1817 : მონრეალის ბანკი, კანადის უძველესი ქარტია მინიჭებული ბანკი, გაიხსნა მონრეალში, კვებეკი.
1838 : ტაიმს ოვ ინდია, გავრცელებით მსოფლიოს უდიდესი ინგლისურენოვანი ყოველდღიური ფართოთაბახიანი გაზეთი დაარსდა როგორც ბობეი ტაიმსი და ჯორნალ ოვ კომერსი.
1903 : აშშ-ის წაქეზებით პანამა კოლუმბიისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
1911 : შევროლე ავტომანქანების წარმოებას იწყებს და ფორდის მთავარი კონკურენტი ხდება.
1973 : ნასა კოსმოსში უშვებს მარინერ 10-ს, რომელიც პირველი აპარატი გახდა რომელმაც მერკურს მიაღწია.
1978 : დომინიკა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
1986 : ირან-კონტრას სკანდალი - ლიბანური ჟურნალი აშ-შირაა აქვეყნებს მასალას აშშ-ის მიერ საიდუმლოდ ირანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ლიბანში პრო-ირანულ დაჯგუფებათა მიერ შვიდი ამერიკელი მძევლის განთვაისუფლების სანაცვლოდ.
1992 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ბილ კლინტონი ჯორჯ ბუშ უფროსსა და როს პეროს ამარცხებს.