L, l — ლათინური ანბანის მეთორმეტე ასო. წარმოებულია სემიტური კომბალისგან, რომელიც აღნიშნავდა ბგერას /l/. თავის მხრივ, ამის წარმოშობის წყარო ეგვიპტური იეროგლიფია, რომელიც სემიტებმა ანბანური დანიშნულებით გამოიყენეს. ბერძნული ასო ლამბდა Λ (ასომთავრული) ან λ (ნუსხური), ასევე ექვივალენტური ეტრუსკული და ლათინური ასოები, წარმოადგენს იგივე ბგერას რაც სემიტურშია.