აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ (აზერ. Азәрбајҹан Совет Сосиалист Республикасы, Азәрбајҹан ССР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ბაქო.
შეიქმნა 1920 წლის 28 აპრილს. სსრკ-ის შექმნის შემდეგ შევიდა მის შემადგენლობაში როგორც მოკავშირე რესპუბლიკა. 1922 წლის 12 მარტიდან შედიოდა ამიერკავკასიის ფედერაციაში, ხოლო 1936 წლის 5 დეკემბერს უშუალოდ შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში.
მდებარეობდა სსრკ სამხრეთი ნაწილის, ამიერკავკასიის აღმოსავლეთში. ესაზღვრებოდა რუსეთის სფსრ, საქართველოს სსრ, სომხეთის სსრ, თურქეთი და ირანი. ფართობი 86,6 ათ. კმ². მოსახლეობა 5042 ათ. კაცი (1969). დედაქალაქი ბაქო. აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ფართობის მიხედვით IX და მოსახლეობის მიხედვით VI ადგილი ეჭირა მოკავშირე რესპუბლიკათა შორის.
აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა ერთი ავტონომიური რესპუბლიკა (ნახიჩევანი), ერთი ავტონომიური ოლქი (მთიანი ყარაბაღი). რესპუბლიკა იყოფოდა 60 რაიონად, რომელშიც იყო 57 ქალაქი და 119 დაბა.
ფოტოგალერეა
რესურსები ინტერნეტში