C, c — ლათინური ანბანის მესამე ასო, გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ანბანში ლათინურის ბაზაზე. წარმოებულია ბერძნული გამასგან (Γ, γ). თავდაპირველად ლათინურში აღნიშნავდა ბგერას [к] (ხანდახან [გ]), მოგვიანებით e და i-ს წინ გამოთქმა შეიცვალა ბგერებით [ჩ] ან [ც]; დღევანდელ ენებში ამ ასოს ხმოვანი შემადგენლობა განსაკუთრებით მრავალფეროვანია ([კ], [ს], [ც], [ჩ], [ჯ] და სხვ.; ხშირად სხვადასხვანაირად იკითხება სხვადასხვა პოზიციებში). ხშირად დიგრაფების ნაწილია (ყველაზე ძველი და გავრცელებული - ch, რომელსაც რომაელები ბერძნული ასოს ხი (Χ, χ) დაწერისთვის იყენებდნენ) და უფრო რთული ასოთშეხამებების (მაგ. გერმ.. sch, tsch და სხვა.).