31 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 365-ე დღე (ნაკიან წლებში – 366-ე დღე). წლის ბოლო დღე.
დღის მოვლენები
- 535 : ბიზანტიელი გენერალი ველისარიუსი სიცილიას იპყრობს.
- 1229 : ჰაიმე I არაგონელი მედინა მაიურქას (პალმე დე მაიორკა) იპყრობს, იწყებს რა კუნძულზე ქრისტოანობის ბატონობას.
- 1600 : ბრიტანეთის ისტ-ინდოეთის კომპანია დაფუძნდა.
- 1687 : პირველი ჰუგენოტები საფრანგეთიდან კეთილი იმედის კონცხისკენ მიემგზავრებიან.
- 1695 : ინგლისში შემოიღეს ფანჯრის ბეგარა, რის გამოც მაღაზიების მფლობელებმა გადასახადისგან თავის ასარიდებლად ფანჯრები აგურით ამოავსეს.
- 1857 : დედოფალი ვიქტორია კანადის დედაქალაქად ოტავას, ონტარიო, ირჩევს.
- 1904 : ახალი წელი პირველად აღინიშნა ტაიმს სქვერზე, იმ დრო ლონგაკრის მოედანი, ნიუ-იორკი.
- 1909 : მანჰეტენის ხიდი გაიხსნა ნიუ-იორკში.
- 1923 : ბიგ ბენის ზარების რადიოტრანსლაცია მოხდა პირველად ბი-ბი-სი-ზე.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - უნგრეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.
- 1955 : ჯენერალ მოტორსი პირველი ამერიკული კორპორაცია ხდება რომლის წლიურმა შემოსავალმა ერთ მილიარდ აშშ-ის დოლარს გადააჭარმა.
- 1961 : მარშალის გეგმა დასრულდა ევროპის აღმშენებლობისთვის $12 მილიარდი დოლარის დახმარების გაცემის შემდეგ.
- 1963 : ცენტრალური აფრიკის ფედერაცია დაიშალა ზამბიად, მალავიდ და როდეზიად.
- 1990 : გარი კასპაროვმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ანატოლი კარპოვზე გამარჯვებით.
- 1991 : სსრკ ოფიციალურად დაიშალა.
- 1999 : ბორის ელცინი გადადგა რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა.
- 1999 : აშშ-ის მთავრობამ პანამის არხზე კონტროლი პანამას გადასცა.
- 2004 : დღემდე მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი ტაიპეი 101 ოფიციალურად გაიხსნა.
- 2009 : დაიხურა იგნალინას ატომური ელექტროსადგური ლიტვაში, ერთადერთი ჩერნობილის ტიპის ატომური სადგური ევროკავშირში.
- 2010 : ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი დამნაშავედ სცნეს სექსუალურ ძალადობაში.
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: