პირველი მსოფლიო ომი (ცნობილი როგორც ომი ყველა ომის დასასრულებლად (ინგლ.The war to end all wars) და დიდი ომი (ინგლ.The Great War)) — ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 8.5 მილიონი მებრძოლის და 13 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა,[5] გამოწვეული გენოციდების და ომთან დაკავშირებული ესპანური გრიპის შედეგად კიდევ 17-100 მილიონი ადამიანი დაიღუპა.[6][7][8]
ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდანშვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.
ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.
XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელზას-ლოთარინგიას დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.
ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც მათი ამბიციები გაზარდა.
გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მოეპოვებინა აფრიკასა და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.
ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა.
ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმათავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოება.
საფრანგეთს გადასცემოდა ელზას-ლოთრინგენი, რაინის მიწები და პფალცი, ბელგიას გადაეცემოდა ააჰენის მიდამოები,შლეზვიგ-ჰოლშტაინი დაუბრუნდებოდა დანიას, აღდგებოდა ჰანოვერის სამეფო.
თურქები გაიმაგრებდნენ პოზიციებს კავკასიაში, შეეცდებოდნენ ყველა თურქი ხალხის გაერთიანებას.
ომის გამოცხადება
ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩნიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა მათ. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით.
გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელები მობილიზაციას გამოაცხადებდნენ, გერმანია მათ ომს უცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი, რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია და იმავე საღამოს პირველებმა გადალახეს გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3 აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.
ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება.
ომის პირველი ეტაპი
პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთ ფრონტზე
გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ, რომ ერთდროულად ომი საფრანგეთთანაც და რუსეთთანაც ძალიან რთული იქნებოდა. ისიც ცნობილი იყო, რომ საფრანგეთი ბევრად სწრაფად ჩაატარებდა მობილიზაციას, ამიტომ გადაწყდა, რომ საფრანგეთისთვის, რაც შეიძლება მალე, მიეყენებინათ ძლიერი დარტყმა, რათა რუსეთთან უფრო თავისუფლად ეომათ. მიიჩნეოდა, რომ ფრანგები, უპირველეს ყოვლისა, ეცდებოდნენ, 1870 წელს დაკარგული ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნებას, ამიტომ გერმანელებმა ჯარები ჩრდილოეთიდან - ბელგიიდან შეიყვანეს და განიზრახეს, ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყათ. ეს გეგმა ეკუთვნოდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს გრაფ ალფრედ ფონ შლიფენს. ეს გეგმა არ მოიწონა ახალმა მეთაურმა ჰელმუტ ფონ მოლტკემ და მანვე შეცვალა. ახალი მონახაზის მიხედვით, ბელგიის გავლით საფრანგეთში შეჭრის შემდეგ, ჯარები ელზასსა და ლოტარინგიაში უნდა გაემაგრებინათ. მოგვიანებით ეს ცვლილება ძალიან ძვირად დაუჯდა გერმანიას.
გერმანიის ჯარი იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი და მათი არტილერია იმ დროინდელ მსოფლიოში საუკეთესო იყო, ხოლო საფრანგეთის ჯარის უპირატესობად მათი საბრძოლო ჟინი მიიჩნეოდა. ამიტომ ფრანგებმა გადაწყვიტეს, თავიდანვე ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ და მთავარი დარტყმა, სწორედ, ელზასზე და ლოტარინგიაზე განეხორციალებინათ.
ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბრიტანული არმია მხოლოდ მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ იგი, შედარებით, მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად მომზადებული. ამის გათვალისწინებით, ფრანგებს მათი ფლოტის იმედი უფრო ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ ბრიტანულ არმიას არ ჰყავდა კარგად მომზადებული რეზერვები. ომის დაწყებისთანავე, შეთანხმების თანახმად, ბრიტანელებმა გადასხეს საფრანგეთში ოთხი დივიზია და რამდენიმე კავალერისტული დანაყოფი.
ლორდ კიტჩენერმა, ბრიტანეთის სამხედრო მინისტრმა, გამოაცხადა მოხალისეთა მიღება ჯარში. მიუხედავად იმისა, რომ მსურველი ბევრი იყო, მათ გაწვრთნას არაერთი თვე დასჭირდა. ამ ჯარს კიტჩენერის „ახალი ჯარი“ უწოდეს.
14 აგვისტოს გერმანელებმა ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დაიკავეს. იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოტარინგიაში, სადაც თავდაპირველად უკან დახიეს გერმანელები, მაგრამ შემდეგ გერმანული არტილერიისა და ტყვიამფრქვევების მიწოლით თვითონ დაიხიეს უკან. უკან დახევისას, ფრანგებმა ორ კვირაში 300 000 კაცი დაკარგეს. ჩრდილო დასავლეთით კი გერმანელებს ეწინააღმდეგებოდა ერთი ფრანგული არმია და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი. ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიხიეს პარიზისკენ.
ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო გერმანელების მიერ, არამედ - აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე მარნასთან მომხდარმა ბრძოლამ კი საბოლოოდ დაასამარა ფონ შლიფენის გეგმები. გერმანელებმა დაიხიეს მდინარე ენისკენ, სადაც გამაგრდნენ.
პირველი საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე
აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანიის მცირერიცხოვანი ჯარები იდგნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც მათ თავი უნდა დაეცვათ ახალი დანამატების მიღებამდე. ავსტრიელები ჯერ კიდევ იბრძოდნენ სერბეთში, როდესაც ავსტრიის გენშტაბის უფროსმა კონრად ფონ გეტცენდორმა დაიწყო რუსულ პოლონეთზე თავდასხმის გეგმის შემუშავება. მას ჩრდილოეთიდან გერმანელების დახმარების იმედი ჰქონდა.
ავსტრიის შეიარაღებულ ძალებს ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა, მიუხედავად კარგი გაწვრთნისა და შეიარაღებისა, იგი ეთნიკურად ძალიან არაერთფეროვანი იყო და მისი ჯარისკაცები ათამდე სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. თან ყოველთვის იყო საშიშროება რომ ბრძოლისას ისინი თავის ეთნიკური მოძმეების წინააღმდეგ აღმოჩნდებოდნენ, ამ ყველაფრის გათვალისწინება უწევდა სარდლობას.
რუსეთის გეგმაში კი შედიოდა პოლონეთიდან შეტევა, აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელების ალყაში მოქცევა და ბერლინისკენ გალაშქრება. ამავდროულად უნდა შეჭრილიყვნენ ავსტრიულ გალიციაში და კარპატებთან გამაგრებული ავსტრიელები გაენადგურებინა. რუსულ არმიას შეეძლო 6 მილიონი ადამიანის მობილიზაცია და იგი ყველაზე დიდი იყო ევროპაში, მაგრამ ამავდროულად ყველაზე არამობილურიც. რკინიგზების ძალიან მცირე რაოდენობა არ აძლევდა რუსეთს სწრაფი მობილიზაციის ჩატარების საშუალებას.
ავსტრიის შეჭრა სერბეთში არ ვითარდებოდა გეგმისამებრ, სერბები კარგად იყენებდნენ მთიან რელიეფს რაც მათ თავდაცვაში უპირატესობას ანიჭებდა. თვენახევრის მანძილზე ავსტრია-უნგრეთმა ვერავითარ წარმატებებს ვერ მიაღწია, ხოლო დანაკარგები უკვე 40 000 კაცი ჰყავდა. გალიციაშიც არ მიდიოდა საქმე კარგად, ქალაქ ლემბერგთან (ლვოვი) ავსტრიის და რუსეთის ჯარებმა ბრძოლა გამართეს, დანაკარგები ორივე მხარეს ძალიან მძიმე ჰქონდა, თან ავსტრიელებს 100 კმ-ით დასავლეთით მოუწიათ დახევა.
აღმოსავლეთ პრუსიაში სიტუაცია ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა. 17 აგვისტოს რუსულმა კავალერიამ რენენკამპფის მეთაურობით გადაკვეთა საზღვარი და სამ დღეში შეუტია გერმანიის მერვე არმიას გუმბინემთან. მარჯვენა ფლანგზე რუსების შეტევა შეაჩერეს, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში რუსებმა მიაღწიეს წარმატებას. გერმანელებს დაეწყოთ პანიკა და არმიის მხედართმთავარმა ფონ პრიტვიცმა უკან დახევა დაიწყო.
23 აგვისტოს პრიტვიცი შეცვალეს პაულ ფონ ჰინდენბურგით ხოლო შტაბის უფროსად დაინიშნა ერიხ ფონ ლუდენდორფი. გერმანელებმა შესანიშნავად იცოდნენ რუსების ყველა გეგმები, რადგან რუსები ატარებდნენ დაუშიფრავ მოლასპარაკებებს პრიმიტიული აპარატურით. 26 აგვისტოს გერმანელებმა შეუტიეს რუსებს და 4 დღიანი ბრძოლის შედეგად გაანადგურეს სამსონოვის მეორე არმია. ამის შემდეგ რენენკამპფის პირველ არმიას შეუტიეს და მაზურიის ტბებთან ბრძოლის შემდეგ ნემანს იქით განდევნეს. რუსებმა 60 000 ადამიანი დაკარგეს.
ამრიგად, ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ვერცერთ ფრონტზე ვერცერთმა მხარემ მიაღწია სერიოზულ წარმატებას. თან გერმანელებს კარგად ესმოდათ, რომ რუსები თავიანთი ჯარების მცირე ნაწილს იყენებენ. ამავდროულად იაპონიამ შესთავაზა ინგლისს ჩინეთში გერმანული ბაზის ცინდაოს დაკავება. ინგლისურ-იაპონურმა ჯარებმა შეუტიეს და ნოემბრის დასაწყისში ცინდაო დაეცა და გერმანიამ დაკარგა შორეულ აღმოსავლეთში კოლონიები, მხოლოდ გერმანული ფლოტი გადარჩა, რომელმაც სამხრეთ ატლანტის ოკეანეში გაქცევა მოახერხა. ამავდროულად გერმანელებმა სამხრეთ დასავლეთ აფრიკის კოლონიაც დაკარგეს.
მოუხედავად იმისა,რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა,რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია.
დასავლეთის ფრონტზე პოზიციური ომი
1914
მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან ლა-მანშამდე წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. ფრანგებმაც და გერმანელებმაც ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭრა გადაწყვიტეს, ამიტომ 16 სექტემბერს ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს „ზღვისკენ სირბილი“ ერთ თვეში ფრედ დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს.
გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ იპრთან შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა, ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს „ახალშობილთა ჟლეტა“ უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მჭიდიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება.
იპრის ბრძოლამ ორივე მხარე გამოფიტა და ორივემ არჩია სანგრებში ჩაჯდომა. მალე შვეიცარიიდან ჩრდილოეთ ზღვამდე სანგრების უწყვეტი რიგი გაჩნდა. ჩრდილოეთით განლაგდა ბელგიის არმიის ნარჩენები და ფრანგული შენაერთები, შემდეგ ინგლისელები და მათგან მარცხნივ ფრანგების ძირითადი ძალები. დაიწყო პოზიციური სანგრებში ომი.
1914/15 წლების ზამთარი ძალიან ნესტიანი იყო, ამიტომ ორივე არმიის მთავარ მიზნად იქცა სანგრების წყლისგან დაცვა. შობაზე კი სანგრების ხაზს შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყო ორივე მხრიდან ჯარისკაცების მასიური დაძმობილება.
1915
ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც მოახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შევიდნენ, აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა.
თებერვალში საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა ჟოზეფ ჟოფრი, რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის ბრძანება, არტუაში, შამპანში და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ. შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა ხიშტები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აღწევდნენ დანიშნულების ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდებოდა შეტევაში და დროულად საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს.
ამიტომაც „სანგრებში ომის“ ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტილერიო დამუშავება იყო საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-იანი, გერმანული 77 მმ-იანი და ინგლისური 83.8 მმ-იანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი.
აპრილის ბოლოს გერმანელებმა პირველად გამოიყენეს მასიური განადგურების იარაღი - გაზი. პირველად ეს იპრთან ბრძოლისას მოხდა, ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს ქლორი. ალჟუირული დანაყოფებიდან უმეტესობა დაიხჩო, ხოლო კანადელებმა თავისებური გამოსავალი მონახეს, მათ მოშარდეს ცხვირსახოცებზე და ეს აიფარეს სახეზე, რითაც გადარჩნენ. იპრთან ბრძოლა 4 კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო დღეებში ჯარისკაცებმა მიიღეს ნამდვილი აირწინაღები. ამის შემდეგ გაზს ორივე მხარე იყენებდა რაც საკმაოდ ტიპური გახდა დასავლეთ ფრონტის ბრძოლებისთვის. იმავე წელს გერმანელებმა სხვა ახალი იარაღი გამოიგონეს - ცეცხლმფრქვევი.
ზაფხულის დასაწყისში ფრანგებმა 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ განახორციალეს ახალი შეტევა არტუაში, მაგრამ იმის გამო რომ სარდლობამ ისევ არ იცოდა რა ხდება წინა ხაზზე, შეტევა ჩაიშალა, თან გერმანელებს უკვე უკეთესი გამაგრებები ჰქონდათ. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები ჰქონდა, გერმანიაში და საფრანგეთში ჯარში ახალი გაწვევები დაიწყო, ხოლო ინგლისელები „ახალი ჯარების“ იმედათ იყვნენ.
25 სექტემბერს 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ არტუაში და შამპანში მოკავშირეებმა ისევ შეუტიეს, ინგლისელებმა თავდაპირველად გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, მაგრამ რეზერვები ძალიან გვიან მივიდნენ და გერმანელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება. ამ შეტევებმა მოკავშირეებს ვერანაირი შედეგი ვერ მოუტანა, თან 250 000 ადამიანი დაკარგეს, გერმანელებმა კი 140 000. ამრიგად ჯარებს მოუწიათ სანგრებში კიდევ ერთი ზამთრის გატარება.
1916
ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება, რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი ვერდენი იყო არჩეული. გერმანელებმა იერიში 21 თებერვალს დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია, მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააღმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ. ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350 000 ადამიანი დაკარგა და თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ.
ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. 24 ივნისს დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა 1 ივლისს დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავშირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრძოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.
ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც შეეძლო ტრანშეებისა და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს სექტემბერში. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.
1917
ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი რობერ ნევილით შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს ჰინდენბურგით და ლუდენდორფით, რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დანაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა ჰინდენბურგის ხაზი.
ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან უკან დახევისას მათ ბევრი ნაღმი დატოვეს, რაც მოკავშირეების წინსვლას ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა 9 აპრილსარასთან იერიში განახორციალეს.
პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს ვიმის ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში 16 აპრილზე გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად ანრი პეტენი დანიშნეს - ვერდენის ერთ-ერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.
თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევროპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისა ყველა გემს სძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, მექსიკაში ანტიამერიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.
მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების გადასატანად დასუსტებული ფრანგული პოზიციებიდან ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. ამისთვის ინგლისი გულდასმით მოემზადა. მათი მიზანი იყო ვიტესხეტე-მესინის ქედის დაკავება. გერმანული გამაგრებების გასანადგურებლად ინგლისელმა საპიორებმა მთებში ტუნელების თხრა დაიწყეს, მათში ასაფეთქებლების ჩასადებად. 7 ივლისს დილით ვიტესხეტე-მესინის ქვეშ აფეთქდა 9 უძლიერესი ასაფეთქებელი. ხმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზეც გაიგეს. ამის შემდეგ ბრიტანელებმა შეუტიეს და სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა. გეგმით ძირითადი იერიში ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ - 15 დღე.
იერიში 31 ივლისს დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ ფლანდრიის სადრენაჟო სისტემა მოშალა, ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.
ამ ბრძოლებს მესამე იპრი დაერქვა. ნოემბრისთვის ბრიტანელებმა დაიკავეს 41 კვადრატული მილი ჭაობი, უდიდესი დანაკარგების საფასურად. ტანკებმაც ვერ გაამართლა, ისინი პირდაპირი გაგებით ჩაიფლნენ ტალახში. სარდლობა ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ტანკი კარგი იარაღია, ამისთვის აირჩიეს მშრალი მონაკვეთი სომასთან კამბრეს რაიონში. 20 ნოემბერს საარტილერიო მომზადების გარეშე 378 ტანკმა გადაკვეთა ნეიტრალური ზოლი და გაარღვია გერმანული თავდაცვის ხაზი. იერიშს უძღვებოდა გენერალი ჰიუ ლუისი. ბრიტანელებმა 5 მილით შეაღწიეს გერმანულ პოზიციებში. ინგლისელებს იმედი დაებადათ რომ როგორც იქნა მოხდა ნანატრი გარდატეხა და ომის მიმდინარეოისას პირველად ინგლისის ეკლესიებში აჟღერდა ზარები, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მეორე დღეს მხოლოდ 40 ტანკმა შეძლო შეტევის გაგრძელება, თან გერმანელებმა რეზერვებს მოუხმეს. ნოემბრის ბოლომდე ინგლისელებმა კიდევ 2 მილით შეძლეს გაღრმავება, მაგრამ გერმანელებმა შეძლეს მძლავრი კონტრშეტევის ორგანიზება და ინგლისელები საწყის პოზიციებზე გადაისროლეს. 1917 წელს ზამთრის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უფრო გვიან მოხდა ვიდრე წინა წლებში. მოკავშირეები ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რაც ნიშნავდა მათი ომიდან გამორთვას. გერმანელებმა აღმოსავლეთ ფრონტიდან ჯარები დასავლეთში გადაიყვანეს, ხოლო ამერიკის ომში მონაწილეობა სიმბოლური კონტინგენტით იფარგლებოდა. ფრანგები და ინგლისელები კი 1917 წლის ოპერაციების შედეგად გამოიფიტნენ. ამიტომ მოკავშირეებმა თავდაცვით პოზიციებზე გადასვლა ამჯობინეს.
1918
გერმანელებმა კი შეიმუშავეს ახალი თავდასხმითი ტაქტიკა, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე უკვე იყო გამოყენებული. შეტევას იწყებდნენ სპეციალურად გაწვრთნილი საშტურმო რაზმები, რომლებიც ყველაზე დაძაბულ წერტილებს გვერდს უვლიდნენ, ამ წერტილების ჩახშობა უკან მომავალ ჯარებს ევალებოდათ და შედიოდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვაში რაც შეიძლება ღრმად. ხოლო წინასწარი მოკლე საარტილერიო მომზადება ემსახურებოდა წინა ხაზისა და უკანა ხაზებს შორის კავშირის გაწყვეტას.
პირველი დარტყმა ინგლისელების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანელებს სურდათ მათი ფრანგებისგან მოჭრა და ლა-მანშისკენ გადასროლა. გერმანელებს ის პირობა უწყობდა ხელს რომ, „მესამე იპრის“ კრახის შემდეგ ინგლისურმა სარდლობამ შეწყვიტა ახალი ჯარების გადასროლა საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ინგლისელებმა იკისრეს მდინარე უაზას სამხრეთით 25 მილიანი მონაკვეთის დაცვა. 21 მარტს გერმანელებმა შეუტიეს, ინგლისელებს კი ჯერ არ ჰქონდათ გამაგრებები მზად. ამასთან ერთად, საშტურმო რაზმებმა როდესაც დაიწყეს ოპერაცია, ძლიერი ნისლი ჩამოწვა. მათ მოახერხეს უკიდურესი ჩრდილოეთის ნაწილის გარდა მთელი თავდაცვის ზოლის გარღვევა. სამხრეთით ბრიტანული მეხუთე არმია 15 დღიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა შეტევა ამენთან შეჩერდა, ინგლისელებმა ყველაფერი დაკარგეს რაც 1916 წლიდან მოიპოვეს.
9 აპრილს გერმანელებმა შეუტიეს მდინარე ლისთან, ბელგიის საზღვართან, აქაც ბრიტანელებს მოუწიათ დახევა, მაგრამ აპრილის ბოლოს მოკავშირეებმა მოახერხეს თავდაცვის ხაზების გამაგრება და გერმანელთა შეტევები შეაჩერეს.
ამის შემდეგ გერმანელებმა ფრანგებს შეუტიეს შმენ-დე-დამის რაიონში, რათა ფრანგების ყურადღება გაეფანტათ და კიდევ ერთხელ დაერტყათ ინგლისელებისთვის. საშტურმო რაზმები მანამდე მივიდნენ, მაგრამ აქ ისინი ამერიკელებმა შეაჩერეს. ამ დროისთვის ამერიკის სამხედრო კონტინგენტი ევროპაში საგრძნობლად გაიზარდა. 9 ივნისს გერმანელებმა უაზასთან სცადეს დარტყმა, ფრანგებმა უკვე იცოდნენ მათი ტაქტიკა, ამიტომ საშტურმო რაზმები ჯერ გაატარეს შემდეგ კი ფლანგებიდან დაარტყეს.
ეს ოთხი თავდასხმითი ოპერაცია გერმანელებს 800 000 მოკლულის და დაჭრილის ფასად დაუჯდათ, გერმანელები უკვე გამოიფიტნენ. მიუხედავად ამისა ლუდენდორფმა 15 ივლისს შამპანსი 52 დივიზია გაუშვა შეტევაზე, მაგრამ აქაც ფრანგებმა და ამერიკელებმა ფლანგებიდან დაარტყეს.
ამით დასრულდა გერმანიის იმედები დასავლეთ ფრონტზე გამარჯვებაზე ამერიკის სამხედრო კონტინგენტის ჩამოსვლამდე. ინიციატივა ისევ მოკავშირეების ხელში გადავიდა.
აღმოსავლეთის ფრონტი
1914
როგორც დასავლეთის ფრონტზე, ასევე აღმოსავლეთზეც თავდაპირველი საომარი გეგმები ჩავარდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის რომ ავსტრია-უნგრეთის ჯარები ვერ გაუმკლავდნენ სერბებს. სერბებმა და ჩერნოგორელებმა არა მხოლოდ შეაჩერეს შეტევა, არამედ დეკემბერში უკან დუნაის მეორე მხარეს დაახევინეს.
მიუხედავად იმისა რომ სექტემბრის შუა რიცხვებში რუსებმა ნახევარი მილიონი დაკარგეს, ისინი მაინც არ დასუსტდნენ, ციმბირიდან და ურალიდან გაუთავებლად მოდიოდა ჯარისკაცთა ახალი ეშელონები. რუსებმა გადაწყვიტეს ავტრიელებისთვის სელეზიაში დარტყმა. გერმანელებმა იცოდნენ ამის შესახებ და იმასაც აცნობიერებდნენ, რომ ავსტრიელები დამოუკიდებლად ვერ აღუდგებოდნენ რუსებს, ამიტომ აღმოსავლეთ პრუსიიდან ჯარების ნაწილი გადაიყვანეს ავსტრიელთა დასახმარებლად. თავდაპირველად გერმანელებმა გადაწყვიტეს ვარშავის დაკავება, სადაც რუსებს ტყვია წამლის საწყობები ჰქონდათ, მაგრამ რუსების მხედართმავრისთვის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვისთვის, ცნობილი გახდა ეს ჩანაფიქრი. 9 ოქტომბერს გერმანელებმა გადაკვეთეს ვისლა და მიადგნენ ვარშავას. დაიწყო ბრძოლა, მაგრამ გერმანელებს შეეშინდათ რუსების ფლანგიდან შეტევის და დაიხიეს.
რუსები ისევ შევიდნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, მიუხედავად იმისა რომ გერმანული თავდაცვა იქ შესუსტებული იყო, მათ მაინც მოახერხეს რუსების შეტევის შეჩერება. როდესაც გერმანელებმა ვარშავიდან დაიხიეს რუსებმა ავსტრიელებს შეუტიეს და სილეზიაში შეჭრისთვის მომზადებაც დაიწყეს. გერმანელებმა წინასწარ იცოდნენ რუსების გეგმების შესახებ და ლოძთან შეტაკების შედეგად ისინი ვარშავისკენ დახიეს. ამით რუსების შესატევი გეგმები ჩაიშალა.
1915
გერმანული არმია რუსულზე ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ რუსული ავსტრიულს მაინც ჯობდა, ამიტომ გერმანიის აქტიური მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე აუცილებელი იყო. გერმანელებმა გადაწყვიტეს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ პრუსიაში შეტევა და სამხრეთით კარპატებზე. იანვრის დასაწყისში დაიწყო კარპატებზე შეტევა, მაგრამ ღრმა თოვლის გამო შეტევა შეჩერდა. მარტში კი რუსებმა კონტრშეტევა განახორციალეს და დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები.
აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელებს საქმე უკეთესად წაუვიდათ. ძალიან ცუდად შეიარაღებულ მეათე არმიას ალყა შემოარტყეს და 90 000 რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მაგრამ შემდეგ რუსებს კიდევ ერთი არმია დაემატათ და შეძლეს კონტრშეტევის განხორციალება და გერმანელების შეჩერება. ამის შემდეგ გერმანულმა გენშტაბმა პრიორიტეტულად სამხრეთით შეტევა მიიჩნია.
ამასობაში გერმანიის მხარეს ომში ჩაერთო თურქეთიც. მათ შეუტიეს რუსეთში შემავალ სომხეთს, მაგრამ რუსებმა მათ უკან დაახევინეს. მეტი წლის ბოლომდე ამ ფრონტზე არაფერი არ მომხდარა, რადგან შეტევისთვის არცერთ მხარეს არ ჰქონდა საკმარისი ძალა.
1915 წლის გაზაფხულზე რუსეთის თხოვნით დარდანელებზე დაიწყო ინგლისურ-ფრანგული ოპერაცია. მოკავშირეებმა გადმოსხეს დესანტი, მაგრამ თურქებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და ეს ოპერაციაც ჩიხური სიტუაციით დამთავრდა. მოკავშირეებმა 250 000 ჯარისკაცი დაკარგეს და 1916 წლის დასაწყისში მოახდინეს ჯარების ევაკუაცია.
მაისში ავსტრია-უნგრეთს ომი იტალიამ გამოუცხადა ტიროლის ანექსიის მიზნით. იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთით გაიმართა ბრძოლები, მაგრამ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო შემდეგი ორწლინახევრის მანძილზე უპირატესობის მიღწევა. იმავე თვეს გერმანელებმა და ავსტრიელებმა შეუტიეს რუსებს ვისლასთან ქალაქებს გორლიცასა და ტარნუვის შორის. რუსებმა დაკარგეს ლვოვი და ვარშავა, მაგრამ მეტი უკან აღარ დაიხიეს და რიგიდანჩერნოვიცამდე (რუმინეთის საზღვარი) გამაგრდნენ.
ბალკანეთზე ოქტომბრამდე არაფერი არ ხდებოდა. ოქტომბერში კი გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის მხარეს ომში ბულგარეთი ჩაება და შეუტია სერბებს. სერბულ არმიას მოუწია ალბანეთში გაქცევა და იქიდან კუნძულ კორფაზე ევაკუაცია. ინგლისელებმა და ფრანგებმა ვერ მოასწრეს მათი დახმარება.
1916
წლის დასაწყისშივე ავსტრიელებმა დაამარცხეს ჩერნოგორია და ალბანეთი. ამრიგად აღმოსავლეთ ფრონტზე აშკარა უპირატესობას ფლობდნენ გერმანელები და ავსტრიელები. იანვარში რუსებმა თურქულ სომხეთს შეუტიეს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ აიღეს ერზრუმი და ტრაპიზონი. თურქებმა კონტრსეტევის განხორციელება ვერ შეძლეს.
4 ივნისს რუსებმა ალექსეი ბრუსილოვის ხელმძღვანელობით კარპატების ავსტრიელებს შეუტიეს. ავსტრიელები ვერ აჩერებდნენ რუსებს, გერმანელების ძირითადი ძალები კი დასავლეთ ფრონტზე იყო კონცენტრირებული, ამიტომ ძალიან გაუჭირდათ ძალების შეკრება და ავსტრიისთვის დახმარება. აგვისტოში კი ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიას ომი რუმინეთმა გამოუცხადა. რუსების წინსვლა კი რესურსების უკმარისობის გამო შეწყდა თან გერმანელებმა მას უკან დახევა აიძულეს. შემდეგ რუმინეთს შეუტიეს და წლის ბოლოს რუმინელებს მარტო ერთი პროვინცია - მოლდოვა დარჩათ.
1916 წლის ბოლოს ომის შედეგები ძალიან მძიმედ აისახა რუსეთზე, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იყო. კომუნისტების გამოსვლები კიდევ უფრო ამწვავებდნენ სიტუაციას. ომის გარდა ქვეყანაში სერიოზული შინაგანი არეულობა დაიწყო. ამ მოვლენების შედეგად 1917 წლის 15 მარტსნიკოლოზ II იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე.
გერმანელებმა კარგად იცოდნენ რუსეთში არსებული სიტუაციის შესახებ და როგორც კი შეეძლოთ ხელი შეუწყეს ბოლშევიკებს. დააბრუნეს რუსეთში მათი ლიდერი ლენინი, რომელმაც დააჩქარა ოქტომბრის რევოლუცია.
დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრი ალექსანდრე კერინსკი კი დემორალიზებულ არმიაში სიტუაციის მოგვარებას ცდილობდა. მან გალიციაში დიდი შეტევის გეგმა დაამუშავა, ბრუსილოვი კი მთავარსარდლად დანიშნა. შეტევა 1 ივლისს დაიწყო, რომელსაც ორდღიანი საარტილერიო მომზადება უძღვოდა წინ. რუსებმა მოახერხეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ ისევ და ისევ ცუდი მომარაგების გამო ვერ შეძლეს შეტევის გაგრძელება, ავსტრიელებმა კი მოკლე ხანში მოაგროვეს რეზერვები. 16 ივლისს რუსები ფრონტის მთელ ხაზზე შეაჩერეს, ხოლო 3 დღეში გერმანელებმა და ავსტრიელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. რუსულ არმიაში დაიწყო მასიური დეზერტირობა. რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, გერმანელებმა ამით ისარგებლეს და სექტემბერში აიღეს რიგა.
ნოემბერში კი მოხდა რევოლუცია და რუსეთი პრაქტიკულასდ გამოეთიშა ომს. 1918 წლის 3 მარტს კი რუსებმა ბრესტ-ლიტოვსკში ზავს მოაწერეს ხელი, რომლითად დაკარგეს ბალტიისპირეთი, ფინეთი, ამიერკავკასიის სამხრეთი და უკრაინის დიდი ნაწილი. გერმანიამ კი მთელი ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლა.
აღმოსავლეთ ფრონტზე ომის შეწყვეტა უპირველეს ყოვლისა იტალიელებმა იგრძნეს. ოქტომბრიდან გერმანელებმა და ავსტრიელებმა ერთად შეუტიეს იტალიის ჩრდილო დასავლეთს და უკან დახიეს იტალიელები. დახევა მხოლოდ მდინარე პიავესთან შეწყდა. ინგლისელები და ფრანგები იძულებულნი გახდნენ იტალიაში 11 დივიზია გადაესროლათ სიტუაციის გამოსასწორებლად.
ომი ზღვაზე
1914 წელს ზღვაზე ომი დაიწყო გერმანიის მიერ ინგლისის ტერიტორიული წყლების დანაღმვით. გერმანული ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ ისინი ერიდებოდნენ ღია მასშტაბურ ბრძოლებს. პირველი შეტაკება მოხდა გელგოლანდთან აგვისტოს ბოლოს, სადაც გერმანელებმა 3 მსუბუქი კრეისერი ერთი ნაღმოსანი გემი დაკარგეს.
4 აგვისტოს კრეისერებმა „გებენმა“ და „ბრესლაუმ“ ცეცხლი გაუხსნეს ალჟირს და წავიდნენ თურქეთის მიმართულებით. შემდეგ ეს გემები არაერთხელ ემუქრებოდნენ რუსეთის ფლოტს შავ ზღვაში, სანამ თვითონ არ აფეთქდნენ 1918 წელს.
აქტივობით გამოირჩეოდა გერმანიის შორი აღმოსავლეთის ფლოტი ადმირალი გრაფ ფონ შპეეს მეთაურობით, რომლებიც აფერხებდნენ ინგლისის ფლოტს ინდოეთის ოკეანეში.
სამხრეთ ატლანტის ოკეანეში 1914 წლის 1 ნოემბერს გერმანელებმა ჩილეს სანაპიროსთან დაამარცხეს ინგლისელები, რომლებმაც 8 დეკემბერსფოლკლენდის კუნძულებთან აიღეს რევანში. შპეეს 4 გემი ჩაძირეს, ხოლო გადარჩენილი „დრეზდენი“ 1915 წელს იპოვეს და გაანადგურეს, ასე დასრულდა გერნმანული ფლოტის აქტივობა ოკეანეებში.
ჩრდილოეთ ზღვაში გერმანელებსა და ინგლისელებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა 1915 წლის იანვარში დოგერ-ბანკისთვან. ადმირალ დევიდ ბიტის მეთაურობით 5 კრეისერი შეებრძოლა გერმანულ გემებს. ორივე მხარემ სერიოზული დანაკარგები განიცადა და გერმანელებმა უკან დაიხიეს. ამ ბრძოლის შემდეგ გერმანელების პრიოტიტეტი წყალქვეშა გემები გახდა, ინგლისელებმა კი ყურადრება დარდანელებზე გადაიტანეს.
დარდანელებზე თავდასხმა რუსეთის თხოვნით უნდა განხორციალებულიყო, რათა თურქეთის ყურადღება კავკასუიიდან სხვა რეგიონში გადასულიყო. უინსტონ ჩერჩილმა შეიმუშავა დარდანელებზე თურქული ფორტების შეტევის გეგმა. ამოცანის წარმატებას ხელი ცუდმა ამინდმა და მინებმა შეუშალა. ინგლისელებმა ვერაფრით ვერ შეაღწიეს შავ ზღვაში და დესანტი ხმელთაშუა ზღვიდან გადმოსხეს.
1915 წლის მაისიდან იტალიის ომში ჩართვის შემდეგ მოკავშირეებმა ავსტრიის ფლოტი აღმოჩნდა ჩრდილო ადრიატიკის ზღვაში ჩაკეტილი პორტ პულუში. მიუხედავად ამისა ავსტრიელები გერმანელები ახერხებდნენ ამ ბარიერების გადალახვას. 1916 წელს გერმანულ ფლოტს სათავეში ადმირალი რაიხარდ ფონ შეერი ჩაუდგა. მან განაახლა ბრიტანეთის ნაპირების შეტევები. გერმანელებმა განიძრახეს ბრიტანული ფლოტის ნაწილის ალყა და განადგურება, ოპერაცია 31 მაისს იყო დანიშნული. ბრიტანელებმა წინასწარ შეიტყვეს გერმანელთა გეგმის შესახებ და გაცილებით მეტი გემი გაგზავნეს ნორვეგიის ნაპირებთან, სადაც უნდა შემდგარიყო ეს ოპერაცია.
ბიტი პირველი შეებრძოლა გერმანული ფლოტის კრეისერებს. გერმანელებმა ორი ინგლისური კრეისერი ჩაძირეს. გერმანელებს უკვე ეგონათ რომ თავისი მძლავრი არტილერიით დაამარცხეს ბიტის ფლოტი, მაგრამ, დღის მეორე ნახევარში ინგლისელთა ფლოტის მეორე ნაწილი გამოჩნდა. ინგლისელებმა ჩაძირეს გერმანელთა ორი კრეისერი და ლინკორი, რითაც დამთავრდა ბრძოლა.
იუტლანდიის საზღვაო ბრძოლის შემდეგ გერმანულ ფლოტს ჩრდილოეთის ზღვაში აღარ განუხორციალებია საომარი ოპერაციები.
წყალქვეშა ომი
პირველი მსოფლიო ომის საზღვაო ბრძოლებში აქტიურად გამოიყენებოდა წყალქვეშა გემები. იგივი ომის დასაწყისშივე გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო გემების ჩასაძირად, დასაზვერად და ნაღმების დასამონტაჟებლად. ასე ბრიტანელებმა ომის დასაწყისშივე მოახდინეს გერმანული სავაჭრო ფლოტის პარალიზება, რამაც მოგვიანებით გამოიწვია გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი. გერმანელებმა ვერ შეძლეს ბრიტანეთის საპასუხო ბლოკადის მოწყობა, რადგან ამ პერიოდში მათ მხოლოდ 28 წყალქვეშა გემი ჰყავდათ, მიუხედავად ამისა, გერმანული სუბმარინები აქტიურად ძირავდნენ ინგლისურ გემებს ბრიტანეთის ნაპირებთან. 1915 წლის ბოლოსკენ სუბმარინების სიმცირის გამო წყალქვეშა ომმა დაკარგა აქტუალურობა.
1916 წლის 24 მარტს გერმანელებმა ჩაძირეს ინგლისური გემი „სასექსი“, რომელზეც ამერიკის ბევრი მოქალაქი იყო. ამ ამბავმა ამერიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და გერმანელებმა შეაჩერეს წყალქვეშა ოპერაციები, იმის შიშით, რომ ამერიკაც არ ჩართულიყო ომში. ამის შემდეგ გერმანელული წყალქვეშა ფლოტის აქტივობამ ხმელთაშუა ზღვაში გადაინაცვლა.
1916 წლის ბოლოს დასავლეთ ფრონტზე სიტუაცია გერმანელებისთვის არც ისე კარგად ვითარდებოდა, უფრო სწორად საერთოდ არანაირად არ ვითარდებოდა. ამიტომ სარდლობას იმედი ჰქონდა რომ ძლიერი წყალქვეშა შეტევით გამოეწვიათ ბრიტანულ სავაჭრო ფლოტში ისეთი დანაკარგები, რომ ინგლისელებს თვითონ ეთხოვათ მშვიდობა. დეკემბერში კი გერმანელებმა დაიწყეს ტოტალური წყალქვეშა ომი, ისინი ნეოტრალურ გემებსაც აღარ ინდობდნენ.
ინგლისელები სხვადასხვა ტიპის მინებით ებრძოდნენ გერმანულ წყალქვეშა გემებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისად ეფექტიანი. გერმანული სუბმარინები 1917 წლის დასაწყისში უკვე სერიოზულად დაემუქრნენ ინგლისურ ეკონომიკას. მოკავშირეები გადაარჩინა ომში ამერიკის ჩართვამ. ზაფხულიდან კი ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მიმართეს სავაჭრო გემების ექსკორტირებას სამხედრო გემებით, რამაც საგრძნობლად შეამცირა ბრიტანელთა დანაკარგები, ხოლო გერმანელების გაზარდა. ამას მოყვა გერმანიის ეკონომიკის სრული პარალიზება, რამაც გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება და პაციფისტური განწყობის ზრდა.
ომი ჰაერში
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის აეროპლანები ჯერ ახალი ხილი იყო. მათ იყენებდნენ როგორც დაზვერვისთვის ასევე დასაბომბად. ომის დასაწყოსში ლიდერობდნენ გერმანული თვითმფრინავები, ისინი რეგულარულად უტევდნენ დასავლეთ ფრონტზე მოკავშირეთა პოზიციებს. მხოლოდ 1916 წლის ივლისში ინგლისურმა F-2-მა და ფრანგულმა „ნიუპორ ბეიბიმ“ გაათანაბრეს მდგომარეობა. ეს თვითმფრინავები ტექნიკურად უკეთესები იყვნენ ვიდრე გერმანული „აინდეკერები“. გერმანელებმა მალე შექმნეს უკეთესი თვითმფრინავები და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, ისინი მიფრინავდნენ მთელი ესკადრილიებით, 14 თვითმფრინავით.
1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ თვეს „სისხლიანი აპრილი“ შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები „სპადი“ და „ნიუპორ-17“. ინგლისელებმა კი „სოპვიჩ პაპი“ და „სოპვიჩი“ გამოუშვეს.
ავიაციის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საჰაერო ბრძოლები დასავლეთ ფრონტზე არ იყო იშვიათობა. ინგლისელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის თვითმფრინავები - „DH-4“ და „DH-9“, გერმანელებმა „AEG“, ფრანგებმა კი „ბრეგე“. ესენი იყო მბომბავი თვითმფრინავები.
ბომბავდნენ იარაღის საწყობებს და შტაბებს. ისინი ასევე ბომბავდნენ და ტყვიათმფრქვევებით ცხრილავდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებს, ამრიგად შეტევისას ეხმარებოდნენ თავის ჯარებს და იძლეოდნენ ბრძოლის მიმდინარეობაზე ინფორმაციას. 1917 წლის ნოემბრიდან, კამბრეს ბრძოლის შემდეგ თვითმფრინავები და ტანკები ერთად ახორციალებდნენ შეტევებს.
დასავლეთ ფრონტზე ჩატარებული ბრძოლის მოდელი განმეორებული იყო აღმოსავლეთ ფრონტზეც საბერძნეთშიც და ახლო აღმოსავლეთშიც.
ამის გარდა ავიაცია გამოიყენებოდა ზღვაზე დასაზვერად. თვითფრინავებს ძალიან მცირე რადიოსზე შეეძლოთ ფრენა, ამიტომ დაზვერვისთვის დირიჟაბლებსაც იყენებდნენ. დაიწყო ჰიდრო თვითმფრინავების მშენებლობა, რომლებსაც წყლიდან აფრენა უნდა შეძლებოდათ. ჰიდროთვითმფრინავების წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ გამოყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ იმ მიზეზის გამო რომ მათაც მცირე რადიოით შეეძლოთ ფრენა, ეს გეგმა არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამერიკელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის ჰიდროთვითმფრინავები - „მფრინავი ნავები“ რომლებსაც დაბომბვაც შეეძლოთ და ჰაერში 6 საათამდე ჩერდებოდნენ. გერმანელებმა საპასუხოდ თავისი მოდელები გამოუშვეს ჩრდილოეთ ზღვაზე საპატრულოდ. აქაც ხშირად იმართებოდა საჰაერო ბრძოლები.
იგივე მიზნებისთვის გამოიყენებოდა დირიჟაბლებიც. დირიჟაბლს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მას 48 საათი შეეძლო ჰაერში ყოფნა, ნაკლი კი იყო, რომ მარტო კარგ ამინდში შეეძლო მოქმედება. 1917 წელს სამხედრო გემების გემბანებიდან სოპვიჩ-პაპები ფრინდებოდნენ და ჯდებოდნენ. ავიამზიდები ჯერ არ იყო, ამიტომ ასეთი მანევრებისთვის მფრინავს დიდი შრომა სჭირდებოდა. უბედური შემთხვევებიც ხდებოდა. ამიტომ გამოუშვეს გემი რომელსაც ასაფრები და დასაჯდომი გემბანები ჰქონდა.
პირველ მსოფლიო ომში ავიაციამ თავი იჩინა ქალაქების დაბომბვაში, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. 1914 წლის 30 აგვისტოს გერმანულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ბომბი პარიზში, რის შედეგათაც დაიღუპა ერთი ქალი. 1915 წლის 31 მაისს დაიბომბა ლონდონი, დაიღუპა 7 ადამიანი.
ამრიგად ეს პირველი მასშტაბური ომი იყო რომელშიც ფართოდ იქნა გამოყენებული ავიაცია და განსაზღვრა სამხედრო ავიაციის განვითარება.
ომის უკანასკნელი სტადია
1918 წლისთვის დასავლეთ ფრონტზე გერმანელებიც, ფრანგებიც და ინგლისელებიც დასუსტებულები იყვნენ სანგრებში სამწლიანი ჯდომის შემდეგ. რუსეთის ომიდან გასვლის შემდეგ გერმანელებმა აღმოსავლეთიდან ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლეს, რამაც ცოტა ხნის მანძილზე შეამსუბუქა მათი მდგომარეობა, მაგრამ მოკავშირეებს ხელთ უკეთესი კოზირი ჰქონდათ, გაზაფხულზე კონტინენტზე უკვე 300 000 ამერიკელი ჯარისკაცი იყო, მათი რაოდენობა კი თვეში 250 000-ით იზრდებოდა. ამერიკის ომში ჩართვა გამოფიტული ინგლისელებისთვის და ფრანგებისთვის გადამრჩენელი იყო. გერმანულ არმიაში სხვა ყველაფერთან ერთად საკვები პროდუქტის ნაკლებობაც იყო.
მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ომში 1917 წლის გაზაფხულზე ჩაერთო,ამერიკელებმა აქტიურად მონაწილეობა ბრძოლებში მხოლოდ 1918 წლის გაზაფხულზე მიიღეს, რადგან ამერიკული ჯარი სრულიად არ იყო მზად ისეთი ომისთვის როგორიც დასავლეთ ფრონტზე განვითარდა. ამერიკულ კორპუსს ჯონ პერშინგი ხელმძღვანელობდა. მან ჩამოაყალიბა პირველი ამერიკული არმია, რომელშიც 14 დივიზია შედიოდა. ახალი ამერიკული არმია საბრძოლველად პირველად 1918 წლის 24 ივლისს შამპანში გავიდა.
სხვა ფრონტებზეც ინიციატივა ანტანტის ქვეყნებისკენ გადავიდა. ოქტომბერში მოკავშირეებმა გადალახეს მდინარე პიავა და შეუტიეს ავსტრიელებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი იძულებულები იყვნენ სწრაფად დაეხიათ. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ ავსტრიელებმა მოითხოვეს დაზავება. ისევე შეუტიეს ბულგარელებსაც სალონიკებში. 3 ნოემბერს ავსტრია-უნგრეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
ამის გარდა ახლო აღმოსავლეთშიც ინგლისელებმა მოიპოვეს მთელი რიგი გამარჯვებები. მათ აიღეს ბაღდადი, შემდეგ დაიკავეს ბაქო, 1917 წლის ბოლოს იერუსალიმი. ამავდროულად თურქების ზურგს უკან ბრიტანელი ოფიცერი თომას ლოურენსი აწარმოებდა პროპაგანდულ მუშაობას არაბებში და მიაღწია მათ აჯანყებას. თურქები მიხვდნენ რომ აჯანყებას ვერ ჩაახშობენ ომის მსვლელობისას და 30 ოქტომბერს კაპიტულაცია გამოაცხადეს.
გადამწყვეტი ბრძოლები კი დასავლეთ ფრონტზე ვითარდებოდა. ფრანგებმა შეუტიეს გერმანელებს შამპანში, შემდეგ ბრიტანელებმა, 8 აგვისტოს, ამენში. გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა ლუდენდორფმა ამ დღეს გერმანიის არმიის შავი დღე უწოდა. გერმანლებმა შეძლეს ამ შეტევის შეჩერება. სექტემბერში სენ-მიშელთან აკერიკელებმა შეუტიეს გერმანელებს. რის შემდეგაც ბრიტანელებმა და ბელგიელებმა შეუტიეს იპრთან, ამერიკელებმა და ფრანგებმა კი არგონზე. ბრძოლები ძალიან სასტიკი იყო. გერმანელები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მოკავშირეებს ყოველი მეტრი მიწისთვის რაც შეიძლება მეტი სისხლი დაეღვარათ.
ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანელებმა მოახერხეს ჰინდენბურგის ხაზის გარღვევა. სანგრებში ომი დასრულდა და ისევ მობილური ომი დაიწყო. გერმანული არმია კარგად იბრძოდა, მაგრამ გერმანიაში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. ბლოკადის გამო ქვეყანაში საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტი იყო. უფრო და უფრო ძლიერდებოდაპაციფისტური განწყობები. ფრონტის ხაზზეც კი ჯარისკაცებს საშინელი საკვები ჰქონდათ. ამის გარდა გერმანიაში ჯარისკაცთა კატასტროფული დეფიციტიც დაიწყო. ჯარში უკვე 16-17 წლის ბიჭებს იწევედნენ. ოქტომბრის ბოლოსთვის ცხადი იყო რომ გერმანია დამარცხების ზღვარზეა. ლუდენდორფმა გადაწყვიტა ჯარების გერმანიის დასავლეთ საზღვართან გადაყვანა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.
სამშვიდობო მოლაპარაკებები
სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფუძვლად ვილსონის 14 პუნქტი ედო, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის იანვარში იყო შემუშავებული. ამ დოკუმენტის თავახმად გერმანიას და ავსტრია-უნგრეთს ომის მსვლელობისას დაპყრობილი ტერიტორიები უნდა დაეთმოთ, ავსტრია-უნგრეთის და ოტომანთა იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს ეძლეოდათ საკუთარი ეთნიკური სახელმწიფოების ჩამოყალიბების საშუალება, ხოლო გერმანიას უნდა დაებრუნებინა საფრანგეთისთვის ელზასი და ლოტარინგია. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მიიღო.
მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, თუმცა დასავლეთ ფრონტზე ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ვილსონის 14 პუნქტი გერმანიისთვის მისაღები იყო, მაგრამ მოკავშირეთა სამხედრო მეთაურები არ თანხმდებოდნენ ამაზე, მათ სურდათ გერმანიისგან სრული კაპიტულაცია. არეულობები დაიწყო გერმანულ ფლოტზეც და რეზერვულ ჯარებში, რომლებიც ჯარისკაცთა დებუტატებს ირჩევდნენ, ბოლშევიკური მოდელით.
ავსტრიის კაპიტულაციის შემდეგ გერმანია იზოლაციაში აღმოჩნდა. ქვეყანაში არეულობა სუფევდა და მძლავრობდა რევოლუციური მოძრაობა. მემარცხენებმა მოითხოვეს ომის სასწრაფოდ შეწყვეტა და ბერლინში საყოველთაო გაფიცვა მოაწყვეს.
7 ნოემბერს გერმანელებმა ფოშთან გაგზავნეს მოსალაპარაკებლად ხალხი. ფოშმა დაუყენა პირობა, რომ გერმანელებს უნდა სასწრაფოდ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორიები და გადფაეცათ მთელი ტექნიკა მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაიკავებდნენ რეინის დასავლეთ ნაპირს. გერმანელები იძულებულები იყვნენ დათანხმებოდნენ.
9 ნოემბერს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ მოაწყო გადატრიაალება კაიზერის ვილჰელმ II-ს წინააღმდეგ, რომელსაც აიძულეს ტახტზე უარის თქმა და გერმანიის დატოვება.
11 ნოემბერს დილის 5 საათზე, როდესაც დასავლეთ ფრონტზე არტილერია ბობოქრობდა, კომპიენის ტყეში რკინიგზის ვაგონში ხელი მოეწერა ზავს. მიუხედავად ამისა კიდევ 6 საათის მანძილზე ფრონტზე იღუპებოდნენ ჯარისკაცები. ცეცხლი მხოლოს დილის 11 საათზე შეწყდა. უკანასკნელ დაღუპულ ჯარისკაცად მიიჩნევა ჯორჯ ლოურენს პრაისი, კანადელი ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა 10:58-ზე სნაიპერის ტყვიისგან. 11 საათზე კი საფრანგეთში და ფლანდრიაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, როგორიც აქ არ იყო ოთხ წელიწადზე მეტი.
ომის დასრულების შესახებ ცნობამ ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონში და სხვა ქალაქებში ხლხი ქუჩებში გამოიყვანა სიხარულმა. ზეიმმა მთელი ღამე გასტანა. ამ ომს 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ომის შედეგები
პირველ მსოფლიო ომმა შეცვალა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო რუკა.
გერმანიამ დაკარგა აფრიკის და აზიის კოლონიები, ასევე ელზასი და ლოტარინგია. პოლონეთს გადაეცა პოზნანი, ჩრდილოეთ შლეზვიგი შეიერთა დანიამ. გერმანიის სასაზღვრო რეგიონებში ჩატარდა არჩევნები, სადაც მოსახლეობა წყვეტდა სურდა თუ არა გერმანიის შემადგენლობაში დარჩენა. იგივე უფლება არ მიენიჭა გერმანელებს, რომლებიც სილეზიასა და ჩრდილოეთ ბოჰემიაში უმრავლესობას შეადგენდნენ. მიუხედავად ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებისა, შეერთდებოდა ავსტრია გერმანიას, ამის წინააღმდეგი აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ. ასეთი ორმაგი სტანდარტების გამოყენება ძვირად დაუჯდა ევროპას, როცა ჰიტლერმა სუდეტი, რომლის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გერმანელი იყო, ჩამოართვა ჩეხოსლოვაკიას,რისი წინაპირობაც სწორედ ანტანტის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები იყო (ამა თუ იმ მიწის მოსახლეობას თვითონ უნდა გადაეწყვეტა, რომელ ქვეყნის შემადგენლობაში შევიდოდა). მძლავრ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური, ღატაკი ვაიმარის რესპუბლიკა, რომელმაც 1933 წლამდე იარსება. გერმანიის მოსახლეობა დაიტანჯა შიმშილით და სიღატაკის, ომის შემდეგ კი მოხდა ეკონომიკის სრული კრახი რასაც 20-იანი წლების დასაწყისში ჰიპერინფილაცია მოყვა. კომუნისტები ყველა ხერხით ცდილობდნენ სახელმწიფოს სათავეში მოსვლას. მათ კი დაუპირისპირდნენ ნაციონალ-სოციალისტები, რომლებმაც საბოლოო ჯამში მოიპოვეს გამარჯვება.
დაიშალა ავსტრია-უნგრეთი. წარმოიქმნა დამოუკიდებელი ავსტრიის, უნგრეთის და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკები. უნგრეთში კომუნისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. იგივე ბედი ეწია ოტომანთა იმპერიასაც. არაბებმა თავისი ფსევდო დამოუკიდებელი სახელმწიფოები შექმნეს, რომლებიც ინგლისის და საფრანგეთის კონტროლის სფეროებად იქცნენ.
იტალიაშიც პოლიტიკური არასტაბილურობა სუფევდა, სანამ ხელისუფლებაში დიქტატორი ბენიტო მუსოლინი არ მოვიდა. დიდ ბრიტანეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი სუფევდა, არ წყდებოდა მუშათა და ჯარისკაცთა გამოსვლები. გამარჯვებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საფრანგეთი იყო. ოთხი წლის ნამძილზე სწორედ მის ტერიტორიაზე გადიოდა ფრონტის ხაზი. ეკონომიკა დანგრეული იყო, ფრანგი მამაკაცების 27% კი ომში დაიღუპა.
რუსეთის იმპერია დაემხო და 20-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში საშინელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. 1922 წელს გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და დეკემბერში ახალი სახელმწიფო სსრკ ჩამოაყალიბეს.
ლიტერატურა
XX საუკუნის ომების ენციკლოპედია (The century of warfare). ჩარლზ მესინჯერი (Charles Messenger). ეკსმო-პრესი, იაუზა 2000.
↑„World War I – Killed, wounded, and missing“. Encyclopædia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-03-23. ციტატა: „The casualties suffered by the participants in World War I dwarfed those of previous wars: some 8,500,000 soldiers died as a result of wounds and/or disease. ... It has been estimated that the number of civilian deaths attributable to the war was higher than the military casualties, or around 13,000,000. These civilian deaths were largely caused by starvation, exposure, disease, military encounters, and massacres.“
↑მიუხედავად იმისა, რომ სევერეს ხელშეკრულებამ დაასრულა ომი ოსმალეთთან, თურქეთის რესპუბლიკა (ოსმალეთის მემკვიდრე) და ანტანტა ახალ ხელსეკრულებაზე შეთანხმდნენ.
Peta infrastruktur dan tata guna lahan di Komune Eyjeaux. = Kawasan perkotaan = Lahan subur = Padang rumput = Lahan pertanaman campuran = Hutan = Vegetasi perdu = Lahan basah = Anak sungaiEyjeaux merupakan sebuah komune di departemen Haute-Vienne di Prancis. Lihat pula Komune di departemen Haute-Vienne Referensi INSEE Diarsipkan 2007-11-24 di Wayback Machine. lbsKomune di departemen Haute-Vienne Aixe-sur-Vienne Ambazac Arnac-la-Poste Augne Aurei...
GeneraloberstFriedrich FrommFromm, 1940 Kepala Peralatan Angkatan Darat dan komandan Tentara PenggantiMasa jabatan1 September 1939 – 20 Juli 1944 PendahuluJoachim von Stülpnagel [de]PenggantiHeinrich Himmler Informasi pribadiLahir(1888-10-08)8 Oktober 1888Berlin, Kerajaan Prusia, JermanMeninggal12 Maret 1945(1945-03-12) (umur 56)Brandenburg-Görden Prison, Negara Bebas Prusia, Jerman NaziAnakHelga Heinke [de]Karier militerPihak German Empire (h...
عبد العزيز الربيعي معلومات شخصية الميلاد سنة 1929 الزلفي الوفاة 11 يونيو 2021 (91–92 سنة) الرياض مكان الدفن الرياض مواطنة السعودية نشأ في الغاط الديانة الإسلام الحياة العملية المهنة كاتب، وصحفي اللغة الأم العربية اللغات العربية بوابة الأدب تع�...
1943 – MCMXLIII81 år sedan År1940 | 1941 | 194219431944 | 1945 | 1946 Årtionde1920-talet | 1930-talet 1940-talet1950-talet | 1960-talet Århundrade1800-talet 1900-talet2000-talet Årtusende1000-talet Året Födda | AvlidnaBildanden | Upplösningar Humaniora och kultur Film | Konst | Litteratur | Musik | Radio | Serier | Teater Samhällsvetenskapoch samhälleKrig | Politik | Sport Teknik och vetenskap Vetenskap Andra tider�...
إدوارد سيسي (بالفرنسية: Édouard Cissé) معلومات شخصية الميلاد 30 مارس 1978 (العمر 46 سنة)[1]بو الطول 1.86 م (6 قدم 1 بوصة) مركز اللعب وسط الجنسية فرنسا السنغال مسيرة الشباب سنوات فريق 1986–1994 AS Billère 1994–1996 باو المسيرة الاحترافية1 سنوات فريق م. (هـ.) 1996–1997 باو 17 (0) 1997–2007 �...
German multilingual character GummibärBackground informationAlso known asGummy BearOriginGermanyGenresDancehousenoveltyEurodancepopbubblegum danceYears active2006 (2006)–presentLabelsGummybear InternationalWebsitethegummybear.comMusical artist Gummibär (pronounced [ˈɡʊmibɛːɐ̯] ⓘ; German for gummy bear) or Gummy Bear is a German Eurodance multilingual character and virtual musician that performs gummy bear-related songs on various albums, including I Am Your Gummy Bea...
Elezioni generali in Spagna del 2000 Stato Spagna Data 12 marzo Legislatura VII Assemblee Congresso dei Deputati, Senato di Spagna Affluenza 68,71% ( 8,67%) Leader José María Aznar Joaquín Almunia Artur Mas Liste PP PSOE CU Congresso dei Deputati Voti 10.321.17844,52% 7.918.75234,16% 970 4214,19% Seggi 183 / 350 125 / 350 15 / 350 Senato di Spagna Seggi 127 / 208 53 / 208 8 / 208 Distribuzione del voto per provincia (Congresso) Governi Aznar II 1996 2004 Le elezioni generali in Spag...
Questa voce sull'argomento contee dell'Illinois è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Contea di MadisonconteaLocalizzazioneStato Stati Uniti Stato federato Illinois AmministrazioneCapoluogoEdwardsville Data di istituzione14 settembre 1812 TerritorioCoordinatedel capoluogo38°48′42″N 89°57′17″W / 38.811667°N 89.954722°W38.811667; -89.954722 (Contea di Madison)Coordinate: 38°48′42″N 89°57′17″W...
Team representing New Zealand in women's international cricket This article is about the women's team. For the men's team, see New Zealand national cricket team. New ZealandNew Zealand White Ferns logoNickname(s)White FernsAssociationNew Zealand CricketPersonnelCaptainSophie DevineCoachBen SawyerInternational Cricket CouncilICC statusFull member (1926)ICC regionEast Asia-PacificICC Rankings Current[1] Best-everWODI 5th 2ndWT20I 3rd 3rdWomen's TestsFirst WTestv England at La...
يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (يناير 2019) نادي الجندل السعودي الألوان الأحمر والأبيض تأسس عام 1396 هـ البلد السعودية الدوري دوري يلو الإدارة الما�...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2022. Daftar periksa biasanya digunakan dalam antarmuka grafis pengguna. Daftar periksa berguna untuk menerapkan metodologi. Daftar periksa, daftar simak, atau daftar cek (bahasa Inggris: checklist) adalah sejenis bantuan pekerjaan yang digunakan untuk ...
Bento sold at train stations in Japan For other uses, see Ekiben (disambiguation). EkibentoA typical 1000-yen ekiben from Tokyo StationTypeBoxed mealAssociated cuisineJapan Ekiben (駅弁, railway bento) are a specific type of bento boxed meals, sold on trains and at train stations in Japan. They come with disposable chopsticks (when necessary) or spoons. Ekiben containers can be made from plastic, wood, or ceramic. Many train stations have become famous for their ekiben made from local food ...
President of Chicago Board of EducationIncumbentJianan Shisince July 26, 2023[1] The Chicago Board of Education is led by a president.[2] The current President of the Chicago Board of Education is Jianan Shi.[1] Since the 1995 Chicago School Reform Amendatory Act went into effect, the president has been directly appointed by the mayor of Chicago, rather than being elected among the members of the board.[3] Beginning with the 2026 Chicago Board of Educatio...
Ron Tauranac Ron Tauranac, vero nome Ronald Sidney Tauranac (Gillingham, 13 gennaio 1925[1] – Sunshine Coast, 17 luglio 2020), è stato un progettista e imprenditore australiano. Indice 1 Biografia 2 Note 3 Altri progetti 4 Collegamenti esterni Biografia Progettista di auto da corsa, di origini britanniche ma vissuto in Australia, fu fondatore del costruttore Brabham e della casa automobilistica britannica Ralt. Tauranac costruì le prime vetture nel 1946 insieme al fratello Austin ...