იუგოსლავია — ისტორიული სახელმწიფო შუა და სამხრეთ ევროპაში, რომელსაც სხვადასხვა დროს (1918/1929–დან 1941 წლამდე და 1944/45 დან 2003–2006 წლებამდე) განსხვავებული ტერიტორიული ფორმა და პოლიტიკური წყობა ჰქონდა. 1918 და 1991 წლებში მისი ტერიტორია მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა, 1991/1992 წლებში კი ოთხი წევრი რესპუბლიკის ჩამოცილების შედეგად ყოფილი ტერიტორიის მეოთხედიღა დარჩა.
XX საუკუნის განმავლობაში იუგოსლავიას შემდეგი სახელები და სახელმწიფოებრივი ფორმაციები ჰქონდა:
იუგოსლავიის მოსახლეობა 1991 წელს შეადგენდა 23,5 მილიონ მცხოვრებს, 19 ქალაქში ცხოვრობდა 100.000 მეტი კაცი. დიდი ქალაქები იყო ბელგრადი (1.168.000 კაცი) და ზაგრები (706.800 კაცი), მას მოსდევდა სარაევო, სკოპიე და ლუბლიანა.
სახელწოდება იუგოსლავია
(იუგოსლავიის შესახებ არსებულ ამ და სხვა სტატიებში საკუთარი სახელები მითითებული კირილიცასა და ლატინიცაზე ამ სივრცის ორანბანიანობის (მათ შორის დღესაც) გამო. იხილე სამხრეთსლავური ენები)
მიუხედავად იმისა, რომ იუგოსლავიის სახელმწიფოს სახელის სრული ოფიციალური ფორმა XX საუკუნის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა, მისი შემოკლებული და მეორე არაოფიციალური სახელი იუგოსლავია (ლათინურ შრიფტზე Jugoslavija, ხოლო კირილურზე Југославија) არავის არასდროს არ შეუცვლია.
იუგოსლავიასერბულ–ხორვატულიდან ქართულად ითარგმნება როგორც სამხრეთი სლავია, ან სამხრეთი სლავეთი, მაგრამ ეს სახელწოდებაც საკმაოდ პირობითია, რადგან მასში არ შედიოდა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სამხრეთსლავური ქვეყანაბულგარეთი. თავდაპირველად კი, XX საუკუნის დასაწყისში სახელიდან გამომდინარე ამ გეოპოლიტიკურ, მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიონალურსახელმწიფოებრივ გაერთიანებას სამხრეთსლავურ ენებზე მოლაპარაკე ყველა ერი უნდა მოეცვა, მათ შორის ბულგარეთიც, მაგრამ ბულგარელებმა მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მაშინ მოახერხეს საკუთარი სუვერენობის დაცვა, რასაც მათთვის მოგვიანებით ის დადებითი შედეგიც ჰქონდა, რომ თავიდან აიცილეს ომი, რომელიც 90–იანი წლების დასაწყისში ლამის მთელს ბალკანეთში მძვინვარებდა.
სახელმწიფოს მეთაური ხდება სერბეთის მეფეპეტრე I იგივე (პეტარ კარაჯორჯევიჩი (Petar Karađorđević). ქვეყნის დაარსების დღიდან პოლიტიკურმა მდგომარეობამ კონფლიქტური სახე მიიღო ავტონომიის მოწადინე წევრ–სუბიექტებსა და დიდ სერბიაზე მეოცნებე ნაციონალ–პატრიოტებს შორის, რისი უმთავრესი მიზეზიც (და საბაბიც) სახელმწიფო ცენტრალიზმის იდეა იყო; არასერბ ეთნოსთა ავტონომიის იდეა არ აღმოჩნდა საკმარისად რეალიზებული, რამაც ახალი ბიძგი მისცა დაძაბულობებს ეთნიკურ და კონფესიურ ნიადაგზე. საბოლოოდ კი, პოლიტიკური ბალანსის დარღვევამ, სახელმწიფოებრივი კრიზისი წარმოშვა. 1929 წლის 3 ოქტომბერს მეფეალექსანდრე I. პირველ კონსტიტუციას აუქმებს და ბალკანეთში მყარდება სამეფო დიქტატურა. სახელმწიფოს ეცვლება სახელი და იწოდება იუგოსლავიის სამეფოდ (Краљевина Југославија (СХС) /Kraljevina Jugoslavija (SHS)).
1941 წლის აპრილში იუგოსლავიის სამეფოს გერმანია და იტალია იპყრობს და სამეფოც უქმდება; სერბეთი, როგორც ვასალური სახელმწიფო ოკუპირებული რჩება, სლოვენიას გერმანია, იტალია და უნგრეთი ნაწილ–ნაწილ იყოფენ, ხორვატია (ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ჩათვლით) დიდ ხორვატიად (ფაქტობრივად ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ვასალურ სახელმწიფოდ) ცხადდება და ერქმევა უცნაური სახელი – ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მონტენეგროსა და ზოგ სხვა მიწებს ქვეყნის სამხრეთში იტალია ისაკუთრებს.
იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა (1945–1963)
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლის 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც იოსებ ბროზ ტიტოს სახალხო ფრონტმა არჩევნებში გაიმარჯვა
იუგოსლავია გამოცხადდა სოციალისტურ ფედერაციულ სახელმწიფოდ, რომელშიც 6 წევრი–რესპუბლიკა (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, სერბია და მაკედონია) შედიოდა და მისი სრული სახელი იყო (Федеративна Народна Република Југославија, ან Federativna Narodna Republika Jugoslavija) იუგოსლავიის სახალხო ფედერაციული რესპუბლიკა. 1946 წლის 31 იანვარს იუგოსლავიამ მიიღო საბჭოთა კავშირის მსგავსი კონსტიტუცია.
1948 წლიდან ტიტო ნელ–ნელა დაშორდა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ბლოკის სხვა ქვეყნებს და შეუდგა საკუთარი იუგოსლავური კომუნიზმის (ტიტოიზმი) იდეის განხოციელეჰას. ამ დროს იწყება იუგოსლავიის ეკონომიკური დაახლოება ბლოკში არშემავალ ქვეყნებთან.
1963 წლის 7 აპრილს იუგოსლავიის სახალხო ფედერაციული რესპუბლიკას სახელი ისევ გამოუცვალეს და ამჯერად მას იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (Socijalistička Federativna Republika Jugoslavija (SFRJ) /Социјалистичка Федеративна Република Југославија/ (СФРЈ)) ეწოდა.
იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (1963–1992)
1974 წელს პროვინციები ვოევოდინა და კოსოვო ახალ კონსტიტუციაში ავტონომიურ პროვინციებად გამოცხადდა სერბეთის შემადგენლობაში. ფაქტობრივად ამ პროვინციებს არაფორმალურად რესპუბლიკების სტატუსი მიანიჭეს, რომლებიც სერბიას ფორმალურადღა ემორჩილებოდნენ. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკებისაგან განსხვავებით ამ ავტონომიებს არ ეძლეოდა თვითგამორკვევის (ან სეცესიის) უფლება.
ტიტოს გარდაცვალების შემდეგ 1980 წლის 4 მაისს სამთავრობო ფუნქციები თავის თავზე რესპუბლიკის პრეზიდიუმმა აიღო. 8 პირი, ანუ თითო–თითო კაცი წარმოადგენდა 6 რესპუბლიკასა და ორ ავტონომიას. წარმომადგენელთა შორის უთანხმოება სულ უფრო იზრდებოდა და გამაერთიანებელი ფიგურა ტიტო აღარ იყო. ცენტრალურ მთავრობაში სერბებმა იწყეს მომძლავრება და პირველი ხმებიც გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
გარდა სერბეთისა, ყოფილი იუგოსლავიის ყველა წევრ–რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შემდეგ (მოსახლეობის დიდი აქტივობით) რეფერენდუმები გამართეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თაობაზე. კენჭისყრას სერბებმა გამოუცხადეს ბოიკოტი და არ მიუღიათ მონაწილეობა, ყოველივე განსაკუთრებით თვალშისაცემი ხორვატიასა და ბოსნია–ჰერცეგოვინაში იყო.
1992 წლის 22 სექტემბერსგაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (127 ქვეყნიდან 26–მა შეიკავა თავი, ხოლო 6 წინააღმდეგ გამოვიდა) გადაწყდა, რომ სერბეთისა და მონტენეგროსაგან შემდგარ ფედერაციას ავტომატურად ვერც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ განიხილავდნენ და ვერც გაეროს წევრად აღიარებდენენ მას. ახლადშექმნილ ფედერაციას შეეძლო სხვა ყოფილი წევრების მსგავსად ხელახლა ეთხოვა გამხდარიყო გაეროს წევრი. ამ მიზეზით იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ვეღარ გამოიყენებდა ადგილს გაეროს სხდომებზე. მიუხედავად ამისა, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა შეეცადა უკუეგდო ეს გადაწყვეტილება, რაც მას ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მხოლოდ 2000 წელს მიიღეს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა ისევ გაეროს წევრთა რიგებში, მას შემდეგ რაც ის გაეროს მოთხოვნების კვალად ხელახლა შევიდა წინადადებით და გაწევრიანება ითხოვა. 2003 წელს, ახალი კონსტიტუციის მიხედვით ახალ ფედერაციას სერბია და მონტენეგრო ეწოდა, რამაც დასასრული დაუდო იუგოსლავიას, როგორც სახელმწიფოს ცნებას.
2006 წლის 3 ივნისს მანამდე რამდენიმე დღით ადრე წარმატებით დასრულებული სახალხო კენჭისყრაზე (ჩატარდა 2006 წლის 21 მაისს) დაყრდნობით მონტენეგრომაც გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობის შესახებ.
დღესდღეობით მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე სერბეთის პროვინციის კოსოვოს შესახებ. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა თავი დამოუკიდებლად. მოლაპარაკებები მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა–არცნობასთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა.
მაშინ როცა, პირველ (სამეფო 1918-1941) და მეორე იუგოსლავურ სახელმწიფოს შორის (ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა 1945-1963, სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა 1963-1992) იურიდიული კონტინუიტეტი არსებობდა, 1992 წელს დაარსებული მესამე იუგოსლავური (სახალხო რესპუბლიკა) სახელმწიფო, ბადენტერის კომისიის (ინგლ. ზოგჯერ წარმოთქვამენ როგორც [ბედინტერ]) მიერ დამკვიდრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, მეორე იუგოსლავიის 5 მემკვიდრე სახელმწიფოთაგან მხოლოდ მისი ერთი წევრის ამარად დარჩა (სახელმწიფოთა გაერთიანება სერბია და მონტენეგრო).
იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ბადენტერის კომისიის დასკვნით სუვერენულ რესპუბლიკებად დაიშალა, რომელთაგან უმეტესობამ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა და რომლებიც დრო და დრო საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა (სერბია და მონტენეგრო) და მაკედონია. სახელმწიფოთა კავშირი (იგივე ფედერაცია, ან გაერთიანება) შემდეგი სახელით სერბია და მონტენეგრო, რომელთა სამართლებრივ მემკვიდრედაც სერბია გამოდიოდა, დაიშალა 2006 წელს მონტენეგროს გამოყოფის შედეგად. ასე რომ, დღეს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველა ყოფილი წევრი დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს.
იუგოსლავიაში (სლოვენია/ხორვატია/ვოევოდინა) ეკონომიკურად ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე სხვა სამხრეთით მიმდებარე წევრი რესპუბლიკები/პროვინციები. მიუხედავად ყველაფრისა, იუგოსლავია სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული ქვეყანა იყო .
ასევე დაარსებულ იქნა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი. ხელოვნების აკადემიები ლუბლიანასა და ზაგრებში, რომლებიც მანამდე არსებული ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა.
პირველი უნივერსიტეტი იუგოსლავიის ტერიტორიაზე იყო ზადარის უნივერსიტეტი, რომელიც 1396 წელს დაარსდა და 1807 წელს დაუხურავთ. 1955 წელს ზადარში ისევ ამოქმედებულა ფილოსოფიური ფაკულტეტი. 1674–დან 1786 წლებში ლეპოგლავას (ვარაჟდინთან) ერთ–ერთ მონასტერში უნივერსიტეტი არსებობდა.
1945 წლამდე იუგოსლავიაში არ გადაუღიათ ბევრი ფილმი. 1950–იან წლებში
იტალიური ნეორეალიზმის მსგავსი სტილი დამკვიდრდა, რომელიც ნოვი ფილმმა შეცვალა. 1980–იან წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ემირ კუსტურიცას ფილმებმა.