რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, რსფსრ (რუს. Российская Советская Федеративная Социалистическая Республика, РСФСР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი მოსკოვი.
პირველი საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, 1922–1991 წლებში — სსრკ-ში შემავალი ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ყველაზე დიდი ფართობით და მოსახლეობით და ეკონომიკურად ძლიერი რესპუბლიკა. რსფსრ-ზე მოდიოდა სსრ კავშირის სამი მეოთხედი ტერიტორია და ნახევარზე მეტი მოსახლეობა, ორი მესამედი მრეწველობა და დაახლოებით ნახევარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. სსრკ დაშლის შემდეგ იგი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1991 წლის 25 დეკემბრიდან იგი ატარებს ამჟამინდელ სახელწოდებას — რუსეთის ფედერაცია.
ადმინისტრაციული დაყოფა
რსფსრ-ში 1989 წლისთვის იყო 6 მხარე: ალთაის, კრასნოდარის, კრასნოიარსკის, პრიმორიეს, სტავროპოლის და ხაბაროვსკის მხარე.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში