სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეშვიდე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად septem — შვიდი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებაა — ენკენისთვე.
კ. კეკელიძის აზრით[2] „ახალწლისაჲ“ (თთუე), სახელობითი ბრუნვა — ახალწელი, არის შესატყვისი ირანული „ნავროზისა“ (ახალი დღე) და თარგმანი სომხური „ნავასარდისა“ (ახალი წელი).