U, u — ლათინური ანბანის ოცდამეერთე ასო. შუა საუკუნეებში განვითარდა ორი ფორმა „v“ ან „u“, და ორივე თანამედროვე u და v-სთვის გამოიყენებოდა. v იყენებდნენ სიტყვის დასაწყისში, მაშინ როდესაც u სიტყვის შუაში ან ბოლოს იწერებოდა, ჟღერადობის მიუხედავად. მაგ. ინგლისური have და upon იწერებოდა როგორც haue და vpon. საბოლოოდ, 1700-იან წლებში თამხმოვნისა და ხმოვნის განსასხვავებლად v თანხმოვნის აღმნიშვნელი გახდა, ხოლო u კი - ხმოვნის. ამ დროს წარმოიქმნა ასომთავრული U, მანამდე კი ყოველთვის V-ს იყენებდნენ.
ასო u ლათინურ ანბანში მე-16 საუკუნეში პეტრუს რამუსმა შემოიღო.