უგენ ვანგჩუკი

უგენ ვანგჩუკი

უგენ ვანგჩუკი (დ. 1861 — გ. 1926) — ბჰუტანის პირველი მეფე. 1907 წელს ის ავიდა ტახტზე და დააარსა ახალი დინასტია ბჰუტანის გაერთიანებით. მანამდე ის იყო ძონგა ტოგსას გუბრენატორი. მან შეძლო მოწინააღმდეგეთა და ამბოხებათა ჩახშობა 1882—1885 წლებში.

უგენ ვანგჩუკი მონაწილეობას იღებდა ბრიტანულ კამპანიაში ლხასაში 1904 წელს, დაჯილდოვდა კეთილსინდისიერი სამსახურისათის და მიენიჭა რაინდის წოდება.

1907 წელს უგან ვანგჩუკი არჩეულ იქნა ბჰუტანის მეფედ ქალაქ პუნაქაში, ამით ქალაქი ქვეყნის დედაქალაქად იქცა.

1910 წელს პირველმა მეფემ ინგლისთან შეთანხემბა გააფორმა, რომლის მიხედვითაც ბჰუტანი ცხადდებოდა ინგლისის მოკავშირედ, სანაცვლოდ კი იღებდა ავტონომიას და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის გარანტიებს. ამ პერიოდიდან იწყება ბჰუტანის იზოლაციონისტური პოლიტიკა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში