კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისტორიის პორტალში
ისტორია არის ხალხის, საზოგადოებისა და ცივილიზაციების მემკვიდრეობის შესწავლა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან "ιστορία" - ჰისტორია, ”ვინმეს გამოკითხვათა აღწერა, მოთხრობა”.
იბერია, ივერია, იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც "აღმოსავლეთ იბერია" ან "კავკასიის იბერია" ამავე სახელწოდების "იბერიის ნახევარკუნძულისგან" განსასხვავებლად.
ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ნათელი არ არის.
ტერმინი "იბერია" გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომეკლატურა, იგივე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ "იმერს" (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს).
ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს). შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით – "ივერია". (სრულად...)
გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1570, სოფ. ფელი ― გ. 3 ოქტომბერი, 1629, თბილისი), საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი.
სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფ. ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).
სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ.(სრულად...)
...როდესაც ჩინგის ყაენი დაიბადა, იმ ღამეს საშინელი ჭექაქუხილი იყო, ახალშობილს კი მარჯვენა ხელში სისხლი ჰქონდა, მას დაბადებისთანავე უწინასწარმეტყველეს, რომ იგი უდიდესი დამპყრობელი გახდებოდა და უამრავ სისხლს დაღვრიდა...
...ატილა ჰუნი, რომელმაც რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი დაიყრო, გარდაიცვალა საყვარლის ლოგინში...
ეგატის კუნძულებთან ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის უკანასკნელი ბრძოლა, რომელმაც განაპირობა 24 წლიან, გამომფიტავ ომში რომის გამარჯვება. ბრძოლა გაიმართა მარტისიდებამდე 6 დღით ადრე, ანუ 10 მარტს, სიცილიის დასავლეთ ნაპირებთან ეგატის კუნძულებთან.
ძვ. წ. 242 წლისთვის, 23 წლიანი ომის შედეგად ორივე მხარე უკვე ძალიან გამოიფიტა. გამოფიტვა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოების ფინანსებზე აისახა, კართაგენელებს უფრო და უფრო უმძიმდათ დაქირავებული ჯარებისთვის ხელფასების გადახდა, ხოლო რომაელებს ფლოტის არაერთხელ განადგურების შემდეგ აღარ ჰქონდათ ახალი ფლოტის აშენების სახსრები.
უკანასკნელი წლების მანძილზე, რომაელები იფარგლებოდნენ სახმელეთო ბრძოლებით, მაგრამ ლილიბეუმის გაჭიანურებული ალყა და მთა ერიქსთან დაპირისპირებაც ჩიხში შევიდა, სედეგი მხოლოდ ერთი იყო - ორივე მხარე მხოლოდ იფიტებოდა და გაუგებარი იყო, რომელი მხარე გამოიფიტება პირველი და დაყრის იარაღს.(სრულად...)