მთელმა მისმა პონტიფიკატმა განვლო 30-წლიანი ომის (1618–1648) ფონზე, რომლის შეწყვეტას და მშვიდობის დამყარებას ურბან VIII ამაოდ ცდილობდა. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის კარდინალ რიშელიეს, რომელიც საფრანგეთის ინტერესებს იცავდა. ურბან VIII-ის დროს დასრულდა მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ დაპროექტებული პეტრეს ტაძრის მშენებლობა, რომელიც მან 1626 წლის 28 ნოემბერს აკურთხა. ამ დროს რომში უკვე იმყოფებოდა თეიმურაზ I-ის დესპანი, ქართველი კათოლიკე ბერი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, იგივე ნიკიფორე ირბახი, რომელიც ურბან VIII-მ თავის კარზე თბილად მიიღო. ასევე მის დროს მოხდა მეცნიერისა და ასტრონომის გალილეო გალილეის გასამართლება, მისი ნაშრომის „დიალოგების“ მიერ კოპერნიკის თეორიის დაცვისთვის.