1 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 335-ე დღე (ნაკიან წლებში – 336-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 30 დღე.
დღის მოვლენები
- 1640 : პორტუგალია ესპანეთისგან დამოუკიდებელი ხდება და ჟუან IV პორტუგალიის მეფე ხდება.
- 1835 : ჰანს კრისტიან ანდერსენი მისი ზღაპრების პირველ წიგნს აქვეყნებს.
- 1872 : გაიმართა პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის
- 1903 : პირველი ვესტერნი მატარებლის მძარცველები გამოვიდა.
- 1913 : ფორდ მოტორ კომპანიმ პირველი მოძრავი კონვერიერის ხაზი აამუშავა.
- 1918 : ისლანდიის სამეფოს თვითმმართველობა მიენიჭა, თუმცა დანიასთან კავშირში რჩება.
- 1918 : ტრანსილვანია გაერთიანდა რუმინეთთან 27 მარტს ბესარაბეთისა და ბუკოვინას შეერთების შემდეგ.
- 1918 : სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო (მოგვიანებით ცნობილი როგორც იუგოსლავიის სამეფო) გამოცხადდა.
- 1919 : ლედი ასტორი ბრიტანეთის პარლამენტის პირველი წევრი ქალი ხდება.
- 1925 : პირველი მსოფლიო ომის დასასრული - ლოკარნოს ხელშეკრულებას საბოლოოდ მოწერეა ხელი ლონდონში, რომლითაც შეთანხმდა ტერიტორიული საკითხები.
- 1934 : პოლიტბიუროს წევრი სერგეი კიროვი ტყვიით განგმირა ლეონიდ ნიკოლაევმა კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინაში ლენინგრადში.
- 1958 : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1959 : ცივი ომი - ანტარქტიკის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვით ანტარქტიკაზე მხოლოდ სამეცნიერო მოღვაწეობა ნებადართული.
- 1963 : ნაგალანდი ინდოეთის მე-16 შტატი გახდა.
- 1973 : პაპუა-ახალი გვინეა ავსტრალიისგან დამოუკიდებელი გახდა.
- 1990 : ლა-მანშის გვირაბის მუშები ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან შეხვდნენ ერთმანეთს ლა-მანშის სრუტის ქვეშ 40 მეტრის სიღრმეზე, რითაც პირველი კავშირი დამყარდა დიდი ბრიტანეთის კუნძულსა და ევროპის სუბკონტინენტს შორის გამყინვარების ხანიდან.
- 1991 : უკრაინის ამომრჩევლების უმრავლესობა რეფერენდუმში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აძლევს ხმას.
- 2016 : ადამა ბაროუ გამბიის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები და აღნიშვნის დღეები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: