ინდუიზმი

სტატიები თემატიკაზე
ინდუიზმი
ისტორია · პანთეონი
მიმართულებები · მითოლოგია
რწმენა და პრაქტიკა
რეინკარნაცია · მოკშა
კარმა · პუჯა · მაია
სამსარა · დჰარმა
ნირვანა ·
ვედანტა ·
იოგა · აიურვედა
იუგა · ვეგეტარიანელობა
ბჰაკტი
მწერლობა
უპანიშადები · ვედები
ბრაჰმანები
რამაიანა ·
მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა)
პურანები · არანიაკები
შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი
დაკავშირებული თემები
დჰარმული რელიგიები ·
ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით
მასწავლებლები · მანდირი
კასტები · მანტრა
ტერმინოლოგია
კამასუტრა
დღესასწაულები
მურტი

    
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი ინდუისტური ტაძარი, მდებარეობს დელიში.[1]

ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma „მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი“, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს.

ინდუიზმის განვითარების ტრადიციული შეხედულება

ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ძვ. წ. III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.

არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.

ბრაჰმანიზმი ინდოეთში ძვ. წ. I ათასწლეულში ვრცელდება. ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ძვ. წ. I ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.

გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვ. წ. IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინაზმი ერთ-ერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.

ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.

ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაკტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.

ინდუიზმის ძირითადი პრინციპები

ინდუიზმის ძირითადი პრინციპებია დჰარმა, კარმა და სამსარა.

धर्म დჰარმა წარმოადგენს ღმერთის მიერ შექმნილ ბუნების, რელიგიის, მორალის, სამართლიანობის, კეთილდღეობის მარადიულ კანონს.

कर्म კარმა სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ქმედება“, „მოქმედება“ ან „მუშაობა“ და შეიძლება განისაზღვროს, როგორც „კანონი ქმედებისა და შედეგისა“.

उपनिषद् უპანიშადების (ინდუიზმის წმინდა წერილები) მიხედვით, ცნობიერება – चित्त ჩიტტა (ან चेतन ჩეტანა), წარმოადგენს წვრილ-მატერიალურ ორგანოს, რომელიც प्राण პრანას (სუნთქვა) მეშვეობით ირეკლავს სულის (जीव ჯივა ან आत्मन् ატმან) ცნობიერებას.

პრანა არის ჯივასა და ჩიტტას შუამავალი, რომელიც წარმოადგენს უპირველეს და უწვრილეს მატერიალურ ელემენტს.

ჯივა, რომელიც პრანას ცნობიერებით ავსებს, არსების გულის არეში მდებარეობს.

ჩიტტა არის मनस् მანასის (ქვეცნობიერება), अहंकार აჰამკარასა (ეგო, საკუთარი შეგნების სისტემა) და बुद्धि ბუდდჰის (ცნობიერი გონება, რომელიც უნარს აღიქვამს) ერთობლიობა. ჩიტტა წარმოადგენს ინდივიდის მატერიალური გამოცდილების ხაზინას ნებისმიერი ქმედების უამრავი संस्कर სამსკარებით (შთაბეჭდილება, ანაბეჭდი), როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დონეზე. მასში დაგროვილი ინფორმაცია მოქმედებს, როგორც პრიზმა, რომელშიც არსება სამყაროს ხედავს. ყველაფერს, რასაც ამ პრიზმაში ხედავს, იგი ადარებს თავის წარსულ გამოცდილებას, და აქედან გამომდინარე, რეალობას აღიქვამს წარსულის მიერ სახეშეცვლილ (დამახინჯებულ) სურათად.

სამსკარები ინახება და გადადის ცხოვრებიდან (სიცოცხლიდან, დაბადებიდან) ცხოვრებაში ინდივიდის ცნობიერებაში.

ყოველ ცხოვრებაში სამსკარები ფორმირებას ახდენს არსების განუმეორებელ ფსიქო-ფიზიკურ ბუნებას და განსაზღრავს მის მიდრეკილებას და სურვილებს, აგრეთვე მის კარმას.

კონცეფცია საყოველთაო, ნეიტრალური და უცდომელი კარმის კანონის დაკავშირებულია რეინკარანციასთან და ინდივიდის პიროვნებასთან.

კარმა აერთიანებს ნების თავისუფლების და ბედისწერის გაგებას. „ქმედების, ქმედების შედეგის, დაბადების, სიკვდილის და ხელახლა დაბადების“ ორომტრიალს ჰქვია संसार სამსარა.

სამსარას სამყარო ქმნის გარდამავალ ტკბობას, რომელიც არსებას უტოვებს ხელახლა დაბადების სურვილს, რათა დატკბეს მატერიალურად. და მხოლოდ मोक्ष მოკშა (სამსარას დატყვევებიდან გათავისუფლება) აძლევს არსებას მარადიულ ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს.

დემოგრაფია

ინდუიზმი - პროცენტულობა ქვეყნების მიხედვით

ინდუიზმი არის ინდოეთის უდიდესი რელიგია, 2001 წლის აღწერით, მას მოსახლეობის დაახლოებით 80,5 % მიმდევარი ჰყავს რაც 960 მილიონ ადამიანს წარმოადგენს.[2] სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მიმდევარი ჰყავს ნეპალში (23 მილიონი), ბანგლადეშში (15 მილიონი) და ინდონეზიის კუნძულ ბალიზე (3,3 მილიონი).

ქვეყნები ინდუისტი მოსახლეობის პროცენტულობის მიხედვით (2008 წლის მიხედვით):

  1. ნეპალის დროშა ნეპალი 86.5%[3]
  2. ინდოეთის დროშა ინდოეთი 80.5%
  3. მავრიკის დროშა მავრიკი 54%[4]
  4. გაიანის დროშა გაიანა 28%[5]
  5. ფიჯის დროშა ფიჯი 27.9%[6]
  6. ბჰუტანის დროშა ბჰუტანი 25%[7]
  7. ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო 22.5%
  8. სურინამის დროშა სურინამი 20%[8]
  9. შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა 15%[9]
  10. ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში 9.6%[10]
  11. კატარის დროშა კატარი 7.2%
  12. რეიუნიონის დროშა რეიუნიონი 6.7%
  13. მალაიზიის დროშა მალაიზია 6.3%[11]
  14. ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი 6.25%
  15. ქუვეითის დროშა ქუვეითი 6%
  16. არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 5%
  17. სინგაპურის დროშა სინგაპური 4%
  18. ომანის დროშა ომანი 3%
  19. ბელიზის დროშა ბელიზი 2.3%
  20. სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები 2.1%[12]

მიმდევრების რაოდენობით ინდუიზმი მსოფლიოს მესამე რელიგიაა, ქრისტიანობისა და ისლამის შემდეგ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Jha, Preeti (2007-12-26). „Guinness comes to east Delhi: Akshardham world’s largest Hindu temple“. The Indian Express. ციტირების თარიღი: 2008-01-02. მითითებულია ერთზე მეტი |author= და |last= (დახმარება)
  2. CIA-The world factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-11. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
  3. Nepal
  4. Dostert, Pierre Etienne. Africa 1997 (The World Today Series). Harpers Ferry, West Virginia: Stryker-Post Publications (1997), pg. 162.
  5. CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-28. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
  6. CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
  7. Bhutan
  8. Suriname
  9. Cash Advance | Debt Consolidation | Insurance | Free Credit Report at Srilankantourism.com
  10. SVRS 2010. Bangladesh Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 02 September 2012.
  11. CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
  12. CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-13. ციტირების თარიღი: 2012-10-22.


Read other articles:

Begonia hatacoa TaksonomiDivisiTracheophytaSubdivisiSpermatophytesKladAngiospermaeKladmesangiospermsKladeudicotsKladcore eudicotsKladSuperrosidaeKladrosidsKladfabidsOrdoCucurbitalesFamiliBegoniaceaeGenusBegoniaSpesiesBegonia hatacoa Hamilton, 1822, 1825 lbs Begonia hatacoa adalah spesies tumbuhan yang tergolong ke dalam famili Begoniaceae. Spesies ini juga merupakan bagian dari ordo Cucurbitales. Nama ilmiah spesies ini pertama kali diterbitkan oleh Francis Buchanan-Hamilton pada 1825. Refere...

 

 

Radio telescope at Jodrell Bank Observatory, Cheshire, England Not to be confused with Lowell Observatory. Lovell TelescopeThe Lovell TelescopeAlternative names250 ft telescope Named afterBernard Lovell Part ofEuropean VLBI NetworkJodrell Bank ObservatorymERLIN Location(s)Goostrey, Cheshire East, Cheshire, North West England, EnglandCoordinates53°14′11″N 2°18′30″W / 53.2365°N 2.3084°W / 53.2365; -2.3084OrganizationJodrell Bank Centr...

 

 

Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Ilva Bagnolese. Unione Sportiva BagnoleseStagione 1945-1946Sport calcio Squadra Ilva Bagnolese Allenatore? Presidente? Serie C12º posto StadioCampo ILVA 1944 1946-1947 Si invita a seguire il modello di voce Questa pagina raccoglie i dati riguardanti l'Unione Spo...

Перуанский анчоус Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеГруппа:Костные рыбыКласс:Лучепёрые рыбыПодкласс:Новопёрые �...

 

 

This article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (March 2021) Palestinian journalist and novelist Suheil KiwanBorn1956OccupationJournalist, novelist, playwrightNationalityPalestinianNotable awards– Tawfiq Zayyad Institution Award – Award of recognition from Al-Midan Theater – National Award from Anna Lindh Foundation for children's literature Suheil Kiwan (Arabic:سهيل كي�...

 

 

Type of sawmill incorporating a chainsaw A chainsaw mill in use Milling Birch on a Logsol F2 plus chainsaw mill A chainsaw mill[1] or PortaMill[2] or Logosol sawmill[3] is a type of sawmill incorporating a chainsaw, that is used by one or two operators to mill logs into lumber for use in furniture, construction and other uses. Although often used as a generic term, Alaskan Mill is a registered trademark of Granberg International.[4] Description The mill attachm...

Electricity from wind in one U.S. state The U.S. Department of Energy has determined that West Virginia has significant wind power development opportunities,[1] with a potential of 69 gigawatts. As of the start of 2020, there were 376 wind turbines in operation in West Virginia with a generating capacity of 686 megawatts (MW) and responsible for 2.7% of in-state electricity production. An additional 56 MW was under construction.[2] The state, a major coal producer, passed rene...

 

 

Sergio García Informasi pribadiNama lengkap Sergio García de la FuenteTanggal lahir 9 Juni 1983 (umur 40)Tempat lahir Barcelona, SpanyolTinggi 1,74 m (5 ft 8+1⁄2 in)Posisi bermain PenyerangInformasi klubKlub saat ini EspanyolNomor 9Karier junior Bon Pastor1995–2002 Barcelona1997–1999 → CF Damm (pinjaman)Karier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2002–2004 Barcelona B 66 (37)2003–2005 Barcelona 4 (0)2004–2005 → Levante (pinjaman) 31 (7)2005–2008 Zaragoza 9...

 

 

قلب الليل معلومات الكتاب المؤلف نجيب محفوظ الناشر مكتبة مصر تاريخ النشر 1975م تعديل مصدري - تعديل   قلب الليل، هي رواية صغيرة الحجم نسبيا للروائي نجيب محفوظ، والصادرة في 155 صفحة عن مكتبة مصر، وصدرت طبعتها الأولى عام 1975م وقامت دار الشروق بإعادة طباعتها في العام 2006م.[1] تح...

إم بي 5  ، و، و    النوع رشيشة  بلد الأصل ألمانيا  فترة الاستخدام بداية:1966  المصنع هكلر آند كوخ  العرض 50 مليمتر[1]  الارتفاع 260 مليمتر[1]  تعديل مصدري - تعديل   رشاش إم بي 5 هكلر أوند كوخ إم بي 5 صنع سنة 1964 هو مسدس رشاش آلي يطلق عيار 9ملم ويطلق 700 إلى 900...

 

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Foggia (disambigua). Foggiacomune Foggia – VedutaL'ottocentesca Piazza Cavour, nel cuore della città, ospita tre monumenti iconici. LocalizzazioneStato Italia Regione Puglia Provincia Foggia AmministrazioneSindacoMaria Aida Episcopo[1] (indipendente di centro-sinistra) dal 27-10-2023 TerritorioCoordinate41°27′30.42″N 15°33′06.77″E41°27′30.42″N, 15°33′06.77″E (Foggia) Altitu...

 

 

جو انجي برجيت صورة لبيرجيت مع منتخب النرويج أقل من 21 سنة عام 2011م. معلومات شخصية الاسم الكامل جو انجي برجيت الميلاد 11 سبتمبر 1990 (العمر 33 سنة)هادلاند،  النرويج الطول 1.84 م (6 قدم 0 بوصة) مركز اللعب مهاجم الجنسية النرويج  معلومات النادي النادي الحالي مالمو الرقم 32 مسي...

Gearing-class destroyer For other ships with the same name, see USS Meredith. USS Meredith History United States NameMeredith NamesakeJonathan Meredith BuilderConsolidated Steel Corporation, Orange, Texas Laid down27 January 1945 Launched28 June 1945 Commissioned31 December 1945 Decommissioned29 June 1979 Stricken7 December 1979 FateTransferred to Turkey, 29 June 1979 TCG Savaştepe Turkey NameSavaştepe Namesaketown of Savaştepe Acquired29 June 1979 IdentificationD 348 FateScrapped, 1995 Ge...

 

 

You can help expand this article with text translated from the corresponding article in Vietnamese. (March 2009) Click [show] for important translation instructions. View a machine-translated version of the Vietnamese article. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting machine-translated text into the English ...

 

 

Fernando Lopes-Graça Información personalNacimiento 17 de diciembre de 1906 Tomar (Portugal) Fallecimiento 27 de noviembre de 1994 (87 años)Parede (Portugal) Nacionalidad PortuguesaEducaciónAlumno de José Vianna da Motta Información profesionalOcupación Director de orquesta, compositor y musicólogo Distinciones Gran Cruz de la Orden del Infante Don EnriqueGran Oficial de la Orden Militar de Santiago de la Espada Firma [editar datos en Wikidata] Fernando Lopes-Graça (Tomar, ...

Church in Hertfordshire, England ChurchSt Etheldreda's ChurchThe church from the churchyard. View, from the south east showing the south transept, nave, and tower.51°45′41″N 0°12′45″W / 51.76139°N 0.21250°W / 51.76139; -0.21250DenominationChurch of EnglandWebsitewww.stetheldreda.orgHistoryDedicationSt EtheldredaAdministrationProvinceCanterburyDioceseSt AlbansParishParish of Bishop’s Hatfield St Etheldreda with St LukeClergyVicar(s)Bishops Hatfield Team Mi...

 

 

Spanish general and colonial governor (1850-1911) In this Spanish name, the first or paternal surname is de los Ríos and the second or maternal family name is Nicolau. The Most ExcellentDiego de los Ríos116th Governor-General of the PhilippinesIn officeSeptember 1898 – December 10, 1898MonarchAlfonso XIII of SpainPreceded byFrancisco RizzoSucceeded byJacob Gould Schurman(as Chairman of the First Philippine Commission) Personal detailsBorn(1850-04-09)April 9, 1850Guada...

 

 

سيرجي لافروف (بالروسية: Сергей Викторович Лавров)‏  لافروف عام 2010 وزير خارجية روسيا الاتحادية الرابع تولى المنصب9 مارس 2004 إيغور إيفانوف   مندوب روسيا الدائم في الأمم المتحدة في المنصب7 يوليو 1994 – 12 يوليو 2004 معلومات شخصية الميلاد 21 مارس 1950 (74 سنة)[1][2]  موسكو...

この記事には適切な導入部や要約がないか、または不足しています。 関連するスタイルマニュアルを参考にして記事全体の要点を簡潔にまとめ、記事の導入部に記述してください。(2024年6月) (使い方)この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。 出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)...

 

 

Provenza-Alpi-Costa AzzurraregioneRégion Provence-Alpes-Côte d'Azur Provença-Aups-Còsta d'Azur (occitano) Provenza-Alpi-Costa Azzurra – VedutaMarsiglia LocalizzazioneStato Francia AmministrazioneCapoluogo Marsiglia Presidente del Consiglio regionaleRenaud Muselier (LR) dal 2017 Data di istituzione1974 TerritorioCoordinatedel capoluogo43°17′54.89″N 5°22′11.96″E43°17′54.89″N, 5°22′11.96″E (Provenza-Alpi-Costa Azzurra) Superficie31 400 km² Abit...