ბჰუტანი (ძონგკხა: འབྲུག་ཡུལ་) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოაზიაში. სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ბჰუტანელები საკუთარ სახელმწიფოს უწოდებენ დრუკ იული (འབྲུག་ཡུལ་), რაც „ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას“ ნიშნავს. ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა. 1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ. ბჰუტანის მოსახლეობა 2012 წლის მიხედვით 742 737[2] ათასი კაცია. ქვეყნის ტერიტორია ჩინეთთან საზღვრის დემარკაციის შემდეგ 47 000 კვ. კმ-დან 38 394 კვ. კმ-მდე შემცირდა.
ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ არსებობეს მოსაზრება, თითქოს ბჰუტანის ტერიტორია 2000 წლის წინაც იყო დასახლებული, ამის დოკუმენტური ან ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს. ქვეყნის ისტორია ეპიზოდურადაა ცნობილი, რისი მიზეზიც ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქში პუნაქაში ხანძრის შედეგად განადგურებული ბიბლიოთეკაა. ამდენად, ქვეყნის ისტორია ნახევრად ლეგენდების დონეზა ცნობილი. ბუდიზმმა ქვეყანაში, როგორც მიიჩნევენ, ჯერ კიდევ II საუკუნეში შეაღწია. მეფემ, ტიბეტა სონგცე ტამპომ, ლეგენდის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე ააშენა ორი ტაძარი (კაიჩუ ლაკხანგიპაროში და ჯამბეი ლაკხანგიბუმტანგში), რომლებიც დღემდე არსებობენ და რელიგიური რიტუალების აღსრულების უმნიშვნელოვანესი ადგილებია. ბჰუტანის ბუდიზმი, დრუკპა კაგიუ, სათავეს იღებს ცანგპა გიარე ეშე დორჟისაგან, რომელმაც ტიბეტში, ქალაქ რალუნგში, დააარსა მონასტერი დრუკი (დრაკონი). ტიბეტელი მღვდელი და მხატვარი ნგავანგ ნიამგალი (შაბდრუნგი) (1594—1651) 1616 წელს ხდება მეფე, მან შეძლო ბჰუტანის გაერთიანება, და დაიწყო აქტიური სამუშაოები დძონგოების ციხესიმაგრეების გასამაგრებლად. შაბდრუნგის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა სამოქალაქო ომმა მოიცვა, რომელიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ორი დუარი (კარი). ასამიის კარი და ბენგალის კარი-ტერიტორიები, რომლებიც პირდაპირ გასასვლელს იძლეოდნენ მთებიდან მდინარე ბრახმაპუტრაზე.
ბჰუტანის ხელახალი გაერთიანება შეძლო მეფე უგენ ვანგჩუკმა. პირველი მეფე, რომელმაც 1907 წელს ჩამოაყალიბა ახალი დინასტია. 1920 წელს პირველმა მეფემ ხელშეკრულება გააფორმა ინგლისთან და ამით მისი მოკავშირე გახდა. სამაგიეროდ კი მიიღო დაპირება, რომ ინგლისი მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბჰუტანის იზოლაცია. მან შეძლო თავიდან აეცილებინა მსიფლიო ომებში მონაწილეობა.
1949 წელს, როცა ინდოეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბჰუტანიც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. თუმცა იზოლაციონალისტური პოლიტიკის გამო ქვეყანა არ იყო წარმოდგანელი არც გაეროში და არც საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის გამოც მსოფლიო ამ ქვეყანას განიხილავდა როგორც ინდოეთის გავლენის სფეროდ. საბოლოოდ ბჰუტანს ბრძოლა მოუწია, რათა გამხდარიყო გაეროს წევრი. 1952 წელს ტახტზე ადის ბჰუტანის მესამე მეფე ჯიგმე დორჯი ვანგჩუკი, რომელიც იწყებს ზრუნვას ქვეყნის მოდერნიზაციისათვის. ჩინეთის ტიბეტში შეჭრის გამო ბჰუტანი იძულებული გახდა ინდოეთთან გაეფორმებინა სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბჰუტანის უსაფრთხოება ინდოეთს უნდა უზრუნველეყო. დღესაც ინდოეთია ბჰუტანის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ 1971 წელს გახდა ბჰუტანი გაეროს წევრი.
ბჰუტანის მეოთხე მეფე, ჯიგმე სინგე ვანგჩუკი, ტახტზე ავიდა 1972 წელს. მისი მეფობისას ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და უცხოელების შეზღუდული რაოდენობა იშვებოდა. მეფემ უზრუნველყო ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურით (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები) თან ისე, რომ ეკოლოგიას მინიმალური ზარალი მიადგა. 1998 წელს მეფემ მართვა მინისტრთა საბჭოს გადასცა, რითაც უზრუნველყო აღმასულებელი ხელისუფლების მუდმივი ცვალებადობა. 2002 წელს ქვეყანაში დაარსდა ნაციონალური ტელევიზია (მანამდე ქვეყანაში ტელევიზია აკრძალული იყო). ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს.
მოსახლეობა
2005 წლის მონაცემებით ბჰუტანის მოსახლეობა შეადგენდა 672 425 კაცს. თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში გაეროს და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები არ დაიშვებიან მსგავსი საქმიანობის ჩასატარებლად, აღნიშნული ციფრები საეჭვოა. მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 3-ჯერ მეტი მოსახლე მაინც ცხოვრობს ვიდრე ესაა ცნობილი. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელია 2,11 % წელიწადში. ქალაქის მოსახლეობა — 21 %, სოფლის — 79 %. სიცოცხის საშუალო ხანგრძლივობაა: მამაკაცებში — 66, ქალებში — 66,2 წელი.
ბჰოტია — ქვეყნის ძირითადი ეთნიკური ჯგუფი და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. 35 % მოსახლეობისა ნეპალელები არიან. 15 % წარჩოპხები.
ენა
ბჰუტანის ოფიციალური ენაა — ძონგკხა, ტიბეტურის მსგავსი, რომელიც ტიბეტურ მართლწერას იყენებს.
რელიგია
დრუკპა კაგიუს ტიბეტური სკოლა ქვეყნის მოსახლეობის 70 % მოიცავს, როგორც ოფიციალური რელიგია. ბჰუტანში ასევე გავრცელებულია ბუდისტური სკოლა ნინგმა და რელიგია ბონი. ქვეყნის სამხრეთით გავრეცელებულია ინდუიზმი (მოსახლეობის 25 %), მოსახლეობის 5 % მუსლიმანია.
ეკონომიკა
ბჰუტანი აგრარული ქვეყანაა. მოსახლეობის 80 %-ის შემოსავლის ძირითადი წყაროა მიწათმოქმედება და სატყეო მეურნეობა. პარალელურად ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავს ქვეყნის ფლორისა და ფაუნის შესანარჩუნებლად და ამიტომ ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაცულ ზონებადაა გამოცხადებული, სადაც ნადირობაც აკძალულია. სწორედ ამიტომ მეწარმეობის განვითარება ბჰუტანის ხელისუფლების გეგმებში არ შედის. ქვეყანაში ძირითადად მოჰყავთ ვაშლი და ფორთოხალი. მოსავლის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე გააქვთ. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა ინდოეთია, რომელზეც მთელი ექსპორტის 87,9 % მოდის. ინდოეთიდან იმპორტი კი ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის 71,3 % შეადგენს.
ქვეყნის ფულადი ერთეულია ნგულტრუმი. კურსი მიბმულია ინდურ რუპიაზე. 2006 წლის მიხედვით ერთი აშშ დოლარი 44,42 ნგულტრუმია.
ქვეყნის მშპ შეადგენს 2,9 მილიარდ დოლარს წელიწადში. ბჰუტანის ხელისუფლება მშპ ზრდას არ აღიქვამს, როგორც მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საზომს. ისინი ორიენტირებული არიან ნაციონალური ბედნიერების ზრდის მონაცემებზე (Gross National Happiness).
ბჰუტანში კორუფცია ფაქტობრივად არ არსებობს. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) 2006 წლის მონაცემებით კორუფციის მიხედვით 32 ადგილზე იმყოფება.
ტურიზმი
ქვეყანაში კვლავაც შეზღუდულია უცხოელი ტურისტების შესვლის რაოდენობა, ამას თან ემატება მომსახურების დაბალი დონე, რის გამოც ქვეყანას არც ისე ბევრი ტურისტი სტუმრობს. უცხოელი, რომელიც ქვეყანაში ჩადის, წინასწარ ვალდებულია გადაიხადოს 200 დოლარი. მას ავტომატურად ახვედრებენ 3-ადგილიან სასტუმროს. ტურისტული ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს. თან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 200 დოლარი უნდა იხადოს ყოველი შემდგომი დღისათვის.[3]2005 წელს ქვეყანა მოინახულა 13 000 ტურისტმა.
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა.
2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური.