიდეო ტექნიკას. ეს საწარმო ქალაქის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში 1950 წელს დაარსდა.

უმუშევრობა

2011 წლის ოფიციალური სტატისტიკით უმუშევრობა მინსკში 0.3%-ს უდრის.[6] 2009 წლის გამოკითხვის დროს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მინსკელების 5.6% თვლიდა თავს უმუშევრად.[7]

ტურიზმი

მინსკის საერთაშორისო აეროპორტი

მინსკში 400-ზე მეტი ტურისტული სააგენტოა. მათი უმრავლესობა ტურ-ოპერატორებია, ხოლო დაახლოებით მეოთხედი ტურისტული აგენტის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს.[8][9]

ლიტერატურა

  • Bohn, Thomas M. (2008). Minsk – Musterstadt des Sozialismus: Stadtplanung und Urbanisierung in der Sowjetunion nach 1945. Köln: Böhlau. ISBN 978-3-412-20071-8. 
  • Бон, томас м. (2013). "Минский феномен". Городское планирование и урбанизация в Советском Союзе после Второй мировой войны. Москва: РОССПЭН. 
  • Бон, томас м. (2016). "Мінскі феномен". Гарадское планаванне і ўрбанізацыя ў Савецкім Саюзе пасля 1945 г.. Мінск: Зміцер Колас. 
  • Nechepurenko, Ivan (5 October 2017). "How Europes Last Dictatorship Became a Tech Hub". The New York Times. ISSN 0362-4331.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Численность населения на 1 января 2018 г. и среднегодовая численность населения за 2017 год по Республике Беларусь в разрезе областей, районов, городов и поселков городского типа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-05. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
  2. http://afn.by/news/i/131974 [The fourth part of receipts in the budget of Minsk was provided by 5 payers]. afn.by (in Russian)
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-01. ციტირების თარიღი: 2020-08-15.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-13. ციტირების თარიღი: 2020-08-14.
  5. https://web.archive.org/web/20131210152713/http://belstat.gov.by/homep/en/indicators/regions/i2.php Archived 10 December 2013 at the Wayback Machine
  6. https://naviny.by/rubrics/society/2011/02/23/ic_articles_116_172587 დაარქივებული 2020-11-11 საიტზე Wayback Machine. (in Russian)
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-11. ციტირების თარიღი: 2020-08-14.
  8. http://landofancestors.com/travel/statistics/250-number-of-organizations-engaged-in-tourist-activities-in-2010-in-belarus.html Ministry of Sports and Tourism of the Republic of Belarus. (2011). "Number of organizations engaged in tourist activities in 2010 in Belarus". Land of Ancestors. National Statistical Committee of the Republic of Belarus. Archived from the original on 13 October 2013. Retrieved 9 October 2013.
  9. https://web.archive.org/web/20131013172350/http://landofancestors.com/travel/statistics/252-number-of-organisations-engaged-in-tourist-activities-in-belarus-by-region.html Land of Ancestors. National Statistical Committee of the Republic of Belarus. Archived from the original on 13 October 2013. Retrieved 9 October 2013.

Read other articles:

9K112 Kobra (NATO pelaporan nama: AT-8 Songster) adalah sistem rudal anti-tank SACLOS dari Uni Soviet. Hal ini ditembakkan dari senjata utama 125 mm dari seri tank T-64 dan T-80. Referensi Hull, A.W., Markov, D.R., Zaloga, S.J. (1999). Soviet/Russian Armor and Artillery Design Practices 1945 to Present. Darlington Productions. ISBN 1-892848-01-5. Janes Armour and Artillery 2005-2006, ISBN 0-7106-2686-X Pranala luar Wikimedia Commons memiliki media mengenai 9M112 Kobra. Artikel bertopik senja...

 

 

Dian AnggrianieDian pada tahun 1955Lahir(1937-07-17)17 Juli 1937Bandung, Hindia BelandaKebangsaanIndonesiaPekerjaanAktrisTahun aktif1955–1961, 1970–1982 Dian Anggrianie (lahir 17 Juli 1937)[1] adalah seorang aktris berkebangsaan Indonesia yang aktif pada tahun 1950an hingga 1980an. Dian memulai kariernya sebagai pencatat skrip sebelum kemudian terjun sebagai pemain dalam dunia film.[1] Filmografi Setulus Hatiku (1955) Putra Solo (1955) Neng Atom (1956) Secretaresse (...

 

 

Petualangan Alice di Negeri Ajaib Judul dari edisi asli (1865)PengarangCharles Lewis Carroll DodgsonIlustratorJohn TennielNegaraInggrisBahasaBahasa InggrisGenreFiksi anak-anakPenerbitMacmillanTanggal terbit1865Jenis mediaPrintDiikuti olehThrough the Looking-Glass  Alice's Adventures in Wonderland atau Alice in Wonderland (1865), harfiah Petualangan Alice di Negeri Ajaib adalah cerita fiksi yang ditulis oleh penulis dari Inggris, Lewis Carroll. Alice in Wonderland termasuk ...

Duncan RenaldoDuncan Renaldo dalam kamar pialanya di Goleta, Calif., pada sekitar tahun 1973–74.LahirVasile Dumitru Cugheanos(1904-04-23)23 April 1904Oancea, Kabupaten Galați, RumaniaMeninggal3 September 1980(1980-09-03) (umur 76)Goleta, California, Amerika SerikatMakamCalvary Cemetery, Santa Barbara, CaliforniaKebangsaanAmerika SerikatTahun aktif1928–1980 Renault Renaldo Duncan (23 April 1904 – 3 September 1980), yang lebih dikenal sebagai Duncan Renaldo, adal...

 

 

Tionghoa Filipina 華菲人 IntsikTsinoyKardinal Sin 辛海梅Richard PoonSergio OsmeñaAlfredo Lim 林雯洛Ferdinand MarcosKim Chiu 張金珠Enchong DeeVicente LimAlodia GosiengfiaoBong RevillaLito LapidCorazon AquinoJesse RobredoDaerah dengan populasi signifikanMetro Manila, Metro Cebu, Angeles Baguio, Bacolod, Davao, Iligan, Iloilo, LagunaLucena, Sulu, Tarlac, Vigan, ZamboangaBahasaHokkien, Mandarin, Kanton, Teochew (Chao Chow), bahasa Filipina, Inggris Tionghoa Min, Tionghoa Yue, Hakkabe...

 

 

イスラームにおける結婚(イスラームにおけるけっこん)とは、二者の間で行われる法的な契約である。新郎新婦は自身の自由な意思で結婚に同意する。口頭または紙面での規則に従った拘束的な契約は、イスラームの結婚で不可欠だと考えられており、新郎と新婦の権利と責任の概要を示している[1]。イスラームにおける離婚は様々な形をとることができ、個�...

Jeonbuk Hyundai Motors Football ClubCalcio Greens, General Motors Segni distintiviUniformi di gara Casa Trasferta SimboliCorvo a tre zampe Dati societariCittàJeonju Nazione Corea del Sud ConfederazioneAFC Federazione KFA CampionatoKorea League Fondazione1994 Presidente Chung Eui-Sun Allenatore Dan Petrescu StadioJeonju World Cup Stadium(43.348 posti) Sito webhttps://hyundai-motorsfc.com/ PalmarèsTitoli nazionali9 Campionati sudcoreani Trofei nazionali5 Coppe della Corea del Sud1 Superc...

 

 

Halaman ini berisi artikel tentang tim Formula Satu yang dikenal sebagai Force India pada paruh akhir tahun 2018. Untuk tim Formula Satu Force India yang asli, lihat Force India. Untuk tim yang berkompetisi pada tahun 2019 dan 2020, lihat Racing Point F1 Team. Force IndiaNama resmiRacing Point Force India Formula One TeamKantor pusatSilverstone, Britania RayaPendiriLawrence StrollStaf terkenalSteve CurnowAndrew GreenAndy StevensonOtmar SzafnauerPembalap terkenalEsteban OconSergio PérezNama s...

 

 

Overview of the languages spoken in Singapore Languages of SingaporeA construction danger sign in Singapore's four official languages: English, Chinese (Mandarin), Malay and TamilOfficialEnglish, Chinese, Malay, TamilNationalMalayMainEnglish (de facto) Malay (de jure)VernacularSingapore English (formal), Singlish (informal)MinorityCantonese, Hokkien, Hainanese, Hakka, Teochew, Indonesian, Javanese, Japanese, Korean, Punjabi, MalayalamImmigrantArabic, Farsi, Armenian, Bengali, Hebrew, Hindi, T...

Metro station in Taipei, Taiwan Longshan Temple(Bangka Commercial Zone)龍山寺(艋舺商圈)Taipei metro stationEntrance 1Chinese nameTraditional Chinese龍山寺(艋舺商圈)Simplified Chinese龙山寺(艋舺商圈)TranscriptionsStandard MandarinHanyu PinyinLóngshān Sì(Měngjiǎ Shāngqquān)Bopomofoㄌㄨㄥˊ ㄕㄢ ㄙˋ(ㄇㄥˇㄐㄧㄚˇㄕㄤ ㄑㄩㄢ)Wade–GilesLung²-shan¹ Ssu⁴(Meng³-chia³ Shang¹-ch'uan¹)HakkaPha̍k-fa-sṳLiùng-sân-sṳ̀Southern MinTâi-l...

 

 

Barangay in Makati City, Metro Manila, Philippines Barangay in National Capital Region, PhilippinesForbes ParkBarangayGate along EDSA Map of Makati with Forbes Park highlightedCountryPhilippinesRegionNational Capital RegionCityMakatiDistrictPart of the 1st district of MakatiFounded1940sNamed forWilliam Cameron ForbesGovernment • TypeBarangay • Barangay CaptainEvangeline Manotok • Barangay Councilors Members Ana Maria BorromeoMaria Micaela RemullaMarcus Lesl...

 

 

Not to be confused with waterfall created by an artificial dam. Architecture resembling a drop in a river's course The Marmore's Falls in Umbria, Italy, the tallest artificial waterfall in the world An artificial waterfall is a water feature or fountain which imitates a natural waterfall.[1] Artificial waterfalls have long been featured in traditional Japanese gardens, where they can serve to highlight a scene or to provide focus. The classic gardening manual Sakuteiki, written in the...

1988 Puerto Rican general election ← 1984 November 8, 1988 1992 → Gubernatorial election   Nominee Rafael Hernández Colón Baltasar Corrada del Río Rubén Berríos Party Popular Democratic New Progressive Independence Alliance Democratic Republican Popular vote 871,858 820,342 99,206 Percentage 48.67% 45.79% 5.54% Results by municipality Governor before election Rafael Hernández Colón Popular Democratic Elected Governor Rafael Hernández Colón Popular Dem...

 

 

Australian electorate KeiraNew South Wales—Legislative AssemblyInteractive map of district boundaries from the 2023 state electionStateNew South WalesDates current1988–presentMPRyan ParkPartyLaborNamesakeMount KeiraElectors58,824 (2019)Area204.43 km2 (78.9 sq mi)DemographicProvincial Electorates around Keira: Wollondilly Heathcote Pacific Ocean Wollondilly Keira Wollongong Wollondilly Shellharbour Wollongong Keira is an electoral district of the Legislative Assembly i...

 

 

This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Steamboats of the Mississippi – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2017) (Learn how and ...

  此條目介紹的是古巴革命後的古巴共和國。关于古巴革命前的古巴共和國,请见「古巴共和國 (1902年—1959年)」。 古巴共和國República de Cuba 国旗 国徽 格言:¡Patria o Muerte, Venceremos!(西班牙語)“无祖国,毋宁死,我们将取得胜利!”[1]国歌:La Bayamesa[2](《巴亚莫之歌》)首都暨最大城市哈瓦那23°8′N 82°23′W / 23.133°N 82.383°W / 23.133; ...

 

 

Peta menunjukkan lokasi Pantabangan Data sensus penduduk di Pantabangan Tahun Populasi Persentase 199522.183—200023.8681.58%200725.5200.93% Pantabangan adalah munisipalitas yang terletak di provinsi Nueva Ecija, Filipina. Pada tahun 2010, munisipalitas ini memiliki populasi sebesar 25.520 jiwa dan 5.465 rumah tangga. Pembagian wilayah Secara administratif Pantabangan terbagi menjadi 14 barangay, yaitu: Cadaclan Cambitala Conversion Ganduz Liberty Malbang Marikit Napon-Napon Poblacion East P...

 

 

TteokbokkiNama KoreaHangul떡볶이 Alih AksaraTteokbokkiMcCune–ReischauerTtŏkpokki Tteokbokki (bahasa Korea: 떡볶이) adalah hidangan Korea berupa tepung beras yang dimasak dalam bumbu gochujang yang pedas dan manis. Tepung beras yang dipakai berbentuk bulat batang yang memanjang. Makanan ini juga termasuk dalam makanan internasional. Rempah-rempah yang digunakan di masakan ini bisa dibilang akan sedikit familiar di lidah orang-orang. Pada awalnya, makanan ini berasal dari masakan i...

Firma di Avildsen Oscar al miglior regista 1977 John Guilbert Avildsen (Oak Park, 21 dicembre 1935 – Los Angeles, 16 giugno 2017) è stato un regista, montatore e direttore della fotografia statunitense. Divenne noto per aver diretto i film cult Rocky e Per vincere domani - The Karate Kid. Indice 1 Biografia 2 Filmografia 2.1 Regista 2.1.1 Cinema 2.1.2 Televisione 2.2 Montaggio 2.3 Attore 3 Riconoscimenti 4 Note 5 Voci correlate 6 Collegamenti esterni Biografia Nato a Oak Park, in Illinois,...

 

 

Pier Paolo RossiInformazioni personaliArbitro di Calcio Federazione FIGC SezioneCiampino Attività nazionale AnniCampionatoRuolo 1995-20021996-2002Serie BSerie AArbitroArbitro Pier Paolo Rossi (Roma, 8 giugno 1962) è un ex arbitro di calcio italiano. Carriera Nato a Roma nel 1962, faceva parte della sezione AIA di Ciampino, in provincia di Roma. Nel 1995, a 33 anni, arriva ad arbitrare in Serie B, esordendo il 3 settembre in Foggia-Venezia del 2º turno di campionato, vinta per 1-0 dai pugli...