პირველ მსოფლიო ომში სერბეთის არმიასთან ერთად ალბანეთის სამთავროს გავლით გაიქცა.
ადრეული ცხოვრება
პეტრე დაიბადა 1844 წლის 11 ივლისს, ალექსანდრე კარაგეორგიევიჩის მეხუთე ხოლო პერსიდა ნენადოვიჩის მეათე შვილი.[1] კარაგეორგის, სერბეთის პირველი 1804-1813 წლების აღანყების მეთაურის და კარაგეორგიევიჩების დინასტიის დამფუძნებლის, შვილიშვილი.[2] პეტრე არ დაბბადებულა სამეფო სასახლეში, რადგან სასახლეს სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა, არამედ ვაჭარი მიშა ანასტასიევიშის სახლში. მის დაბადებას არ მოჰყოლია დიდი ზეიმები, პეტრე მეფის მესამე ვაჟი იყო და მახტის მემკვიდრე მისი უფროსი ძმა სვეტოზარი იყო.[1]ალექსანდრე კარაგეორგიევიჩის მეხუთე ხოლო პერსიდა ნენადოვიჩის პირველი ვაჟი ალექსა 1841 წელს გარდაიცვალა, ხოლო სვეტოზარი 1847 წელს რის შემდეგადაც პეტრე ტახტის მემკვიდრე გახდა.[3] პეტრემ ბავშვობის დიდი ნაწილი პატარა ქალაქ ტოპოლაში გაადარა სადაც კარაგეორგიევიჩების დინასტიას ჩაეყრარა საფუძველი. პეტრემ დაწყებითი სკოლის განათლება ბელგრადში მიიღო.[1]
გადასახლებაში ცხოვრება
საშუალო განათლება და ფრანკო-პრუსიული ომი
14 წლის პეტრე სასწავლებლად ჟენევაში წასვლას აპირებდა, როდესაც ალექსანდრე კარაგეორგიევიჩი ტახტიდან ჩამოაგდეს, ტახტი კარაგეორგიევიჩების კონკურენტება, ობრეონოვიჩებმა დაიკავეს.[4] ორი დინასტია ერთამნეთს ძალაუფლებისთვის 1817 წლიდან იბრძოდა, ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც კარაგეორგიმილოს ობრეონოვიჩის, ობრეონოვიჩების დინასტიის დამფუძნებლის, ბრძანებით მოკლეს.[5]
დიდი აღმოსავლეთ კრიზისის დაწყებისას, რომელიც 1875 წელს ბოსნიელი სერბების აჯანყებით დაიწყო ოსმალების წინააღმდეგ, პეტრე დაბრუნდა ბალკანეთში და თან წაიყვანა 200 მებრძოლი.[4] პეტრე ბოსნიის დუბისაში 1875 წლის აგვისტოში ჩავიდა, სადაც გაიგო რომ სერბეთის პრინცი მილან I მის მკვლელობას გეგმავდა, ამ ამბის გაგების და ბრძოლის ველზე უამრავი მარცხის შემდეგ პეტრე ავსტრია-უნგრეთი წავიდა სადაც დააკავეს, გამოიქცა და ბოსნიაში ახალი აჯანყებულების დაჯუფების ორგანიზირება დაიწყო. 1876 წელს აჯანყებულები 3 ნაწილად დაიყვნენ, ნაწილი პეტრეს მიემხრო, ნაწილი მილანს და ნაწილიც ავსტრია-უნგრეთს. პეტრეს არ უნდოდა სერბული წინააღმდეგობის დასუსტება და სწორედ ამიტომ ბოსნია საბოლოოდ დატოვა.[8]
მაისის გადატრიალება
1900 წლის ივლისში მილან I-ის ვაჟი, ალექსადრე დაქორწინდა დრაგა მასინზე, სამეფო კარზე მყოფი პირადი ასესტენტი რომელიც ამავდროულად ქვრივი იყო. ამ ქორწინებამ უკმაყოფილება გამოიწვია სერბეთის უმაღლესი ოფიცრების კორპუსში რომლებმაც შეთქმულების დაგეგმვა დაიწყეს. შეთქმულებმა მიიღეს მეფის და დედოფლის მოკვლის გადაწყვეტილება რადგან მათი გადასახლება კარაგიორგიევიჩების და ობრეონოვიჩების დინასტიებს შორის მეტოქეობას კიდევ უფრო გააღვივებდა.
შეთქმულებისთვის მზადება 1901-1903 წლებში მიმდინარეობდა, შეთქმულებმა ტახტზე პეტრეს დასმა 1901 წლის ნოემბერში გადაწყვიტეს, მაგრამ პეტრეს ნდობის მოპოვება გაუჭირდათ, პეტრე შემოთავაზებას დათანხმდა იმ პირობით რომ თავად გადატრიალებაში მონაწილეობას არ მიიღებდა და ყველაფერს შეთქმული ოფიცრები გააკეთებდნენ.[9] ოფიცრები სასახლეში 1903 წლის 10 ივნისს შეიჭრნენ, მეფე და დედოფალი მოკლეს ხოლო მათი ცხედრები მესამე სართულიდან გადმოყარეს. მკვლელობების შემდეგ ობრეონოვიჩების დინასტია აღარ არსებობდა და ტახტის მემკვიდრედ მხოლოდ პეტრე დარჩა.[10]