ამ სივრცეში პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ არაა დასრულებული. სწორედ მწვავედ მიმდინარე პოლიტიკური სეპარაციის გამო, არც იმის შესახებ არ არსებობს ზუსტი რიცხვითი მონაცემი, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი მიიჩნევს თავს სერბულ-ხორვატულად მოსაუბრედ. სერბულად, ხორვატულად, ბოსნიურად და მონტენეგრულად (ანუ ჩერნოგორულად) მოსაუბრეთა რიცხვი კი მთლიანობაში 17–22 მლნ. კაცი არის.
სერბულ–ხორვატული ენის ყველაზე ოპტიმალური დახასიათება იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ეს არის ენა, რომელსაც რამდენიმე ეთნოსი (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მონტენეგროელები) მიიჩნევს მშობლიურად, თუმცა სხვადასხვა სახელს კი არქმევს.
სახელის „სერბულ–ხორვატული ენის“ ისტორიისათვის
(ქვემორე ტექსტში გრამატიკული მაგალითები მხოლოდ ლათინურ ანბანზეა მოტანილი)
მთელი XX საუკუნის განმავლობაში გამუდმებით წამოიჭრებოდა–ხოლმე საკითხი იმის თაობაზე, რომ როგორმე ახალი სახელი დაერქვათ სერბულ–ხორვატული ენისთვის. ნათლიობის ახალ მსურველთა შემოთავაზებული წინადადებები კი იყო შემდეგი: სერბულ–ხორვატული, ხორვატულ–სერბული, ანდა ერთმანეთის მიყოლებით, მაგრამ ცალ-ცალკე მოხსენიებულიყო, ანუ სერბული ენა/ხორვატული ენა და პირიქით ხორვატული ენა/სერბული ენა, იმისდა მიხედვით, თუ სად მოიხსენიებდნენ ამ ენას სერბიაში თუ ხორვატიაში პირველად შესაბამისი სახელი სერბული ან ხორვატული ეხსენებინათ. ერთხანს სერბები იმ ჭკუაზეც დადგნენ, რომ მოინდომეს საერთოდ გაეუქმებინათ და ამოეღოთ ხმარებიდან სახელი „სერბული“ და „სერბია“, რათა იქნებ ხორვატების გული მოეგოთ ამით და ერთიანობაც შეენარჩუნებინათ, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა იმის გამო, რომ ისევდაისევ ახალი ძალით თავი იჩინა სერბებს, ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის არსებულმა პრობლემებმა, კერძოდ კი, რელიგიური საკითხების, გადაუმუშავებელი ისტორიული წარსულის; მათი არაეთგვაროვანი და ხშირად წინაააღმეგობრივი შეფასებების, და საერთოდ, დაუძლეველი ტრადიციული წინააღმდეგობების გამძაფრებამ მათი პოლიტიზაციის გზით (განსაკუთრებით ზემოხსენებულ სამ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს შორის).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოცემულ სტატიაში სერბულ–ხორვატულად წოდებულ ენას ვიკიპედიაში, როგორც ჩანს ისევ პოლიტიკური მოსაზრების გამო, აქვს 4, სერბულ-ხორვატული, სერბული, ხორვატული და ბოსნიური ოფციონი.
სერბულ-ხორვატული აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ ლათინურ, ხოლო მერე კი კირილურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Srpskohrvatski / Српскохрватски და აქვს კოდი (sh)
სერბული აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ კირილურ, ხოლო მერე კი ლათინურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Српски / Srpski და აქვს კოდი (sr)
ხორვატული აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Hrvatski და აქვს კოდი (hr)
ბოსნიური აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Bosanski და აქვს კოდი (bs)
სერბულ-ხორვატული ენის მთავარი დიალექტები
სერბულ-ხორვატული ენა იყოფა სამ მთავარ დიალექტად, რომელთაც ერთმანეთისაგან იმისდა მიხედვით განარჩევენ, თუ ყოფილი იუგოსლავიის რომელ მხარეში როგორ იტყვიან კითხვით ნაცვალსახელ „რა–ს“.
სერბულ-ხორვატული ენას სამი ქვედიალექტი (ანუ კილო–კავი) გააჩნია და სამივე ფაქტობრივად (და მნიშვნელოვანწილად) შტოკავურის შიდაგანშტოებები არის.
ე.წ. ისტორიულმა ჲატმა (Ѣ/ѣ) ფონეტიკური ცვლილებები განიცადა „იჲე–ს“ („(i)je“), „ე–სა“ („e“) და „ი–ს“ („i“) სახით და სწორედ აქედან წარმოდგა ამ ქვეჯგუფების სახელებიც.
1. იჲეკავური კილო–კავი.
mlijeko [მლიჲეკო](რძე), dijete [დიჲეტე] (ბავშვი), djed [დჲედ] (პაპა), pjesma [პჲესმა] (ლექსი).
mliko [მლიკო] (რძე), dite [დიტე] (ბავშვი), did [დიდ] (პაპა), pisma [პისმა] (ლექსი).
სხვაობათა შესახებ ხორვატულ, სერბულ და ბოსნიურ ვარიანტებს შორის
ენათმეცნიერული თვალსაზრისით სერბულ–ხორვატული ენის ახალ ენებად დაცალკავება შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების ინგლისურისა და ბრიტანეთის ინგლისურის, ან პირინეულიესპანურისა და მექსიკის ესპანურის ცალკე ენებად დაყოფა. ენათმეცნიერების აზრითვე, ე.წ. სერბული და ხორვატული კიდევ უფრო ახლოს დგას ერთმანეთთან ვიდრე ამერიკული და ბრიტანული ინგლისურის ვარიანტები. ენათმეცნიერთა წრეებშიც არიან სერბულის, ხორვატულისა და ბოსნიურის ცალკე ენებად მოხსენიების მომხრენი, რომელთა რაოდენობა და პოლიტიკური სიძლიერე განსაკუთრებით თვალშისაცემია ხორვატიაში. ისინი გამუდმებით ხაზს ერთმანეთს შორის არსებულ ენობრივ განსხვავებებს და თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მაგალითად მოუხმობენ რუმინულისა და მოლდავურის, ბულგარულისა და მაკედონურის შეთხვევებს, მაგრამ ამ მხრივ, ანუ რელიგიურ–პოლიტიკური მოტივაციით პარტიკულირების კლასიკური შემთხვევა ალბათ ჰინდისა და ურდუს ცალკე ენებად მიჩნევაა: ჰინდი და ურდუ გამოიყენებენ განსხვავებულ სადამწერლობო სისტემებს, გარდა ამისა არაბული ანბანის გამომყენებელი ურდუს ენა რელიგიური სიახლოვის გამო ტენდენციურად მიდრეკილია არაბულიდან და ირანული ენებიდან ისესხოს სიტყვები.
უკანასკნელი წლების სერბეთში, ხორვატიასა და ბოსნიაში ჩამოყალიბებულ ენობრივ მდგომარეობაზე საუბრისას ბევრი ნეიტრალური, არაპოლიტიკური პოზიციის მქონე სერბულ–ხორვატული ენის სპეციალისტი შენიშნავს ენათმეცნიერული საკითხების სავალალო „გახალხურების“ ტენდენციას. იმისდა მიხედვით, თუ რას აბრალებენ ერთმანეთს, ან იბრალებენ ყოფილი იუგოსლავიის სერბულ–ხორვატულენოვან სივრცეში დანარჩენ ეთნოსებთან (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები) შედარებით სხვაობის, ან განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად რამდენიმე პუნქტად გამოიყოფა.
1. ხორვატული ვარიანტი – ბრალად ედება ლათინურისაკენ მიდრეკილება.
3. ბოსნიური ვარიანტი – ბრალად ედება ისესხოს სიტყვები არაბული ენიდან ძირითადად თურქულის შუალობით.
ამ სამი თვალსაზრისიდან საბოლოოდ არც ერთი არ არის მართებული. რადგან სამივე სერბული, ხორვატული თუ ბოსნიური ვარიანტი შეიცავს როგორც საერთოსლავურ სიტყვებს, ასევე ნასესხობებს ბერძნული, არაბულ–თურქული თუ ლათინური ენებიდან. ბოლო წლების ხორვატიაში არის მცდელობა გერმანული, ინგლისური და ფრანგული ნასესხობები, ან კონკრეტული საკუთარი სახელები (ტოპოპიმები, ისტორიულად ცნობილი პიროვნებების სახელები) გადმოიტანონ ჩვეული ფონეტიკურის ნაცვლად მორფოფონოლოგიური ადაპტაციის მეშვეობით. თუმცა ეს სიახლე ჯერჯერობით არა მარტო სერბებს უქმნის პრობლემას, არამედ თავად ხორვატებსაც.
ხორვატული ვერსუს სერბული
ხორვატული ლექსიკური ვარიანტების სერბული შესატყვისები მითითებულია ლატინიცაზე. ქვემოთ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მითითებულია რამდენიმე მაგალითი ყოველდღიური ლექსიკიდან, რომელთა უნებლიე, გაუცნობიერებელი გამოყენება დაპირისპირების ერთ, ან მეორე მხარეზე ხშირად გამხდარა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და შუღლის მიზეზი ერთმანეთის მეზობლად მცხოვრებ სერბთა და ხორვატთა შორის.
სერბთა და ხორვატთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და კულტურული უთანხმოების ერთ–ერთი სიმბოლო არის ისიც, რომ ანბანის გამოყენების საქმეშიც არაერთგვაროვნება სუფევს; კათოლიკეხორვატებილათინური ანბანზე წერენ და კითხულობენ, ხოლო მართლმადიდებელისერბები და მუსლიმიბოსნიელები — კირილურ ანბანზე, თუმცა ხორვატიის გარდა ჟურნალ-გაზეთები ორივე შრიფტზე გამოიცემა, ასე მაგალითად, სერბეთის სამთავრობო საიტი ორანბანია, ანუ საინტერნეტო გვერდი შეიცავს ორივე ანბანის ოფციონს, რომელიც მკითხველის სურვილისამებრ შეიცვლება.
სერბული ანბანი (Азбука / Azbuka ანუ Ћирилица / Ćirilica), ანუ ჩირილიცა კირილური თანმიმდევრობით (იხ. კირილიცა):
(კირილიცას შემოღება ვუკ კარაჯიჩის (Vuk Karadžić) მიერ გამოცემულ „სრპსკი რიეჩნიკს“ (სერბული ლექსიკონი) უკავშირდება, მაგრამ სერბები ამ ანბანს თანმიმდევრულად მაინც 1868 წლიდან გამოიყენებენ.) კირილური ანბანი დაეფუძნა პეტრე დიდის მიერ შემოღებულ სამოქალაქო შრიფტს, ანუ ე.წ. გრაჟდანკას.
(სერბულ–ხორვატული ანბანის მეორე ნაირსახეობაა ე.წ. ხორვატული ანბანი, ან უბრალოდ ლატინიცა. ლატინიცა, იმ სახითა და ფორმით, რომლითაც მას დღეს გამოიყენებენ, უკავშირდება ლიუდევიტ გაის (Ljudevit Gaj) სახელს, რომელმაც 1836 წელს გამოიყენა იგი დანიცა ილირსკაში. ეს ვარიანტი შეიქმნა ჩეხური ანბანის გავლენით, რაც თვალშისაცემია ასო–ნიშანთა დიაკრიტიკული გაფორმებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა დროს იმის მცდელობებიც იყო, რომ სერბულ–ხორვატულად ეწერათ იტალიური, უნგრული, ფრანგული ორთოგრაფიის გათვალისწინებით, რაც წერილობით დაფიქსირებულია კიდეც)
სერბულ-ხორვატული ზმნა სულ 7 დროის ფორმას იცნობს: ახლანდელი დრო (პრეზენსი), ნამყო სრული (პერფექტი), მყოფადი I (ფუტურუმ I), მყოფადი II (ფუტურუმ II), ნამყო წინარე–წარსული (პლუკვამპერფექტი), ნამყო წყვეტილი დრო (აორისტი) და ნამყო უწყვეტელი (უსრული) დრო (იმპერფექტი).
წარმოების ტიპის მიხედვით ახლანდელი დრო, ნამყო წყვეტილი დრო და ნამყო უწყვეტელი (უსრული) დრო სინთეზურ ზმნურ ფორმებს ქმნიან, ხოლო ნამყო სრული დრო, მყოფადი I და II, ასევე ნამყო წინარე–წარსული დრო კი ანალიტიკურ ზმნურ ფორმებს.
ახლანდელი დრო
ახლანდელი დრო (პრეზენსი – prezent)
წარსული დრო
ნამყო სრული (პერფექტი - perfekt)
ნამყო წყვეტილი დრო (აორისტი - aorist)
ნამყო უწყვეტელი (უსრული) დრო (იმპერფექტი - imperfekt)
Palzer, Die sprachliche Situation in der Slavia zehn Jahre nach der Wende: Beiträge zum Internationalen Symposium des slavischen Instituts der Universität Heidelberg vom 29. September bis 2. Oktober 1999 / Baldur Panzer (გამომცემელი) (Heidelberger Publikationen zur Slavistik. Linguistische Reihe; Bd. 10) – Frankfurt am Main; Berlin; Bern; Bruxelles; New York; Oxford; Wien: Peter Lang, 2007
Popović, Ivan: Geschichte der serbokroatischen Sprache. Bibliotheca Slavica. Wiebaden: Otto Harassowitz, 1960.
Hamm, Josip: Grammatik der serbokroatischen Sprache. 3. unveränderte Auflage. Wiebaden: Otto Harassowitz, 1981.
Kunzmann-Müller, Barbara: Grammatikhandbuch des Kroatischen unter Einschluß des Serbischen. 3., durchges. u. erg. Aufl. Heidelberger Publikationen zur Slavistik. Linguistische Reihe; Bd. 7) Frankfurt am Main; Berlin; Bern; Bruxelles; New York; Oxford; Wien: Peter Lang, 2002.
Kordić, Snježana: Kroatisch-Serbisch: Ein Lehrbuch für Fortgeschrittene mit Grammatik. Hamburg: Buske, 1997.
Raguž, Dragutin: Practična hrvatska gramatika. Biblioteka Udžbenici i priručnici. Zagreb, medicinska naklada, 1997.