პაპ ფელიქს I-ის შესახებ სარწმუნო წყაროები თითქმის არ მოიპოვება. იგი რომში დაბადებულა, პაპად აირჩიეს 269 წლის 5 იანვარს. მას მიეწერება ეკლესიების კურთხევის ტრადიციის დამკვიდრება და ქრისტიანთა უფლებებისათვის შეუპოვარი ბრძოლა. აღმოჩენიალია აგრეთვე წერილის ფრაგმენტი, რომელიც ფელიქს I-ს მიუწერია ალექსანდრიისეპისკოპოს მაქსიმესათვის. იგი დაასაფლავეს კალიქსტ I -ის კატაკომბაში.