ურბანის მამა ყოფილა ვინმე პონტიანუსი. მისი ცხოვრენის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მას მოიხსენიებს ევსებიუს კესარიელი თავის „ეკლესიის ისტორიაში“. ურბანის სახელს მიეწერება ურიცხვი წარმართის გაქრისტიანება, მათ შორის წმინდა ცეცილიას მეუღლის, ვალერიანის და მისი ძმის, ტიბერიუსის. გადმოცემის თანახმად ურბანი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა და დაკრძალულია რომის ქრისტიანულ კატაკომბაში „Coemetarium Praetextatus“.
ურბანი კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი და ითვლება ვალენსიის, მაასტრიხტის, ტოლედოს და ტრუას მფარველად. იგი ასევე მფარველია ვენახის, ღვინის, მეღვინეების და მეკასრეების.