ქალაქი |
---|
ჟენევა ფრანგ. Genève |
|
დროშა
|
გერბი
|
|
|
|
ქვეყანა |
შვეიცარია |
---|
კანტონი |
ჟენევაჟენევის კანტონი|ჟენევა |
---|
კოორდინატები |
46°12′00″ ჩ. გ. 6°09′00″ ა. გ. / 46.20000° ჩ. გ. 6.15000° ა. გ. / 46.20000; 6.15000 |
---|
მმართველი |
Alfonso Gomez Cruz[1] |
---|
ფართობი |
15.92 კვადრატული კილომეტრი |
---|
ცენტრის სიმაღლე |
396 მეტრი |
---|
ოფიციალური ენა |
ფრანგული ენა |
---|
მოსახლეობა |
203 840 (31 დეკემბერი, 2022)[2] |
---|
სასაათო სარტყელი |
UTC+1 |
---|
სატელეფონო კოდი |
22 |
---|
საფოსტო ინდექსი |
1201, 1202, 1203, 1204, 1205, 1206, 1207, 1208, 1209, 1211[3] და 1200[3] |
---|
საავტომობილო კოდი |
GE |
---|
ოფიციალური საიტი |
https://www.geneve.ch/ |
---|
|
|
ჟენევა (ფრანგ. Genève, გერმ. Genf, ლათ. Genava) — შვეიცარიის სიდიდით მეორე და რომანდიის უდიდესი ქალაქი, ჟენევის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ჟენევის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. მდინარე რონის ორივე ნაპირზე.
ისტორია
ჟენევას პირველად იულიუს კეისარი მოიხსენიებს ძვ. წ. I საუკუნეში. შუა საუკუნეებში თვითმმართველობასა და სხვა პრივილეგიებს მიაღწია. XIV-XV საუკუნეებში განთქმული იყო თავისი ბაზრობებით, მოგვიანებით საბანკო-საკრედიტო ოპერაციების ცენტრი გახდა. XVI საუკუნეში იყო შვეიცარიის კონფედერაციის „მოკავშირე მხარე“. 1536 წელს გატარდა ჯერ ცვინგლის, შემდეგ - კალვინისტური რეფორმაცია, რომლის დროს კალვინიზმის ევროპული ცენტრი გახდა. 1584 წელს დადო „საუკუნის კავშირი“ ბერნთან და ციურიხთან. 1798-1814 წწ. ეკუთვნოდა საფრანგეთს. 1815 წელს წარმოადგენდა შვეიცარიის 22-ე კანტონს.
ჟენევა საერთაშორისო კონფერენციების მოწვევის ტრადიციული ადგილი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დაწესებულებების ადგილსამყოფელია (გაერო, წითელი ჯვარი...). არის ტურიზმის მნიშვნელოვანი კერა.
ღირსშესანიშნაობები
- სენ-პიერის ტაძარი (XII ს.)
- სენტ-მარი-მადლენის ტაძარი (XIV-XV სს.)
- სასახლე ენარი (1817-1821 წწ.)
- ↑ https://www.geneve.ch/fr/autorites-administration/conseil-administratif/membres-conseil-administratif/alfonso-gomez
- ↑ https://www.pxweb.bfs.admin.ch/pxweb/fr/px-x-0102020000_201/-/px-x-0102020000_201.px/?rxid=c5985c8d-66cd-446c-9a07-d8cc07276160 — Federal Statistical Office.
- ↑ 3.0 3.1 https://www.post.ch/en/pages/plz-suche