1990
1990 (ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-9 დეკადის მე-10 წელი.
მოვლენები
იანვარი
თებერვალი
მარტი
- 6 მარტი : SR-71 ამყარებს ამერიკის ტრანსკონტინენტური სიჩქარის რეკორდს (1 საათი, 8 წუთი, 17 წამი), რაც ასევე მისი ბოლო ოფიციალური ფრენა იყო.
- 9 მარტი : ექ. ანტონია ნოველლო დაინიშნა აშშ მთავარ ექიმად (Surgeon General), რითაც ის გახდა აშშ ისტორიაში ამ პოსტზე წარდგენილი პირველი ქალბატონი, და ამასთან ლათინური წარმოშობის.
- 11 მარტი:
- ლიტვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- პატრიციო ეილვინი ხდება პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჩილეში 1970 წლის შემდეგ.
- 15 მარტი:
- სსრ კავშირის პირველ აღმასრულებელ პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ გორბაჩოვი.
- სპარსეთის ყურის ომი: ერაყელებმა ჩამოხრჩობა მიუსაჯეს ბრიტანელ ჟურნალისტს ფარზად ბაზოფტს ჯაშუშობის ბრალდებით. დაფნე პარიშს, ბრიტანელს მედდას, კი 15 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თანამონაწილეობისთვის.
- 18 მარტი:
- 12 ფეწერული ნამუშევარი, შეფასებული 100 მილიონ აშშ დოლარად, მოიპარა პოლიციის თანამშრომლებად გადაცმულმა ორმა ქურდმა იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმიდან ბოსტონში, მასაჩუსეტსი. ეს იყო ამერიკის ისტორიაში მხატვრული ნამუშევრების ყველაზე მასშტაბური ქურდობა (ნაქურდალი 2005 წლისთვის ნაპოვნი არ იყო).
- აღმოსავლეთი გერმანია პირველ თავისუფალ არჩევნებს ატარებს 1932 წლის შემდეგ.
- 20 მარტი : ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის მეუღლე, ემელდა მარკოსის სასამართლო პროცესი იწყება, მექრთამეობის, სახელმწიფო ქონების დიდი რაოდენობით გაფლანგვისა და გამოძალვის ბრალდებით.
- 21 მარტი : ნამიბიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 22 მაისი : იემენის გაერთიანება.
- 29 მაისი : რსფსრ სახალხო დეპუტაოტთა I ყრილობაზე ბორის ელცინი აირჩიეს რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
- 2 აგვისტო : ერაყის ჯარი ქუვეითში შეიჭრა.
- 3 ოქტომბერი : გამოცხადდა გერმანიის გაერთიანება.
- 15 ოქტომბერი : სსრ კავშირის ლიდერი მიხალ გორბაჩოვი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში.
- 27 ოქტომბერი : ყირგიზეთის სსრ-ში პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ასკარ აკაევი.
- 28 ოქტომბერი: საქართველოში ჩატარდა გასაბჭოების შემდეგ პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკურმა ბლოკმა, მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო.
- 22 ნოემბერი : დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი თანამდებობიდან გადადგა.
დაიბადნენ
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გარდაიცვალნენ
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ნობელის პრემიის ლაურეატები
|
|