Љ, љ — კირულური ასოების Л-სა და Ь-ს ლიგატურა. სერბულ-ხორვატული ენის იოტირებული ლ. კირილური ანბანის, ანუ ე.წ. ჩირილიცას მეთოთხმეტე ასო-ნიშანი. როგორც ცნობილია, სერბეთი მოიხმარს ორ, კირილურსა (ე.წ. ჩირილიცას) და ლათინურ (ე.წ. ლატინიცას) ანბანს, ანუ ჟურნალ–გაზეთები სერბეთში ორ ანბანზე იბეჭდება. (იხილეთ სერბულ-ხორვატული ენა) ხორვატულში, ლატინიცაზე მას შეესაბამება დიგრაფიLj,lj. გამოითქმის დაახლ. როგორც ლჲ რბილად, ოდნავი იოტირებით. მაგ.; (კირილ.) Љиг, (ლათ.) Ljig [ლჲიგ] (კირილ.) љут, (ლათ.) ljut [ლჲუტ].