ტელევიზია (ბერძ. τήλε — შორს და ლათ. video — ვხედავ) — კავშირგაბმულობის საშუალება, მოძრავი შავ-თეთრი ან ფერადი ხმოვანი გამოსახულებების შორ მანძილზე ტრანსლირებისთვის.
სატელევიზიო მაუწყებლობები სათავეს იღებს გვიანი 1920-იანი წლებიდან. ტელევიზია გხდა აქტუალური ყველა სფეროში, თუმცა ძირითადად სანახაობრივი და საინფორმაციო ფუნქცია მიიღო. ბოლო წლებში ინტერნეტის განვითარებასთან აქტუალური გახდა ინტერნეტ ტელევიზია.